საზარელი დანაშაული მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, სადაც 14 წლის გოგონა, სავარაუდოდ, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 27 წლის ალიმ ასლანოვ-სადიგოვმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება უფლებადამცველი ბაია პატარაია.
"14 წლის ბავშვი მოკლა ქმარმა… რამდენ უბედურებას იტევს ეს ერთი წინადადება?!
14 წლის ბავშვს ქმარი რანაირად ყავდა? ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს უკვე ნიშნავს, რომ პედოფილია დაშვებულია და სახელმწიფო არ რეაგირებს.
სახელმწიფოს ფეხებზე ჰკიდია თავისი გოგოები. ბავშვთა ქორწინების პრობლემა ვერ მოაგვარა და იმიტომ ვერ მოაგვარა, რომ ფეხებზე ჰკიდია ბავშვები, ფეხებზე ჰკიდია, რომ უამრავი მავნე პრაქტიკა არსებობს ქალების და გოგოების წინაშე, ფეხებზე ჰკიდია გენდერული თანასწორობა და ზოგადად ყველანაირი თანასწორობა.
გენდერული თანასწორობის საბჭო პრობლემას ვერ ხედავს, როცა პაპუაშვილი პარლამენტარ ქალს ნივთივით მიათრევს სხდომათა დარბაზში. მისი თავმჯდომარე წილოსანი კი შალვა რამიშვილისნაირ თახსირებს იცავას, ხოლო პარლამენტარი ქალის მიმართ გამოთქმულ მუქარებს იწონებს და იმეორებს.
ქართულმა ოცნებამ თავად მიიღო მოძალადე კაცის სახე. კობახიძე-ღარიბაშვილები ამაყობენ საკუთარი უზრდელობით და ხეპრეობით და ეს ჰგონიათ კაცობა მაგ კაცმაცუნებს. ისეთი მშიშრები გახდნენ, ქუჩაში კი არა ტუალეტშიც დაცვით დადიან და პირიდან დუჟი სდით ცოფიანი ლაპარაკით. გადაყვნენ კაგებეშნიკი ფარცხალაძის დაცვას და ვინც მართლა დასაცავია, ფეხებზე ჰყავთ დაკიდებული.
დაკანონებული პედოფილიით გინდათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, ნიკაპაწეული ამპარტავნებო? თუ, ბოდიში, არ გინდათ… ეს ჩვენ გვინდა - ხალხს და მივიღებთ კიდეც თქვენით ან უთქვენოდ!
პ.ს. ქმარა ნუ ეძახით პედოფილ კაცს! ქმარი შეუძლება ჰყავდეს 18 წლის ახალგაზრდა ქალს, 14 წლის ბავშვი კი დაკანონებული პედოფილიის მახვერპლია, რომელსაც ეგუება მთელი საზოგადოება, სკოლა, ადგილობრივი თვითმმართველობა, უბნის ინსპექტორი და საერთოდ ყველა, ვინც ეს იცოდა, ან უნდა სცოდნოდა", წერს ბაია პატარაია.
იხილეთ ასევე:
ეს რომ ხმას ამოიღებს და მთავრობის ლანძღვას ბედავს ჩვენი ბრალია, ყველამ იცის ეგ ვინ არი და რატომ ქაქანებს და ზოგიერთები კი უსმენენ, რადგან აწყობთ მაგის ნაჯღაბნი. ეხლა უამრავ ფულს ჩაუჯიბავენ ამ სტატიაში და ეგეც ყველაფრს კადრულობს... უნდა მოვიწყვიტოთ ეგეთი პარაზიტები და დროა თავისი ადგილი მივუჩინოთ.....
სრულ აბსურდში ნუ გადახვალ ბაბუცა და ლოგიკური აზროვნების ნაკლებობას ნუ გამოიყან ასე სააშკარაოზე.
1. ეს ნიშნავს , რომ პედოფილია დაშვებულია და სახელმწიფო არ რეაგირებს - თუ დაშვებულია, რა რეაგირებას ითხოვ? მგონი უნდა დაგეწერა ეს პედოფილიაა და სახელმწიფო არ რეაგირებს.
2. ვინმემ შეატყობინა სამართალდამცველებს და რეაგირება არ მოახდინეს? ან რეგიატრაციაში გაატარეს ქორწინება? არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობა როგორ უნდა დასაჯო, თუ არასრულწლოვანმა არ განაცხადა? სახელმწიფოს არა და შენ გკიდია ყველა ფეხებზე, ოღოდ გრანტი მიიღო, ასე რომ დადუმდი რა ყველამ გაიცნო შენი ინტელექტი და ობიექტური აზროვნება. პ.ს. ბევრ ფეხბურთელს ქონდა სკანდალი არასრულწლოვან მეძავებთან კავშირზე. მაშინ გააკვიეს, როცა ამ არასრუწლოვნებმა იჩივლეს. ანუ რა გამოდის ბაბუცა, მთელს ევროპაში დაშვებულია პედოფილია?