სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვეტყობა, რომ ან ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?! სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა ოპოზიციაში იყო" - პრემიერი სალომე ზურაბიშვილზე
"გვეტყობა, რომ ან ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?! სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა ოპოზიციაში იყო" - პრემიერი სალომე ზურაბიშვილზე

გვე­ტყო­ბა ჩვენ, რომ ან ვნერ­ვი­უ­ლობთ ან გვე­ში­ნია ვინ­მეს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რო­ბის?! სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ჰქონ­და ერ­თპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი რე­ი­ტინ­გი, როცა ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო. "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მო­იყ­ვა­ნა ეს ადა­მი­ა­ნი და დას­ვა პრე­ზი­დენ­ტად, სა­კუ­თა­რი რე­ი­ტინ­გის დამ­სა­ხუ­რე­ბით, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც თუ რო­გორ გა­აგ­რძე­ლებს ის პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბას, რო­გორც თა­ვი­სუ­ფა­ლი პო­ლი­ტი­კო­სი თუ რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი, ახლო მო­მა­ვალ­ში გა­და­წყდე­ბა.

რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, პრე­ზი­დენ­ტის ქმე­დე­ბე­ბის არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბის დად­გე­ნის ფაქ­ტი ერ­თის მხრივ გულ­და­სა­წყვე­ტია, თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ აჩ­ვე­ნებს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბა­სა და ევ­რო­პე­ლო­ბას.

"გვე­ტყო­ბა ჩვენ, რომ ან ვნერ­ვი­უ­ლობთ ან გვე­ში­ნია ვინ­მეს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რო­ბის?! შე­ვახ­სე­ნებ ყვე­ლას, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ჰქონ­და ერ­თპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი რე­ი­ტინ­გი როცა ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო. "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მო­იყ­ვა­ნა ეს ადა­მი­ა­ნი და დას­ვა პრე­ზი­დენ­ტად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რე­ი­ტინ­გის დამ­სა­ხუ­რე­ბით. მე შე­ვა­ფა­სე ეს ფაქ­ტი და მოვ­ლე­ნა, რაც, რა თქმა უნდა ერთი მხრივ შე­იძ­ლე­ბა იყოს გულ­და­სა­წყვე­ტი ფაქ­ტი, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ ჩვენ ვაჩ­ვე­ნეთ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბა, ევ­რო­პე­ლო­ბა. ჩვენ ვაჩ­ვე­ნეთ ის, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ვინ დგას კა­ნონ­ზე მაღ­ლა. გა­სა­გე­ბია, ის სამი მო­სა­მარ­თლე ალ­ბათ მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლია თა­ვი­ანთ შე­ფა­სე­ბებ­ში, მაგ­რამ მე არ გან­ვსჯი. გე­ტყვით, რომ დღეს ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს მშვი­დო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა. ხე­დავთ რა ხდე­ბა დღეს მსოფ­ლი­ო­ში. ურ­თუ­ლე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. უკ­რა­ი­ნა, ახლა ის­რა­ე­ლი. ის­რა­ელ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი არი­ას ძა­ლი­ან შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი და ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა არამ­ხო­ლოდ იმ რე­გი­ო­ნის, არა­მედ მას მთელს მსოფ­ლი­ო­ზე ექ­ნე­ბა დიდი გავ­ლე­ნა. ასე რომ, ჩვენ მთა­ვა­რი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მივ­მარ­თოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე, სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ზე, ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. ეს სჭირ­დე­ბა ჩვენს ხალ­ხს“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ერთი ქვით მოკ­ლეს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­აც. მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც არა­ნა­ი­რი ბა­ლან­სი არ­სე­ბო­ბას შტო­ებს შო­რის, ის ქვე­ყა­ნა ვერ ჩა­ით­ვლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნად.

