სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხარე წიწაკის ჯემი კომშით და ხახვის მურაბა ღვინით - გაიცანით ქალი, რომელიც ყველაზე უჩვეულო გემოების მურაბებსა და ჯემებს ამზადებს
ცხარე წიწაკის ჯემი კომშით  და  ხახვის მურაბა ღვინით - გაიცანით ქალი, რომელიც ყველაზე უჩვეულო გემოების მურაბებსა და ჯემებს ამზადებს

სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვინც თა­მამ ექ­სპე­რი­მენ­ტებს არ გა­ურ­ბის, ვის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სოა სხვა­დას­ხვა გე­მო­ე­ბის ერ­თმა­ნეთ­ში არე­ვა და პი­კან­ტუ­რი პრო­დუქ­ტის შექ­მნა, ეს სტა­ტია ალ­ბათ, მათ უფრო მე­ტად და­ინ­ტე­რე­სებთ.

მოკ­ლედ, ჩვენს რეს­პონ­დენ­ტსაც ყო­ველ­თვის უყ­ვარ­და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი, ზამ­თრის­თვის ჯე­მის, მუ­რა­ბის სა­წებ­ლის, თუ მრა­ვა­ლი სხვა კონ­სერ­ვის მომ­ზა­დე­ბა, რაც ყო­ველ­თვის სი­ა­მოვ­ნებ­და. ექ­სპე­რი­მენ­ტებ­საც არ გა­ურ­ბო­და. ერთხე­ლაც, სხვა­დას­ხვა ხი­ლი­სა თუ კენკრის მუ­რა­ბის, ჯე­მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­გრე­დი­ენ­ტად წი­წა­კა შე­ი­ტა­ნა.

დღეს ქეთო მე­ლა­ძე უკვე მცი­რე მე­წარ­მეა. მომ­ხმა­რე­ბელს მისი ორი­გი­ნა­ლუ­რი პრო­დუქ­ცია მოს­წონს. სრუ­ლი­ად უცხო გე­მოს მქო­ნე, პი­კან­ტუ­რი მუ­რა­ბე­ბი თუ ჯე­მე­ბი მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. ქე­თოს დახ­ლი ერთ-ერთ ბა­ზარ­შიც აქვს და პრო­დუქტს მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლებ­შიც ყი­დის, მო­ნა­წი­ლე­ობს ფეს­ტი­ვა­ლებ­ში, გა­მო­ფე­ნებ­ში. ამ­ბობს, რომ 200 ლა­რით და­წყე­ბულ­მა საქ­მემ გა­ა­მარ­თლა, მო­გე­ბა მო­ი­ტა­ნა.

  • ქეთო მე­ლა­ძე:

- ეს საქ­მი­ა­ნო­ბა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში და­ვი­წყე. მაგ დროს ჩემს თავ­ში ბევ­რი ახა­ლი თვი­სე­ბა აღ­მო­ვა­ჩი­ნე. თურ­მე მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ვყო­ფილ­ვარ, მქო­ნია ნე­ბის­ყო­ფა და იმა­ზე მე­ტად შრო­მის­მოყ­ვა­რე აღ­მოვ­ჩნდი, ვიდ­რე მე­გო­ნა. თურ­მე დი­ლით ადრე გაღ­ვი­ძე­ბაც შე­მიძ­ლია...

თავს უპ­რაქ­ტი­კო ექიმს ვუ­წო­დებ, პრო­ფე­სი­ით ერთ წამს არ მი­მუ­შა­ვია, ასე მოხ­და. 20 წლის გავ­თხოვ­დი, შვი­ლი მე­ყო­ლა, ალ­ბათ, არ მო­ვინ­დო­მე მე­მუ­შა­ვა და არ შედ­გა ჩემი პრო­ფე­სია. სამი გო­გო­ნა მყავს - 16, 13 და ერთი წლის. მთა­ვა­რია, სტი­მუ­ლი, რომ მიზ­ნის­კენ მივ­დი­ო­დე და ამ ყვე­ლა­ფერ­ში პირ­ვე­ლი შვი­ლე­ბია. მე­უღ­ლე და ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი გვერ­დით მიდ­გას, საქ­მე­ში ყვე­ლა ვართ ჩარ­თუ­ლი.

- პი­კან­ტუ­რი მუ­რა­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბის იდეა სა­ი­დან გაჩ­ნდა?

- აჯი­კებს, სა­წებ­ლებს მა­ნამ­დეც ვამ­ზა­დებ­დი, მაგ­რამ შინ რომ ჩა­ვი­კე­ტეთ, აგა­რაკ­ზე მო­მი­ვი­და იდეა, უცხო გე­მო­ე­ბის მუ­რა­ბე­ბი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. სტან­დარ­ტუ­ლი რა­ღა­ცე­ბი არ მიყ­ვარს, ყვე­ლა­ფე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მომ­წონს და მი­ზე­ზიც ეს არის. მა­შინ ბა­ზარ­ზე არ იყო ასე­თი მუ­რა­ბე­ბი და ჯე­მე­ბი, ყვე­ლა ბე­ბი­ის რე­ცეპ­ტით ამ­ზა­დებ­და. ვი­ფიქ­რე, რამე სი­ახ­ლეს შე­ვი­ტან-მეთ­ქი. ოჯახ­ში ყვე­ლი ყვე­ლას გვიყ­ვარს და თით­ქმის ყვე­ლა­ნა­ი­რი გვაქვს და­გე­მოვ­ნე­ბუ­ლი. ყველს ბევ­რნა­ი­რად ავარ­გე­ბენ, მა­გა­ლი­თად ღვი­ნო­შიც და ვი­ფიქ­რე, მას წი­წა­კის ჯე­მე­ბი მო­უხ­დე­ბა-მეთ­ქი. წი­თე­ლი ცხა­რე წი­წა­კის ჯემი კომ­შით გა­ვა­კე­თე.

ოჯა­ხის წევ­რებს მო­ე­წო­ნათ. ტკბილ-ცხა­რე გემო ჰქონ­და, აზი­უ­რი სო­უ­სის მსგავ­სად. მოკ­ლედ, ჩემი ნიშა მას შემ­დეგ ასე, წი­წა­კით და­ვი­კა­ვე. წი­წა­კის ჯე­მებს სხვა­დას­ხვა არო­მა­ტით ვამ­ზა­დებ - კომ­შით, მან­გო­თი, ლეღ­ვით. ვი­ყე­ნებ მხო­ლოდ წი­თელ ცხა­რე წი­წა­კას. თუმ­ცა ფე­ი­ხო­ას ჯე­მის­თვის მწვა­ნე წი­წა­კას ვი­ყე­ნებ. ჟო­ლოს მუ­რა­ბაც მაქვს წი­წა­კი­თა და როზ­მა­რი­ნით.

- ანუ ნე­ბის­მი­ე­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი ამარ­თლებს?

- შარ­შან 10.000 ქილა წი­წა­კის ჯემი მხო­ლოდ კომ­შით გა­ვა­კე­თე. 100-მი­ლი­ლიტ­რი­ან ქი­ლებ­ში სა­კუ­თა­რი ხე­ლით ჩა­ვას­ხი ფეხ­მძი­მო­ბი­სას. ბავ­შვი რომ შე­მე­ძი­ნა, საქ­მე მა­ლე­ვე გან­ვაგ­რძე.

ჟო­ლოს მუ­რა­ბას ტარ­ხუ­ნი­თაც ვამ­ზა­დებ, ატამს - როზ­მა­რი­ნით. ახლა სა­სინ­ჯად 50 ქილა მაყ­ვლის მუ­რა­ბა გა­ვა­კე­თე ქონ­დრით და ყვე­ლა გა­ი­ყი­და. როცა ვხე­დავ, მომ­ხმა­რე­ბელს ესა თუ ის უცხო გემო მოს­წონს, მეტი სი­ახ­ლის შე­მო­ტა­ნას ვცდი­ლობ. თუმ­ცა სტან­დარ­ტუ­ლი მუ­რა­ბე­ბიც მაქვს. ვე­რა­ფე­რი მო­ვუ­ძებ­ნე თეთ­რი ბლის მუ­რა­ბას, რით შე­იძ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გემო რომ მივ­ცე. სპე­ცი­ფი­კუ­რია, რო­გორც ხინ­კალს არ უნდა შე­ე­ხო, ისეა ეს მუ­რა­ბაც. ასე­ვეა კაკ­ლის მუ­რა­ბაც, მუ­რა­ბე­ბის მე­ფეა, ვე­რა­ნა­ირ გე­მოს ვერ და­უ­მა­ტებ. და­უშ­ვე­ბე­ლია, კაკ­ლის მუ­რა­ბას შე­ვე­ხო! სა­ზამ­თროს მუ­რა­ბაც სტან­დარ­ტუ­ლი მაქვს, ხრა­შუ­ნა. აი, უნა­ბის მუ­რა­ბა კი და­რი­ჩი­ნით მო­ვამ­ზა­დე. ერთხელ წი­თე­ლი ხახ­ვის მუ­რა­ბა ლურ­ჯი მოც­ვით, წი­თე­ლი ღვი­ნი­თა და და­რი­ჩი­ნით მქონ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ისიც გა­ი­ყი­და.

- სად ყი­დუ­ლობთ ხილ­სა და ბოსტნე­ულს?

- ჟო­ლოს ვის­გა­ნაც ვყი­დუ­ლობ, ვიცი, რომ ბი­ოპ­რო­დუქ­ტია და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. სა­ერ­თოდ, ვცდი­ლობ, ხა­რის­ხი­ა­ნი და მეტ-ნაკ­ლე­ბად ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი ვი­ყი­დო. ბა­ზარ­ში გა­დამ­ყიდ­ვე­ლებს არ ვე­კა­რე­ბი. წე­როვ­ნის და­სახ­ლე­ბა­ში დევ­ნი­ლე­ბის­გა­ნაც ვი­ღებ. დუ­შეთ­ში აგა­რა­კი მაქვს და ჩემ­თვის იქა­უ­რე­ბის ხილი და ბოსტნე­უ­ლი მი­სა­ღე­ბია. მაყ­ვლის სის­ტე­მა­ტუ­რად მომ­წო­დე­ბე­ლიც იქ მყავს. დუ­შე­ლე­ბი ბა­ზარ­ში კვი­რა დღეს არი­ან და სულ დავ­დი­ვარ. მოკ­ლედ, პრო­დუქტს უმე­ტე­სად გლე­ხე­ბის­გან ვყი­დუ­ლობ.

- ამ­ბობთ, ამ საქ­მე­ში ჩემი თავი ვი­პო­ვეო. ეს ნიშ­ნავს, რომ მა­ნამ­დე რა პრო­ფე­სი­აც აირ­ჩი­ეთ, არ იყო სწო­რი?

- არა, სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სწავ­ლა არ იყო სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი, თურ­მე კუ­ლი­ნა­რია უფრო მყვა­რე­ბია. კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბაც მიყ­ვარს, რო­გორც ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, გემ­რი­ე­ლი გა­მომ­დის. გე­მო­ე­ბით თა­მა­ში კერ­ძებ­შიც მიყ­ვარს, რაც ჩემს შვი­ლებს მოს­წონთ და მთხო­ვენ ხოლ­მე, რამე უცხო კერ­ძი გა­ვა­კე­თო. სულ რა­ღაც რე­ცეპტს ვი­გო­ნებ. მა­გა­ლი­თად, ქათ­მის ხორ­ცი ანა­ნა­სით და სხვ. გე­მო­ე­ბით თა­მა­ში ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მეა. თუმ­ცა ჩემი მუ­რა­ბა-ჯე­მე­ბის რე­ცეპ­ტებს არა­ვის ვუმ­ხელ. გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და რა­ღა­ცე­ბის და­მა­ტე­ბა კი­დევ მინ­და, ამა­ზე ვფიქ­რობ კი­დეც და ვგეგ­მავ. არას­დროს არ უნდა გა­ჩერ­დე. მქო­ნია უიღ­ბლო პე­რი­ო­დე­ბი, გა­ყიდ­ვა შე­ნე­ლე­ბუ­ლა, ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სიც შექ­მნი­ლა, მაგ­რამ ამას ჩემ­ზე უარ­ყო­ფი­თად არ უმოქ­მე­დია, პი­რი­ქით, გა­მო­სა­ვალს სულ ვე­ძებ, რამე ახალს, არ ვნებ­დე­ბი პრობ­ლე­მებს.

- ვინ გეხ­მა­რე­ბათ?

- ოთხი დამ­ხმა­რე მყავს. უფ­რო­სი შვი­ლე­ბიც არი­ან საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი. ამის­თვის მა­თაც აქვთ ანა­ზღა­უ­რე­ბა. პრო­დუქტს ფუ­თა­ვენ. უფ­როს­მა ინ­გლი­სუ­რი ენა კარ­გად იცის და ბა­ზარ­ში, სა­დაც დახ­ლი გვაქვს, უცხო­ელ ტუ­რის­ტებს ის ესა­უბ­რე­ბა. ამ კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ში მა­საც ხელ­ფა­სი აქვს. ფეს­ტი­ვა­ლებ­ზეც სულ ჩემ გვერ­დი­თაა. ბავ­შვებს შრო­მას ვაყ­ვა­რებ. მინ­და შრო­მის ფასი იცოდ­ნენ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი რამ შრო­მით მი­იღ­წე­ვა. ბა­ზარ­ში მა­მა­ჩე­მიც დგას.

- ისე, სა­კუ­თა­რი ბა­ღიც უნდა გქონ­დეთ...

- დუ­შეთ­ში მაქვს ბოს­ტა­ნი, ხე­ხი­ლიც, ოღონდ იმ­დე­ნი არა, რომ ჩემს საქ­მეს ეყოს. მაქვს ჩემი ტარ­ხუ­ნა, როზ­მა­რი­ნი, კამა, ქინ­ძი, რომ­ლი­თაც ტყემ­ლის სა­წე­ბელს ვა­ზა­ვებ.

რო­მე­ლი­მე ახალ მუ­რა­ბას რომ და­ვამ­ზა­დებ, ვიცი, რომ მო­ე­წო­ნე­ბათ, მაგ­რამ მა­ინც ყვე­ლას ვთხოვ, აუ­ცი­ლებ­ლად აზრი მომ­წე­რეთ-მეთ­ქი. მომ­ხმა­რე­ბელ­თან უკუ­კავ­ში­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ნე­ბის­მი­ე­რი აზრი, უარ­ყო­ფი­თიც და და­დე­ბი­თიც, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, უმე­ტე­სად და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მომ­დის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეცეპტები გაგვიზიარეთ
0

შეგიძლიათ რეცეპტები დადოთ.?მე მაგ.ვინაიდან საბერძნეთში ტყემალი დეფიციტშია.და ძალიან იშვიათად ნახავ ბაზარში...ქლიავით ვაკეთებ საწებელი.წითელი,ტკბილი ქლიავით... ასევე კივით....კივის საწებლებს.თან ცხარეა.თან ტკბილი.ცოტა ლიმონმჟავასაც ვუშვრები.რო.მჟავეც იყოს

ფატი
0

წარმატებები,კარგი დასაგემოვნებელი იქნება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ცხარე წიწაკის ჯემი კომშით და ხახვის მურაბა ღვინით - გაიცანით ქალი, რომელიც ყველაზე უჩვეულო გემოების მურაბებსა და ჯემებს ამზადებს

ცხარე წიწაკის ჯემი კომშით  და  ხახვის მურაბა ღვინით - გაიცანით ქალი, რომელიც ყველაზე უჩვეულო გემოების მურაბებსა და ჯემებს ამზადებს

სამზარეულოში ვინც თამამ ექსპერიმენტებს არ გაურბის, ვისთვისაც საინტერესოა სხვადასხვა გემოების ერთმანეთში არევა და პიკანტური პროდუქტის შექმნა, ეს სტატია ალბათ, მათ უფრო მეტად დაინტერესებთ.

მოკლედ, ჩვენს რესპონდენტსაც ყოველთვის უყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი, ზამთრისთვის ჯემის, მურაბის საწებლის, თუ მრავალი სხვა კონსერვის მომზადება, რაც ყოველთვის სიამოვნებდა. ექსპერიმენტებსაც არ გაურბოდა. ერთხელაც, სხვადასხვა ხილისა თუ კენკრის მურაბის, ჯემის შემადგენლობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინგრედიენტად წიწაკა შეიტანა.

დღეს ქეთო მელაძე უკვე მცირე მეწარმეა. მომხმარებელს მისი ორიგინალური პროდუქცია მოსწონს. სრულიად უცხო გემოს მქონე, პიკანტური მურაბები თუ ჯემები მოწონებას იმსახურებს. ქეთოს დახლი ერთ-ერთ ბაზარშიც აქვს და პროდუქტს მაღაზიათა ქსელებშიც ყიდის, მონაწილეობს ფესტივალებში, გამოფენებში. ამბობს, რომ 200 ლარით დაწყებულმა საქმემ გაამართლა, მოგება მოიტანა.

