საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას რიგით ფორმატში წარმართავს და მოთხოვნის მიუხედავად პარლამენტმა უარი განაცხადა, მიეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები.
"პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს როგორც "ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სალო კიდევ მოიქნევს კუდს ნახეთ თუ მიჰა არ შეიწყალოს
საერთოდ რატომ ხარჯავთ დროს მაგ არაადეკვატური არსებისთვის?? ისედაც გადაყენებულია ფაქტიურად!!