კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
100 წლის შემდეგ "საქართველოს ქალის" საიუბილეო ნომერი გამოიცა - BTU-ს განსაკუთრებული პროექტი სტერეოტიპების წინააღმდეგ
100 წლის შემდეგ "საქართველოს ქალის" საიუბილეო ნომერი გამოიცა - BTU-ს განსაკუთრებული პროექტი სტერეოტიპების წინააღმდეგ

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, რო­მე­ლიც ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის კუ­თხით და­არ­სე­ბის დღი­დან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, ჟურ­ნალ „სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლის“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, სა­ი­უ­ბი­ლეო ნო­მე­რი გა­მოს­ცა. გა­მო­ცე­მა ჟურ­ნა­ლის 100 წლის იუ­ბი­ლე­ზე მომ­ზად­და და მას­ში არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას გა­ეც­ნო­ბით.

„სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლის“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ი­უ­ბი­ლეო ნო­მე­რი თე­მა­ტუ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. მას­ში შეხ­ვდე­ბით ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში საქ­მი­ა­ნო­ბენ, რომ­ლებ­მაც ინო­ვა­ცი­უ­რი, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სტარ­ტა­პე­ბი და­ა­ფუძ­ნეს, ილუსტრა­ტო­რებ­სა და ციფ­რულ არ­ტის­ტებს, ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის, ფო­ტოგ­რა­ფი­ის, სამ­ხედ­რო სფე­რო­სა და სხვა სექ­ტო­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ჟურ­ნალ­ში წა­ი­კი­თხავთ მათი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ებს, ამ­ბებს, რომ­ლე­ბიც მკი­თხველს გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის აბ­სურ­დუ­ლო­ბა­ში კი­დევ ერთხელ და­არ­წმუ­ნებს და აჩ­ვე­ნებს რე­ა­ლო­ბას, რო­მე­ლიც ამ სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მიღ­მა დგას.

სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ჟურ­ნა­ლის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა „სტამ­ბა­ში“, სა­დაც წლე­ბის წინ „სა­ქარ­თვე­ლოს ქალი“ იბეჭ­დე­ბო­და. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ ქა­ლე­ბი სხვა­დას­ხვა სფე­რო­დან.

„ეს ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვია ჩვენ­თვის, რად­გან ამ ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ვყვე­ბით იმ სტე­რე­ო­ტი­პე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ინ­დუსტრი­ა­ში გენ­დერუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბის ჭრილ­ში არ­სე­ბობს. ასვე ვყვე­ბით იმ პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის კუ­თხით. ჟურ­ნალს აქ­ტი­უ­რად გა­ვავ­რცე­ლებთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, რომ­ლებ­თა­ნაც ქალ­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბის კუ­თხით ვთა­ნამ­შრომ­ლობთ,“ - გა­ნა­ცხა­და ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა ნინო ენუ­ქი­ძემ.

„ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, რომ ჟურ­ნა­ლის მო­ნა­წი­ლე ვარ. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მას ეხე­ბა ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა, რაც გუ­ლის­ხმობს ქა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში და მათი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. მე­ტად სა­ჭი­როა მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, რად­გან ქა­ლებს მეტ ძა­ლას აძ­ლევს, გა­ა­კე­თონ ის, რაც ერთი შე­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ჩან­და მათ­თვის,“ - აღ­ნიშ­ნა Phubber-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა თე­ო­ნა დო­ლა­ბე­რი­ძემ.

„ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბას ეხე­ბა. ეს გა­მო­ცე­მა არის დას­ტუ­რი იმი­სა, რომ ქა­ლე­ბი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ძლი­ე­რე­ბი იყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში. სტე­რე­ო­ტი­პე­ბი ქა­ლე­ბის ირ­გვლივ, რომ­ლე­ბიც დღემ­დე აქ­ტი­უ­რია, სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან მცდა­რია,“ - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტორ­მა ნინო და­რა­სელ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ი­უ­ბი­ლეო ნო­მე­რი მკი­თხველს არა მარ­ტო სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვან, არა­მედ ინო­ვა­ცი­ურ კონ­ტენ­ტსაც წა­რუდ­გენს. ჟურ­ნალ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია „სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლის“ მა­სა­ლე­ბი 70-80-იანი წლე­ბი­დან, მუ­სი­კის ნო­ტე­ბი, თარ­გე­ბი და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მიერ შექ­მნი­ლი სტა­ტია.

