სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ გაეროს გენმდივანს უსმენენ, ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ?!" - რას ამბობს სუს-ის უფროსი 2022 წელს გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე?
"თუ გაეროს გენმდივანს უსმენენ, ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ?!" - რას ამბობს სუს-ის უფროსი 2022 წელს გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე?

მე არ მგო­ნია, ბა­ტონ ბი­ძი­ნას ისე­თი რა­მე­ე­ბი ელა­პა­რა­კა ტე­ლე­ფონ­ში, რო­მე­ლიც მის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირს ვინ­მეს­თან და­ა­დას­ტუ­რებ­და,- ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა და სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, რუსი ოლი­გარ­ქი, Sistemas-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ვლა­დი­მერ ევ­ტუ­შენ­კო­ვი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ფი­გუ­რი­რე­ბენ.

კი­თხვა­ზე ფიქ­რობს თუ არა, რომ ივა­ნიშ­ვილს უცხო ქვეყ­ნი­დან უს­მე­ნენ, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს: "თუ გა­ე­როს გენმდი­ვანს უს­მე­ნენ, ივა­ნიშ­ვილს რა­ტომ ვერ მო­უს­მე­ნენ?!"

ამას­თან, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ "დაზ­ვერ­ვის მე­თო­დე­ბი შეც­ვლი­ლია და მას არ აქვს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ზღვრე­ბი".

"მოს­მე­ნე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა, ჩვენ რა პრო­ცე­დუ­რა­ზეც დაგ­ვი­ძა­ხე­ბენ და და­ძა­ხე­ბუ­ლიც ვი­ყა­ვით, ყველ­გან აქ­ტი­უ­რად და პო­ზი­ტი­უ­რად მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და იმე­დია, ბო­ლომ­დე გავა. თუმ­ცა, მინ­და ერთი რამ გი­თხრათ, რომ იცო­დეთ, დღეს დაზ­ვერ­ვის მე­თო­დე­ბი არის შეც­ვლი­ლი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად დამ­ყა­რე­ბუ­ლია ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე, ციფ­რულ დაზ­ვერ­ვას არ აქვს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ზღვრე­ბი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს მო­უს­მი­ნეს, ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებს, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს, თუმ­ცა, არა­ვინ ვართ გი­ჟე­ბი, ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც იმ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნიშ­ნის ქვეშ მყო­ფო სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ამას ევ­რო­პა­ში ან მის გა­რეთ. თუმ­ცა, ყვე­ლა ლი­დერ­მა და­ნა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნა მოს­მე­ნის მავ­ნე შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ. მე იმას ვუს­ვამ ხაზს, რომ დღე­ი­სათ­ვის ელექტრო­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის ფორ­მე­ბი გაც­და იმ მას­შტა­ბებს, რა­საც გე­ოგ­რა­ფია ჰქვია და ნე­ბის­მი­ე­რი და­შო­რე­ბი­დან, ან­ტარ­ქტი­დი­და­ნაც კი შე­იძ­ლე­ბა სუ­ბი­ექ­ტმა მო­უს­მი­ნოს ობი­ექტს,"- გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, ვინ მო­უს­მი­ნა გრი­გო­რი კა­რა­სინს და ზუ­რაბ აბა­ში­ძეს, ასე­ვე ევ­ტუ­შენ­კოვს, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ მათ ამის მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ აქვთ და ვი­საც აქვს, ალ­ბათ ის მო­უს­მენ­და.

"გა­მიკ­ვირ­და მა­ინც და მა­ინც სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლით­ზე გა­მო­ხა­ტეთ აღ­შფო­თე­ბა, თუმ­ცა, მე შემძრა ამ ფაქ­ტმა, რომ იმ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში, სა­დაც შევ­დი­ვართ, ეს სა­კი­თხი ჯერ­ჯე­რო­ბით და­უ­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა , ალ­ბათ, წინ ას­წრებს ფი­ზი­კურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ პრე­ვენ­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბით ებ­რძო­ლო ამ დაზ­ვერ­ვას. ვინ გა­მო­ვი­ძიო ახლა? რო­მე­ლი კომ­პა­ნი­ის კერ­ძო ოფის­ში და რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში და­ვი­წყოთ გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ი­დან მოხ­და მოს­მე­ნა, სად წა­ვი­დეთ, რო­მელ სამ­სა­ხურს მივ­მარ­თოთ, პო­ლო­ნე­თია, ან­ტარ­ქტი­დაა თუ სად წა­ვი­დეთ? მე არ მგო­ნია, ბა­ტონ ბი­ძი­ნას ისე­თი რა­მე­ე­ბი ელა­პა­რა­კა ტე­ლე­ფონ­ში, რო­მე­ლიც მის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირს ვინ­მეს­თან და­ა­დას­ტუ­რებ­და, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი არის ძა­ლი­ან პრი­მი­ტი­ულ დო­ნე­ზე, ძა­ლი­ან ღია ტექ­სტე­ბით გა­მო­ხა­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც არ უკავ­შირ­დე­ბა არც ზე­გავ­ლე­ნებს, არც და­ნა­შა­ულს და ა.შ.

რა ვიცი ახლა გა­ე­როს გენმდი­ვანს თუ უს­მე­ნენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რა­ტომ ვერ მო­უს­მე­ნენ. არ არის ლო­გი­კა ამა­ში?"- გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

  • კი­თხვა­ზე გა­მო­რი­ცხავს თუ არა ახა­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი გაჩ­ნდეს ივა­ნიშ­ვი­ლის, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს - "არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა ჩემი სა­უბ­რე­ბიც გა­მო­ვი­დეს, შე­იძ­ლე­ბა სხვი­სიც. არ ვიცი, ვერ გე­ტყვით".

" სხვა­თა შო­რის ერთ ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი (პარ­ტი­ის) ლი­დე­რებ­მა ერ­თმა­ნეთს გა­მო­უქ­ვეყ­ნეს ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მელ­შიც ჩვენ არც მიგ­ვი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და არც მხა­რე­ებს გას­ჩე­ნი­ათ პრე­ტენ­ზია", - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

  • ცნო­ბის­თვის, 2022 წელს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "კი­ბერ კმა­რას" მტკი­ცე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და რუსი ოლი­გარ­ქის, Sistemas-ს დამ­ფუძ­ნებ­ლის, ვლა­დი­მერ ევ­ტუ­შენ­კო­ვის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი ვრცელ­დე­ბა.

სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის 10 და 12 მარ­ტით თა­რიღ­დე­ბა, ისი­ნი თბი­ლის­ში რუსი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე სა­უბ­რო­ბენ. ჩა­ნა­წერ­ში ნახ­სე­ნე­ბია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი, რო­მელ­ზეც სა­ვა­რა­უ­დოდ, ივა­ნიშ­ვი­ლი ევ­ტუ­შენ­კოვს ეუბ­ნე­ბა, რომ მის მიერ გა­მოგ­ზავ­ნილ წარ­მო­მად­გე­ნელს სწო­რედ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს შეხ­ვდა. აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­პა­სუ­ხოდ, სა­ვა­რა­უ­დოდ ევ­ტუ­შენ­კო­ვი, ივა­ნიშ­ვილს სთხოვს, რომ მის წარ­მო­მად­გე­ნელს თა­ვად ის შეხ­ვდეს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
90
0

90- იან წლებში ყველა ყველას უსმენდა ერთდროულად ტელეფონში რამდენიმე კაცი ერთვებოდა დაჟე მოსახლეობა სუსს უსმენდა ამით კანონი სულ არ ირღვეოდა. მაგრამ ირღვეოდა მე-9 ბლოკი და 8 ლარიანი პენსია. რამის მოთხოვნას განათლება უნდა, განათლებას კი მოთხოვნილება. 

:)))
5

ეს ტიპი არია ,, ქართული სპეც-სამაახურის უფროსი " ცირკია !!? ესეთი კადრი სად მონახეს :))) land of idiots 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"თუ გაეროს გენმდივანს უსმენენ, ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ?!" - რას ამბობს სუს-ის უფროსი 2022 წელს გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე?

"თუ გაეროს გენმდივანს უსმენენ, ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ?!" - რას ამბობს სუს-ის უფროსი 2022 წელს გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე?

მე არ მგონია, ბატონ ბიძინას ისეთი რამეები ელაპარაკა ტელეფონში, რომელიც მის დანაშაულებრივ კავშირს ვინმესთან დაადასტურებდა,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა და სადაც სავარაუდოდ, რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი, ვლადიმერ ევტუშენკოვი და "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებენ.

კითხვაზე ფიქრობს თუ არა, რომ ივანიშვილს უცხო ქვეყნიდან უსმენენ, ლილუაშვილი პასუხობს: "თუ გაეროს გენმდივანს უსმენენ, ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ?!"

ამასთან, ლილუაშვილი აცხადებს, რომ "დაზვერვის მეთოდები შეცვლილია და მას არ აქვს გეოგრაფიული საზღვრები".

