სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვისაც ლაჩრულია ომში 2 - მეტრიანი კაცი რომ გარბის... ჩემი შვილები 2008-ში 8 წლის და 6 წლის იყვნენ და ორივეს შერცხვა მთავარსარდლის საქციელის" - ბურჭულაძე სააკაშვილზე
"ჩემთვისაც ლაჩრულია ომში 2 - მეტრიანი კაცი რომ გარბის... ჩემი შვილები 2008-ში 8 წლის და 6 წლის იყვნენ და ორივეს შერცხვა მთავარსარდლის საქციელის" - ბურჭულაძე სააკაშვილზე

პრე­მი­ერ­მა ლაჩ­რო­ბა უწო­და არა სა­ხელ­მწი­ფოს ქმე­დე­ბას, არა­მედ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის ქმე­დე­ბას. ჩემ­თვი­საც ლაჩ­რუ­ლია ომში მთა­ვარ­სარ­და­ლი რომ გარ­ბის. ამ­ხე­ლა კაცი, 2 მეტ­რი­ა­ნი... აბა, არ არის ეს ლაჩ­რო­ბა? - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ფრაქ­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, თინა ბო­კუ­ჩა­ვას დას­მულ კი­თხვას უპა­სუ­ხა.

"თქვენ გა­იქ­ცე­ო­დით? არ გა­იქ­ცე­ო­დით. ჩემი შვი­ლე­ბი 2008 წელს 8 წლის და 6 წლის იყ­ვნენ. ორი­ვეს შერ­ცხვა ჩვე­ნი მთა­ვარ­სარ­დლის საქ­ცი­ე­ლის", - მი­მარ­თა მი­ნის­ტრმა ბო­კუ­ჩა­ვას.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­მი­ე­რის მიერ ნა­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის მიერ დას­მულ კი­თხვას - რო­გორც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბა ნა­ტოს­თვის არას­დროს და­უბ­რა­ლე­ბია.

„ქალ­ბა­ტო­ნო თი­ნა­თინ, ჩვენს პრე­მი­ერს ნა­ტოს­თვის ომის და­წყე­ბა არას­დროს და­უბ­რა­ლე­ბია და ის, რომ ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია რუ­სე­თი, ამას არას­დროს მა­ლავს. თუ ეს აღ­ნიშ­ნა [პრე­მი­ერ­მა], ეს აღ­ნიშ­ნუ­ლი აქვს უამ­რა­ვი ქვეყ­ნის ლი­დერს. არას­დროს უთ­ქვამს, რომ ნა­ტოს ბრა­ლია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომი და­ი­წყო. რა თქმა უნდა, არც ჩვენ ვამ­ბობთ ამას“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, მან ბო­კუ­ჩა­ვას მიერ ლი­ბე­რა­ლიზ­მი­სა და კონ­სერ­ვა­ტი­ულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვას უპა­სუ­ხა და გა­ნა­ცხა­და, რომ „არ შე­იძ­ლე­ბა, ჩვენ ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის მი­მართ ლი­ბე­რა­ლუ­რე­ბი ვი­ყოთ“.

„ეს კვა­ლი­ფი­კა­ცია კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხის მი­მართ მი­ვე­ცი და და­ვა­მა­ტე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია არ აქვს სა­ხარ­ბი­ე­ლო, რო­გორც ევ­რო­პულ ბევრ სა­ხელ­მწი­ფოს და მე ამ სა­კი­თხის მი­მართ ლი­ბე­რა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ვი­გუ­ლის­ხმე ზუს­ტად. არ შე­იძ­ლე­ბა, ჩვენ ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის მი­მართ ლი­ბე­რა­ლუ­რე­ბი ვი­ყოთ და არ­გუ­მენ­ტიც მო­ვიყ­ვა­ნე ამის­თვის, რომ ეს ჩვენს დე­მოგ­რა­ფი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბას კი­დევ გა­ა­უ­ა­რე­სებს. ამა­ზე მე­ტად ლი­ბე­რა­ლუ­რად რო­გორ გა­მო­მე­ხა­ტა ჩემი პო­ზი­ცია არ ვიცი, მაგ­რამ ჩვე­ნი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ გვაძ­ლევს იმის ფუ­ფუ­ნე­ბას, რომ ჩვენ გვქონ­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის მი­მართ ლი­ბე­რა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ეს ვი­გუ­ლის­ხმე, თო­რემ მე თვი­თონ ლი­ბე­რა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს ბევ­რი სა­კი­თხის მი­მართ,“ - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
777
1

რეებს ბოდავ?შენ შვილები თუა ...რა შუაშია???

გიორგი
2

პრემიერ მინისტრი და ოცნების პარტია საოკუპაციო ხაზთანაც ვერ მისულხართ თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ .. ისე მიშაზეც ვიტყვი რა უნდა ექნა ბომბზე თავი შეეშვირა? ოცნებან არჩევნები გააყალბა დიდი ალბათობით და ტირანიაა დაამყარა , მტერ რუსებსა და ოკუპანტებს ხელს უწყობს საქართველოს დაპყრობასა და რუსებისჩამოსახლებაში ... თქვენი ......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ჩემთვისაც ლაჩრულია ომში 2 - მეტრიანი კაცი რომ გარბის... ჩემი შვილები 2008-ში 8 წლის და 6 წლის იყვნენ და ორივეს შერცხვა მთავარსარდლის საქციელის" - ბურჭულაძე სააკაშვილზე

"ჩემთვისაც ლაჩრულია ომში 2 - მეტრიანი კაცი რომ გარბის... ჩემი შვილები 2008-ში 8 წლის და 6 წლის იყვნენ და ორივეს შერცხვა მთავარსარდლის საქციელის" - ბურჭულაძე სააკაშვილზე

პრემიერმა ლაჩრობა უწოდა არა სახელმწიფოს ქმედებას, არამედ კონკრეტული პირების ქმედებას. ჩემთვისაც ლაჩრულია ომში მთავარსარდალი რომ გარბის. ამხელა კაცი, 2 მეტრიანი... აბა, არ არის ეს ლაჩრობა? - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას დასმულ კითხვას უპასუხა.

"თქვენ გაიქცეოდით? არ გაიქცეოდით. ჩემი შვილები 2008 წელს 8 წლის და 6 წლის იყვნენ. ორივეს შერცხვა ჩვენი მთავარსარდლის საქციელის", - მიმართა მინისტრმა ბოკუჩავას.

რაც შეეხება პრემიერის მიერ ნატოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ დასმულ კითხვას - როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინაში ომის დაწყება ნატოსთვის არასდროს დაუბრალებია.

„ქალბატონო თინათინ, ჩვენს პრემიერს ნატოსთვის ომის დაწყება არასდროს დაუბრალებია და ის, რომ ნატოს გაფართოების წინააღმდეგია რუსეთი, ამას არასდროს მალავს. თუ ეს აღნიშნა [პრემიერმა], ეს აღნიშნული აქვს უამრავი ქვეყნის ლიდერს. არასდროს უთქვამს, რომ ნატოს ბრალია, რომ უკრაინაში ომი დაიწყო. რა თქმა უნდა, არც ჩვენ ვამბობთ ამას“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

გარდა ამისა, მან ბოკუჩავას მიერ ლიბერალიზმისა და კონსერვატიულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ „არ შეიძლება, ჩვენ ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიმართ ლიბერალურები ვიყოთ“.

„ეს კვალიფიკაცია კონკრეტული საკითხის მიმართ მივეცი და დავამატე, რომ საქართველოს დემოგრაფიული სიტუაცია არ აქვს სახარბიელო, როგორც ევროპულ ბევრ სახელმწიფოს და მე ამ საკითხის მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება ვიგულისხმე ზუსტად. არ შეიძლება, ჩვენ ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიმართ ლიბერალურები ვიყოთ და არგუმენტიც მოვიყვანე ამისთვის, რომ ეს ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას კიდევ გააუარესებს. ამაზე მეტად ლიბერალურად როგორ გამომეხატა ჩემი პოზიცია არ ვიცი, მაგრამ ჩვენი დემოგრაფიული პერსპექტივა აბსოლუტურად არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ ჩვენ გვქონდეს აღნიშნული არატრადიციული ქორწინების მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება. ეს ვიგულისხმე, თორემ მე თვითონ ლიბერალური დამოკიდებულება მაქვს ბევრი საკითხის მიმართ,“ - განაცხადა მინისტრმა.

წაიკითხეთ ასევე: