მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალგაზრდა დიპლომატი რომ ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის პროექტზე. საოცარია, რომ დღეს აქ დავბრუნდი" - აშშ-ის ელჩი საქართველოში
"ახალგაზრდა დიპლომატი რომ ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის პროექტზე. საოცარია, რომ დღეს აქ დავბრუნდი" - აშშ-ის ელჩი საქართველოში

მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ვიმ­ყო­ფე­ბი "აბ­რე­შუ­მის გზის ფო­რუმ­ზე“, რო­მელ­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მას­პინ­ძლობს. ფო­რუ­მი უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პლატ­ფორ­მაა, სა­დაც იკ­რი­ბე­ბა კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტო­რი, შუა დე­რეფ­ნის ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სატ­რან­ზი­ტო გზის გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან­მა ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­ბინ ლ. და­ნი­გან­მა გა­ნა­ცხა­და.

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, რო­ბინ ლ. და­ნი­გა­ნი "თბი­ლი­სის აბ­რე­შუ­მის გზის ფო­რუმ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ობს. ამას­თან, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ისე­ვე, რო­გორც არა­ერ­თი სტუ­მა­რი აშშ-დან - ისი­ნი ფო­რუ­მის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე პა­ნე­ლებ­სა და სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს და­ეს­წრე­ბი­ან. მათ შო­რის, რო­გორც აშშ-ს ბიზ­ნეს-სექ­ტო­რი­დან, ისე USAID-დან, სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან.

"ახალ­გაზ­რდა დიპ­ლო­მა­ტი რომ ვი­ყა­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი ბაქო-ჯე­ი­ჰა­ნის მილ­სა­დე­ნის პრო­ექ­ტზე. სა­ო­ცა­რია, რომ დღეს აქ დავ­ბრუნ­დი და ვხე­დავ, რას მი­აღ­წია სა­ქარ­თვე­ლომ შუა დე­რეფ­ნის, გზე­ბის, რკი­ნიგ­ზის და პორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით. სწო­რედ ამი­ტომ ვართ დღეს აქ, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ე­ბი, რათა გა­ვაგ­რძე­ლოთ ამ გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რად­გან ვი­ცით შუა დე­რეფ­ნის ნამ­დვი­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს როლი ამ შუა დე­რე­ფან­ში. ასე რომ, რო­გორც ელჩი აქ, მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად მზად ვარ მხა­რი და­ვუ­ჭი­რო ამ სა­კითხს“, - აღ­ნიშ­ნა აშშ-ს ელჩმა.

უწყე­ბის ცნო­ბით, "თბი­ლი­სის აბ­რე­შუ­მის გზის ფო­რუმ­მა“ დღეს და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, ის 26-27 ოქ­ტომ­ბერს გაგ­რძელ­დე­ბა და ათ თე­მა­ტურ პა­ნელს მო­ი­ცავს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით: შუა დე­რე­ფა­ნი, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, სა­ვაჭ­რო კავ­ში­რე­ბი, ტუ­რიზ­მი, ენერ­გე­ტი­კა და ა.შ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gio
0

Martlac ra kargi kalia❤️

llcl
1

ეს ქალს მაინც ჰგავს, დედა ის რა იყო, რა კარგია რომ წავიდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ახალგაზრდა დიპლომატი რომ ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის პროექტზე. საოცარია, რომ დღეს აქ დავბრუნდი" - აშშ-ის ელჩი საქართველოში

"ახალგაზრდა დიპლომატი რომ ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის პროექტზე. საოცარია, რომ დღეს აქ დავბრუნდი" - აშშ-ის ელჩი საქართველოში

მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები "აბრეშუმის გზის ფორუმზე“, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მასპინძლობს. ფორუმი უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც იკრიბება კერძო და საჯარო სექტორი, შუა დერეფნის ქვეყნების ლიდერები ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის განვითარების მხარდასაჭერად, - ამის შესახებ აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ ლ. დანიგანმა განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, რობინ ლ. დანიგანი "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობს. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ისევე, როგორც არაერთი სტუმარი აშშ-დან - ისინი ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელებსა და სხვა ღონისძიებებს დაესწრებიან. მათ შორის, როგორც აშშ-ს ბიზნეს-სექტორიდან, ისე USAID-დან, საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან.

"ახალგაზრდა დიპლომატი რომ ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის პროექტზე. საოცარია, რომ დღეს აქ დავბრუნდი და ვხედავ, რას მიაღწია საქართველომ შუა დერეფნის, გზების, რკინიგზის და პორტების განვითარების კუთხით. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, შეერთებული შტატები და ჩვენი კომპანიები, რათა გავაგრძელოთ ამ განვითარების მხარდაჭერა და მონაწილეობა, რადგან ვიცით შუა დერეფნის ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლი ამ შუა დერეფანში. ასე რომ, როგორც ელჩი აქ, მე აბსოლუტურად მზად ვარ მხარი დავუჭირო ამ საკითხს“, - აღნიშნა აშშ-ს ელჩმა.

უწყების ცნობით, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა“ დღეს დაიწყო მუშაობა, ის 26-27 ოქტომბერს გაგრძელდება და ათ თემატურ პანელს მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით: შუა დერეფანი, ინვესტიციები, სავაჭრო კავშირები, ტურიზმი, ენერგეტიკა და ა.შ.