მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა მერკურის ირგვლივ იდუმალი, "მომღერალი“ ტალღები აღმოაჩინეს - იმ პლანეტების გარშემო, რომელთაც მაგნიტოსფერო აქვთ, რაღაც ჯადოსნური ხდება...
მეცნიერებმა მერკურის ირგვლივ იდუმალი, "მომღერალი“ ტალღები აღმოაჩინეს - იმ პლანეტების გარშემო, რომელთაც მაგნიტოსფერო აქვთ, რაღაც ჯადოსნური ხდება...

პლა­ნე­ტე­ბის გარ­შე­მო, რო­მელ­თაც მაგ­ნი­ტოს­ფე­რო აქვთ, რა­ღაც ჯა­დოს­ნუ­რი ხდე­ბა...

მეც­ნი­ე­რებ­მა პლა­ნე­ტა მერ­კუ­რის ირ­გვლივ იდუ­მა­ლი, "მომ­ღე­რა­ლი“, პლაზ­მუ­რი ტალ­ღე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. კვლე­ვას ას­ტრო­ნო­მი მიცუ­ნო­რი ოზა­კი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე­თი ტალ­ღე­ბი დე­და­მი­წის, იუ­პი­ტე­რი­სა და სა­ტურ­ნის გარ­შე­მოც და­ფიქ­სირ­და, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ხმის ტალ­ღე­ბი მერ­კუ­რი­და­ნაც "გა­ის­მა".

  • ხმა დე­და­მი­წის ირ­გვლივ

მეც­ნი­ე­რებს თქმით, აღ­მო­ჩე­ნამ შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი შუქი მოჰ­ფი­ნოს მერ­კუ­რის ირ­გვლივ არ­სე­ბულ მაგ­ნი­ტურ გა­რე­მოს და ზო­გა­დად პლა­ნე­ტა­რუ­ლი მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლე­ბის ფორ­მი­რე­ბას მზის ქა­რის მიერ.

მერ­კურს არ აქვს დიდი მაგ­ნი­ტუ­რი ველი. ეს საკ­მა­ოდ შიშ­ვე­ლი ქვის ნა­ჭე­რია, რომ­ლე­საც, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ აქვს ატ­მოს­ფე­რო, მდე­ბა­რე­ობს საკ­მა­ოდ ახ­ლოს მზეს­თან.

ამ აღ­მო­ჩე­ნამ­დე დიდი ხნით ადრე, მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ მერ­კუ­რი­ზე შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ე.წ. სა­გუნ­დო ტალ­ღე­ბი. ეს ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც მა­ღა­ლი ენერ­გი­ის ელექტრო­ნე­ბი შე­დი­ან პლა­ნე­ტის მაგ­ნი­ტოს­ფე­რო­ში, მოძ­რა­ო­ბენ მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის ხა­ზე­ბის გას­წვრივ და წარ­მოქ­მნი­ან ტალ­ღებს პლაზ­მა­ში. ეს ტალ­ღე­ბი შე­იძ­ლე­ბა გარ­და­იქ­მნას ბგე­რე­ბად, რომ­ლე­ბიც ელექტრო­ნე­ბის მოძ­რა­ობს მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა.

მერ­კუ­რის მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის შე­სა­ხებ მეც­ნი­ე­რებს ინ­ფორ­მა­ცია 1970-იანი წლე­ბი­დან აქვთ. 2018 წელს მერ­კუ­რი­ზე კოს­მო­სუ­რი აპა­რა­ტი “ბე­პი­კო­ლომ­ბო” გა­უშ­ვეს. მას­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია ინ­სტრუ­მენ­ტი სა­ხე­ლად MIO მერ­კუ­რი­სა და მისი მაგ­ნი­ტოს­ფე­როს უკეთ შეს­წავ­ლის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. სწო­რედ ამ მო­წყო­ბი­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით აღ­მა­ჩი­ნეს მერ­კუ­რის მაგ­ნი­ტოს­ფე­რო­ში პლაზ­მუ­რი ტალ­ღე­ბის აშ­კა­რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

მერ­კუ­რი, დე­და­მი­წის ტი­პის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა, მზეს­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მდე­ბა­რე და მცი­რედ შეს­წავ­ლი­ლი პლა­ნე­ტაა, არ აქვს დიდი მაგ­ნი­ტუ­რი ველი. იგი არ­სე­ბი­თად დიდი კლდეა, პრაქ­ტი­კუ­ლად, არარ­სე­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­რო­თი. მას­ზე მუდ­მი­ვად მოქ­მე­დებს რა­დი­ა­ცია, ასევ მზის ქა­რე­ბი. ამ მო­მენ­ტამ­დე მის­კენ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე აპა­რა­ტი იქნა გაგ­ზავ­ნი­ლი, “მა­რი­ნერ 10” (1973 წ.), “მე­სენ­ჯე­რი” (2004 წ.) და “ბე­პი­კო­ლომ­ბო” (2018).

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დრელი
3

უეჭველი ტექნოა

თამაზი
43

როგორ ფიქრობთ, ამ სტატიას ფიზიკოსის გარდა ვინმე წაიკითხავს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

მეცნიერებმა მერკურის ირგვლივ იდუმალი, "მომღერალი“ ტალღები აღმოაჩინეს - იმ პლანეტების გარშემო, რომელთაც მაგნიტოსფერო აქვთ, რაღაც ჯადოსნური ხდება...

მეცნიერებმა მერკურის ირგვლივ იდუმალი, "მომღერალი“ ტალღები აღმოაჩინეს - იმ პლანეტების გარშემო, რომელთაც მაგნიტოსფერო აქვთ, რაღაც ჯადოსნური ხდება...

პლანეტების გარშემო, რომელთაც მაგნიტოსფერო აქვთ, რაღაც ჯადოსნური ხდება...

მეცნიერებმა პლანეტა მერკურის ირგვლივ იდუმალი, "მომღერალი“, პლაზმური ტალღები აღმოაჩინეს. კვლევას ასტრონომი მიცუნორი ოზაკი ხელმძღვანელობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტალღები დედამიწის, იუპიტერისა და სატურნის გარშემოც დაფიქსირდა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ხმის ტალღები მერკურიდანაც "გაისმა".

  • ხმა დედამიწის ირგვლივ

მეცნიერებს თქმით, აღმოჩენამ შეიძლება გარკვეული შუქი მოჰფინოს მერკურის ირგვლივ არსებულ მაგნიტურ გარემოს და ზოგადად პლანეტარული მაგნიტური ველების ფორმირებას მზის ქარის მიერ.

მერკურს არ აქვს დიდი მაგნიტური ველი. ეს საკმაოდ შიშველი ქვის ნაჭერია, რომლესაც, პრაქტიკულად, არ აქვს ატმოსფერო, მდებარეობს საკმაოდ ახლოს მზესთან.

ამ აღმოჩენამდე დიდი ხნით ადრე, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ მერკურიზე შეიძლება ყოფილიყო ე.წ. საგუნდო ტალღები. ეს ხდება მაშინ, როდესაც მაღალი ენერგიის ელექტრონები შედიან პლანეტის მაგნიტოსფეროში, მოძრაობენ მაგნიტური ველის ხაზების გასწვრივ და წარმოქმნიან ტალღებს პლაზმაში. ეს ტალღები შეიძლება გარდაიქმნას ბგერებად, რომლებიც ელექტრონების მოძრაობს მიხედვით იცვლება.

მერკურის მაგნიტური ველის შესახებ მეცნიერებს ინფორმაცია 1970-იანი წლებიდან აქვთ. 2018 წელს მერკურიზე კოსმოსური აპარატი “ბეპიკოლომბო” გაუშვეს. მასში განთავსებულია ინსტრუმენტი სახელად MIO მერკურისა და მისი მაგნიტოსფეროს უკეთ შესწავლისთვის გამოიყენება. სწორედ ამ მოწყობილობის საშუალებით აღმაჩინეს მერკურის მაგნიტოსფეროში პლაზმური ტალღების აშკარა მტკიცებულება.

მერკური, დედამიწის ტიპის ყველაზე პატარა, მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე და მცირედ შესწავლილი პლანეტაა, არ აქვს დიდი მაგნიტური ველი. იგი არსებითად დიდი კლდეა, პრაქტიკულად, არარსებული ატმოსფეროთი. მასზე მუდმივად მოქმედებს რადიაცია, ასევ მზის ქარები. ამ მომენტამდე მისკენ მხოლოდ რამდენიმე აპარატი იქნა გაგზავნილი, “მარინერ 10” (1973 წ.), “მესენჯერი” (2004 წ.) და “ბეპიკოლომბო” (2018).