  • ქეთო მელაძე:

- ეს საქმიანობა პანდემიის პერიოდში დავიწყე. მაგ დროს ჩემს თავში ბევრი ახალი თვისება აღმოვაჩინე. თურმე მიზანდასახული ვყოფილვარ, მქონია ნებისყოფა და იმაზე მეტად შრომისმოყვარე აღმოვჩნდი, ვიდრე მეგონა. თურმე დილით ადრე გაღვიძებაც შემიძლია...

თავს უპრაქტიკო ექიმს ვუწოდებ, პროფესიით ერთ წამს არ მიმუშავია, ასე მოხდა. 20 წლის გავთხოვდი, შვილი მეყოლა, ალბათ, არ მოვინდომე მემუშავა და არ შედგა ჩემი პროფესია. სამი გოგონა მყავს - 16, 13 და ერთი წლის. მთავარია, სტიმული, რომ მიზნისკენ მივდიოდე და ამ ყველაფერში პირველი შვილებია. მეუღლე და ოჯახის ყველა წევრი გვერდით მიდგას, საქმეში ყველა ვართ ჩართული.

- პიკანტური მურაბების მომზადების იდეა საიდან გაჩნდა?

- აჯიკებს, საწებლებს მანამდეც ვამზადებდი, მაგრამ შინ რომ ჩავიკეტეთ, აგარაკზე მომივიდა იდეა, უცხო გემოების მურაბები გამეკეთებინა. სტანდარტული რაღაცები არ მიყვარს, ყველაფერი განსხვავებული მომწონს და მიზეზიც ეს არის. მაშინ ბაზარზე არ იყო ასეთი მურაბები და ჯემები, ყველა ბებიის რეცეპტით ამზადებდა. ვიფიქრე, რამე სიახლეს შევიტან-მეთქი. ოჯახში ყველი ყველას გვიყვარს და თითქმის ყველანაირი გვაქვს დაგემოვნებული. ყველს ბევრნაირად ავარგებენ, მაგალითად ღვინოშიც და ვიფიქრე, მას წიწაკის ჯემები მოუხდება-მეთქი. წითელი ცხარე წიწაკის ჯემი კომშით გავაკეთე.

ოჯახის წევრებს მოეწონათ. ტკბილ-ცხარე გემო ჰქონდა, აზიური სოუსის მსგავსად. მოკლედ, ჩემი ნიშა მას შემდეგ ასე, წიწაკით დავიკავე. წიწაკის ჯემებს სხვადასხვა არომატით ვამზადებ - კომშით, მანგოთი, ლეღვით. ვიყენებ მხოლოდ წითელ ცხარე წიწაკას. თუმცა ფეიხოას ჯემისთვის მწვანე წიწაკას ვიყენებ. ჟოლოს მურაბაც მაქვს წიწაკითა და როზმარინით.

- ანუ ნებისმიერი ექსპერიმენტი ამართლებს?

- შარშან 10.000 ქილა წიწაკის ჯემი მხოლოდ კომშით გავაკეთე. 100-მილილიტრიან ქილებში საკუთარი ხელით ჩავასხი ფეხმძიმობისას. ბავშვი რომ შემეძინა, საქმე მალევე განვაგრძე.

ჟოლოს მურაბას ტარხუნითაც ვამზადებ, ატამს - როზმარინით. ახლა სასინჯად 50 ქილა მაყვლის მურაბა გავაკეთე ქონდრით და ყველა გაიყიდა. როცა ვხედავ, მომხმარებელს ესა თუ ის უცხო გემო მოსწონს, მეტი სიახლის შემოტანას ვცდილობ. თუმცა სტანდარტული მურაბებიც მაქვს. ვერაფერი მოვუძებნე თეთრი ბლის მურაბას, რით შეიძლება განსხვავებული გემო რომ მივცე. სპეციფიკურია, როგორც ხინკალს არ უნდა შეეხო, ისეა ეს მურაბაც. ასევეა კაკლის მურაბაც, მურაბების მეფეა, ვერანაირ გემოს ვერ დაუმატებ. დაუშვებელია, კაკლის მურაბას შევეხო! საზამთროს მურაბაც სტანდარტული მაქვს, ხრაშუნა. აი, უნაბის მურაბა კი დარიჩინით მოვამზადე. ერთხელ წითელი ხახვის მურაბა ლურჯი მოცვით, წითელი ღვინითა და დარიჩინით მქონდა. წარმოიდგინეთ, ისიც გაიყიდა.

- სად ყიდულობთ ხილსა და ბოსტნეულს?

- ჟოლოს ვისგანაც ვყიდულობ, ვიცი, რომ ბიოპროდუქტია და სერტიფიცირებული. საერთოდ, ვცდილობ, ხარისხიანი და მეტ-ნაკლებად ნატურალური პროდუქტი ვიყიდო. ბაზარში გადამყიდველებს არ ვეკარები. წეროვნის დასახლებაში დევნილებისგანაც ვიღებ. დუშეთში აგარაკი მაქვს და ჩემთვის იქაურების ხილი და ბოსტნეული მისაღებია. მაყვლის სისტემატურად მომწოდებელიც იქ მყავს. დუშელები ბაზარში კვირა დღეს არიან და სულ დავდივარ. მოკლედ, პროდუქტს უმეტესად გლეხებისგან ვყიდულობ.

- ამბობთ, ამ საქმეში ჩემი თავი ვიპოვეო. ეს ნიშნავს, რომ მანამდე რა პროფესიაც აირჩიეთ, არ იყო სწორი?

- არა, სამედიცინოზე სწავლა არ იყო სწორი არჩევანი, თურმე კულინარია უფრო მყვარებია. კერძების მომზადებაც მიყვარს, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, გემრიელი გამომდის. გემოებით თამაში კერძებშიც მიყვარს, რაც ჩემს შვილებს მოსწონთ და მთხოვენ ხოლმე, რამე უცხო კერძი გავაკეთო. სულ რაღაც რეცეპტს ვიგონებ. მაგალითად, ქათმის ხორცი ანანასით და სხვ. გემოებით თამაში ჩემი საყვარელი საქმეა. თუმცა ჩემი მურაბა-ჯემების რეცეპტებს არავის ვუმხელ. გამრავალფეროვნება და რაღაცების დამატება კიდევ მინდა, ამაზე ვფიქრობ კიდეც და ვგეგმავ. არასდროს არ უნდა გაჩერდე. მქონია უიღბლო პერიოდები, გაყიდვა შენელებულა, ფინანსური კრიზისიც შექმნილა, მაგრამ ამას ჩემზე უარყოფითად არ უმოქმედია, პირიქით, გამოსავალს სულ ვეძებ, რამე ახალს, არ ვნებდები პრობლემებს.

- ვინ გეხმარებათ?

- ოთხი დამხმარე მყავს. უფროსი შვილებიც არიან საქმეში ჩართული. ამისთვის მათაც აქვთ ანაზღაურება. პროდუქტს ფუთავენ. უფროსმა ინგლისური ენა კარგად იცის და ბაზარში, სადაც დახლი გვაქვს, უცხოელ ტურისტებს ის ესაუბრება. ამ კონსულტაციებში მასაც ხელფასი აქვს. ფესტივალებზეც სულ ჩემ გვერდითაა. ბავშვებს შრომას ვაყვარებ. მინდა შრომის ფასი იცოდნენ, რომ ნებისმიერი რამ შრომით მიიღწევა. ბაზარში მამაჩემიც დგას.

- ისე, საკუთარი ბაღიც უნდა გქონდეთ...

- დუშეთში მაქვს ბოსტანი, ხეხილიც, ოღონდ იმდენი არა, რომ ჩემს საქმეს ეყოს. მაქვს ჩემი ტარხუნა, როზმარინი, კამა, ქინძი, რომლითაც ტყემლის საწებელს ვაზავებ.

რომელიმე ახალ მურაბას რომ დავამზადებ, ვიცი, რომ მოეწონებათ, მაგრამ მაინც ყველას ვთხოვ, აუცილებლად აზრი მომწერეთ-მეთქი. მომხმარებელთან უკუკავშირი აუცილებელია. ნებისმიერი აზრი, უარყოფითიც და დადებითიც, ჩემთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. საბედნიეროდ, უმეტესად დადებითი გამოხმაურებები მომდის.