სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობის გადაწყვეტილებით, ფქვილის იმპორტის გადასახადი იზრდება - მოიმატებს თუ არა პურის ფასი?
მთავრობის გადაწყვეტილებით, ფქვილის იმპორტის გადასახადი იზრდება - მოიმატებს თუ არა პურის ფასი?

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქა­ტო­სა და ქე­რის იმ­პორ­ტის შემ­თხვე­ვა­ში და­მა­ტე­ბი­თი სა­ფა­სუ­რი 100 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, თენ­გიზ ნა­სა­რი­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ფქვი­ლის იმ­პორ­ტის შემ­თხვე­ვა­ში კი სა­ფა­სუ­რი და­მა­ტე­ბით 50 ლა­რით გა­იზ­რდე­ბა და ჯამ­ში ტო­ნა­ზე 250 ლარი და­წეს­დე­ბა.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ გლო­ბა­ლუ­რად მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ძა­ლი­ან არას­ტან­დარ­ტუ­ლი ვი­თა­რე­ბაა შექ­მნი­ლი ხორ­ბლის ფა­სის ფორ­მი­რე­ბის, ზო­გა­დად ლო­ჯის­ტი­კის კუ­თხით.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იქნა, რი­თაც ასე ვთქვათ, ანო­მა­ლი­უ­რი ვი­თა­რე­ბა ფქვი­ლის იმ­პორ­ტის ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თლი­ა­ნად და­ბა­ლანსდა. კერ­ძოდ, ფქვი­ლის იმ­პორტზე და­წეს­და 200 - ლა­რი­ა­ნი და­მა­ტე­ბი­თი სა­ფა­სუ­რი. თუმ­ცა ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში კვლავ მზარ­დი ტენ­დენ­ცი­ით ხა­სი­ათ­დე­ბა ფქვი­ლის იმ­პორ­ტი, ეს გან­პი­როვ­ნე­ბუ­ლია ისევ და ისევ ფა­სის არას­ტა­ბი­ლუ­რი ფორ­მი­რე­ბით, იმ ჭარ­ბი მო­სავ­ლით, რაც მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, რომ და­მა­ტე­ბით 50 ლარი, ანუ ჯამ­ში ტო­ნა­ზე 250 ლარი და­წეს­დეს სა­ფა­სუ­რი ფქვი­ლის იმ­პორ­ტის შემ­თხვე­ვა­ში.

სამ­წუ­ხა­როდ, წლე­ვან­დელ­მა წელ­მა სტი­ქი­ის და კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ შე­და­რე­ბით მეტი არის ხა­რის­ხობ­რი­ვად ისე­თი ხორ­ბა­ლი, რო­მე­ლიც უფრო მე­ტად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­ფუ­რა­ჟე და­ნიშ­ნუ­ლე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, ამ კუ­თხი­თაც სა­ჭი­როა გარ­კვე­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მთავ­რო­ბამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რომ ქერ­ზე და­წეს­დეს 100 ლარი იმ­პორ­ტის შემ­თხვე­ვა­ში და­მა­ტე­ბი­თი სა­ფა­სუ­რი და ასე­ვე, ქა­ტო­ზე, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად ხორ­ბლის გა­და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად იმა­ვე­ნა­ი­რად მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტია, რო­გორც ფქვი­ლი და აქამ­დე მას­ზე არა­ნა­ი­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლი­რე­ბა არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. ქა­ტოს შემ­თხვე­ვა­შიც 100 ლარი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სა­იმ­პორ­ტო სა­ფა­სუ­რი, რო­მე­ლიც ვფიქ­რობთ, რომ ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ხორ­ბლის მწარ­მო­ებ­ლებს, მათ მიერ მოყ­ვა­ნი­ლი ხორ­ბლის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში, იმ ფა­სად, რომ მათ მო­ა­ხერ­ხონ საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა და შემ­დგომ­შიც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში იმ წვრი­ლის შე­ტა­ნა, რაც აქამ­დე მზარ­დი ტენ­დენ­ცი­ე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და ნა­სა­რი­ძემ.

რო­გორც ნა­სა­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ფქვი­ლის იმ­პორ­ტის სა­ფა­სუ­რის ზრდა არა­ნა­ი­რად არ იმოქ­მე­დებს პუ­რის ფას­ზე.

"აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ფქვი­ლის იმ­პორ­ტის სა­ფა­სუ­რის ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორც წინა შემ­თხვე­ვა­ში, ასე­ვე, ამ შემ­თხვე­ვა­შიც არა­ნა­ი­რად არ იმოქ­მე­დებს პუ­რის ფას­ზე. პუ­რის გაძ­ვი­რე­ბის არა­ნა­ი­რი რის­კი არ არ­სე­ბობს და შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თობ­ლი­ვად ეს კომ­პლექ­სუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხელს შე­უ­წყობს ად­გი­ლობ­რი­ვი ხორ­ბლის რე­ა­ლი­ზე­ბას.

