კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო, ლეიბებზე არავითარი შეზღუდვები არ არის" - არჩილ თალაკვაძე
"მინდა თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო, ლეიბებზე არავითარი შეზღუდვები არ არის" - არჩილ თალაკვაძე

"თქვენ რა დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე და კარ­ვებ­ზე ლა­პა­რა­კობთ! ომ­ბუდსმე­ნი სცე­მეთ დე­მონ­სტრა­ცი­ის დროს შუა ქუ­ჩა­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და აივ­ნებ­ზე ეს­რო­დით ხალ­ხს გა­ზის ყუმ­ბა­რებს", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, სა­დაც "შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

  • თა­ლაკ­ვა­ძემ სი­ტყვის გა­მოს­ვლი­სას თა­მარ ჩარ­კვი­ანს მი­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ "ამ კა­ნონ­ში ლე­ი­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ვი­თა­რი შე­ზღუდ­ვე­ბი არ არის და­გეგ­მი­ლი“.

"ბა­ტო­ნო რო­მან, კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქი თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­მოკ­რა­ტი­ის უმაღ­ლეს მწვერ­ვა­ლად, რომ შე­მოგ­ვა­სა­ღეთ, ეგ­რეც არ ყო­ფი­ლა ეგ ამ­ბა­ვი. ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, კარ­ვე­ბი, რა­ტო­მაც და­ტო­ვეთ რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე და ბო­ლოს, რა უქე­ნით მაგ ხალ­ხს. ისიც კარ­გად ვი­ცით, ქუ­ჩე­ბი, ყვე­ლა გა­სას­ვლე­ლი რომ ჩა­უ­კე­ტეთ, ამო­ახ­რჩვეთ გაზ­ში ხალ­ხი და ხელ­კე­ტე­ბით, რომ ცე­მეთ ბავ­შვი­ან-ქა­ლი­ა­ნად ყვე­ლა, ძა­ლი­ან კარ­გად გვახ­სოვს ეგ. თქვენ რა, მარ­თლა კარ­ვე­ბის დად­გმა გინ­დო­დათ აქ და დე­მოკ­რა­ტი­ას აჩ­ვე­ნებ­დით ვინ­მეს? გა­დახ­ვე­დით მთე­ლი პარ­ლა­მენ­ტი და მთავ­რო­ბა ლა­მის სხვა ქა­ლაქ­სა და სხვა ქვე­ყა­ნა­ში აგ­რძე­ლებ­დით საქ­მი­ა­ნო­ბას. ეგ იყო თქვე­ნი ჩა­ნა­ფიქ­რი, გჭირ­დე­ბო­დათ მა­შინ, გა­ი­თა­მა­შეთ, მა­შინ, რა­ღაც პარ­ტია, მაგ­რამ ისიც ვერ მი­იყ­ვა­ნეთ ბო­ლომ­დე წე­სი­ე­რად. ადე­ქით და ბო­ლო­ში მა­ინც და­არ­ბი­ეთ ის ხალ­ხი. ამი­ტომ ძა­ლი­ან გთხოვთ ახლა კარ­ვე­ბის ტო­ლე­რან­ტე­ბად ნუ გა­მო­იყ­ვა­ნეთ აქ თქვე­ნი თავი.

მინ­და თა­მარ ჩარ­კვი­ა­ნი და­ვამ­შვი­დო, ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, თქვენ რაც და­ა­ა­ნონ­სეთ, ეს იყო ლე­ი­ბე­ბის რე­ვო­ლუ­ცია და მინ­და და­გამ­შვი­დოთ, რომ ამ კა­ნონ­ში ლე­ი­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ვი­თა­რი შე­ზღუდ­ვე­ბი არ არის და­გეგ­მი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის რი­ტო­რი­კას, რამ­დენ­ჯერ­მე წა­მოგ­ვა­ძა­ხა აქ მი­ტინ­გებ­ზე სა­ერ­თოდ ვინ დგა­ხარ­თო, თუ შე­იძ­ლე­ბა ხელი აწი­ო­თო? მე მინ­და მას შევ­თა­ვა­ზო, რომ ერთი კვი­რით გად­მოჯ­დეს უბ­რა­ლოდ ჩვენს მხა­რეს, მინ­და კი­დევ ერთხელ გა­ვაც­ნო ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სტუ­დენ­ტო­ბი­დან იბ­რძო­და, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აქ სხე­დან. ასე­ვე, აქ არის უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დე­ლი ომ­ბუდსმე­ნი, ვინც ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო ომ­ბუდსმე­ნად იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი და ვინც გა­ბე­და და თქვენ პირ­სის­ხლი­ან რე­ჟიმს და­უ­პი­რის­პირ­და. ძმა, რომ და­უ­ჭი­რეთ და რომ შე­უთ­ვა­ლეთ, რომ "შენ ძმას ცი­ხი­დან არ გა­მო­უშ­ვებ, თუ არ შე­წყვეტ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კა­სო“, ეგეც კარ­გად იცის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და იმ ძმა­მაც, რომ შე­მო­გით­ვა­ლათ, რომ "სა­დამ­დეც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა დავ­რჩე­ბი ცი­ხე­ში, სა­ნამ თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სა­მარ­თა­ლი არ გა­ი­მარ­ჯვებ­სო“, ესეც ძა­ლი­ან კარ­გად გვახ­სოვს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. თქვენ რა დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე და კარ­ვებ­ზე ლა­პა­რა­კობთ! ომ­ბუდსმე­ნი სცე­მეთ, დე­მონ­სტრა­ცი­ის დროს შუა ქუ­ჩა­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და აივ­ნებ­ზე ეს­რო­დით ხალ­ხს გა­ზის ყუმ­ბა­რებს.

