სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იომ ქიფურის ომიდან 50 წლისთავზე ხდება ისრაელზე თავდასხმა, ამჯერად მოუმზადებლები დახვდნენ იერიშს... ეს ყველაფერი დიდი დაპირისპირების წინაპირობაა" - მსოფლიო ახალი ომის საფრთხის წინაშე?
"იომ ქიფურის ომიდან 50 წლისთავზე ხდება ისრაელზე თავდასხმა, ამჯერად მოუმზადებლები დახვდნენ იერიშს... ეს ყველაფერი დიდი დაპირისპირების წინაპირობაა" - მსოფლიო ახალი ომის საფრთხის წინაშე?

დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას ღა­ზას სექ­ტო­რი­დან ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით "ჰა­მა­სმა“ რა­კე­ტე­ბი გა­უშ­ვა და გა­ნა­ცხა­და, რომ ახა­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით "ალ-აქ­სას ქა­რიშ­ხა­ლი" და­ი­წყეს.

ის­რა­ელ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და, მათ შო­რის თელ-ავივ­ში, ბენ გუ­რი­ო­ნის აე­რო­პორ­ტი და­კე­ტი­ლია, სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის სი­რე­ნე­ბი ის­მის ის­რა­ე­ლის თით­ქმის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ქვეყ­ნის აე­რო­პორ­ტებ­ში პა­ნი­კაა. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ ჰა­მა­სმა ომი გა­მო­უ­ცხა­და ქვე­ყა­ნას. ამის სა­პა­სუ­ხოდ, ჰა­მა­სის სარ­დლო­ბამ ის­რა­ე­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ეს­კა­ლა­ცი­ა­სა და „ალ-აქ­სას მე­ჩე­თის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში.“

  • "ის­რა­ე­ლი ამ ომში გა­ი­მარ­ჯვებს" - ამის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი იოავ გა­ლან­ტი აცხადბს, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აქ­ვეყ­ნებს. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა იოავ გა­ლან­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ ჰა­მა­სის ტე­რო­რის­ტულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ ის­რა­ელ­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმით და ღა­ზას სექ­ტო­რის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე ქა­ლა­ქებ­ში შეჭ­რით "მძი­მე შეც­დო­მა" და­უშ­ვა.

გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე, GIPA-ს პრო­ფე­სო­რი ის­რა­ელ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე:

"გამ­თე­ნი­ას ღა­ზას სექ­ტორ­ში ბა­ზი­რე­ბულ­მა ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია “ჰა­მა­სის” წევ­რებ­მა ის­რა­ე­ლის ქა­ლა­ქებ­ზე რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბი­ა­ნი, სინ­ქრო­ნი­ზე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა და­ი­წყეს. რა­კე­ტე­ბი იქნა გაშ­ვე­ბუ­ლი რო­გორც იე­რუ­სა­ლი­მის, ისე აშ­დო­დის და სხვა დიდი, თუ პა­ტა­რა და­სახ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მუ­შა­ობს ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბი. ჰა­მა­სის სამ­ხედ­რო­ებ­მა ზღვი­და­ნაც კი სცა­დეს ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეღ­წე­ვა. მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა და­სახ­ლე­ბა სდე­რო­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ქა­ლაქ­ში ჰა­მა­სის სამ­ხედ­რო­ე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნა­სა და სამ­ხედ­რო-პო­ლი­ცი­უ­რი ტექ­ნი­კის გა­ნად­გუ­რე­ბას. რო­გორც ჩანს, პა­ტარ-პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბით „ჰა­მა­სის“ დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი ქა­ლა­ქებ­ში შეღ­წე­ვა­სა და გა­ფან­ტვას ცდი­ლო­ბენ.

აშ­კა­რაა, რომ ღა­ზას სექ­ტო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი, ამ­ჯე­რად დიდ­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია და­ი­წყე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ის­რა­ელს ახ­სოვს წლო­ბით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ინ­ტი­ფა­და, რა დრო­საც ებ­რა­უ­ლი ქა­ლა­ქე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა პე­რი­ო­დუ­ლი თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი იყო. ახლა შე­საძ­ლოა სწო­რედ ამ ყვე­ლაფ­რის და­სა­წყისს ვა­დევ­ნებ­დეთ თვალს. ამას­თან, არც ის უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ის­რა­ელს მის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მე­მარ­ჯვე­ნე და რე­ლი­გი­უ­რი მთავ­რო­ბა ჰყავს. ეს კი მათი მხრი­დან საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სად­მი მზა­ო­ბას ზრდის. ჯერ არ არის ცნო­ბი­ლი, რა სი­ტუ­ა­ცია იქ­ნე­ბა და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით, იე­რუ­სა­ლი­მის ირ­გვლივ, იქ მყო­ფი პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი შე­უ­ერ­თდე­ბი­ან თუ არა ჰა­მასს თავ­დას­ხმებ­ში, არ არის ცნო­ბი­ლი. ღა­ზას სექ­ტო­რის მო­მიჯ­ნა­ვედ 21 წერ­ტი­ლი­დან კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად უტევს ჰა­მა­სი ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ას. ტე­რო­რის­ტულ­მა ძა­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს და რამ­დე­ნი­მე ებ­რა­უ­ლი სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და­ი­კა­ვეს.

ვა­რა­უ­დო­ბენ რომ არი­ან გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბი და ტყვე­ე­ბი. ქა­ლა­ქე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რი და­ბომბვის ქვე­შაა. არის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით დაჭ­რი­ლი და და­შა­ვე­ბუ­ლი. ღა­ზას სექ­ტო­რის მო­სა­ზღვრე ქა­ლა­ქებ­ში ჰა­მა­სის წევ­რე­ბი თავს ეს­ხმი­ან რო­გორც სამ­ხედ­რო, ისე სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მიზ­ნე­ებს. ის­რა­ე­ლი 13:00 სა­ათ­ზე სამ­თავ­რო­ბო-სამ­ხედ­რო საბ­ჭოს შეკ­რე­ბას გეგ­მავს. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი გა­მო­ცხად­დეს მო­ბი­ლი­ზა­ცია. უკვე გაჩ­ნდა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ ასე­თი მას­შტა­ბუ­რი იე­რი­შის და, რაც მთა­ვა­რია, კო­ორ­დი­ნი­რე­ბის უკან შე­იძ­ლე­ბა ირა­ნი იდ­გეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ იომ ქი­ფუ­რის ომი­დან ზუს­ტად 50 წლის­თავ­ზე ხდე­ბა ის­რა­ელ­ზე დღე­ვან­დე­ლი თავ­დას­ხმა. მა­ში­ნაც, 1973 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ის­რა­ელს რამ­დე­ნი­მე მხრი­დან და­ესხნენ თავს. რად­გან იომ ქი­ფუ­რის დღე­სას­წა­ულ­ზე ხალ­ხი სახ­ლში იყო და წინა ომე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თავ­და­ჯე­რე­ბაც მა­ღა­ლი გახ­ლდათ, ის­რა­ე­ლი მო­უმ­ზა­დებ­ლად დახ­ვდა ამ იე­რიშს. ახ­ლაც ეს სი­ტუ­ა­ცი­აა, ჯერ­ჯე­რო­ბით. ის­რა­ე­ლი­სათ­ვის ნა­თე­ლია, რომ პირ­ვე­ლი ომი, რო­მელ­საც ის­რა­ე­ლი წა­ა­გებს იქ­ნე­ბა ბოლო ომი, რო­მელ­საც ის­რა­ე­ლი იო­მებს, რად­გან მის წი­ნა­შე ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის სა­კი­თხი იდგა და დგას. სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მალე ის­რა­ე­ლი კონ­ტრღო­ნის­ძი­ე­ბებს გა­ა­ტა­რებს. მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ინი­ცი­ა­ტი­ვა კვლავ ჰა­მა­სის ხელ­შია. ებ­რა­უ­ლი სა­გუ­შა­გო­ე­ბის ნა­წი­ლი აღე­ბუ­ლი და აფეთ­ქე­ბუ­ლია. პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი ოვა­ცი­ე­ბით ხვდე­ბი­ან "ჰა­მა­სის" წევ­რებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდი და­პი­რის­პი­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა“, - ამ­ბობს გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე.

"რონ­დე­ლის ფონ­დის“ მკვლე­ვა­რი, ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვი­ლი:

რაც ამ მო­მენ­ტის­თვის ცნო­ბი­ლია ის­რა­ელ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის სა­კი­თხზე:

- “ჰა­მა­სის” თავ­დას­ხმა უპ­რე­ცე­დენ­ტოა თა­ვი­სი­მას­შტა­ბით და ცხა­დია, რომ იგი ამას მარ­ტო ვერ და­ა­ორ­გა­ნი­ზებ­და;

- თავ­დას­ხმა საკ­მა­ოდ მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ის­რა­ე­ლის­თვის (დაზ­ვერ­ვის ჩა­ვარ­დნას გავს);

- ის­რა­ელ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და რო­გორც სახ­მე­ლე­თო, ისე - სა­ჰა­ე­რო შე­ტე­ვა (ფო­ტო­ზე “ჰა­მა­სის” თავ­დას­ხმის შე­დე­გად დამ­წვა­რი ის­რა­ე­ლის ტან­კია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი);

- თავ­დას­ხმას მოჰ­ყვა დიდი მსხვერ­პლი (ათო­ბით ან შე­საძ­ლოა ასო­ბით) რო­გორც ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ებ­ში, ისე - მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში;

- “ჰა­მა­სმა” ხელ­ში ჩა­იგ­დო ის­რა­ე­ლის მი­ნი­მუმ 1 სამ­ხედ­რო ბაზა, ასე­ვე თვითმფრი­ნა­ვე­ბი და ბრო­ნი­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა;- ის­რა­ელ­მა ღა­ზას სექ­ტო­რის სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე ზო­გი­ერთ და­სახ­ლე­ბა­ზე და­კარ­გა კონ­ტრო­ლი;

- და­ახ­ლო­ე­ბით 35 ის­რა­ე­ლის ჯა­რის­კა­ცი აიყ­ვა­ნეს ტყვედ;

- ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ასო­ბით რა­კე­ტაა გაშ­ვე­ბუ­ლი;

- სა­პა­სუ­ხოდ ის­რა­ელ­მა ღა­ზას სექ­ტო­რის და­ბომბვა და­ი­წყო;

- მო­სა­ლოდ­ნე­ლია, ის­რა­ე­ლის პა­სუ­ხი ძა­ლი­ან მკაც­რი იქ­ნე­ბა და და­უს­ჯელს არ და­ტო­ვებს “ჰა­მა­სის” თავ­დას­ხმას;

- ამ ეტაპ­ზე მთა­ვა­რი კი­თხვაა, რა მას­შტა­ბის იქ­ნე­ბა ეს პა­სუ­ხი და მთლი­ა­ნად კონ­ფლიქ­ტი (ანუ გას­ცდე­ბა თუ არა იგი ის­რა­ელ-პა­ლეს­ტი­ნას).გა­ნახ­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­მა­ვალ­შიც შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

წა­ი­კი­თეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dato
0

პროვოცირებული მგონია ...თუმცა არაბული სამყაროც ეხმარება ჰეზბოლას და ჰამასს.

[[==
12

ასეთ სახელოვან მოსადს ამჯერად იგივე დაემართა რაც ალიკა ელისაშვილს ბოლო საპარლამანტო არჩევნებში. ჩაი.ვა.

