15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
დევა კასელი იტალიელ მსახიობს ხვდება - ვინ არის ბიჭი, რომელმაც მონიკა ბელუჩის შვილის გული მოიგო:"ის ძალიან ჰგავს ალენ დელონს"
11:04 / 27-10-2023
მონიკა ბელუჩისა და ვინსენტ კასელის შვილი, ულამაზესი დევა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია სამოდელო ინდუსტრიაში.
ახალგაზრდა მოდელის წარმატებულ კარიერას მისი მილიონობით ფანი ინტერესით ადევნებს თვალს და ბუნებრივია, დევას პირადი ცხოვრებაც არანაკლებ ყურადღებას იპყრობს.
დიდი ხანია იტალიური მედია წერს, რომ 19 წლის დევას რომანტიკული ურთიერთობა აქვს 24 წლის მსახიობთან, საულ ნანისთან.
საული 1999 წელს ბოლონიაში დაიბადა. ის ცნობილია ფილმებით Brado, Love & Gelato და Under the Riccione Sun.
მსახიობს ფანების ნაწილი ვიზუალით ლეგენდარულ ალენ დელონს ამსგავსებს. აღსანიშნავია, რომ მომდევნო წელს, Netflix-ის ფილმი The Leopard გამოვა. ეს იქნება ადაპტაცია 1965 წელს გამოსული ფილმისა, სადაც მთავარ გმირს, ტანკრედე ფალკონერის ალენ დელონი თამაშობდა. ამჯერად, ფალკონერის როლს საულ ნანი მოირგებს.
დევა კასელი და საულ ნანი
რაც შეეხება დევა კასელისა და საულის ურთიერთობას - მოდელმა მათი რომანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ახლახან დაადასტურა. მან ინსტაგრამზე შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:

ალენ დელონი, ერთადერთი და განუმეორებელი! შედარება სისულელეა!
ამაზე ბევრად ლამაზი გოგონები გვყავს საქართველოში,ნეტავ მონიკა ბელუჩის შვილი რომ არ იყოს იქნებოდა კი ასე ყურადღების ცენტრში?ეჭვი მეპარება