რო­მელ აქ­ცი­ა­ზე გწყდე­ბათ გული ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში? მა­გა­ლი­თი, რომ მოგ­ვიყ­ვა­ნოთ. რო­მე­ლი აქ­ცია ვერ ჩა­ა­ტა­რეთ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთე­ლი ამ საქ­მი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში? სად გწყდე­ბათ გული? სად ვერ შე­იკ­რი­ბეთ? რა პრობ­ლე­მა შე­გექ­მნათ მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის კუ­თხით? მაგ­რამ პრობ­ლე­მე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი შე­გექ­მნათ, როცა თავ­დას­ხმებს გეგ­მავ­დით და ძა­ლა­დო­ბას აქე­ზებ­დით აქ, პარ­ლა­მენტზე და ცეს­კო­ში, რომ იჭ­რე­ბო­დით ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად, რომ მერე არ­ჩევ­ნე­ბი გამ­ქრა­ლად გა­მო­გე­ცხა­დე­ბი­ნათ, მა­გა­ზე კი შე­გექ­მნათ პრობ­ლე­მე­ბი. ჯერ ეს მას­ხა­რა­ო­ბა რა არის?! სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ვი­და და თქვა, რომ მაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ბო­ლოს და ბო­ლოს თქვენ­მა სა­თაყ­ვა­ნე­ბელ­მა ლი­დე­რებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს ეგ ინ­ფორ­მა­ცია, ერ­თმა თქვა, რომ ია­რაღ­ზეც უნდა გა­ვიკ­რათ ხე­ლიო, მე­ო­რემ სა­პა­ტიმ­რო­დან შე­მოთ­ვა­ლა, რომ პი­რი­ქი­თო სუს-ს მეტი უნდა ეთ­ქვაო, არა ვართ კმა­ყო­ფი­ლიო, სი­ნამ­დვი­ლე­ში მეტი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია იგეგ­მე­ბაო. მე­სა­მემ კი­დევ თქვა, რომ სტა­ტუს, რომ ვერ მი­ვი­ღებთ დე­კემ­ბერ­ში და იან­ვარ­ში არე­უ­ლო­ბე­ბი უნდა მო­ვა­წყო­თო, აბა, ჩვენ არ­ჩევ­ნებს სად ვე­ლო­დო­თო. პირ­და­პირ და­ა­დას­ტუ­რეს და თქვენ რო­გორ ბე­დავთ, რომ სა­კუ­თარ ლი­დე­რებს უპი­რის­პირ­დე­ბით!“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
2

არც სპალნი მეშოკებზე ?

1234....
1

Თაკო, კარავი ჩემი, ლეიბი შენი! - მოსულა? Ხატიაც გამოიყოლე! 

ავტორი:

"მინდა თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო, ლეიბებზე არავითარი შეზღუდვები არ არის" - არჩილ თალაკვაძე

"მინდა თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო, ლეიბებზე არავითარი შეზღუდვები არ არის" - არჩილ თალაკვაძე

"თქვენ რა დემოკრატიაზე და კარვებზე ლაპარაკობთ! ომბუდსმენი სცემეთ დემონსტრაციის დროს შუა ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე და აივნებზე ესროდით ხალხს გაზის ყუმბარებს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, სადაც "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

  • თალაკვაძემ სიტყვის გამოსვლისას თამარ ჩარკვიანს მიმართა და აღნიშნა, რომ "ამ კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვები არ არის დაგეგმილი“.

"ბატონო რომან, კარვების ქალაქი თქვენი ხელისუფლების დემოკრატიის უმაღლეს მწვერვალად, რომ შემოგვასაღეთ, ეგრეც არ ყოფილა ეგ ამბავი. ძალიან კარგად ვიცი, კარვები, რატომაც დატოვეთ რუსთაველის ქუჩაზე და ბოლოს, რა უქენით მაგ ხალხს. ისიც კარგად ვიცით, ქუჩები, ყველა გასასვლელი რომ ჩაუკეტეთ, ამოახრჩვეთ გაზში ხალხი და ხელკეტებით, რომ ცემეთ ბავშვიან-ქალიანად ყველა, ძალიან კარგად გვახსოვს ეგ. თქვენ რა, მართლა კარვების დადგმა გინდოდათ აქ და დემოკრატიას აჩვენებდით ვინმეს? გადახვედით მთელი პარლამენტი და მთავრობა ლამის სხვა ქალაქსა და სხვა ქვეყანაში აგრძელებდით საქმიანობას. ეგ იყო თქვენი ჩანაფიქრი, გჭირდებოდათ მაშინ, გაითამაშეთ, მაშინ, რაღაც პარტია, მაგრამ ისიც ვერ მიიყვანეთ ბოლომდე წესიერად. ადექით და ბოლოში მაინც დაარბიეთ ის ხალხი. ამიტომ ძალიან გთხოვთ ახლა კარვების ტოლერანტებად ნუ გამოიყვანეთ აქ თქვენი თავი.

მინდა თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო, ქალბატონო თამარ, თქვენ რაც დააანონსეთ, ეს იყო ლეიბების რევოლუცია და მინდა დაგამშვიდოთ, რომ ამ კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვები არ არის დაგეგმილი.

რაც შეეხება ანა ნაცვლიშვილის რიტორიკას, რამდენჯერმე წამოგვაძახა აქ მიტინგებზე საერთოდ ვინ დგახართო, თუ შეიძლება ხელი აწიოთო? მე მინდა მას შევთავაზო, რომ ერთი კვირით გადმოჯდეს უბრალოდ ჩვენს მხარეს, მინდა კიდევ ერთხელ გავაცნო ყველა ის ადამიანი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის წლების განმავლობაში, სტუდენტობიდან იბრძოდა, ეს ადამიანები აქ სხედან. ასევე, აქ არის უმრავლესობის წევრი საქართველოს მაშინდელი ომბუდსმენი, ვინც ევროპის ყველაზე საუკეთესო ომბუდსმენად იყო აღიარებული და ვინც გაბედა და თქვენ პირსისხლიან რეჟიმს დაუპირისპირდა. ძმა, რომ დაუჭირეთ და რომ შეუთვალეთ, რომ "შენ ძმას ციხიდან არ გამოუშვებ, თუ არ შეწყვეტ ხელისუფლების კრიტიკასო“, ეგეც კარგად იცის საზოგადოებამ და იმ ძმამაც, რომ შემოგითვალათ, რომ "სადამდეც საჭირო იქნება დავრჩები ციხეში, სანამ თავისუფლება და სამართალი არ გაიმარჯვებსო“, ესეც ძალიან კარგად გვახსოვს საზოგადოებას. თქვენ რა დემოკრატიაზე და კარვებზე ლაპარაკობთ! ომბუდსმენი სცემეთ, დემონსტრაციის დროს შუა ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე და აივნებზე ესროდით ხალხს გაზის ყუმბარებს.

რომელ აქციაზე გწყდებათ გული ჩვენი ხელისუფლების პირობებში? მაგალითი, რომ მოგვიყვანოთ. რომელი აქცია ვერ ჩაატარეთ ჩვენი ხელისუფლების მთელი ამ საქმიანობის პერიოდში? სად გწყდებათ გული? სად ვერ შეიკრიბეთ? რა პრობლემა შეგექმნათ მშვიდობიანი შეკრების კუთხით? მაგრამ პრობლემები სერიოზული შეგექმნათ, როცა თავდასხმებს გეგმავდით და ძალადობას აქეზებდით აქ, პარლამენტზე და ცესკოში, რომ იჭრებოდით ბიულეტენების გასანადგურებლად, რომ მერე არჩევნები გამქრალად გამოგეცხადებინათ, მაგაზე კი შეგექმნათ პრობლემები. ჯერ ეს მასხარაობა რა არის?! სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოვიდა და თქვა, რომ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია. ბოლოს და ბოლოს თქვენმა სათაყვანებელმა ლიდერებმა დაადასტურეს ეგ ინფორმაცია, ერთმა თქვა, რომ იარაღზეც უნდა გავიკრათ ხელიო, მეორემ საპატიმროდან შემოთვალა, რომ პირიქითო სუს-ს მეტი უნდა ეთქვაო, არა ვართ კმაყოფილიო, სინამდვილეში მეტი დესტაბილიზაცია იგეგმებაო. მესამემ კიდევ თქვა, რომ სტატუს, რომ ვერ მივიღებთ დეკემბერში და იანვარში არეულობები უნდა მოვაწყოთო, აბა, ჩვენ არჩევნებს სად ველოდოთო. პირდაპირ დაადასტურეს და თქვენ როგორ ბედავთ, რომ საკუთარ ლიდერებს უპირისპირდებით!“, - განაცხადა თალაკვაძემ.