"ოც­ნე­ბის“ ოც­ნე­ბის დრო დამ­თავ­რდა. თვი­თონ იფიქ­რონ მერე, რო­მე­ლი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ჯობ­და მათ­თვის. ეს მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს, მე მა­ინ­ტე­რე­სებს, სად გა­მო­ვად­გე­ბი ამ ქვე­ყა­ნას უფრო, ან რო­გორც თა­ვი­სუ­ფა­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, ან რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც გა­აგ­რძე­ლებს თა­ვის მან­დატს, ამას ახლო მო­მა­ვა­ლი გვე­ტყვის“, - აღ­ნიშ­ნა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყველა აწერილია
1

აბა რატომ დათახმდი მარჩენალის ესეთ გადაწყვეტილებას? ეს არჩევანი მე ხომ არ გირჩიე... Ნუ გამოგყავთ ხალხი უტვინო სულელად, ყველა თქვენი ქმედება იწერება ისტორიაში, როგორც ჩაიწერა ნაცების "სისხლიანი ცხრა წელი".... 

ნოდარი
5

პრემიერს. არ გრცხვენიათ 1% ადამიანი ძალით, რომ აგვარჩევინეთ? თუმცა სალომემ შესაშური პრინციპულობა გამოიჩინა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"გვეტყობა, რომ ან ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?! სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა ოპოზიციაში იყო" - პრემიერი სალომე ზურაბიშვილზე

"გვეტყობა, რომ ან ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?! სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა ოპოზიციაში იყო" - პრემიერი სალომე ზურაბიშვილზე

გვეტყობა ჩვენ, რომ ან ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?! სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ერთპროცენტიანი რეიტინგი, როცა ოპოზიციაში იყო. "ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად, საკუთარი რეიტინგის დამსახურებით, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც თუ როგორ გააგრძელებს ის პოლიტიკურ მოღვაწეობას, როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი თუ როგორც პრეზიდენტი, ახლო მომავალში გადაწყდება.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ქმედებების არაკონსტიტუციურობის დადგენის ფაქტი ერთის მხრივ გულდასაწყვეტია, თუმცა მეორე მხრივ აჩვენებს ქვეყნის დემოკრატიულობასა და ევროპელობას.

"გვეტყობა ჩვენ, რომ ან ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?! შევახსენებ ყველას, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ერთპროცენტიანი რეიტინგი როცა ოპოზიციაში იყო. "ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად, "ქართული ოცნების“ რეიტინგის დამსახურებით. მე შევაფასე ეს ფაქტი და მოვლენა, რაც, რა თქმა უნდა ერთი მხრივ შეიძლება იყოს გულდასაწყვეტი ფაქტი, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ვაჩვენეთ დემოკრატიულობა, ევროპელობა. ჩვენ ვაჩვენეთ ის, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა. გასაგებია, ის სამი მოსამართლე ალბათ მიკერძოებულია თავიანთ შეფასებებში, მაგრამ მე არ განვსჯი. გეტყვით, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა. ხედავთ რა ხდება დღეს მსოფლიოში. ურთულესი მდგომარეობაა. უკრაინა, ახლა ისრაელი. ისრაელში მიმდინარე მოვლენები არიას ძალიან შემაწუხებელი და ძალიან რთული გამოწვევა არამხოლოდ იმ რეგიონის, არამედ მას მთელს მსოფლიოზე ექნება დიდი გავლენა. ასე რომ, ჩვენ მთავარი ყურადღება უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის განმტკიცებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, კეთილდღეობაზე. ეს სჭირდება ჩვენს ხალხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატიაც. მისივე თქმით, ქვეყანაში, სადაც არანაირი ბალანსი არსებობას შტოებს შორის, ის ქვეყანა ვერ ჩაითვლება დემოკრატიულ ქვეყნად.

"ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა. თვითონ იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა მათთვის. ეს მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს, სად გამოვადგები ამ ქვეყანას უფრო, ან როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს, ამას ახლო მომავალი გვეტყვის“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.