სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედოფლის გამბიტის" ვარსკვლავის ქორწილი ვენეციაში - ანია ტეილორ ჯოის კაბა და გრანდიოზული ცერემონია (ფოტოები)
"დედოფლის გამბიტის" ვარსკვლავის ქორწილი ვენეციაში - ანია ტეილორ ჯოის კაბა და გრანდიოზული ცერემონია (ფოტოები)

ანია ტე­ი­ლორ ჯოიმ და მალ­კოლმ მაკ­რე­იმ ვე­ნე­ცი­ა­ში კი­დევ ერთხელ იქორ­წი­ნეს, ინ­ფორ­მა­ცი­ას Daily Mail ავ­რცე­ლებს.

წყვილ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად შარ­შან, ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლში მო­ა­წე­რა ხელი, თუმ­ცა გა­სულ შა­ბათ-კვი­რას მათ 150-მდე ახლო მე­გო­ბარ­სა და ოჯა­ხის წევრთან ერ­თად მო­რი­გი ცე­რე­მო­ნია გა­მარ­თეს.

წყვილ­მა მე-15 სა­უ­კუ­ნის სა­სახ­ლე­ში, Palazzo Pisani Moretta-ში იქორ­წი­ნა.

Daily Mail-ის მიერ მო­პო­ვე­ბულ ფო­ტო­ებ­ში, მსა­ხი­ო­ბი ქორ­წი­ლის სამ­ზა­დი­სამ­დე აი­ვან­ზე ყა­ვას მი­ირ­თმევს. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ, ანია იმა­ვე ტე­რა­სა­ზე არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სა­ქორ­წი­ლო "ლუ­ქით" გა­მო­ვი­და.

ტრა­დი­ცი­უ­ლად თეთ­რი სა­ქორ­წი­ლო კა­ბის ნაც­ვლად, ანი­ამ კრე­მის­ფე­რი კაბა არ­ჩია, რო­მელ­საც ჩი­ტე­ბი­სა და ყვა­ვი­ლე­ბის ნა­ქარ­გე­ბი ჰქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვარ­სკვლავ­მა გარ­კვე­უ­ლი ტრა­დი­ცია არ და­არ­ღვია და თეთ­რი ფატა მა­ინც გა­ი­კე­თა.

27 წლის მსა­ხი­ო­ბი და 29 წლის მუ­სი­კო­სი თა­ვი­ანთ ურ­თი­ერ­თო­ბას პუბ­ლი­კის­გან სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავ­დნენ, თუმ­ცა რო­გორც გა­ირ­კვა, წყვი­ლი 2021 წლი­დან ხვდე­ბა ერ­თმა­ნეთს.

ტე­ი­ლორ-ჯოიმ ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დიც, სა­ქორ­წი­ლო "ლუ­ქის" მსგავ­სად, არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი აირ­ჩია. მწვა­ნე მა­სი­უ­რი ბრი­ლი­ან­ტის­თვლი­ა­ნი ბე­ჭე­დი.

წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი 2021 წლის მარ­ტში "Queen's Gambit"-ის პრე­მი­ე­რა­ზე გა­იც­ნო. მაკ­რეი ისე მო­ხიბ­ლუ­ლა ვარ­სკვლა­ვით, რომ სახ­ლში მის­ვლის­თა­ნა­ვე მას­ზე სიმ­ღე­რა და­უ­წე­რია. "ძლივს ვი­პო­ვე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩემ­თან ერ­თად დაჯ­დე­ბა და სი­ჩუ­მე­ში წიგ­ნის კი­თხვით ისი­ა­მოვ­ნებს. თით­ქოს ორი­ვე ერ­თდრო­უ­ლად 80 და 7 წლი­სა­ნი ვართ და ამის გამო ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან კარ­გად ვე­წყო­ბით",- სა­უბ­რობ­და ანია მალ­კოლ­მი­სა და მისი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ.

წყა­რო: dailymail

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაშა
2

რა ბანძი აივანია ან გაეწმინდათ ან არ გადაეღოთ

გოგი
27

ვაა იტალიელებს ქართველებზე ლამაზი დედოფლები ჰყოლიათ

ავტორი:

"დედოფლის გამბიტის" ვარსკვლავის ქორწილი ვენეციაში - ანია ტეილორ ჯოის კაბა და გრანდიოზული ცერემონია (ფოტოები)

"დედოფლის გამბიტის" ვარსკვლავის ქორწილი ვენეციაში - ანია ტეილორ ჯოის კაბა და გრანდიოზული ცერემონია (ფოტოები)

ანია ტეილორ ჯოიმ და მალკოლმ მაკრეიმ ვენეციაში კიდევ ერთხელ იქორწინეს, ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

წყვილმა ოფიციალურად შარშან, ქორწინების სახლში მოაწერა ხელი, თუმცა გასულ შაბათ-კვირას მათ 150-მდე ახლო მეგობარსა და ოჯახის წევრთან ერთად მორიგი ცერემონია გამართეს.

წყვილმა მე-15 საუკუნის სასახლეში, Palazzo Pisani Moretta-ში იქორწინა.

Daily Mail-ის მიერ მოპოვებულ ფოტოებში, მსახიობი ქორწილის სამზადისამდე აივანზე ყავას მიირთმევს. რამდენიმე საათის შემდეგ, ანია იმავე ტერასაზე არატრადიციული საქორწილო "ლუქით" გამოვიდა.

ტრადიციულად თეთრი საქორწილო კაბის ნაცვლად, ანიამ კრემისფერი კაბა არჩია, რომელსაც ჩიტებისა და ყვავილების ნაქარგები ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ვარსკვლავმა გარკვეული ტრადიცია არ დაარღვია და თეთრი ფატა მაინც გაიკეთა.

27 წლის მსახიობი და 29 წლის მუსიკოსი თავიანთ ურთიერთობას პუბლიკისგან საიდუმლოდ ინახავდნენ, თუმცა როგორც გაირკვა, წყვილი 2021 წლიდან ხვდება ერთმანეთს.

ტეილორ-ჯოიმ ნიშნობის ბეჭედიც, საქორწილო "ლუქის" მსგავსად, არაორდინალური აირჩია. მწვანე მასიური ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი.

წყვილმა ერთმანეთი 2021 წლის მარტში "Queen's Gambit"-ის პრემიერაზე გაიცნო. მაკრეი ისე მოხიბლულა ვარსკვლავით, რომ სახლში მისვლისთანავე მასზე სიმღერა დაუწერია. "ძლივს ვიპოვე ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად დაჯდება და სიჩუმეში წიგნის კითხვით ისიამოვნებს. თითქოს ორივე ერთდროულად 80 და 7 წლისანი ვართ და ამის გამო ერთმანეთს ძალიან კარგად ვეწყობით",- საუბრობდა ანია მალკოლმისა და მისი ურთიერთობის შესახებ.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა