კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წვეულება კახეთში, უნგრეთის პრემიერის პატივსაცემად: ქართული ცეკვა-სიმღერა, ორბანის სადღეგრძელო და მაღალი რანგის სტუმრები - ფოტოები წინანდალიდან
წვეულება კახეთში, უნგრეთის პრემიერის პატივსაცემად: ქართული ცეკვა-სიმღერა, ორბანის სადღეგრძელო და მაღალი რანგის სტუმრები - ფოტოები წინანდალიდან

"უაღ­რე­სად მად­ლო­ბე­ლი ვარ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ორ­ბა­ნის და მისი მთავ­რო­ბი­სა ნამ­დვი­ლი მე­გობ­რო­ბის­თვის, ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, ასე­ვე - მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მის­წრა­ფე­ბი­სა, გახ­დეს ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი და მე მაქვს პრი­ვი­ლე­გია, ავ­წიო ეს ჭიქა, რო­გორც ჩემი ძვირ­ფა­სი კო­ლე­გის პირ­ვე­ლი სა­დღეგ­რძე­ლო" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და პრე­მი­ე­რის მე­უღ­ლის სა­ხე­ლით უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და მისი მე­უღ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­მარ­თულ ოფი­ცი­ა­ლურ სა­დილ­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ორ­ბა­ნი არის სა­მა­გა­ლი­თო ლი­დე­რი და მი­სა­ბა­ძი პო­ლი­ტი­კო­სი

„ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი და პრი­ვი­ლე­გი­აა, ვუ­მას­პინ­ძლო ჩემს ძვირ­ფას მე­გო­ბარს, კო­ლე­გას - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ორ­ბან­სა და მის მე­უღ­ლეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. პირ­ველ რიგ­ში, უნდა ვთქვა, რამ­დე­ნად ვა­ფა­სებთ ამ ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და მე­გობ­რო­ბას უნ­გრეთ­თან.

მე­ო­რე რიგ­ში, აღ­ვნიშ­ნავ, რომ ჩემ­თვის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ორ­ბა­ნი არის სა­მა­გა­ლი­თო ლი­დე­რი, მი­სა­ბა­ძი პო­ლი­ტი­კო­სი და მე­სა­მე, უაღ­რე­სად მად­ლო­ბე­ლი ვარ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ორ­ბა­ნის და მისი მთავ­რო­ბი­სა ნამ­დვი­ლი მე­გობ­რო­ბის­თვის, ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, ასე­ვე - მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მის­წრა­ფე­ბი­სა, გახ­დეს ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი და მე მაქვს პრი­ვი­ლე­გია, ავ­წიო ეს ჭიქა, რო­გორც ჩემი ძვირ­ფა­სი კო­ლე­გის პირ­ვე­ლი სა­დღეგ­რძე­ლო.

იმი­ტომ, რომ ეს ვი­ზი­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ კრი­ტი­კულ დროს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის, რათა ყვე­ლამ და­ი­ნა­ხოს, ვინ არის ნამ­დვი­ლი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს და ვი­საც სურს ნა­ხოს სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პა­ში და ევ­რო­პას­თან. ასე რომ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, დიდი მად­ლო­ბა ვი­ზი­ტის­თვის. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ორ­ბანს გა­უ­მარ­ჯოს!”, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

რო­გორც უნ­გრე­თის პრე­მი­ერ­მა, ვიქ­ტორ ორ­ბან­მა აღ­ნიშ­ნა, მისი ვი­ზი­ტი ხაზს უს­ვამს იმას, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლია ურ­თი­ერ­თო­ბა ამ ორ ერს შო­რის.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, უნ­გრე­თის დე­ლე­გა­ცი­ის სა­ხე­ლით გი­თხრათ, თუ რა­ო­დენ ვა­მა­ყობთ, რომ ვართ მოწ­ვე­ულ­ნი აქ თქვე­ნი და თქვე­ნი მე­უღ­ლის მიერ. ყო­ველ­თვის კარ­გია, რო­დე­საც ვხე­დავ წყვილს პო­ლი­ტი­კა­ში, რომ­ლე­ბიც არა მხო­ლოდ სა­უბ­რო­ბენ ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, არა­მედ უჩ­ვე­ნე­ბენ შე­სა­ნიშ­ნავ მა­გა­ლითს თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის მი­ზე­ზი კარ­გი მა­გა­ლი­თე­ბის ჩვე­ნე­ბაა უნ­გრე­ლე­ბის­თვის.

ასე რომ, თუ შე­მიძ­ლია ამ­გვა­რად ვთქვა, ირაკ­ლი, დიდი მად­ლო­ბა მოწ­ვე­ვის­თვის. ჩვენ შო­რის ხან­გრძლი­ვი მე­გობ­რო­ბაა. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ეს ვი­ზი­ტი ხაზს უს­ვამს იმას, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლია ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ამ ორ ერს შო­რის.

