საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აეროპორტის დაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა... მათ, ვინც სამუშაოდ არიან ჩამოსულები, ურჩევნიათ, გაემგზავრონ" - რას აცხადებს ისრაელში საქართველოს ელჩი
"აეროპორტის დაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა... მათ, ვინც სამუშაოდ არიან ჩამოსულები, ურჩევნიათ, გაემგზავრონ" - რას აცხადებს ისრაელში საქართველოს ელჩი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­რა­ე­ლი­დან ბოლო 15 დღის მან­ძილ­ზე 15 000-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჩა­მო­ვი­და, - ამის შე­სა­ხებ ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა, ლაშა ჟვა­ნი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­და­პირ რე­ი­სებს ის­რა­ე­ლის სამი კომ­პა­ნია ას­რუ­ლებს.

"დღე­ი­დან "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი“ აღარ ახორ­ცი­ე­ლებს პირ­და­პირ რე­ი­სებს, თუმ­ცა და­ა­მა­ტა რე­ი­სე­ბი ლარ­ნა­კი­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ყო­ველ­დღი­უ­რად არის ლარ­ნა­კი­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ი­სე­ბი და გარ­და ამი­სა, არის პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბი, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს ის­რა­ე­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი - "ელა­ლი“, "ის­რე­ა­რი“ და "აირ­კია“.

აე­რო­პორ­ტის და­კეტ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსა­ფუძ­ვლოა. აე­რო­პორ­ტი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, უბ­რა­ლოდ მთე­ლი რიგი სა­ერ­თა­შო­რი­სო ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­საც სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ებ­მა სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის გამო შე­უ­ჩე­რეს და­ზღვე­ვა ვე­ღარ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ფრე­ნებს, თუმ­ცა დღეს თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით 2 ფრე­ნა არის, ხოლო ლარ­ნა­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე 10 რე­ი­სი გან­ხორ­ცი­ელ­და. ძი­რი­თა­დად ეს რე­ი­სე­ბი სავ­სე არ არის, ანუ მო­თხოვ­ნა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე რე­ი­სე­ბი, რად­გან წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში გა­დავ­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და რე­ი­სე­ბი. ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს ის­რა­ე­ლის და­ტო­ვე­ბის ტო­ვებს ის­რა­ელს, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს რჩე­ბა. აქ პრობ­ლე­მაა ისიც, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად 3 კვი­რაა სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ არის და ისი­ნი ვინც ის­რა­ელ­ში სა­მუ­შა­ოდ არი­ან ჩა­მო­სუ­ლე­ბი, სამი კვი­რა უმუ­შევ­რო­ბა საკ­მა­ოდ აწ­ვე­ბათ კი­სერ­ზე და ამი­ტომ ურ­ჩევ­ნი­ათ, რომ გა­ემ­გზავ­რონ, რად­გან მათ­თვის არ არის ცნო­ბი­ლი რო­დის გა­ნახ­ლდე­ბა სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვინც არის, 1500-მდეა მათი რი­ცხვი, ვინც ის­რა­ე­ლი და­ტო­ვა. ასე­ვე არის ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე და მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­რა­ე­ლი­დან ბოლო 15 დღის მან­ძილ­ზე 15 000-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჩა­მო­ვი­და.

ყო­ველ­დღი­უ­რად ცხე­ლი ხაზი მუ­შა­ობს და რე­კა­ვენ სხვა­დას­ხვა კი­თხვით, ძი­რი­თა­დად ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი იკე­ტე­ბა, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ცხე­ლი ხა­ზის მეშ­ვე­ო­ბით გვაქვს კონ­ტაქ­ტი. ჩვენ 2 დღის წინ ვე­სა­უბ­რეთ ქა­ლაქ აშ­კე­ლონ­ში მყოფ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს რომ­ლე­ბიც იქ სა­მუ­შა­ოდ არი­ან, 112 ადა­მი­ა­ნი არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, უფრო მეტ­ნი არი­ან, თუმ­ცა 112 რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია. ასე­ვე, აშ­კე­ლონ­ში 13 ქარ­თვე­ლი ექი­მი მუ­შა­ობს და ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტილ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ახ­ლოს არის ღა­ზის სექ­ტორ­თან და დაჭ­რი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იმ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიჰ­ყავთ“, - გა­ნა­ცხა­და ელჩმა.

ლაშა ჟვა­ნი­ას შე­ფა­სე­ბით, ის­რა­ელ­ში მარ­ტი­ვი ვი­თა­რე­ბა არ არის.

"იგი­ვე ვი­თა­რე­ბაა რაც იყო 12 დღის წინ. პირ­ვე­ლი სამი დღე უმარ­თა­ვი ვი­თა­რე­ბა იყო და შემ­დეგ ის­რა­ელ­მა სრუ­ლი კონ­ტრო­ლი აიღო. არის ალაგ-ალაგ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბი, არის ჩრდი­ლო­ე­თი­დან სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბი, ამის გამო ის­რა­ელ­მა ლი­ბა­ნის სა­ზღვრი­დან 5 კმ-ის სიღ­რმე­ში სა­ე­ვა­კუ­ა­ციო ზონა გა­მო­ა­ცხა­და, ხოლო ღა­ზას სექ­ტო­რის გარ­შე­მო 7 კმ-ია სა­ე­ვა­კუ­ა­ციო ზოლი“, - გა­ნა­ცხა­და ლაშა ჟვა­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
????????
3

ვერ ვხვდები, ჰამასმა ამ ტერაქტით რა მიიღო? ომი, განადგურებული ღაზა და უამრავი გარდაცვლილი????

