"ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ 85 წლის იოჩევედ ლიფშიცი პირველ საჯარო კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ არ იცის, სად ჰყავდათ დაკავებული.
"მათ მოტოციკლზე დამსვეს. ერთ ტერორისტის წინა მხრიდან ვყავდი დაჭერილი, მეორეს - უკნიდან, რომ არ წავქცეულიყავი. ჩვენ გადავკვეთეთ სასაზღვრო ღობე და გადავედით ღაზას სექტორში. თავიდან მათ ქალაქ აბასან ალ-კაბირაში მიმიყვანეს, რომელიც კიბუც ბეერისთან ახლოს მდებარეობს. ამის შემდეგ, არ ვიცი, სად წამიყვანეს, ”- აცხადებს ყოფილი მძევალი.
შეგახსენებთ, „ჰამასმა“ გუშინ კიდევ ორი მძევალი - 79 წლის ნურიტ კუპერი და 85 წლის იოჩევედ ლიფშიცი - გაათავისუფლა. გათავისუფლების შემდეგ მათ თელ-ავივის საავადმყოფოში სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ. სამედიცინო პერსონალის განცხადებით, პირველადი მონაცემებით, ყოფილი მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
აქ სხვა და სხვა ჯგუფები დათარეშობდნენ მოხუცები იმიტომ გამოუშვეს რომ მათი პირადი დოსიედან მაყუთი ვერგამოდნებოდა ახალგაზრდებზე წავა მაზანდაზე ვაჭრობა!
ცინიკოსები არიან, ახალგაზრდებს არ უშვებენ.ღმერთო მაპატიე და უფრო მოხუცებს უშვებენ არაფერში არ ადგათ.