ავტორი:

"იომ ქიფურის ომიდან 50 წლისთავზე ხდება ისრაელზე თავდასხმა, ამჯერად მოუმზადებლები დახვდნენ იერიშს... ეს ყველაფერი დიდი დაპირისპირების წინაპირობაა" - მსოფლიო ახალი ომის საფრთხის წინაშე?

"იომ ქიფურის ომიდან 50 წლისთავზე ხდება ისრაელზე თავდასხმა, ამჯერად მოუმზადებლები დახვდნენ იერიშს... ეს ყველაფერი დიდი დაპირისპირების წინაპირობაა" - მსოფლიო ახალი ომის საფრთხის წინაშე?

დღეს, გამთენიისას ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით "ჰამასმა“ რაკეტები გაუშვა და განაცხადა, რომ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით "ალ-აქსას ქარიშხალი" დაიწყეს.

ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მათ შორის თელ-ავივში, ბენ გურიონის აეროპორტი დაკეტილია, საჰაერო თავდასხმის სირენები ისმის ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის აეროპორტებში პანიკაა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჰამასმა ომი გამოუცხადა ქვეყანას. ამის საპასუხოდ, ჰამასის სარდლობამ ისრაელი დაადანაშაულა ესკალაციასა და „ალ-აქსას მეჩეთის შეურაცხყოფაში.“

  • "ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს" - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადბს, რომლის კომენტარსაც ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმით და ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ქალაქებში შეჭრით "მძიმე შეცდომა" დაუშვა.

გიორგი კობერიძე, GIPA-ს პროფესორი ისრაელში განვითარებულ მოვლენებზე:

"გამთენიას ღაზას სექტორში ბაზირებულმა ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” წევრებმა ისრაელის ქალაქებზე რამდენიმე მიმართულებიანი, სინქრონიზებული თავდასხმა დაიწყეს. რაკეტები იქნა გაშვებული როგორც იერუსალიმის, ისე აშდოდის და სხვა დიდი, თუ პატარა დასახლებების მიმართულებით. მუშაობს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. ჰამასის სამხედროებმა ზღვიდანაც კი სცადეს ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევა. მძიმე სიტუაციაა დასახლება სდეროტის მიმართულებით. ქალაქში ჰამასის სამხედროები გამოჩნდნენ, რომლებიც ცდილობენ მძევლების აყვანასა და სამხედრო-პოლიციური ტექნიკის განადგურებას. როგორც ჩანს, პატარ-პატარა ჯგუფებით „ჰამასის“ დაჯგუფების წევრები ქალაქებში შეღწევასა და გაფანტვას ცდილობენ.

აშკარაა, რომ ღაზას სექტორის მიმართულებით ახალი, ამჯერად დიდმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყება. აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელს ახსოვს წლობით გაგრძელებული პირველი და მეორე ინტიფადა, რა დროსაც ებრაული ქალაქების მოსახლეობა პერიოდული თავდასხმის მსხვერპლი იყო. ახლა შესაძლოა სწორედ ამ ყველაფრის დასაწყისს ვადევნებდეთ თვალს. ამასთან, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელს მის ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე და რელიგიური მთავრობა ჰყავს. ეს კი მათი მხრიდან საბრძოლო მოქმედებებისადმი მზაობას ზრდის. ჯერ არ არის ცნობილი, რა სიტუაცია იქნება დასავლეთ სანაპიროს მიმართულებით, იერუსალიმის ირგვლივ, იქ მყოფი პალესტინელები შეუერთდებიან თუ არა ჰამასს თავდასხმებში, არ არის ცნობილი. ღაზას სექტორის მომიჯნავედ 21 წერტილიდან კოორდინირებულად უტევს ჰამასი ისრაელის ტერიტორიას. ტერორისტულმა ძალებმა მოახერხეს და რამდენიმე ებრაული სამხედრო ინფრასტრუქტურა დაიკავეს.