ბუ­ნებ­რი­ვია, ვა­დაც გა­ხან­გრძლივ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე 1 მარ­ტამ­დეა ვადა, რო­მელ ვა­და­შიც იმოქ­მე­დებს ეს მე­ქა­ნიზ­მი, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ჩვენ და­ვაკ­ვირ­დე­ბით ვი­თა­რე­ბას და თუ რა­ი­მე სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა ჩა­რე­ვის ან მა­ნამ­დე ან მას შემ­დეგ შე­სა­ბა­მი­სად ვიქ­მე­დებთ“, - აღ­ნიშ­ნა ნა­სა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მთავრობას
0

ძალიან გთხოვთ ნუ გააკეთებთ ამას, ხორბალზე ფასები მთელს მსოფლიოშია შემცირებული და ჩვენთანაც შემცირდებოდა პურის ფასი რომ არა ეს გადაწყვეტილება. რას გვერჩით?

აკა
1

ეგ უნიათო მთავრობის ბრალია,ვაჭრებმა შეაშინეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

მთავრობის გადაწყვეტილებით, ფქვილის იმპორტის გადასახადი იზრდება - მოიმატებს თუ არა პურის ფასი?

მთავრობის გადაწყვეტილებით, ფქვილის იმპორტის გადასახადი იზრდება - მოიმატებს თუ არა პურის ფასი?

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქატოსა და ქერის იმპორტის შემთხვევაში დამატებითი საფასური 100 ლარით განისაზღვრება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ფქვილის იმპორტის შემთხვევაში კი საფასური დამატებით 50 ლარით გაიზრდება და ჯამში ტონაზე 250 ლარი დაწესდება.

"მოგეხსენებათ, რომ გლობალურად მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით ძალიან არასტანდარტული ვითარებაა შექმნილი ხორბლის ფასის ფორმირების, ზოგადად ლოჯისტიკის კუთხით.

ამ მიმართულებით, რამდენიმე თვის წინ გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რითაც ასე ვთქვათ, ანომალიური ვითარება ფქვილის იმპორტის ზრდასთან დაკავშირებით სამართლიანად დაბალანსდა. კერძოდ, ფქვილის იმპორტზე დაწესდა 200 - ლარიანი დამატებითი საფასური. თუმცა ამ თვეების განმავლობაში გამოიკვეთა, რომ ბოლო პერიოდში კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება ფქვილის იმპორტი, ეს განპიროვნებულია ისევ და ისევ ფასის არასტაბილური ფორმირებით, იმ ჭარბი მოსავლით, რაც მსოფლიოში არსებობს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ დამატებით 50 ლარი, ანუ ჯამში ტონაზე 250 ლარი დაწესდეს საფასური ფქვილის იმპორტის შემთხვევაში.

სამწუხაროდ, წლევანდელმა წელმა სტიქიის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით განაპირობა ის, რომ შედარებით მეტი არის ხარისხობრივად ისეთი ხორბალი, რომელიც უფრო მეტად გამოიყენება საფურაჟე დანიშნულებით, შესაბამისად, ამ კუთხითაც საჭიროა გარკვეული მექანიზმების შემუშავება და დღევანდელი გადაწყვეტილებით, მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ქერზე დაწესდეს 100 ლარი იმპორტის შემთხვევაში დამატებითი საფასური და ასევე, ქატოზე, რომელიც ფაქტობრივად ხორბლის გადამუშავების შედეგად იმავენაირად მიღებული პროდუქტია, როგორც ფქვილი და აქამდე მასზე არანაირი განსაკუთრებული რეგულირება არ ხორციელდებოდა. ქატოს შემთხვევაშიც 100 ლარი განისაზღვრება დამატებითი საიმპორტო საფასური, რომელიც ვფიქრობთ, რომ ძალიან დაეხმარება ადგილობრივი ხორბლის მწარმოებლებს, მათ მიერ მოყვანილი ხორბლის რეალიზებაში, იმ ფასად, რომ მათ მოახერხონ საქმიანობის გაგრძელება და შემდგომშიც ქვეყნის ეკონომიკაში იმ წვრილის შეტანა, რაც აქამდე მზარდი ტენდენციებით ხასიათდებოდა“, - განაცხადა ნასარიძემ.

როგორც ნასარიძემ აღნიშნა, ფქვილის იმპორტის საფასურის ზრდა არანაირად არ იმოქმედებს პურის ფასზე.

"აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება ფქვილის იმპორტის საფასურის ზრდასთან დაკავშირებით, როგორც წინა შემთხვევაში, ასევე, ამ შემთხვევაშიც არანაირად არ იმოქმედებს პურის ფასზე. პურის გაძვირების არანაირი რისკი არ არსებობს და შესაბამისად, ერთობლივად ეს კომპლექსური გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხორბლის რეალიზებას.

ბუნებრივია, ვადაც გახანგრძლივდება. ამ ეტაპზე 1 მარტამდეა ვადა, რომელ ვადაშიც იმოქმედებს ეს მექანიზმი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვირდებით ვითარებას და თუ რაიმე საჭიროება იქნება ჩარევის ან მანამდე ან მას შემდეგ შესაბამისად ვიქმედებთ“, - აღნიშნა ნასარიძემ.