პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტს იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები - მორჩა კინო" - ნინო ლომჯარია
"პრეზიდენტს იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები - მორჩა კინო" - ნინო ლომჯარია

პრე­ზი­დენტს იმ­პიჩ­მენტს მა­ინც ვერ გა­მო­უ­ცხა­დე­ბენ, არა აქვთ საკ­მა­რი­სი ხმე­ბი - მორ­ჩა კინო, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ორ­ბი­ტის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ლომ­ჯა­რია.

რო­გორც ლომ­ჯა­რია აღ­ნიშ­ნავს, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ მორ­ჩი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ეს მორ­ჩი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მხო­ლოდ იმ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებ­მა და პრო­პა­გან­დის­ტებ­მა კო­ბა­ხი­ძის ამ­პარ­ტავ­ნო­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად ერთი-ორი დღე იძა­ხონ - "რა სა­ო­ცა­რი ლექ­ცია ჩა­ა­ტა­რა ირაკ­ლიმ, ეს რა მო­ვის­მი­ნე­თო“. სულ ეს იყო ამ პრო­ცე­სის მი­ზა­ნი და შე­დე­გი. პრე­ზი­დენტს იმ­პიჩ­მენტს მა­ინც ვერ გა­მო­უ­ცხა­დე­ბენ, არა აქვთ საკ­მა­რი­სი ხმე­ბი. მორ­ჩა კინო“, - წერს ლომ­ჯა­რია.

ცნო­ბის­თვის, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ ევ­რო­პა­ში, მთავ­რო­ბის უნე­ბარ­თვო ვი­ზი­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა. ამას­თან, რო­გორც ტუ­რა­ვამ აღ­ნიშ­ნა, დას­კვნა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა სამ­მა მო­სა­მარ­თლემ - ირი­ნა იმერ­ლიშ­ვილ­მა, გი­ორ­გი კვე­რენ­ჩხი­ლა­ძემ და თე­ი­მუ­რაზ ტუ­ღუშ­მა.

ამას­თან, შე­გახ­სე­ნებთ, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­სის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ის სა­გა­რეო ვი­ზი­ტე­ბი გახ­და, რა­ზეც მთავ­რო­ბამ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს თან­ხმო­ბა არ მის­ცა. პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი 1-ელ სექ­ტემ­ბერს, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­და­წყდა. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს დას­კვნის მო­სამ­ზა­დებ­ლად ერ­თთვი­ა­ნი ვადა ჰქონ­და. პრე­ზი­დენ­ტის გა­და­სა­ყე­ნებ­ლად 100 დე­პუ­ტა­ტის ხმა არის სა­ჭი­რო, რაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბას არ გა­აჩ­ნია.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tasi
3

ვაი სენ პატრონს,კინო კი არ მორჩა,ეს ჟურნალი იყო,კინო ეხლა იწყებაააა.აუუუუუუ რამხელა გოიმი ხარ რომ იცოდე.

.......
2

რა სირცხვილია შენ რომ სახალხო დამცველი გერქვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"პრეზიდენტს იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები - მორჩა კინო" - ნინო ლომჯარია

"პრეზიდენტს იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები - მორჩა კინო" - ნინო ლომჯარია

პრეზიდენტს იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები - მორჩა კინო, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას "საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია.

როგორც ლომჯარია აღნიშნავს, საკონსტიტუციო სასამართლომ მორჩილი გადაწყვეტილება მიიღო.

"საკონსტიტუციო სასამართლოს ეს მორჩილი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ უმრავლესობის წევრებმა და პროპაგანდისტებმა კობახიძის ამპარტავნობის დასაკმაყოფილებლად ერთი-ორი დღე იძახონ - "რა საოცარი ლექცია ჩაატარა ირაკლიმ, ეს რა მოვისმინეთო“. სულ ეს იყო ამ პროცესის მიზანი და შედეგი. პრეზიდენტს იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები. მორჩა კინო“, - წერს ლომჯარია.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. ამასთან, როგორც ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა ჰქონდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც "ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.