სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენც ხომ არ დაგიბერათ შიშმა და ზურგში ხომ არ იგრძენით ნიავი?" - სამნიძე ნინო წილოსანს
"თქვენც ხომ არ დაგიბერათ შიშმა და ზურგში ხომ არ იგრძენით ნიავი?" - სამნიძე ნინო წილოსანს

თქვენც ხომ არ და­გი­ბე­რათ შიშ­მა და ზურ­გში ხომ არ იგ­რძე­ნით ნი­ა­ვი? ში­შის­გან მზად ხართ, მთე­ლი ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი გა­წი­როთ, ადა­მი­ა­ნე­ბი უბ­რა­ლოდ გვერ­დზე გა­და­დოთ, ოღონდ ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ,- ასე მი­მარ­თა "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რს, ნინო წი­ლო­სანს.

რო­გორც მან თა­ვი­სი სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას აღ­ნიშ­ნა, მმარ­თვე­ლი გუნ­დი ფონს "აქ­ცი­ე­ბის აკ­რძალ­ვით“ ვერ გავა.

"ძა­ლი­ან მხატ­ვრუ­ლი კი­თხვით მო­ვის­მი­ნეთ ქალ­ბა­ტო­ნი წი­ლო­სა­ნის გა­მოს­ვლა და ერ­თა­დერ­თი რამ და­მაკ­ლდა თვალ­ში, პი­ო­ნერ­თა ყელ­სახ­ვე­ვი რა­ტომ არ გე­კე­თათ ყელ­ზე და პირ­და­პირ გკი­თხავთ, 7 ნო­ემ­ბე­რი და 26 მა­ი­სი რომ ახ­სენთ, თქვენ სად იყა­ვით მაგ დროს აქ, ასე­თი ტო­ნით რომ გვი­კი­თხავთ და­წე­რილ ტექ­სტებს. მინ­და მივ­მარ­თო არა მარ­ტო ქალ­ბა­ტონ წი­ლო­სანს, მთელს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, რად­გან იხ­სე­ნებთ და რად­გან ამ ში­შე­ბით სა­უბ­რობთ, მოკ­ლედ გა­გახ­სე­ნებთ, რას აკე­თებ­და ას­ლან აბა­ში­ძე სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. სა­ქარ­თვე­ლო­სა და აჭა­რას შო­რის სა­ზღვა­რი გა­ავ­ლო, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ჩურ­ჩუ­ლით ლა­პა­რა­კობ­დნენ. სუფ­რას­თან მისი სა­დღეგ­რძე­ლო რომ არ და­გე­ლი­ათ, რე­გი­ო­ნის და­ტო­ვე­ბა მო­გი­წევ­დათ, სხვა უა­რესს თუ არ გა­გი­კე­თებ­დათ. ამას აკე­თებ­და ის სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. შე­ვარ­დნა­ძის დროს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბის ფან­ჯრე­ბი­დან ხალ­ხი ცვი­ო­და, რათა ამ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნებს შე­ში­ნე­ბო­დათ, ხმა არ ამო­ე­ღოთ, მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზეც გა­და­ვალ, აქ­ცი­ე­ბი როცა და­ი­წყო, აქ დიდი გო­ნო­რით რომ ახ­სე­ნეთ 7 ნო­ემ­ბე­რი და 26 მა­ი­სი, რე­გი­ო­ნე­ბი­დან რომ მივ­დი­ო­დით ხალ­ხი და მათ შო­რის, მეც, ქუ­ჩა­ში, გზა­ზე შე­დუ­ღე­ბულ ლურ­სმნებს ყრიდ­ნენ, რათა სა­ბუ­რა­ვე­ბი და­ხეთ­ქი­ლი­ყო და ხალ­ხი ვერ ჩა­სუ­ლი­ყო ად­გილ­ზე. მძღო­ლებს აშან­ტა­ჟებ­დნენ. ამ ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც, იმის წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც, ში­შით, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა არ და­ე­კარ­გათ. თქვენც ხომ არ და­გი­ბე­რათ ამ შიშ­მა და ზურ­გში ხომ არ იგ­რძე­ნით ნი­ა­ვი? სან­ქცი­ე­ბის გამო, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­წყო­ბის გამო, ახალ­გაზ­რდე­ბის გამ­წყო­ბე­ბის გამო. ამან ხომ არ შე­გა­ში­ნათ და ში­შის­გან მზად ხართ, მთე­ლი ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი გა­წი­როთ, ადა­მი­ა­ნე­ბი უბ­რა­ლოდ გვერ­დზე გა­და­დოთ, ოღონდ ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. ახლა გა­დახ­ვე­დით კა­ნო­ნე­ბის ცვლი­ლე­ბა­ზე და აქ­ცი­ე­ბის აკ­რძალ­ვით ფიქ­რობთ, რომ ფონს გახ­ვალთ? მა­შინ რო­დე­საც, რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ფარ­ცხა­ლა­ძეს იცავთ, აქ­ცი­ე­ბის კა­ნო­ნი და კარ­ვე­ბის აკ­რძალ­ვა გიშ­ვე­ლოთ? მა­შინ, რო­დე­საც პრე­მი­ე­რი სა­კუ­თა­რი შვი­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ წა­საყ­ვა­ნად, სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრებს ხარ­ჯავს, ამას გგო­ნი­ათ აქ­ცი­ე­ბის აკ­რძალ­ვა უშ­ვე­ლის ამ ქვე­ყა­ნა­ში? ან ბი­უ­ჯე­ტის ცვლი­ლე­ბა რომ შე­მო­დის, 4 მი­ლი­ო­ნი რომ გაჩ­ნდა და სო­ცი­ა­ლურ ხა­ზებ­ში რომ გა­და­ი­ტა­ნეთ დიდი ნა­წი­ლი იმის­თვის, რომ სა­არ­ჩევ­ნოდ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მა­ნი­პუ­ლა­ცია შეძ­ლოთ და აქ გახ­ვი­დეთ ფონს, გგო­ნი­ათ ამ ქვე­ყა­ნა­ში ამას ეს და აქ­ცი­ე­ბის აკ­რძალ­ვა უშ­ვე­ლის? ან ის უშ­ვე­ლის რაც ახლა ხდე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში? გგო­ნი­ათ, რომ ეს უშ­ვე­ლის და ძა­ლა­უფ­ლე­ბას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებთ? ჩვენ, ვინც აქეთ მხა­რეს ვსხედ­ვართ, ხში­რად ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დით წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის დროს ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის გა­დად­გმულ ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ნა­ბი­ჯებს. თქვენ სად იყა­ვით ამ დროს? ესეც კი არ მა­ინ­ტე­რე­სებს, დღეს სად ხართ, ახლა სად ხართ? "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბის ძა­ლი­ან ბევ­რი წევ­რი, ვინც აქ პრო­პა­გან­დის­ტულ გან­ცხა­დე­ბებს არ აკე­თებს.

ნინო წი­ლო­სან­ზე აღარ ვლა­პა­რა­კობ, არც კი რცხვე­ნია ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, როცა პრე­ტენ­ზია აქვს და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და ფონ­დებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. ტრე­ნინ­გე­ბის აკ­რძალ­ვა და ტრე­ნინ­გე­ბის გამო სუს-ის გან­ცხა­დე­ბის არ რცხვე­ნია. თურ­მე ია­რა­ღით მე­მუქ­რე­ბი­ა­ნო და ვინ გე­მუქ­რე­ბათ ია­რა­ღით? იმ ში­შის სიომ ხომ არ და­გი­ბე­რათ ზურ­გში, რის გა­მოც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი ასეთ ნა­ბი­ჯებს დგამ­დნენ. არა­ფერ­მა არ უშ­ვე­ლა, ეს მინ­და შე­გახ­სე­ნოთ. არ­ცერთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ შვე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის ასე­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა. ამი­ტომ, ამის, ამ ნა­ბი­ჯე­ბის შე­გე­შინ­დეთ, იმის კი არა, რომ ერთ დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მარ­თლაც და­კარ­გავთ, მოვა არ­ჩევ­ნე­ბი და ეს აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა 2024 წელს“, - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
4

აქამდე მეგონა, რომ ბუს კვანჯი მხოლოდ გადაცემაში "სად, რა, როდის" იყო. ვერაფრით ვერ ვიფიქრებდი, თუ ერთი ბუს კვანჯი საქართველოს პარლამენტშიც გვეყოლებოდა სამნიძის სახით.

ალიმახოდ
10

საინტერესოა, სამნიძე, აქუბარდია, მიქაია ახლა ვის სიაში ჩაეკვეხებიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"თქვენც ხომ არ დაგიბერათ შიშმა და ზურგში ხომ არ იგრძენით ნიავი?" - სამნიძე ნინო წილოსანს

"თქვენც ხომ არ დაგიბერათ შიშმა და ზურგში ხომ არ იგრძენით ნიავი?" - სამნიძე ნინო წილოსანს

თქვენც ხომ არ დაგიბერათ შიშმა და ზურგში ხომ არ იგრძენით ნიავი? შიშისგან მზად ხართ, მთელი ქვეყნის ეროვნული ინტერესები გაწიროთ, ადამიანები უბრალოდ გვერდზე გადადოთ, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოთ,- ასე მიმართა "რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების“ წევრს, ნინო წილოსანს.

როგორც მან თავისი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მმართველი გუნდი ფონს "აქციების აკრძალვით“ ვერ გავა.

"ძალიან მხატვრული კითხვით მოვისმინეთ ქალბატონი წილოსანის გამოსვლა და ერთადერთი რამ დამაკლდა თვალში, პიონერთა ყელსახვევი რატომ არ გეკეთათ ყელზე და პირდაპირ გკითხავთ, 7 ნოემბერი და 26 მაისი რომ ახსენთ, თქვენ სად იყავით მაგ დროს აქ, ასეთი ტონით რომ გვიკითხავთ დაწერილ ტექსტებს. მინდა მივმართო არა მარტო ქალბატონ წილოსანს, მთელს "ქართულ ოცნებას“, რადგან იხსენებთ და რადგან ამ შიშებით საუბრობთ, მოკლედ გაგახსენებთ, რას აკეთებდა ასლან აბაშიძე საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. საქართველოსა და აჭარას შორის საზღვარი გაავლო, სადაც ადამიანები ჩურჩულით ლაპარაკობდნენ. სუფრასთან მისი სადღეგრძელო რომ არ დაგელიათ, რეგიონის დატოვება მოგიწევდათ, სხვა უარესს თუ არ გაგიკეთებდათ. ამას აკეთებდა ის საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. შევარდნაძის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ფანჯრებიდან ხალხი ცვიოდა, რათა ამ ქვეყანაში ადამიანებს შეშინებოდათ, ხმა არ ამოეღოთ, მხოლოდ ხელისუფლების შესანარჩუნებლად.

წინა ხელისუფლებაზეც გადავალ, აქციები როცა დაიწყო, აქ დიდი გონორით რომ ახსენეთ 7 ნოემბერი და 26 მაისი, რეგიონებიდან რომ მივდიოდით ხალხი და მათ შორის, მეც, ქუჩაში, გზაზე შედუღებულ ლურსმნებს ყრიდნენ, რათა საბურავები დახეთქილიყო და ხალხი ვერ ჩასულიყო ადგილზე. მძღოლებს აშანტაჟებდნენ. ამ ყველაფერს აკეთებდა წინა ხელისუფლებაც, იმის წინა ხელისუფლებაც, შიშით, რომ ძალაუფლება არ დაეკარგათ. თქვენც ხომ არ დაგიბერათ ამ შიშმა და ზურგში ხომ არ იგრძენით ნიავი? სანქციების გამო, საზოგადოებრივი განწყობის გამო, ახალგაზრდების გამწყობების გამო. ამან ხომ არ შეგაშინათ და შიშისგან მზად ხართ, მთელი ქვეყნის ეროვნული ინტერესები გაწიროთ, ადამიანები უბრალოდ გვერდზე გადადოთ, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოთ. ახლა გადახვედით კანონების ცვლილებაზე და აქციების აკრძალვით ფიქრობთ, რომ ფონს გახვალთ? მაშინ როდესაც, რუსეთის ინტერესების გამტარებელ ფარცხალაძეს იცავთ, აქციების კანონი და კარვების აკრძალვა გიშველოთ? მაშინ, როდესაც პრემიერი საკუთარი შვილის საზღვარგარეთ წასაყვანად, საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავს, ამას გგონიათ აქციების აკრძალვა უშველის ამ ქვეყანაში? ან ბიუჯეტის ცვლილება რომ შემოდის, 4 მილიონი რომ გაჩნდა და სოციალურ ხაზებში რომ გადაიტანეთ დიდი ნაწილი იმისთვის, რომ საარჩევნოდ სოციალურად დაუცველი ადამიანების მანიპულაცია შეძლოთ და აქ გახვიდეთ ფონს, გგონიათ ამ ქვეყანაში ამას ეს და აქციების აკრძალვა უშველის? ან ის უშველის რაც ახლა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში? გგონიათ, რომ ეს უშველის და ძალაუფლებას შეინარჩუნებთ? ჩვენ, ვინც აქეთ მხარეს ვსხედვართ, ხშირად ვეწინააღმდეგებოდით წინა ხელისუფლებების დროს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გადადგმულ ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ ნაბიჯებს. თქვენ სად იყავით ამ დროს? ესეც კი არ მაინტერესებს, დღეს სად ხართ, ახლა სად ხართ? "ქართული ოცნების“ უმრავლესობის ძალიან ბევრი წევრი, ვინც აქ პროპაგანდისტულ განცხადებებს არ აკეთებს.

ნინო წილოსანზე აღარ ვლაპარაკობ, არც კი რცხვენია ასეთი განცხადებების გაკეთება, როცა პრეტენზია აქვს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან თანამშრომლობს. ტრენინგების აკრძალვა და ტრენინგების გამო სუს-ის განცხადების არ რცხვენია. თურმე იარაღით მემუქრებიანო და ვინ გემუქრებათ იარაღით? იმ შიშის სიომ ხომ არ დაგიბერათ ზურგში, რის გამოც წინა ხელისუფლებები ასეთ ნაბიჯებს დგამდნენ. არაფერმა არ უშველა, ეს მინდა შეგახსენოთ. არცერთ ხელისუფლებას არ შველის ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ასეთი ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ, ამის, ამ ნაბიჯების შეგეშინდეთ, იმის კი არა, რომ ერთ დღეს ხელისუფლებას მართლაც დაკარგავთ, მოვა არჩევნები და ეს აუცილებლად მოხდება 2024 წელს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.