სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ წარმოგიდგენიათ ამ ხელმოცარული ოპოზიციის, ვაშაძის, ხაბეიშვილის ან მათგან გაყრილი მელიასი ვინმეს ეშინოდეს" - ალუდა ღუდუშაური
"როგორ წარმოგიდგენიათ ამ ხელმოცარული ოპოზიციის, ვაშაძის, ხაბეიშვილის ან მათგან გაყრილი მელიასი ვინმეს ეშინოდეს" - ალუდა ღუდუშაური

თუ კა­რავს თქვე­ნი­ვე სახ­ლის ეზო­ში ან "კემ­პინგზე" გაშ­ლით, არა­ვინ არა­ფერს გე­ტყვით - არ მგო­ნია, რომ ვი­ღა­ცას რა­ღა­ცის ეში­ნია, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ამ ხელ­მო­ცა­რუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის, ვა­შა­ძის, ხა­ბე­იშ­ვი­ლის ან მათ­გან გაყ­რი­ლი მე­ლი­ა­სი ვინ­მეს ეში­ნო­დეს,- ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა კა­ნონ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ­ლის თა­ნახ­მად, შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის დროს დრო­ე­ბი­თი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნო­ნი მკაცრ­დე­ბა და ახა­ლი ამ­კრძა­ლა­ვი ნორ­მე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა.

ღუ­დუ­შა­უ­რი აცხა­დებს, რომ ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზა­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვაა.

"ამის სა­ფუძ­ვე­ლია ის, რომ მო­წეს­რიგ­დეს, მთა­ვა­რი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის და მო­ქა­ლა­ქე­თა ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა. ასე რომ, არ მგო­ნია, რომ ვი­ღა­ცას რა­ღა­ცის ეში­ნია. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ამ ხელ­მო­ცა­რუ­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რად ნულს ქვე­მოთ მყო­ფი ოპო­ზი­ცი­ის, ვა­შა­ძის და ხა­ბე­იშ­ვი­ლის ან ნე­ბის­მი­ე­რი მათი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის, ან მათ­გან გაყ­რი­ლი მე­ლი­ა­სი ვინ­მეს ეში­ნო­დეს. ამით ხდე­ბა და­რე­გუ­ლი­რე­ბა და მო­წეს­რი­გე­ბა, რად­გან ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი, გვექ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. არ მგო­ნია, რო­მე­ლი­მე წამ­ყვან დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში შე­იძ­ლე­ბო­დეს ის, რაც არის აქ დაშ­ვე­ბუ­ლი. კარ­ვის გაშ­ლა რე­გუ­ლირ­დე­ბა კა­ნო­ნით, რა ვი­თა­რე­ბა­ში, რა ად­გილ­ზე შე­იძ­ლე­ბა, ან რა დროს არ უნდა შე­იძ­ლე­ბო­დეს კარ­ვის ან სხვა მარ­ტი­ვი კონ­სტრუქ­ცი­ის დად­გმა ამა თუ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, აქ არის მთე­ლი რიგი სა­კი­თხე­ბი, რამ­დე­ნად უნდა იყოს და­ცი­ლე­ბუ­ლი, რას არ უნდა ხერ­გავ­დეს და ა.შ. იქ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა, ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვის წესი და მსჯე­ლო­ბის დროს იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა მოყ­ვა­ნი­ლი, კარ­ვის გაშ­ლა ან არ­გაშ­ლა თქვე­ნი ნე­ბაა, რა თქმა უნდა, ამას თუ თქვე­ნი­ვე სახ­ლის ეზო­ში გა­ა­კე­თებთ არა­ვინ (არა­ფერს) გე­ტყვით ან კემ­პინგზე თუ წახ­ვალთ. არ მგო­ნია თეთ­რი სახ­ლის ეზო­ში ვი­ღა­ცამ მი­გა­ტა­ნი­ნოთ კა­რა­ვი და გა­შა­ლოთ და წა­მო­გორ­დეთ იქ", - გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