ძვირ­ფა­სო ირაკ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში არის დის­კუ­სია იმის შე­სა­ხებ, არ­სე­ბობს თუ არა სას­წა­უ­ლე­ბი. ჩვენ, ქრის­ტი­ა­ნე­ბი, ვფიქ­რობთ, რომ არ­სე­ბობს, მაგ­რამ მათ, ვი­საც ჯერ არ სჯე­რა, რომ სას­წა­უ­ლე­ბი არ­სე­ბობს, უნდა მო­ვი­დეს ამ ოთახ­ში ამ სა­ღა­მოს, რად­გან აქ მი­ნი­მუმ ორი სას­წა­უ­ლია: პირ­ვე­ლი, ეს არის ქარ­თუ­ლი სას­წა­უ­ლი - თქვე­ნი ის­ტო­რია, თქვე­ნი ერის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო, თა­ვად ფაქ­ტი, რომ კი­დევ არ­სე­ბობს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, არ­სე­ბობს ისე­თი ენა, რო­გო­რიც არის ქარ­თუ­ლი და ხალ­ხი, რო­მე­ლიც ცხოვ­რობს აქ და სა­უბ­რობს ამ ენა­ზე, არ­სე­ბობს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და რომ ეს სა­ხელ­მწი­ფო ისევ არის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი - ეს არის სას­წა­უ­ლი; შემ­დე­გი სას­წა­უ­ლი ამ ოთახ­ში უნ­გრუ­ლია. რო­გორც იცით, ჩვენ, უნ­გრე­ლე­ბი, მო­ვე­დით შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თი­დან, ურა­ლის მთე­ბის მიღ­მი­დან და და­ვი­კა­ვეთ ის ქვე­ყა­ნა, სა­დაც ვცხოვ­რობთ, ძვირ­ფა­სო ქარ­თვე­ლო მე­გობ­რე­ბო, 1100 წლის წინ. რო­გორც უცხო­ე­ლებს, არც ნა­თე­სა­ვე­ბი და არც ოჯა­ხის წევ­რე­ბი გვყავ­და ირ­გვლივ, მხო­ლოდ ჩვენ, უნ­გრე­ლე­ბი, ვი­ყა­ვით მარ­ტო­ნი. ჩვენ და­ვი­კა­ვეთ ტე­რი­ტო­რია, ისევ გვაქვს იგი­ვე ენა, ისევ სრულვყოფთ იმა­ვე კულ­ტუ­რას და ვცხოვ­რობთ ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბით.

ასე რომ, სას­წა­უ­ლია, რომ კი­დევ არ­სე­ბო­ბენ უნ­გრე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­უბ­რო­ბენ უნ­გრულ ენა­ზე; არ­სე­ბობს უნ­გრუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და რომ ეს სა­ხელ­მწი­ფო ქრის­ტი­ა­ნუ­ლია - ეს არის მე­ო­რე სას­წა­უ­ლი.

ასე რომ, ეს არის ორი ქვეყ­ნის სას­წა­უ­ლის შეხ­ვედ­რა და მი­ვიჩ­ნევ, რომ ეს მო­ამ­ზა­დებს არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ სა­ფუძ­ველს ამ ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, არა­მედ მე­ტიც, უზ­რუნ­ველ­ყოფს ამ ორი ქვეყ­ნის შე­სა­ნიშ­ნავ ურ­თი­ერ­თო­ბებს სიღ­რმი­სე­ულ დო­ნე­ზე. ასე რომ, ამ ორ ქვე­ყა­ნა-სას­წა­ულს შო­რის არ­სე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ვწევ ჭი­ქას! დიდი მად­ლო­ბა, პრე­მი­ერ მი­ნის­ტრო!”, - გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტორ ორ­ბან­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და პრე­მი­ე­რის მე­უღ­ლის სა­ხე­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით მყო­ფი უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და მისი მე­უღ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­დი­ლი სას­ტუმ­რო Tsinandali Radisson Collection-ში გა­ი­მარ­თა.

ოფი­ცი­ა­ლურ სა­დილს უნ­გრე­თის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გენაცვა
0

ტარიელასთან არ ჩაიყვანა, ერთ-ორ მეშოკ დოლარებს გაატანდა))😰

ზიზის
0

ოცნებას რამეში თუ არ ეთანხმები, მაშინვე ნაცობას აბრალებთ ადამიანს. 

ავტორი:

წვეულება კახეთში, უნგრეთის პრემიერის პატივსაცემად: ქართული ცეკვა-სიმღერა, ორბანის სადღეგრძელო და მაღალი რანგის სტუმრები - ფოტოები წინანდალიდან

წვეულება კახეთში, უნგრეთის პრემიერის პატივსაცემად: ქართული ცეკვა-სიმღერა, ორბანის სადღეგრძელო და მაღალი რანგის სტუმრები - ფოტოები წინანდალიდან

"უაღრესად მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ ორბანის და მისი მთავრობისა ნამდვილი მეგობრობისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ასევე - მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებისა, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მე მაქვს პრივილეგია, ავწიო ეს ჭიქა, როგორც ჩემი ძვირფასი კოლეგის პირველი სადღეგრძელო" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრემიერის მეუღლის სახელით უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი ორბანი არის სამაგალითო ლიდერი და მისაბაძი პოლიტიკოსი

„ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, ვუმასპინძლო ჩემს ძვირფას მეგობარს, კოლეგას - პრემიერ-მინისტრ ორბანსა და მის მეუღლეს საქართველოში. პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რამდენად ვაფასებთ ამ ურთიერთობებსა და მეგობრობას უნგრეთთან.