ვარაუდობენ რომ არიან გატაცებულები და ტყვეები. ქალაქები ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა. არის დიდი რაოდენობით დაჭრილი და დაშავებული. ღაზას სექტორის მოსაზღვრე ქალაქებში ჰამასის წევრები თავს ესხმიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო სამიზნეებს. ისრაელი 13:00 საათზე სამთავრობო-სამხედრო საბჭოს შეკრებას გეგმავს. არაა გამორიცხული გამოცხადდეს მობილიზაცია. უკვე გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთი მასშტაბური იერიშის და, რაც მთავარია, კოორდინირების უკან შეიძლება ირანი იდგეს.

შეგახსენებთ, რომ იომ ქიფურის ომიდან ზუსტად 50 წლისთავზე ხდება ისრაელზე დღევანდელი თავდასხმა. მაშინაც, 1973 წლის ოქტომბერში ისრაელს რამდენიმე მხრიდან დაესხნენ თავს. რადგან იომ ქიფურის დღესასწაულზე ხალხი სახლში იყო და წინა ომებიდან გამომდინარე, თავდაჯერებაც მაღალი გახლდათ, ისრაელი მოუმზადებლად დახვდა ამ იერიშს. ახლაც ეს სიტუაციაა, ჯერჯერობით. ისრაელისათვის ნათელია, რომ პირველი ომი, რომელსაც ისრაელი წააგებს იქნება ბოლო ომი, რომელსაც ისრაელი იომებს, რადგან მის წინაშე ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა და დგას. სავარაუდოა, რომ მალე ისრაელი კონტრღონისძიებებს გაატარებს. მაგრამ ამ ეტაპზე ინიციატივა კვლავ ჰამასის ხელშია. ებრაული საგუშაგოების ნაწილი აღებული და აფეთქებულია. პალესტინელები ოვაციებით ხვდებიან "ჰამასის" წევრებს. ეს ყველაფერი დიდი დაპირისპირების წინაპირობაა“, - ამბობს გიორგი კობერიძე.

"რონდელის ფონდის“ მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი:

რაც ამ მომენტისთვის ცნობილია ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის საკითხზე:

- “ჰამასის” თავდასხმა უპრეცედენტოა თავისიმასშტაბით და ცხადია, რომ იგი ამას მარტო ვერ დააორგანიზებდა;

- თავდასხმა საკმაოდ მოულოდნელი იყო ისრაელისთვის (დაზვერვის ჩავარდნას გავს);

- ისრაელზე განხორციელდა როგორც სახმელეთო, ისე - საჰაერო შეტევა (ფოტოზე “ჰამასის” თავდასხმის შედეგად დამწვარი ისრაელის ტანკია დაფიქსირებული);

- თავდასხმას მოჰყვა დიდი მსხვერპლი (ათობით ან შესაძლოა ასობით) როგორც ისრაელის სამხედროებში, ისე - მშვიდობიან მოსახლეობაში;

- “ჰამასმა” ხელში ჩაიგდო ისრაელის მინიმუმ 1 სამხედრო ბაზა, ასევე თვითმფრინავები და ბრონირებული ტექნიკა;- ისრაელმა ღაზას სექტორის სიახლოვეს მდებარე ზოგიერთ დასახლებაზე დაკარგა კონტროლი;

- დაახლოებით 35 ისრაელის ჯარისკაცი აიყვანეს ტყვედ;

- ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტაა გაშვებული;

- საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორის დაბომბვა დაიწყო;

- მოსალოდნელია, ისრაელის პასუხი ძალიან მკაცრი იქნება და დაუსჯელს არ დატოვებს “ჰამასის” თავდასხმას;

- ამ ეტაპზე მთავარი კითხვაა, რა მასშტაბის იქნება ეს პასუხი და მთლიანად კონფლიქტი (ანუ გასცდება თუ არა იგი ისრაელ-პალესტინას).განახლებულ ინფორმაციას მომავალშიც შემოგთავაზებთ.

წაიკითეთ ასევე: