ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია დაქორწინდა. "კვარას“ რჩეული ნიცა თავაძეა. 16 ოქტომბერს წყვილმა საქართველოში, სამთავროს მონასტერში დაიწერა ჯვარი.
წყვილს ჯვრისწერის დროს ტრადიციული სამოსი ეცვა. საღამოს, ქორწილის სუფრაზე კი, ნიცამ მეორე კაბა ჩაიცვა, ჩოხა გაიხადა ფეხბურთელმაც.
როგორც გავარკვიეთ, ნეფე-დედოფლის ჩაცმულობაზე "სამოსელმა პირველმა“ იზრუნა. მოდის სახლის დირექტორი ანა ნინუა ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ წყვილმა მათ თავად მიმართა...
ანა ნინუა, "სამოსელი პირველის" დირექტორი:
- დიახ, ჩვენ ვიზრუნეთ ნეფე-დედოფლის ჩაცმულობაზე. ნიცას ორივე კაბა ჩვენი შეკერილია და ხვიჩას ჩოხაც. რაც შეეხება ხვიჩას მეორე ჩაცმულობას, ჩვენი არ არის. ცოტა ექსტრემალურ მდგომარეობაში ვმუშაობდით.
- ნიცას კაბის მოდელები თქვენ შეურჩიეთ?
- საქორწინო კაბა ჩვენი მოდელია და ნიცას აქამდე ნანახი ჰქონდა, მოსწონდა და თავად მოგვმართა, რომ შეგვეკერა. რაც შეეხება მეორე კაბას, უკვე მისი გემოვნებით შეიქმნა.
ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად დაინიშნენ. თუმცა მათი სიყვარულის ისტორიის შესახებ ცნობილი კარგა ხნის წინ გახდა, გოგონა შეყვარებულს იტალიაში აკითხავდა და მატჩებსაც ხშირად ესწრებოდა.
21 წლის ნიცა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. 22 წლის ხვიჩა კი ერთ წელზე მეტია, რაც იტალიაში "ნაპოლის" ღირსებას იცავს. ნიცა საქართველოში სწავლობს, თუმცა ქორწილის შემდეგ, სავარაუდოდ, მეუღლესთან იტალიაში გადავა საცხოვრებლად...
წაიკითხეთ ასევე:
მესმის რომ თავმდაბლობას აწვებით ტუ ხარტ, რაცაა, მარა კარგიიით რა ხალხოოო, აი ტორტი რაია, პროსტო მარიას კაბააა :///
ანგელოზივით გოგოა❤️ რას დაამსგავსეთ რა სისადავე ხალხო😕 ამაზე საშინელად ორგანიზებული ქორწილი მეორე არ მინახავს. ან ის ტორტი საიდან მოიტანეს . აჭრილი კრემით რომ იყო წატიტყნილი. რას გავდა რა უბედურება იყო😕
კვარაცხელიას უყურებს მსოფლიო. ქვეყნის სიამაყე და სიმდიდრეა ეს ბიჭი. ცოტა ნორმალური ქორწილი ნამდვილად ეკუთვნოდა. სისადავე და გემოვნება ერთად ფანტასტიურად შეიძლება შეახამო მაგრამ ეს ქორწილი რაც კადრებიდან ჩანსნიყო სიგოიმის და უგემოვნობის ზეიმი