მეორე რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემთვის პრემიერ-მინისტრი ორბანი არის სამაგალითო ლიდერი, მისაბაძი პოლიტიკოსი და მესამე, უაღრესად მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ ორბანის და მისი მთავრობისა ნამდვილი მეგობრობისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ასევე - მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებისა, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მე მაქვს პრივილეგია, ავწიო ეს ჭიქა, როგორც ჩემი ძვირფასი კოლეგის პირველი სადღეგრძელო.

იმიტომ, რომ ეს ვიზიტი, განსაკუთრებით ამ კრიტიკულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, რათა ყველამ დაინახოს, ვინ არის ნამდვილი მეგობარი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და ვისაც სურს ნახოს საქართველო ევროპაში და ევროპასთან. ასე რომ, პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ვიზიტისთვის. პრემიერ-მინისტრ ორბანს გაუმარჯოს!”, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, მისი ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ურთიერთობა ამ ორ ერს შორის.

"პირველ რიგში, მინდა, უნგრეთის დელეგაციის სახელით გითხრათ, თუ რაოდენ ვამაყობთ, რომ ვართ მოწვეულნი აქ თქვენი და თქვენი მეუღლის მიერ. ყოველთვის კარგია, როდესაც ვხედავ წყვილს პოლიტიკაში, რომლებიც არა მხოლოდ საუბრობენ ოჯახურ ღირებულებებზე, არამედ უჩვენებენ შესანიშნავ მაგალითს თითოეულ ჩვენგანს. საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი კარგი მაგალითების ჩვენებაა უნგრელებისთვის.

ასე რომ, თუ შემიძლია ამგვარად ვთქვა, ირაკლი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ შორის ხანგრძლივი მეგობრობაა. ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ეს ურთიერთობა ამ ორ ერს შორის.

ძვირფასო ირაკლი, თანამედროვე მსოფლიოში არის დისკუსია იმის შესახებ, არსებობს თუ არა სასწაულები. ჩვენ, ქრისტიანები, ვფიქრობთ, რომ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც ჯერ არ სჯერა, რომ სასწაულები არსებობს, უნდა მოვიდეს ამ ოთახში ამ საღამოს, რადგან აქ მინიმუმ ორი სასწაულია: პირველი, ეს არის ქართული სასწაული - თქვენი ისტორია, თქვენი ერის გეოპოლიტიკური გარემო, თავად ფაქტი, რომ კიდევ არსებობს ქართველი ხალხი, არსებობს ისეთი ენა, როგორიც არის ქართული და ხალხი, რომელიც ცხოვრობს აქ და საუბრობს ამ ენაზე, არსებობს ქართული სახელმწიფო და რომ ეს სახელმწიფო ისევ არის ქრისტიანული - ეს არის სასწაული; შემდეგი სასწაული ამ ოთახში უნგრულია. როგორც იცით, ჩვენ, უნგრელები, მოვედით შორეული აღმოსავლეთიდან, ურალის მთების მიღმიდან და დავიკავეთ ის ქვეყანა, სადაც ვცხოვრობთ, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, 1100 წლის წინ. როგორც უცხოელებს, არც ნათესავები და არც ოჯახის წევრები გვყავდა ირგვლივ, მხოლოდ ჩვენ, უნგრელები, ვიყავით მარტონი. ჩვენ დავიკავეთ ტერიტორია, ისევ გვაქვს იგივე ენა, ისევ სრულვყოფთ იმავე კულტურას და ვცხოვრობთ ჩვენი საკუთარი ცხოვრებით.

ასე რომ, სასწაულია, რომ კიდევ არსებობენ უნგრელები, რომლებიც საუბრობენ უნგრულ ენაზე; არსებობს უნგრული სახელმწიფო და რომ ეს სახელმწიფო ქრისტიანულია - ეს არის მეორე სასწაული.

ასე რომ, ეს არის ორი ქვეყნის სასწაულის შეხვედრა და მივიჩნევ, რომ ეს მოამზადებს არა მხოლოდ პოლიტიკურ საფუძველს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში, არამედ მეტიც, უზრუნველყოფს ამ ორი ქვეყნის შესანიშნავ ურთიერთობებს სიღრმისეულ დონეზე. ასე რომ, ამ ორ ქვეყანა-სასწაულს შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობის გასაგრძელებლად ვწევ ჭიქას! დიდი მადლობა, პრემიერ მინისტრო!”, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრემიერის მეუღლის სახელით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად ოფიციალური სადილი სასტუმრო Tsinandali Radisson Collection-ში გაიმართა.

ოფიციალურ სადილს უნგრეთის დელეგაციის წევრები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.