ცნო­ბის­თვის, მმარ­თვე­ლი გუნ­დი შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის დროს დრო­ე­ბი­თი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა­სა და ახა­ლი ამ­კრძა­ლა­ვი ნორ­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბას გეგ­მავს. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გან­სა­ხილ­ვე­ლად მზად არის „შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის" შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს დრო­ე­ბი­თი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ თუ მისი მო­წყო­ბა: საფრ­თხეს უქ­მნის შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ან სხვა პი­რებს; ხელს უშ­ლის პო­ლი­ცი­ის მიერ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას; იწ­ვევს სა­წარ­მოს, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბას; შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა. ამას­თან, კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, „სა­ჯა­რო სივ­რცის იერ­სა­ხის და­მა­ხინ­ჯე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით“, შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს დრო­ე­ბი­თი კონ­სტრუქ­ცი­ის მო­წყო­ბა იმ შემ­თხვე­ვა­შიც ეკ­რძა­ლე­ბათ, თუ მისი მო­წყო­ბის გა­რე­შე შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა არ­სე­ბი­თად არ ფერ­ხდე­ბა. კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში, „შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­ზე­ზად სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ 18 სექ­ტემ­ბერს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Გაბო
1

Ვაშაძე გყავთ პატრიოტი თავისი ბიტკოინებით.

ზაირა
2

რატო მალავს ცხვირის ოპერაცია ვინ გაუკეთა? ნუცას და ბაბის უნდათ ხელახალი რინოპლასტიკა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"როგორ წარმოგიდგენიათ ამ ხელმოცარული ოპოზიციის, ვაშაძის, ხაბეიშვილის ან მათგან გაყრილი მელიასი ვინმეს ეშინოდეს" - ალუდა ღუდუშაური

"როგორ წარმოგიდგენიათ ამ ხელმოცარული ოპოზიციის, ვაშაძის, ხაბეიშვილის ან მათგან გაყრილი მელიასი ვინმეს ეშინოდეს" - ალუდა ღუდუშაური

თუ კარავს თქვენივე სახლის ეზოში ან "კემპინგზე" გაშლით, არავინ არაფერს გეტყვით - არ მგონია, რომ ვიღაცას რაღაცის ეშინია, როგორ წარმოგიდგენიათ ამ ხელმოცარული ოპოზიციის, ვაშაძის, ხაბეიშვილის ან მათგან გაყრილი მელიასი ვინმეს ეშინოდეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა კანონში დაგეგმილ ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება და ახალი ამკრძალავი ნორმები ამოქმედდება.

ღუდუშაური აცხადებს, რომ ცვლილებების მიზანი ქვეყნის ინტერესების დაცვაა.

"ამის საფუძველია ის, რომ მოწესრიგდეს, მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის და მოქალაქეთა ინტერესების დაცვა. ასე რომ, არ მგონია, რომ ვიღაცას რაღაცის ეშინია. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ხელმოცარული, პოლიტიკურად ნულს ქვემოთ მყოფი ოპოზიციის, ვაშაძის და ხაბეიშვილის ან ნებისმიერი მათი გაერთიანების, ან მათგან გაყრილი მელიასი ვინმეს ეშინოდეს. ამით ხდება დარეგულირება და მოწესრიგება, რადგან ყველაზე მთავარია ქვეყნის ინტერესები, გვექნება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება. არ მგონია, რომელიმე წამყვან დემოკრატიულ ქვეყანაში შეიძლებოდეს ის, რაც არის აქ დაშვებული. კარვის გაშლა რეგულირდება კანონით, რა ვითარებაში, რა ადგილზე შეიძლება, ან რა დროს არ უნდა შეიძლებოდეს კარვის ან სხვა მარტივი კონსტრუქციის დადგმა ამა თუ იმ ტერიტორიაზე, აქ არის მთელი რიგი საკითხები, რამდენად უნდა იყოს დაცილებული, რას არ უნდა ხერგავდეს და ა.შ. იქნება მსჯელობა, ყველაფერს აქვს თავის წესი და მსჯელობის დროს იქნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა მოყვანილი, კარვის გაშლა ან არგაშლა თქვენი ნებაა, რა თქმა უნდა, ამას თუ თქვენივე სახლის ეზოში გააკეთებთ არავინ (არაფერს) გეტყვით ან კემპინგზე თუ წახვალთ. არ მგონია თეთრი სახლის ეზოში ვიღაცამ მიგატანინოთ კარავი და გაშალოთ და წამოგორდეთ იქ", - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა დასახელებული.