"მოსმენების გამოძიებას აწარმოებს გენერალური პროკურატურა, ჩვენ რა პროცედურაზეც დაგვიძახებენ და დაძახებულიც ვიყავით, ყველგან აქტიურად და პოზიტიურად მივიღეთ მონაწილეობა და იმედია, ბოლომდე გავა. თუმცა, მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ იცოდეთ, დღეს დაზვერვის მეთოდები არის შეცვლილი, აბსოლუტურად დამყარებულია ახალ ტექნოლოგიებზე, ციფრულ დაზვერვას არ აქვს გეოგრაფიული საზღვრები, მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ გაეროს გენერალურ მდივანს მოუსმინეს, ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერებს, ევროპარლამენტარებს, თუმცა, არავინ ვართ გიჟები, ვივარაუდოთ, რომ მაინცდამაინც იმ გეოგრაფიული ნიშნის ქვეშ მყოფო სპეცსამსახურები ახორციელებენ ამას ევროპაში ან მის გარეთ. თუმცა, ყველა ლიდერმა დანანებით აღნიშნა მოსმენის მავნე შედეგების შესახებ. მე იმას ვუსვამ ხაზს, რომ დღეისათვის ელექტრონული დაზვერვის ფორმები გაცდა იმ მასშტაბებს, რასაც გეოგრაფია ჰქვია და ნებისმიერი დაშორებიდან, ანტარქტიდიდანაც კი შეიძლება სუბიექტმა მოუსმინოს ობიექტს,"- განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, ვინ მოუსმინა გრიგორი კარასინს და ზურაბ აბაშიძეს, ასევე ევტუშენკოვს, ლილუაშვილი პასუხობს, რომ მათ ამის მექანიზმები არ აქვთ და ვისაც აქვს, ალბათ ის მოუსმენდა.

"გამიკვირდა მაინც და მაინც საქართველოს მაგალითზე გამოხატეთ აღშფოთება, თუმცა, მე შემძრა ამ ფაქტმა, რომ იმ გაერთიანებაში, სადაც შევდივართ, ეს საკითხი ჯერჯერობით დაურეგულირებელია, ვინაიდან, ტექნოლოგიური განვითარება , ალბათ, წინ ასწრებს ფიზიკურ შესაძლებლობას, რომ პრევენციული მეთოდებით ებრძოლო ამ დაზვერვას. ვინ გამოვიძიო ახლა? რომელი კომპანიის კერძო ოფისში და რომელ ქვეყანაში დავიწყოთ გამოძიება, საიდან მოხდა მოსმენა, სად წავიდეთ, რომელ სამსახურს მივმართოთ, პოლონეთია, ანტარქტიდაა თუ სად წავიდეთ? მე არ მგონია, ბატონ ბიძინას ისეთი რამეები ელაპარაკა ტელეფონში, რომელიც მის დანაშაულებრივ კავშირს ვინმესთან დაადასტურებდა, გავრცელებული ჩანაწერები არის ძალიან პრიმიტიულ დონეზე, ძალიან ღია ტექსტებით გამოხატული ურთიერთობა, რომელიც არ უკავშირდება არც ზეგავლენებს, არც დანაშაულს და ა.შ.

რა ვიცი ახლა გაეროს გენმდივანს თუ უსმენენ ბიძინა ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ. არ არის ლოგიკა ამაში?"- განაცხადა ლილუაშვილმა.

  • კითხვაზე გამორიცხავს თუ არა ახალი ჩანაწერები გაჩნდეს ივანიშვილის, ლილუაშვილი პასუხობს - "არ ვიცი, შეიძლება ჩემი საუბრებიც გამოვიდეს, შეიძლება სხვისიც. არ ვიცი, ვერ გეტყვით".

" სხვათა შორის ერთ ერთი პოლიტიკური (პარტიის) ლიდერებმა ერთმანეთს გამოუქვეყნეს ჩანაწერები, რომელშიც ჩვენ არც მიგვიღია მონაწილეობა და არც მხარეებს გასჩენიათ პრეტენზია", - განაცხადა ლილუაშვილმა.

  • ცნობისთვის, 2022 წელს სოციალურ ქსელში "კიბერ კმარას" მტკიცებით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება.

სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ. ჩანაწერში ნახსენებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი, რომელზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მის მიერ გამოგზავნილ წარმომადგენელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. აღნიშნულის საპასუხოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი, ივანიშვილს სთხოვს, რომ მის წარმომადგენელს თავად ის შეხვდეს.

წაიკითხეთ ასევე: