სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბომბის კომპონენტები საზღვარზე კატის სათავსოთი გადაიტანეს, სამიზნე დუგინი იყო - დაგეგმა თუ არა დარია დუგინას აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა?
ბომბის კომპონენტები საზღვარზე კატის სათავსოთი გადაიტანეს, სამიზნე დუგინი იყო - დაგეგმა თუ არა დარია დუგინას აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა?

არ­ცერ­თი ასე­თი ოპე­რა­ცია არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის თან­ხმო­ბის გა­რე­შე - ბომ­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბი სა­ზღვარ­ზე კა­ტე­ბის სა­თავ­სო­თი გად­მო­ი­ტა­ნეს - და­გეგ­მა თუ არა და­რია დუ­გი­ნას მკვლე­ლო­ბა უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა?

გავ­ლე­ნი­ა­ნი The Washington Post-ი წერს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა ათო­ბით სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ი­დი­ნეს, რო­გორც სე­პა­რა­ტის­ტე­ბი­სა და კო­ლა­ბო­რან­ტე­ბის, ასე­ვე რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და ომის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ოცზე მეტი ამ­ჟა­მინ­დე­ლი და ყო­ფი­ლი, უკ­რა­ი­ნე­ლი და და­სავ­ლე­ლი უმაღ­ლე­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რი­სა და დაზ­ვერ­ვის ოფიც­რის ცნო­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლე­ბენ.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ოპე­რა­ცი­ებ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის ელი­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, რომ­ლებ­მაც ცენ­ტრა­ლურ სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს­თან წვრთნი­სა და აღ­ჭურ­ვის პროგ­რა­მა გა­ი­ა­რეს. გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ ამე­რი­კულ სა­ა­გენ­ტოს არ მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ისეთ ოპე­რა­ცი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც სიკ­ვდილ­თან იყო კავ­შირ­ში.

The Washington Post-ი ვა­რა­უ­დობს, რომ სწო­რედ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა 2022 წლის აგ­ვის­ტო­ში და­რია დუ­გი­ნას მკვლე­ლო­ბა. მი­სი­ვე ცნო­ბით, ბომ­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბი სა­ზღვარ­ზე კა­ტე­ბის სა­თავ­სო­თი გად­მო­ი­ტა­ნეს. ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­ზე გად­მო­ვი­და ნა­ტა­ლია ვოვკს ეკუთ­ვნო­და. იმა­ვე მან­ქა­ნა­ში ის­ხდნენ მისი დედა და 12 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი. The Washington Post-ის ვა­რა­უ­დით, სა­მიზ­ნე თა­ვად დუ­გი­ნი იყო, რო­მე­ლიც სხვა მან­ქა­ნა­ში ბოლო მო­მენ­ტში ჩაჯ­და.

2015 წლის შემ­დეგ, აშშ-ის ცენ­ტრა­ლურ­მა სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხურ­მა უკ­რა­ი­ნულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ში ათო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჩადო. სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ სწო­რედ მისი წყა­ლო­ბით, უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვი­დან შე­იქ­მნა. უკ­რა­ი­ნუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი წვრთნებს გა­დი­ოდ­ნენ რო­გორც უკ­რა­ი­ნის, ასე­ვე აშშ-ის სპე­ცი­ა­ლურ ობი­ექ­ტებ­ზე. ვა­შინგტონ­მა კი ახა­ლი შე­ნო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და­ა­ფი­ნან­სა იმის ში­შით, რომ ძვე­ლე­ბი რუ­სუ­ლი დაზ­ვერ­ვის მიერ იყო კომ­პრო­მე­ტი­რე­ბუ­ლი.

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რის მხარ­და­ჭე­რით, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში შე­იქ­მნა იზო­ლი­რე­ბუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფი, რო­მე­ლიც რუ­სულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე იყო სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი. სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რი უზ­რუნ­ველ­ყოფ­და უსაფრ­თხო სა­კო­მუ­ნი­კა­ციო და მო­სას­მენ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას, ასე­ვე შე­ნიღბვას, რაც ოკუ­პი­რე­ბულ ქა­ლა­ქებ­ში შეღ­წე­ვას აად­ვი­ლებ­და.

რო­გორც The Washington Post-ი წერს, 2014 წლის ყი­რი­მის ანექ­სი­ამ­დე, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რი­სა და უკ­რა­ი­ნის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მას­შტა­ბე­ბით ვი­თარ­დე­ბო­და.

The Washington Post-ი აღ­ნიშ­ნავს, რომ უკ­რა­ი­ნულ­მა "სა­სიკ­ვდი­ლო ოპე­რა­ცი­ებ­მა" გა­არ­თუ­ლა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ვა­შინგტო­ნი­სა და კი­ე­ვის ზო­გი­ერ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი შე­აშ­ფო­თა.

ამას­თა­ნა­ვე, The Washington Post-ის თა­ნა­მო­სა­უბ­რე­ე­ბის თქმით, არ­ცერ­თი ასე­თი ოპე­რა­ცია არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის თან­ხმო­ბის გა­რე­შე. ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მის თქმით, კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა მის­მა პრეს­სამ­სა­ხურ­მაც არ ისურ­ვა.

Washington Post-ის ზო­გი­ერ­თმა წყა­რომ ასე­ვე გა­მო­ხა­ტა შეშ­ფო­თე­ბა უკ­რა­ი­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მიერ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გამო: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ასე­თი ტაქ­ტი­კა შე­საძ­ლოა, ახლა გა­მარ­თლე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, მო­მა­ვალ­ში მათი კონ­ტრო­ლი რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

"ჩვენ ვხე­დავთ 1970-იან წლებ­ში "მო­სა­დის" მსგავ­სი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის და­ბა­დე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და The Washington Post-თან ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა.