Marvel
20

ისრაელს სერიოზული კრიზისი ელის,გეი პარადები იერუსალიმის ქუჩებში,ეგრე მარტივად ვერ ჩაივლიდა,ახლა ებრაელები პასუხს აგებენ და თან ძალიან მძიმედ....

ისლამური ღრუბელი გროვდება ისრაელის ირგვლივ,მაგიტომაც გადაიფიქრეს ღაზაზე შეტევა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"აეროპორტის დაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა... მათ, ვინც სამუშაოდ არიან ჩამოსულები, ურჩევნიათ, გაემგზავრონ" - რას აცხადებს ისრაელში საქართველოს ელჩი

"აეროპორტის დაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა... მათ, ვინც სამუშაოდ არიან ჩამოსულები, ურჩევნიათ, გაემგზავრონ" - რას აცხადებს ისრაელში საქართველოს ელჩი

საქართველოში ისრაელიდან ბოლო 15 დღის მანძილზე 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ "ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ისრაელის სამი კომპანია ასრულებს.

"დღეიდან "ჯორჯიან ეარვეისი“ აღარ ახორციელებს პირდაპირ რეისებს, თუმცა დაამატა რეისები ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით. ყოველდღიურად არის ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით რეისები და გარდა ამისა, არის პირდაპირი რეისები, რომელსაც ახორციელებს ისრაელური კომპანიები - "ელალი“, "ისრეარი“ და "აირკია“.

აეროპორტის დაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად უსაფუძვლოა. აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს, უბრალოდ მთელი რიგი საერთაშორისო ავიაკომპანიები, რომლებსაც სადაზღვევო კომპანიებმა საომარი მოქმედებების გამო შეუჩერეს დაზღვევა ვეღარ ახორციელებენ ფრენებს, თუმცა დღეს თბილისის მიმართულებით 2 ფრენა არის, ხოლო ლარნაკის მიმართულებით უკვე 10 რეისი განხორციელდა. ძირითადად ეს რეისები სავსე არ არის, ანუ მოთხოვნა შედარებით ნაკლებია, ვიდრე რეისები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გადავსებული იქნებოდა რეისები. ვისაც სურვილი აქვს ისრაელის დატოვების ტოვებს ისრაელს, ვისაც სურვილი აქვს რჩება. აქ პრობლემაა ისიც, რომ პრაქტიკულად 3 კვირაა სამუშაოები არ არის და ისინი ვინც ისრაელში სამუშაოდ არიან ჩამოსულები, სამი კვირა უმუშევრობა საკმაოდ აწვებათ კისერზე და ამიტომ ურჩევნიათ, რომ გაემგზავრონ, რადგან მათთვის არ არის ცნობილი როდის განახლდება სამუშაოები.

მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ვინც არის, 1500-მდეა მათი რიცხვი, ვინც ისრაელი დატოვა. ასევე არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბევრი მოქალაქე და მთლიანად საქართველოში ისრაელიდან ბოლო 15 დღის მანძილზე 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა.

ყოველდღიურად ცხელი ხაზი მუშაობს და რეკავენ სხვადასხვა კითხვით, ძირითადად ნერვიულობდნენ იმ ინფორმაციაზე, რომელიც გავრცელდა, რომ საერთაშორისო აეროპორტი იკეტება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს მოქალაქეებთან ცხელი ხაზის მეშვეობით გვაქვს კონტაქტი. ჩვენ 2 დღის წინ ვესაუბრეთ ქალაქ აშკელონში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს რომლებიც იქ სამუშაოდ არიან, 112 ადამიანი არის რეგისტრირებული, უფრო მეტნი არიან, თუმცა 112 რეგისტრირებულია. ასევე, აშკელონში 13 ქართველი ექიმი მუშაობს და ისინი მუშაობენ ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, საავადმყოფოში, რომელიც ყველაზე ახლოს არის ღაზის სექტორთან და დაჭრილები ძირითადად იმ საავადმყოფოში მიჰყავთ“, - განაცხადა ელჩმა.

ლაშა ჟვანიას შეფასებით, ისრაელში მარტივი ვითარება არ არის.

"იგივე ვითარებაა რაც იყო 12 დღის წინ. პირველი სამი დღე უმართავი ვითარება იყო და შემდეგ ისრაელმა სრული კონტროლი აიღო. არის ალაგ-ალაგ ტერორისტული აქტები, არის ჩრდილოეთიდან საჰაერო თავდასხმები, ამის გამო ისრაელმა ლიბანის საზღვრიდან 5 კმ-ის სიღრმეში საევაკუაციო ზონა გამოაცხადა, ხოლო ღაზას სექტორის გარშემო 7 კმ-ია საევაკუაციო ზოლი“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.