მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი... სახელმწიფოს გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია" - ომბუდსმენი
"შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი... სახელმწიფოს გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია" - ომბუდსმენი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდარ სას­ტიკ მკვლე­ლო­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა. ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბი­სა და ფე­მი­ცი­დის შემ­თხვე­ვებ­ზე არა­საკ­მა­რი­სია და სა­ჭი­რო­ებს სის­ტე­მურ, კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ მუ­შა­ო­ბას რო­გორც ცენ­ტრა­ლურ, ასე­ვე ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე.

"შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლია 14 წლის გო­გოს მკვლე­ლო­ბის უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტი და სა­გან­გა­შოა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამ ტრა­გი­კულ ფაქ­ტამ­დე მისი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თი­სა და იძუ­ლე­ბით ბავ­შვო­ბის ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ.

მი­უ­ხე­და­ვად, შე­საძ­ლო ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლი­სა, ქვე­ყა­ნა­ში კვლავ პრობ­ლე­მად რჩე­ბა რო­გორც, ბავ­შვთა ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ასე­ვე, სა­ვა­რა­უ­დო ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა. კრი­ტი­კუ­ლად და­ბა­ლია რე­ფე­რი­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა ბავ­შვო­ბის ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნის ინ­დი­კა­ტო­რე­ბის, პრო­ცე­დუ­რე­ბი­სა და მათი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბი­სა და ფე­მი­ცი­დის შემ­თხვე­ვებ­ზე არა­საკ­მა­რი­სია და სა­ჭი­რო­ებს სის­ტე­მურ და კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ მუ­შა­ო­ბას რო­გორც ცენ­ტრა­ლურ, ასე­ვე ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, ქალ­თა მი­მართ დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აღ­მო­ფხვრის კო­მი­ტე­ტის მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ხელ­მწი­ფოს არ გა­უძ­ლი­ე­რე­ბია მუ­შა­ო­ბა გენ­დერუ­ლი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ისეთ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც გენ­დერუ­ლი ნორ­მე­ბი და სტე­რე­ო­ტი­პე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რად მოქ­მე­დებს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი შე­ის­წავ­ლის ქალ­თა მკვლე­ლო­ბის და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის შემ­თხვე­ვებს, ბავ­შვო­ბის ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის საქ­მე­ებს და არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნევს მყი­სი­ე­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას. კერ­ძოდ, უნდა მოხ­დეს ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის დრო­უ­ლი და ეფექ­ტუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა და რე­ა­გი­რე­ბა, მათ შო­რის მკაც­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფომ შე­ის­წავ­ლოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის მიერ რე­ფე­რი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბი", - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში, სა­დაც 14 წლის გო­გო­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას­თან არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყოფ­მა 27 წლის ალიმ ას­ლა­ნოვ- სა­დი­გოვ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა და და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
6

აბა, რანაირად შევეწინააღმდეგებით, ეგენი შარიათის კანონებით ცხოვრობენ და ამ კანონებით დასაშვებია ამისთანა ქორწინებები, მრავალცოლიანობაც, რადგანაც ეს ყველაფერი მოცემული ერის გამრავლებას უწყობს ხელს.

petrekupri
5

სახელმწიფო უძლურია ე.წ. უმცირესობებთან, წარმოიდგინეთ, იძულებით რომ დაეცილებინათ, არასამთავრობოები და ოპოზიცია რა ამბებს ატეხდა. ტარიელ ნაკაიძე ბანალს დაიბრდღვნიდა, მუსლიმანების წესს არღვევენო.... არაამთავრობოები მხარს აუბამდნენ... თამთები და ეკები და ა.შ.... 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი... სახელმწიფოს გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია" - ომბუდსმენი

"შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი... სახელმწიფოს გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია" - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი საგარეჯოში მომხდარ სასტიკ მკვლელობას ეხმაურება. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ, კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.

"შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი და საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია ამ ტრაგიკულ ფაქტამდე მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იძულებით ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ.

მიუხედავად, შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაღალი მაჩვენებლისა, ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება როგორც, ბავშვთა ქორწინების შემთხვევების ასევე, სავარაუდო ქორწინების იძულების ფაქტების გამოვლენა და გადამისამართება. კრიტიკულად დაბალია რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირების ცნობიერება ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოვლენის ინდიკატორების, პროცედურებისა და მათი ვალდებულებების შესახებ.

სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. სამწუხაროდ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფოს არ გაუძლიერებია მუშაობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ისეთ რეგიონებში, სადაც გენდერული ნორმები და სტერეოტიპები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს. საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის შემთხვევებს, ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებს და არსებული გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მყისიერი ნაბიჯების გადადგმას. კერძოდ, უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი უწყების დროული და ეფექტური ჩართულობა და რეაგირება, მათ შორის მკაცრი პოლიტიკის გატარება დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებზე. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეისწავლოს პასუხისმგებელი პირების მიერ რეფერირების პროცედურების შესაძლო დარღვევის ფაქტები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საზარელი დანაშაული მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, სადაც 14 წლის გოგონა, სავარაუდოდ, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 27 წლის ალიმ ასლანოვ- სადიგოვმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

იხილეთ ასევე: