კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკორა ჯგუფი" მაღალმთიანის სოფლების სკოლებზე ზრუნვას აგრძელებს და მოსწავლეებს საჭირო ნივთებს გადასცემს
"ნიკორა ჯგუფი" მაღალმთიანის სოფლების სკოლებზე ზრუნვას აგრძელებს და მოსწავლეებს საჭირო ნივთებს გადასცემს

„ნი­კო­რა ჯგუ­ფი“ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში მა­ღალმთი­ა­ნი სოფ­ლის სკო­ლე­ბის დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მას აგ­რძე­ლებს. ამ­ჯე­რად კომ­პა­ნი­ამ ხუ­ლო­სა და წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ჯა­რო სკო­ლებს წიგ­ნე­ბი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, ხოლო პირ­ვე­ლი­დან მერ­ვე კლა­სის ჩათ­ვლით მოს­წავ­ლე­ებს კი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი გა­დას­ცა.

ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ფი­რუზ ვა­შაყ­მა­ძე აღ­ნიშ­ნავს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ხელ­მწი­ფოს­თან ერ­თად, კერ­ძო სექ­ტო­რიც ჩა­ერ­თოს გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ში. „ნი­კო­რა ჯგუ­ფის“ პრო­ექ­ტი კი ერ­თგვა­რი ბიძ­გი იქ­ნე­ბა სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, იზ­რუ­ნონ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე:

„მი­ვე­სალ­მე­ბი ამ წა­მო­წყე­ბას და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არა მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო, არა­მედ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ვი­ყოთ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის ფორ­მა­ლურ თუ არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ყვე­ლამ ვიგ­რძნოთ ჩვე­ნი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და „ნი­კო­რა ჯგუ­ფის“ წა­მო­წყე­ბა სხვა ბიზ­ნე­სე­ბის­თვის მა­გა­ლი­თის მი­სა­ცე­მად მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მინ­და, კომ­პა­ნი­ას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა ფი­რუზ ვა­შაყ­მა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ბავ­შვე­ბის­თვის სა­ჩუქ­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო იყო და მათ­თვის „ნი­კო­რას“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სტუმ­რო­ბის დღე ერ­თგვარ დღე­სას­წა­უ­ლად იქცა.

წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ საყ­დრი­ო­ნის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი შა­ვა­ძე ასე­ვე მად­ლო­ბას უხ­დის „ნი­კო­რა ჯგუფს“ ინი­ცი­ა­ტი­ვის­თვის და აღ­ნიშ­ნავს, რომ კერ­ძო სექ­ტო­რის აქ­ტი­უ­რო­ბა გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია:

„მინ­და, მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო. კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კის­თვის წიგ­ნე­ბი და კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და ბავ­შვე­ბის­თვის სას­კო­ლო ინ­ვენ­ტა­რი მოგ­ვი­ტა­ნეს. ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ასე­თი ყუ­რა­დღე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა საყ­დრი­ო­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი შა­ვა­ძემ.

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია მოს­წავ­ლე­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა, სკო­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე კომ­პი­უ­ტე­რე­ბით აღ­ჭურ­ვა და სას­კო­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის ახა­ლი წიგ­ნე­ბით შევ­სე­ბა, რათა რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდებს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე უკე­თე­სი წვდო­მა ჰქონ­დეთ.

რო­გორც „ნი­კო­რა ჯგუფ­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, სკო­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს­გან იღე­ბენ და ამის მი­ხედ­ვით ად­გე­ნენ გა­და­სა­ცე­მი ინ­ვენ­ტა­რის სიას. პრო­ექ­ტი უკვე მე­ო­რე წე­ლია ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ამ პე­რი­ოდ­ში „ნი­კო­რა ჯგუფ­მა“ სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი უკვე 10 სკო­ლას გა­დას­ცა. პრო­ექ­ტმა კი ერ­თგვა­რი ტრა­დი­ცი­ის სახე მი­ი­ღო.

NS

ავტორი:

"ნიკორა ჯგუფი" მაღალმთიანის სოფლების სკოლებზე ზრუნვას აგრძელებს და მოსწავლეებს საჭირო ნივთებს გადასცემს

"ნიკორა ჯგუფი" მაღალმთიანის სოფლების სკოლებზე ზრუნვას აგრძელებს და მოსწავლეებს საჭირო ნივთებს გადასცემს

„ნიკორა ჯგუფი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მაღალმთიანი სოფლის სკოლების დახმარების პროგრამას აგრძელებს. ამჯერად კომპანიამ ხულოსა და წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს წიგნები და კომპიუტერული ტექნიკა, ხოლო პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს კი სასწავლო პროცესისთვის საჭირო ნივთები გადასცა.

ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე სკოლის დირექტორი ფირუზ ვაშაყმაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსთან ერთად, კერძო სექტორიც ჩაერთოს განათლების ხელშეწყობაში. „ნიკორა ჯგუფის“ პროექტი კი ერთგვარი ბიძგი იქნება სხვა კომპანიებისთვის, იზრუნონ მომავალი თაობის საჭიროებებზე:

„მივესალმები ამ წამოწყებას და მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ თითოეული ჩვენგანი ვიყოთ ახალგაზრდა თაობის ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებაში ჩართულები. აუცილებელია, ყველამ ვიგრძნოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და „ნიკორა ჯგუფის“ წამოწყება სხვა ბიზნესებისთვის მაგალითის მისაცემად მართლაც მნიშვნელოვანია, მინდა, კომპანიას მადლობა გადავუხადო გაწეული დახმარებისთვის“, - აღნიშნა ფირუზ ვაშაყმაძემ.

მისივე თქმით, ბავშვებისთვის საჩუქრების აღმოჩენის პროცესი ძალიან სახალისო იყო და მათთვის „ნიკორას“ თანამშრომლების სტუმრობის დღე ერთგვარ დღესასწაულად იქცა.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის სკოლის დირექტორი ირაკლი შავაძე ასევე მადლობას უხდის „ნიკორა ჯგუფს“ ინიციატივისთვის და აღნიშნავს, რომ კერძო სექტორის აქტიურობა განათლების სფეროსთვის უმნიშვნელოვანესია:

„მინდა, მადლიერება გამოვხატო. კომპანიის თანამშრომლებმა ბიბლიოთეკისთვის წიგნები და კომპიუტერები და ბავშვებისთვის სასკოლო ინვენტარი მოგვიტანეს. ჩვენი მოსწავლეები აღფრთოვანებულები იყვნენ ასეთი ყურადღებით“, - აღნიშნა საყდრიონის საჯარო სკოლის დირექტორმა ირაკლი შავაძემ.

პროექტის მიზანია მოსწავლეების წახალისება, სკოლების თანამედროვე კომპიუტერებით აღჭურვა და სასკოლო ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით შევსება, რათა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ლიტერატურაზე უკეთესი წვდომა ჰქონდეთ.

როგორც „ნიკორა ჯგუფში“ განმარტავენ, სკოლების საჭიროებების შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან იღებენ და ამის მიხედვით ადგენენ გადასაცემი ინვენტარის სიას. პროექტი უკვე მეორე წელია ხორციელდება და ამ პერიოდში „ნიკორა ჯგუფმა“ საჭირო ინვენტარი უკვე 10 სკოლას გადასცა. პროექტმა კი ერთგვარი ტრადიციის სახე მიიღო.

NS