საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტერორისტების მიერ ახალგაზრდების უმოწყალოდ ამოწყვეტისას ჩაერთო ბრძოლაში. მებრძოლი ქალიშვილიც თან წაიყვანა" - რას წერს ლაშა ჟვანია ისააკ ბუზუკაშვილზე?
"ტერორისტების მიერ ახალგაზრდების უმოწყალოდ ამოწყვეტისას ჩაერთო ბრძოლაში. მებრძოლი ქალიშვილიც თან წაიყვანა" - რას წერს ლაშა ჟვანია ისააკ ბუზუკაშვილზე?

ის­რა­ელ­ში, სა­ო­მა­რი ოპე­რა­ცი­ი­სას, ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის პო­ლი­ცი­ის ოფი­ცე­რი იცხაკ ბა­ზუ­კაშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა. სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ის­რა­ელ­ში, ლაშა ჟვა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"დღეს, უკა­ნას­კნელ გზა­ზე გა­ვა­ცი­ლეთ ის­რა­ე­ლის ახა­ლი გმი­რი - ისა­აკ ბუ­ზუ­კაშ­ვი­ლი. “ბა­ზუ­კა”, რო­გორც მას სიყ­ვა­რუ­ლით თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი ეძახ­დნენ. 7 ოქ­ტომ­ბერს, ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის უმო­წყა­ლოდ ამო­წყვე­ტი­სას ჩა­ერ­თო ბრძო­ლა­ში. მებ­რძო­ლი ქა­ლიშ­ვი­ლიც თან წა­იყ­ვა­ნა ხალ­ხის და­სახ­მა­რებ­ლად. ის­რა­ელ­ში ცხოვ­რე­ბის არ­ცერთ ეტაპ­ზე არ გა­და­უ­კე­თე­ბია და სი­ა­მა­ყით ატა­რებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბულ გვარს. 7 ოქ­ტომ­ბერს, მისი გა­დარ­ჩე­ნი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი, ახლა სო­რო­კას ჰოს­პი­ტალ­ში მკურ­ნა­ლობს. არა­ერ­თგზის მით­ქვამს და არ და­ვიღ­ლე­ბი - ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი და მათი სა­შუ­ა­ლე­ბით, მთე­ლი ებ­რა­ე­ლი ერი - ჩვე­ნი სის­ხლი და ხორ­ცია! ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის ნა­წი­ლია! ჩვე­ნი სული და გუ­ლია! დღეს ამ სის­ხლის და ხორ­ცის ნა­წი­ლი მოგ­ვწყდა! დღეს, ამ სულს და გულს უკი­დუ­რე­სად ტკი­ვა! ლხინ­შიც და გა­ჭირ­ვე­ბა­შიც თქვენ­თან ვართ ჩვე­ნო ერ­თგუ­ლო ძმე­ბო და დებო! იცით, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც ისა­ა­კი იყო გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი, რა და­სა­ხე­ლე­ბი­საა?!.. “ის­რა­ე­ლე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც უყ­ვართ სა­ქარ­თვე­ლო”... წა­ვი­და ჩვენ­გან სა­ქარ­თვე­ლოს მოყ­ვა­რუ­ლი კი­დევ ერთი ვაჟ­კა­ცი. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მირ­თმე­ულ გვირ­გვინ­საც, სწო­რედ შე­სა­ბა­მი­სი წარ­წე­რა და­ვურ­თეთ: “ის­რა­ე­ლის გმირს - მშობ­ლი­უ­რი სა­ქარ­თვე­ლოს­გან”! ბა­ტო­ნო და­ვით და ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ამ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იზი­ა­რებს თქვენს გა­ნუ­ზო­მელ ტკი­ვილს." - წერს ლაშა ჟვა­ნია "ფე­ის­ბუქ­ში".

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლეილა
0

ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი მამაცო ადამიანო

ტოტო
0

როგორ ამაყობდა თავისი ქართული გვარით,ნამდვილი მამაცი და ღირსეული ადამიანი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ტერორისტების მიერ ახალგაზრდების უმოწყალოდ ამოწყვეტისას ჩაერთო ბრძოლაში. მებრძოლი ქალიშვილიც თან წაიყვანა" - რას წერს ლაშა ჟვანია ისააკ ბუზუკაშვილზე?

"ტერორისტების მიერ ახალგაზრდების უმოწყალოდ ამოწყვეტისას ჩაერთო ბრძოლაში. მებრძოლი ქალიშვილიც თან წაიყვანა" - რას წერს ლაშა ჟვანია ისააკ ბუზუკაშვილზე?

ისრაელში, საომარი ოპერაციისას, ქართული წარმომავლობის პოლიციის ოფიცერი იცხაკ ბაზუკაშვილი დაიღუპა. საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია გარდაცვლილი სამართალდამცავის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"დღეს, უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ისრაელის ახალი გმირი - ისააკ ბუზუკაშვილი. “ბაზუკა”, როგორც მას სიყვარულით თანამებრძოლები ეძახდნენ. 7 ოქტომბერს, ტერორისტების მიერ ფესტივალზე მისული ახალგაზრდების უმოწყალოდ ამოწყვეტისას ჩაერთო ბრძოლაში. მებრძოლი ქალიშვილიც თან წაიყვანა ხალხის დასახმარებლად. ისრაელში ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ გადაუკეთებია და სიამაყით ატარებდა საქართველოში მიღებულ გვარს. 7 ოქტომბერს, მისი გადარჩენილი პოლიციელი, ახლა სოროკას ჰოსპიტალში მკურნალობს. არაერთგზის მითქვამს და არ დავიღლები - ქართველი ებრაელები და მათი საშუალებით, მთელი ებრაელი ერი - ჩვენი სისხლი და ხორცია! ჩვენი ორგანიზმის ნაწილია! ჩვენი სული და გულია! დღეს ამ სისხლის და ხორცის ნაწილი მოგვწყდა! დღეს, ამ სულს და გულს უკიდურესად ტკივა! ლხინშიც და გაჭირვებაშიც თქვენთან ვართ ჩვენო ერთგულო ძმებო და დებო! იცით, სოციალური ქსელის ჯგუფი, რომელშიც ისააკი იყო გაწევრიანებული, რა დასახელებისაა?!.. “ისრაელელები, რომლებსაც უყვართ საქართველო”... წავიდა ჩვენგან საქართველოს მოყვარული კიდევ ერთი ვაჟკაცი. საქართველოს სახელით მირთმეულ გვირგვინსაც, სწორედ შესაბამისი წარწერა დავურთეთ: “ისრაელის გმირს - მშობლიური საქართველოსგან”! ბატონო დავით და ქალბატონო მარიამ, მთელი საქართველო იზიარებს თქვენს განუზომელ ტკივილს." - წერს ლაშა ჟვანია "ფეისბუქში".