  • ავ­ტო­რი ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი
მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლანა
6

ვენაცვალე უკრაინელებს ხელებში!

ოოო!
15

დატრენინგებული, კონტროლს მიღმა დარჩენილი, ეთიკასა და მორალს მოკლებული უკრაინული სპეცები და ყოფილი სამხედროები სავარაუდოდ დივერსანტებად და დაქირავებულ მკვლელებად იქცევიან, რაც ომის დამთავრების შემდეგ სერიოზულ პრობლემად იქცევიან რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ბომბის კომპონენტები საზღვარზე კატის სათავსოთი გადაიტანეს, სამიზნე დუგინი იყო - დაგეგმა თუ არა დარია დუგინას აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა?

ბომბის კომპონენტები საზღვარზე კატის სათავსოთი გადაიტანეს, სამიზნე დუგინი იყო - დაგეგმა თუ არა დარია დუგინას აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა?

არცერთი ასეთი ოპერაცია არ განხორციელებულა ვლადიმერ ზელენსკის თანხმობის გარეშე - ბომბის კომპონენტები საზღვარზე კატების სათავსოთი გადმოიტანეს - დაგეგმა თუ არა დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა?

გავლენიანი The Washington Post-ი წერს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ათობით სპეცოპერაცია ჩაიდინეს, როგორც სეპარატისტებისა და კოლაბორანტების, ასევე რუსი სამხედროებისა და ომის მხარდამჭერების წინააღმდეგ. ამ ინფორმაციას ჟურნალისტები ოცზე მეტი ამჟამინდელი და ყოფილი, უკრაინელი და დასავლელი უმაღლესი ოფიციალური პირისა და დაზვერვის ოფიცრის ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

გამოცემის ცნობით, ოპერაციებში უკრაინული ქვედანაყოფების ელიტური დაჯგუფებები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა გაიარეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამერიკულ სააგენტოს არ მიუღია მონაწილეობა ისეთ ოპერაციებში, რომლებიც სიკვდილთან იყო კავშირში.

The Washington Post-ი ვარაუდობს, რომ სწორედ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პასუხისმგებლობაა 2022 წლის აგვისტოში დარია დუგინას მკვლელობა. მისივე ცნობით, ბომბის კომპონენტები საზღვარზე კატების სათავსოთი გადმოიტანეს. ავტომობილი, რომელიც საზღვარზე გადმოვიდა ნატალია ვოვკს ეკუთვნოდა. იმავე მანქანაში ისხდნენ მისი დედა და 12 წლის ქალიშვილი. The Washington Post-ის ვარაუდით, სამიზნე თავად დუგინი იყო, რომელიც სხვა მანქანაში ბოლო მომენტში ჩაჯდა.

2015 წლის შემდეგ, აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა უკრაინულ სპეცსამსახურებში ათობით მილიონი დოლარი ჩადო. საუბარია იმაზეც, რომ სწორედ მისი წყალობით, უკრაინის დაზვერვის მთავარი მიმართულება რამდენიმე წლის განმავლობაში ფაქტობრივად, თავიდან შეიქმნა. უკრაინული სპეცსამსახურის თანამშრომლები წვრთნებს გადიოდნენ როგორც უკრაინის, ასევე აშშ-ის სპეციალურ ობიექტებზე. ვაშინგტონმა კი ახალი შენობების მშენებლობა დააფინანსა იმის შიშით, რომ ძველები რუსული დაზვერვის მიერ იყო კომპრომეტირებული.

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მხარდაჭერით, უსაფრთხოების სამსახურში შეიქმნა იზოლირებული ქვედანაყოფი, რომელიც რუსულ მიმართულებაზე იყო სპეციალიზებული. სადაზვერვო სამსახური უზრუნველყოფდა უსაფრთხო საკომუნიკაციო და მოსასმენ აღჭურვილობას, ასევე შენიღბვას, რაც ოკუპირებულ ქალაქებში შეღწევას აადვილებდა.

როგორც The Washington Post-ი წერს, 2014 წლის ყირიმის ანექსიამდე, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურისა და უკრაინის თანამშრომლობა წარმოუდგენელი მასშტაბებით ვითარდებოდა.

The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა "სასიკვდილო ოპერაციებმა" გაართულა თანამშრომლობა და ვაშინგტონისა და კიევის ზოგიერთი ოფიციალური პირი შეაშფოთა.

ამასთანავე, The Washington Post-ის თანამოსაუბრეების თქმით, არცერთი ასეთი ოპერაცია არ განხორციელებულა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის თანხმობის გარეშე. ამერიკული გამოცემის თქმით, კომენტარის გაკეთება მისმა პრესსამსახურმაც არ ისურვა.

Washington Post-ის ზოგიერთმა წყარომ ასევე გამოხატა შეშფოთება უკრაინის სადაზვერვო სააგენტოების მიერ მიზანმიმართული ოპერაციების ჩატარების გამო: მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამბობენ, რომ ასეთი ტაქტიკა შესაძლოა, ახლა გამართლებულად გამოიყურებოდეს, მომავალში მათი კონტროლი რთული იქნება.

"ჩვენ ვხედავთ 1970-იან წლებში "მოსადის" მსგავსი სადაზვერვო სააგენტოების დაბადებას“, - განაცხადა The Washington Post-თან ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

  • ავტორი ეკა დარჩიაშვილი