BTU და­არ­სე­ბის დღი­დან ზრუ­ნავს ქალ­თა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე და გა­მო­ცე­მის აღ­დგე­ნაც სწო­რედ ამის ნა­წი­ლია. უნი­ვერ­სი­ტეტს უკვე დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებ­ში. მათ შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია პრო­ექ­ტი „500 ქალი ტექ­ში“ რო­მე­ლიც გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და ნორ­ვე­გი­ის სა­ხელ­მწი­ფოს და­ფი­ნან­სე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და და მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტი „კო­დინ­გის სკო­ლა 1500 ქა­ლის­თვის“, რო­მე­ლიც USAID თან პარტნი­ო­რო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სხვა უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი თუ გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი.

R

ავტორი:

100 წლის შემდეგ "საქართველოს ქალის" საიუბილეო ნომერი გამოიცა - BTU-ს განსაკუთრებული პროექტი სტერეოტიპების წინააღმდეგ

100 წლის შემდეგ "საქართველოს ქალის" საიუბილეო ნომერი გამოიცა - BTU-ს განსაკუთრებული პროექტი სტერეოტიპების წინააღმდეგ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, რომელიც ქალთა გაძლიერების კუთხით დაარსების დღიდან აქტიურად მუშაობს, ჟურნალ „საქართველოს ქალის“ განახლებული, საიუბილეო ნომერი გამოსცა. გამოცემა ჟურნალის 100 წლის იუბილეზე მომზადდა და მასში არაერთ საინტერესო ისტორიას გაეცნობით.

„საქართველოს ქალის“ განახლებული საიუბილეო ნომერი თემატურად მრავალფეროვანია. მასში შეხვდებით ქალებს, რომლებიც საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში საქმიანობენ, რომლებმაც ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დააფუძნეს, ილუსტრატორებსა და ციფრულ არტისტებს, ელექტრონული მუსიკის, ფოტოგრაფიის, სამხედრო სფეროსა და სხვა სექტორების წარმომადგენლებს. ჟურნალში წაიკითხავთ მათი საქმიანობისა და წარმატების ისტორიებს, ამბებს, რომლებიც მკითხველს გენდერული სტერეოტიპების აბსურდულობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნებს და აჩვენებს რეალობას, რომელიც ამ სტერეოტიპების მიღმა დგას.

სიმბოლურია, რომ ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა „სტამბაში“, სადაც წლების წინ „საქართველოს ქალი“ იბეჭდებოდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალები სხვადასხვა სფეროდან.

„ეს ძალიან სასიხარულო ამბავია ჩვენთვის, რადგან ამ ჟურნალის საშუალებით ვყვებით იმ სტერეოტიპების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში გენდერული უთანასწორობის ჭრილში არსებობს. ასვე ვყვებით იმ პროექტების შესახებ, რომლებიც უნივერსიტეტმა განახორციელა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ქალთა გაძლიერების კუთხით. ჟურნალს აქტიურად გავავრცელებთ ორგანიზაციებში, რომლებთანაც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით ვთანამშრომლობთ,“ - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჟურნალის მონაწილე ვარ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან თემას ეხება ეს ინიციატივა, რაც გულისხმობს ქალების ჩართულობას ტექნოლოგიებში და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას. მეტად საჭიროა მსგავსი ღონისძიებები და ინიციატივები, რადგან ქალებს მეტ ძალას აძლევს, გააკეთონ ის, რაც ერთი შეხედვით, შეიძლება შეუძლებელი ჩანდა მათთვის,“ - აღნიშნა Phubber-ის დამფუძნებელმა თეონა დოლაბერიძემ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ინიციატივები, რომლებიც საქართველოში ქალთა გაძლიერებას ეხება. ეს გამოცემა არის დასტური იმისა, რომ ქალები ყოველთვის ძალიან ძლიერები იყვნენ საქართველოში. სტერეოტიპები ქალების ირგვლივ, რომლებიც დღემდე აქტიურია, სინამდვილეში ძალიან მცდარია,“ - განაცხადა ჟურნალის რედაქტორმა ნინო დარასელმა.

აღსანიშნავია, რომ საიუბილეო ნომერი მკითხველს არა მარტო საინტერესო და მრავალფეროვან, არამედ ინოვაციურ კონტენტსაც წარუდგენს. ჟურნალში გამოყენებულია „საქართველოს ქალის“ მასალები 70-80-იანი წლებიდან, მუსიკის ნოტები, თარგები და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სტატია.

BTU დაარსების დღიდან ზრუნავს ქალთა ტექნოლოგიების მიმართულებით გაძლიერებაზე და გამოცემის აღდგენაც სწორედ ამის ნაწილია. უნივერსიტეტს უკვე დიდი გამოცდილება აქვს ქალთა გაძლიერებისთვის განხორციელებულ პროექტებში. მათ შორის აღსანიშნავია პროექტი „500 ქალი ტექში“ რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა და მიმდინარე პროექტი „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“, რომელიც USAID თან პარტნიორობით ხორციელდება, სხვა უკვე დასრულებული პროექტები თუ გადამზადების პროგრამები.

R