სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში იქნება ომი, დიდი გაჭირვება, მაგრამ გავა დრო და ყველაფერი გამოსწორდებაო" - მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი ქალის ცხოვრების დეტალები და ახდენილი წინასწარმეტყველებები
"საქართველოში იქნება ომი, დიდი გაჭირვება, მაგრამ გავა დრო და ყველაფერი გამოსწორდებაო" -  მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი ქალის ცხოვრების დეტალები და ახდენილი წინასწარმეტყველებები

მე-20 სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ამო­უც­ნო­ბი, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი ქა­ლის მი­მართ, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის "ბაბა ვან­გას" სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი, დღე­საც არ წყდე­ბა ინ­ტე­რე­სი. ბულ­გა­რელ­მა ნა­თელ­მხილ­ველ­მა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბით გა­ით­ქვა სა­ხე­ლი, მის სახ­ლთან სა­კუ­თა­რი ბე­დით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ან­თა უზარ­მა­ზა­რი რიგი იდგა. თუმ­ცა, რო­გორც სკეპ­ტი­კო­სე­ბი ამ­ბობ­დნენ, ვან­გას ფე­ნო­მე­ნი იმ­დრო­ინ­დე­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის შექ­მნი­ლი პრო­ექ­ტი იყო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ როცა მსოფ­ლი­ო­ში რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა ხდე­ბა, ადა­მი­ან­თა ნა­წი­ლი, რო­მელ­საც ვან­გას წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბის სჯე­რა, მა­შინ­ვე იწყებს ძი­ე­ბას, თქვა თუ არა რა­ი­მე ვან­გამ ამა თუ იმ ფაქ­ტის შე­სა­ხებ. ასე მოხ­და მა­ში­ნაც, როცა რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი წა­მო­ი­წყო. უცხო­ურ გა­მო­ცე­მებ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ბულ­გა­რელ­მა ნა­თელ­მხილ­ველ­მა, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლად არა­ფერს ამ­ბობ­და და არა­ვის აძ­ლევ­და უფ­ლე­ბას, წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა ჩა­ე­წე­რა, უკ­რა­ი­ნა­ზე სა­უბ­რი­სას თქვა, რომ უკ­რა­ი­ნის მი­წა­ზე შავი სის­ხლი და­იღ­ვრე­ბა და ეს 7 წელს გაგ­რძელ­დე­ბაო.

"დიდი ძმა უცხო მი­წა­ზე მივა და წა­არ­თმევს იმას, რაც მას ეკუთ­ვნის. და­სავ­ლე­თი­დან მო­სუ­ლი არა­მე­გობ­რე­ბი წა­არ­თმე­ვენ იმას, რაც მათ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკუთ­ვნო­დათ“.

რო­გორც მან რუ­სეთ­ზე იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა: "2000-იან წლებ­ში რუ­სეთ­ში დე­დე­ბი გა­ა­ჩე­ნენ შვი­ლებს, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს შეც­ვლი­ან". თუმ­ცა "ბაბა ვან­გას" არ აღუ­ნიშ­ნავს, ეს ცვლი­ლე­ბა კარ­გი იქ­ნე­ბო­და თუ ცუდი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ვან­გამ 2023 წელს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა და კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, რო­გორც ის ამ­ბობ­და, "ბუ­ნე­ბა ადა­მი­ანს და­უ­დევ­რო­ბის გამო სა­მა­გი­ე­როს გა­და­უხ­დი­და".

ვან­გას ცნო­ბი­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბი:

რო­გორც უცხო­ურ გა­მო­ცე­მებ­ში ვკი­თხუ­ლობთ, ნა­თელ­მხილ­ველ­მა იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა ადოლფ ჰიტ­ლე­რი­სა და იო­სებ სტა­ლი­ნის სიკ­ვდი­ლი. ვან­გამ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბამ­დე იცო­და, ადა­მი­ა­ნე­ბი დიდი სირ­თუ­ლის წი­ნა­შე რომ აღ­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ:

"ყვე­ლა მხრი­დან და­ი­წყე­ბენ ბრძო­ლას, ყვე­ლა ერი მსგავს ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა“.

1941 წელს მან ჰიტ­ლე­რის სიკ­ვდი­ლი იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, თუმ­ცა ფი­უ­რე­რის ვი­ზი­ტის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა ვან­გას ბი­ოგ­რა­ფებს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ. ამას­თა­ნა­ვე, ნაკ­ლე­ბად და­მა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ 1940-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, როცა ნა­თელ­მხილ­ვე­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ მის­მა მე­ზობ­ლებ­მა იცოდ­ნენ, ჰიტ­ლე­რი უც­ნო­ბი პრო­ვინ­ცი­ე­ლი მკი­თხა­ვის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყო.

ვან­გამ ნა­ხე­ვა­რი წლით ადრე იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა სტა­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და ინ­დი­რა გან­დის ბე­დიც. 1969 წელს, ერთ-ერთი ხილ­ვი­სას, მან გა­ნა­ცხა­და, რომ ინ­დო­ე­თის პრე­მი­ერს ნა­რინ­ჯის­ფე­რი სა­მო­სი და­ღუ­პავ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 1984 წელს ინ­დი­რა გან­დი მოკ­ლეს, მას შემ­თხვე­ვი­სას მარ­თლაც ნა­რინ­ჯის­ფე­რი კაბა ეცვა.

უცხო­ურ გა­მო­ცე­მებ­ში ვკი­თხუ­ლობთ, მა­შინ, როცა 1981 წელს ვან­გა პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნა­სა და პრინ­ცი ჩარლ­ზის ქორ­წი­ლის ტრანსლა­ცი­ას უს­მენ­და, უეც­რად უთ­ქვამს, და­ი­ა­ნა ახალ­გაზ­რდა, ავა­რი­ა­ში და­ი­ღუ­პე­ბაო. თუმ­ცა მან ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ ამ შემ­თხვე­ვამ­დე 1 წლით ადრე თა­ვად და­ი­ღუ­პე­ბო­და და ასეც მოხ­და. ვან­გა 1996 წლის 11 აგ­ვის­ტოს გარ­და­იც­ვა­ლა, პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნა კი ავა­რი­ით - 1997 წლის 31 აგ­ვის­ტოს.

1980 წელს მან თქვა, რომ 1999 ან 2000 წლის აგ­ვის­ტოს ბო­ლოს წყლის ქვეშ აღ­მოჩ­ნდე­ბა "კურსკი", რო­მელ­საც მსოფ­ლიო იგ­ლო­ვებ­და. 2000 წლის 12 აგ­ვის­ტოს რუ­სუ­ლი წყალ­ქვე­შა ხო­მალ­დი "კურსკი" ჩა­ი­ძი­რა, და­ი­ღუ­პა მისი ეკი­პა­ჟის 181-ვე წევ­რი...

1989 წელს კი მან ივა­რა­უ­და, რომ "ამე­რი­კე­ლი ძმე­ბი" რკი­ნის ჩი­ტე­ბით და­ე­ცე­მოდ­ნენ... ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ ვან­გამ 2001 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ამე­რი­კა­ში ტყუ­პი ცა­თამბჯე­ნის აფეთ­ქე­ბა იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა.

ვან­გა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ

გიგ­ლა გო­ბე­ჩია
გიგ­ლა გო­ბე­ჩია

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვან­გას­თან შე­სახ­ვედ­რად მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუ­თხი­დან ჩა­დი­ოდ­ნენ, მას­თან სტუმ­რად ქარ­თვე­ლე­ბიც იყ­ვნენ. ჟურ­ნა­ლის­ტი გიგ­ლა გო­ბე­ჩია ვან­გას 1990 წელს შეხ­ვდა და "კვი­რის პა­ლიტ­რას“ ვან­გას­თან შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ უამ­ბო:

"ვან­გა ენით აღუ­წე­რე­ლი მოვ­ლე­ნა იყო, მათ შო­რის - ეკ­ლე­სი­ის­თვი­საც. მას­თან ბულ­გა­რე­თის პატ­რი­არ­ქსაც ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. მყავ­და მე­გო­ბა­რი - ბულ­გა­რე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი რადა მი­ლე­ვა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებ­და ჯუნა და­ვი­თაშ­ვი­ლის ფე­ნო­მე­ნი და მე შე­ვახ­ვედ­რე. 1990 წელს კი მე და ექ­სტრა­სენ­სი გია სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე ბულ­გა­რეთ­ში ერ­თად ჩა­ვე­დით რა­დას­თან. გა­უ­თე­ნე­ბელ­ზე ავ­დე­ქით, თით­ქმის 300 კი­ლო­მეტ­რი ვი­ა­რეთ და ვან­გას­თან რუ­პი­ტე­ში მი­ვე­დით.

დი­ლის 9 სა­ა­თი იყო, ად­გილ­ზე რომ ვი­ყა­ვით. არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ეს დღე. ვან­გა ბა­რა­კის ტი­პის შე­ნო­ბა­ში იღებ­და ხალ­ხს, უკვე 200 კაცი ელო­დე­ბო­და. მან­ქა­ნის ნო­მე­რიც კი მახ­სოვს, რომ­ლი­თაც ის მო­იყ­ვა­ნეს. მან­ქა­ნას მივ­ვარ­დი და გა­და­ღე­ბა და­ვუ­წყე, არა­და იქ გა­და­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და; ამის გამო აპა­რა­ტი წა­მარ­თვეს და კი­ნა­ღამ და­მიმ­ტვრი­ეს!

ვან­გას და­ნახ­ვამ დამ­ზაფ­რა - მის გუ­გებ­ში მომ­წყვდე­უ­ლი მთლი­ა­ნად რძის­ფე­რი თვა­ლე­ბის სი­ქათ­ქა­თე ერ­თდრო­უ­ლად მეც მიმ­ზერ­და, სამ­ყა­რო­საც და კი­დევ იმას, რაც კაც­მა არ იცის, რას. გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, რომ მის­თვის კი­თხვე­ბი არ უნდა დაგ­ვეს­ვა, ამი­ტომ, ვი­დე­ქი და ვე­ლო­დი. მან ისე­თი რამ თქვა, რაც პი­რა­დად მე არ მე­ხე­ბო­და. ეს შე­ე­ხე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს - შენს ქვე­ყა­ნა­ში იქ­ნე­ბა დიდი სის­ხლი, დიდი გა­ჭირ­ვე­ბა, მაგ­რამ გავა დრო და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბაო. ჩემ შემ­დეგ ინ­ჟი­ნე­რი რა­მაზ გო­გის­ვა­ნი­ძე იყო ვან­გას­თან და კი­ნა­ღამ გა­მო­აგ­დო, - ქარ­თვე­ლებ­მა ისე­თი კაცი მო­კა­ლით, ჩემ­თან რო­გორ მო­დი­ხა­რო!“, - იხ­სე­ნებ­და "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ გიგ­ლა გო­ბე­ჩია.

1987 წელს, ბულ­გა­რეთ­ში ყოფ­ნი­სას, ვან­გას­თან შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­რა­ტე­სა და საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­თა ლი­დერს, კახა ბა­სი­ლი­ას მი­ე­ცა. მა­შინ ის 23 წლის იყო. ამ შეხ­ვედ­რი­დან და­ტო­ვე­ბულ მო­გო­ნე­ბებ­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს კახა ბა­სი­ლია “სარ­კეს­თან” იხ­სე­ნებ­და.

"ვან­გას­თან ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბით მოვ­ხვდი. კა­რა­ტე­ში ბავ­შვო­ბი­დან ვვარ­ჯი­შობ­დი. სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ლვო­ვის ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში კა­რა­ტეს კრძა­ლავ­დნენ, სპორ­ტის სა­ხე­ო­ბად არ აღი­ა­რებ­დნენ, ევ­რო­პა­ში კი დაშ­ვე­ბუ­ლი იყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ლვო­ვი უკ­რა­ი­ნის სა­სა­ზღვრო ქა­ლა­ქია - შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა, მე­მოგ­ზა­უ­რა აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში და ახალ-ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­მე­ძი­ე­ბია კა­რა­ტე­ში.

ჩემი საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტსმე­ნი იყო ბულ­გა­რე­ლი ბო­რის ბო­რი­სო­ვი, ბო­ბის ვე­ძახ­დი. ზა­ფხუ­ლო­ბით მე­პა­ტი­ჟე­ბო­და თა­ვის ოჯახ­ში ბულ­გა­რეთ­ში, ქა­ლაქ ბლა­გო­ევგრად­ში. ვის­ვე­ნებ­დით და თან ვვარ­ჯი­შობ­დით. ბე­ბი­ა­მი­სი ეკ­ლე­სი­ას უვ­ლი­და, პატ­რო­ნობ­და და ვან­გას­თან ახ­ლობ­ლობ­და. ბო­ბის დედა და ვან­გას შვი­ლო­ბი­ლი, დი­მიტ­რი, თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ და ოჯა­ხე­ბით მე­გობ­რობ­დნენ. ვან­გა ბლა­გო­ევგრა­დი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 80 კმ-ში, სო­ფელ რუ­პი­ტე­ში იღებ­და ხალ­ხს.

მას­თან მა­შინ­დე­ლი ბულ­გა­რე­თის ცკ-ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი მე­გობ­რობ­და, წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი რჩე­ვებს აძ­ლევ­და. მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­შიშ­რო­ე­ბის შე­სა­ხე­ბაც გა­აფრ­თხი­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, ქალ­მა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და და­ი­ღუ­პა...

წესი იყო, წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის მსურ­ველს ღა­მით შაქ­რის ნა­ტე­ხე­ბი უნდა და­გე­დო ბა­ლი­შის ქვეშ და მე­ო­რე დღეს ვან­გას­თან მი­გე­ტა­ნა – წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. შა­ქა­რი თავ­ქვეშ კი და­ვი­დე, მაგ­რამ ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან წა­ღე­ბა და­მა­ვი­წყდა. დაგ­ვხვდა უზარ­მა­ზა­რი რიგი. მე­ო­რე შე­სას­ვლე­ლი­დან შე­მიყ­ვა­ნეს, რომ­ლი­თაც ოჯა­ხის წევ­რე­ბი სარ­გებ­ლობ­დნენ, აქე­დან შეჰ­ყავ­დათ მას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტუმ­რე­ბი, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რე­ბიც. “კა­გე­ბეს” გა­დაც­მუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ას აკონ­ტრო­ლებ­დნენ.

დათ­ქმულ დროს შე­ვე­დი. ვან­გას შუ­ა­დღის შეს­ვე­ნე­ბა ჰქონ­და. ნა­ხევ­რად ბნელ, მო­სას­ვე­ნე­ბელ ოთახ­ში ტახ­ტზე იჯდა მთვლე­მა­რე. ხილ­ვებ­ში იყო. 76 წლი­სა გახ­ლდათ.

შეს­ვლის­თა­ნა­ვე ვიგ­რძე­ნი დიდი მის­ტი­კუ­რი ენერ­გია. აღ­მო­სავ­ლუ­რი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის მრა­ვალ ოს­ტატს შევ­ხვედ­რი­ვარ, მაგ­რამ მსგავ­სი სიმ­ძლავ­რის ენერ­გია არ მიგ­რძნია. ძა­ლი­ან და­ვით­რგუ­ნე, ყელ­ში ბურ­თი გა­მე­ჩხი­რა, სი­ტყვა ვერ დავ­ძა­რი.

ვან­გამ თა­ვად­ვე და­მი­წყო ლა­პა­რა­კი იმ თე­მებ­ზე, რაც წი­ნას­წარ მქონ­და და­ლა­გე­ბუ­ლი გო­ნე­ბა­ში. ძა­ლი­ან უბ­რა­ლო და უშუ­ა­ლო სა­უ­ბა­რი სჩ­ვე­ო­და, ბე­ბი­ა­სა­ვით, ამი­ტომ “ბაბა ვან­გას” ეძახ­დნენ. ნა­ხე­ვარ სა­ათ­ზე მეტ ხანს მე­ლა­პა­რა­კა, თუმ­ცა 2-3 წუ­თად მო­მეჩ­ვე­ნა. დრო­ის შეგ­რძნე­ბა დავ­კარ­გე, გო­ნე­ბა გა­მე­თი­შა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ვან­გა ჰიპ­ნო­ზის ელე­მენ­ტებ­საც ფლობ­და… რომ წა­მო­ვე­დი, მისი ნათ­ქვა­მი­დან აღა­რა­ფე­რი მახ­სოვ­და. ერ­თა­დერ­თი, რაც გო­ნე­ბა­ში მი­ტივ­ტი­ვებ­და, იყო რი­ცხვი 20.

წლე­ბის შემ­დეგ შევ­ხვდი კა­რა­ტეს მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ ან­ტო­ნიო ეს­პი­ნო­ზას. მან მი­თხრა, სას­წა­უ­ლი უნდა მოხ­დეს, რომ აგ­ვის­ტო­ში სა­კი­თხი კა­რა­ტეს სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდეს და 2020 წლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში შე­ი­ტა­ნო­ნო.

სწო­რედ მა­შინ გა­მახ­სენ­და ვან­გას და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი 20...

ვან­გამ მი­თხრა, შენს ქვე­ყა­ნას დიდი გან­საც­დე­ლე­ბი, სის­ხლისღვრა, მსხვერ­პლი ელო­დე­ბა, მაგ­რამ ოთხი მე­ფის შემ­დეგ აღ­მავ­ლო­ბას და აღორ­ძი­ნე­ბას და­ი­წყებ­სო. მა­შინ, 1987 წელს, ომსა და უბე­დუ­რე­ბას ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, მაგ­რამ მომ­დევ­ნო, 90-იან­მა წლებ­მა ყვე­ლა­ფე­რი და­ა­დას­ტუ­რა.

მე­ფის ხსე­ნე­ბა­მაც გა­მა­ო­ცა. ვფიქ­რობ, ოთხ მე­ფე­ში ვან­გამ ქვეყ­ნის ოთხი მე­თა­უ­რი, ოთხი პრე­ზი­დენ­ტი იგუ­ლის­ხმა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, 2020 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი რამ სა­სი­კე­თოდ შე­იც­ვლე­ბა, აღორ­ძი­ნე­ბის ეპო­ქა და­ი­წყე­ბა. ჩემი მიზ­ნე­ბი, ოც­ნე­ბე­ბი, ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბაც ხომ ჩემს ქვე­ყა­ნას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვან­გამ ეს ფარ­თო მას­შტა­ბებ­ში და­ი­ნა­ხა. დიდი პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყე­ბა, ვე­ლო­დე­ბი, ამის­თვის ენერ­გი­ას ვი­ნა­ხავ", - იხ­სე­ნებ­და ვან­გას­თან შეხ­ვედ­რას კახა ბა­სი­ლია.

ვინ იყო ბაბა ვან­გა?

ბაბა ვან­გა, იგი­ვე, ვან­გე­ლია პან­დე­ვა გუშტე­რო­ვა 1911 წლის 31 იან­ვარს ქა­ლაქ სტრუ­მი­ცა­ში და­ი­ბა­და, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად დღე­ვან­დე­ლი ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაბლო
0

არ ვიცი რა ეშველება საქართველოს ისეთი ბუმბერაზი ქართველი კაცი ზვიადი გაწირეთ ქართველებმაო. Ამბობდა ვანგამ და ვერც ეშველა საქართველოს და ქართველები არ მიიკარა ვანგამ.

გიო
23

2020 წლიდან აბა ისე კარგად შეიცვალა ყველაფერი დუღს ქვეყანა,იმდენი სიმდიდრე დაგროვდა რომ აღარ ვიცით სად წავიღოთ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"საქართველოში იქნება ომი, დიდი გაჭირვება, მაგრამ გავა დრო და ყველაფერი გამოსწორდებაო" - მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი ქალის ცხოვრების დეტალები და ახდენილი წინასწარმეტყველებები

"საქართველოში იქნება ომი, დიდი გაჭირვება, მაგრამ გავა დრო და ყველაფერი გამოსწორდებაო" -  მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი ქალის ცხოვრების დეტალები და ახდენილი წინასწარმეტყველებები

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი, საიდუმლოებით მოცული ქალის მიმართ, რომელიც საზოგადოებისთვის "ბაბა ვანგას" სახელითაა ცნობილი, დღესაც არ წყდება ინტერესი. ბულგარელმა ნათელმხილველმა წინასწარმეტყველებებით გაითქვა სახელი, მის სახლთან საკუთარი ბედით დაინტერესებულ ადამიანთა უზარმაზარი რიგი იდგა. თუმცა, როგორც სკეპტიკოსები ამბობდნენ, ვანგას ფენომენი იმდროინდელი სპეცსამსახურების შექმნილი პროექტი იყო.

აღსანიშნავია, რომ როცა მსოფლიოში რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, ადამიანთა ნაწილი, რომელსაც ვანგას წინასწარმეტყველებების სჯერა, მაშინვე იწყებს ძიებას, თქვა თუ არა რაიმე ვანგამ ამა თუ იმ ფაქტის შესახებ. ასე მოხდა მაშინაც, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. უცხოურ გამოცემებში ვკითხულობთ, რომ ბულგარელმა ნათელმხილველმა, რომელიც კონკრეტულად არაფერს ამბობდა და არავის აძლევდა უფლებას, წინასწარმეტყველება ჩაეწერა, უკრაინაზე საუბრისას თქვა, რომ უკრაინის მიწაზე შავი სისხლი დაიღვრება და ეს 7 წელს გაგრძელდებაო.

"დიდი ძმა უცხო მიწაზე მივა და წაართმევს იმას, რაც მას ეკუთვნის. დასავლეთიდან მოსული არამეგობრები წაართმევენ იმას, რაც მათ წლების განმავლობაში ეკუთვნოდათ“.

როგორც მან რუსეთზე იწინასწარმეტყველა: "2000-იან წლებში რუსეთში დედები გააჩენენ შვილებს, რომლებიც მსოფლიოს შეცვლიან". თუმცა "ბაბა ვანგას" არ აღუნიშნავს, ეს ცვლილება კარგი იქნებოდა თუ ცუდი.

როგორც ცნობილია, ვანგამ 2023 წელს კლიმატის ცვლილება და კატაკლიზმები იწინასწარმეტყველა, როგორც ის ამბობდა, "ბუნება ადამიანს დაუდევრობის გამო სამაგიეროს გადაუხდიდა".

ვანგას ცნობილი წინასწარმეტყველებები:

როგორც უცხოურ გამოცემებში ვკითხულობთ, ნათელმხილველმა იწინასწარმეტყველა ადოლფ ჰიტლერისა და იოსებ სტალინის სიკვდილი. ვანგამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე იცოდა, ადამიანები დიდი სირთულის წინაშე რომ აღმოჩნდებოდნენ:

"ყველა მხრიდან დაიწყებენ ბრძოლას, ყველა ერი მსგავს ვითარებაში აღმოჩნდება“.

1941 წელს მან ჰიტლერის სიკვდილი იწინასწარმეტყველა, თუმცა ფიურერის ვიზიტის მტკიცებულების მოძიება ვანგას ბიოგრაფებს ძალიან გაუჭირდათ. ამასთანავე, ნაკლებად დამაჯერებელია, რომ 1940-იანი წლების დასაწყისში, როცა ნათელმხილველის შესაძლებლობების შესახებ მხოლოდ მისმა მეზობლებმა იცოდნენ, ჰიტლერი უცნობი პროვინციელი მკითხავის წინასწარმეტყველებით დაინტერესებულიყო.

ვანგამ ნახევარი წლით ადრე იწინასწარმეტყველა სტალინის გარდაცვალება და ინდირა განდის ბედიც. 1969 წელს, ერთ-ერთი ხილვისას, მან განაცხადა, რომ ინდოეთის პრემიერს ნარინჯისფერი სამოსი დაღუპავდა. აღსანიშნავია, რომ 1984 წელს ინდირა განდი მოკლეს, მას შემთხვევისას მართლაც ნარინჯისფერი კაბა ეცვა.

უცხოურ გამოცემებში ვკითხულობთ, მაშინ, როცა 1981 წელს ვანგა პრინცესა დაიანასა და პრინცი ჩარლზის ქორწილის ტრანსლაციას უსმენდა, უეცრად უთქვამს, დაიანა ახალგაზრდა, ავარიაში დაიღუპებაო. თუმცა მან ისიც განაცხადა, რომ ამ შემთხვევამდე 1 წლით ადრე თავად დაიღუპებოდა და ასეც მოხდა. ვანგა 1996 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა, პრინცესა დაიანა კი ავარიით - 1997 წლის 31 აგვისტოს.

1980 წელს მან თქვა, რომ 1999 ან 2000 წლის აგვისტოს ბოლოს წყლის ქვეშ აღმოჩნდება "კურსკი", რომელსაც მსოფლიო იგლოვებდა. 2000 წლის 12 აგვისტოს რუსული წყალქვეშა ხომალდი "კურსკი" ჩაიძირა, დაიღუპა მისი ეკიპაჟის 181-ვე წევრი...

1989 წელს კი მან ივარაუდა, რომ "ამერიკელი ძმები" რკინის ჩიტებით დაეცემოდნენ... ბევრი მიიჩნევს, რომ ვანგამ 2001 წლის სექტემბერში ამერიკაში ტყუპი ცათამბჯენის აფეთქება იწინასწარმეტყველა.

ვანგა საქართველოს შესახებ

გიგლა გობეჩია
გიგლა გობეჩია

აღსანიშნავია, რომ ვანგასთან შესახვედრად მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ, მასთან სტუმრად ქართველებიც იყვნენ. ჟურნალისტი გიგლა გობეჩია ვანგას 1990 წელს შეხვდა და "კვირის პალიტრას“ ვანგასთან შეხვედრის შესახებ უამბო:

"ვანგა ენით აღუწერელი მოვლენა იყო, მათ შორის - ეკლესიისთვისაც. მასთან ბულგარეთის პატრიარქსაც ჰქონდა ურთიერთობა. მყავდა მეგობარი - ბულგარელი ჟურნალისტი რადა მილევა, რომელსაც ძალიან აინტერესებდა ჯუნა დავითაშვილის ფენომენი და მე შევახვედრე. 1990 წელს კი მე და ექსტრასენსი გია სულაქველიძე ბულგარეთში ერთად ჩავედით რადასთან. გაუთენებელზე ავდექით, თითქმის 300 კილომეტრი ვიარეთ და ვანგასთან რუპიტეში მივედით.

დილის 9 საათი იყო, ადგილზე რომ ვიყავით. არასოდეს დამავიწყდება ეს დღე. ვანგა ბარაკის ტიპის შენობაში იღებდა ხალხს, უკვე 200 კაცი ელოდებოდა. მანქანის ნომერიც კი მახსოვს, რომლითაც ის მოიყვანეს. მანქანას მივვარდი და გადაღება დავუწყე, არადა იქ გადაღება არ შეიძლებოდა; ამის გამო აპარატი წამართვეს და კინაღამ დამიმტვრიეს!

ვანგას დანახვამ დამზაფრა - მის გუგებში მომწყვდეული მთლიანად რძისფერი თვალების სიქათქათე ერთდროულად მეც მიმზერდა, სამყაროსაც და კიდევ იმას, რაც კაცმა არ იცის, რას. გაფრთხილებული ვიყავით, რომ მისთვის კითხვები არ უნდა დაგვესვა, ამიტომ, ვიდექი და ველოდი. მან ისეთი რამ თქვა, რაც პირადად მე არ მეხებოდა. ეს შეეხებოდა საქართველოს - შენს ქვეყანაში იქნება დიდი სისხლი, დიდი გაჭირვება, მაგრამ გავა დრო და ეს ყველაფერი გამოსწორდებაო. ჩემ შემდეგ ინჟინერი რამაზ გოგისვანიძე იყო ვანგასთან და კინაღამ გამოაგდო, - ქართველებმა ისეთი კაცი მოკალით, ჩემთან როგორ მოდიხარო!“, - იხსენებდა "კვირის პალიტრასთან“ გიგლა გობეჩია.

1987 წელს, ბულგარეთში ყოფნისას, ვანგასთან შეხვედრის შესაძლებლობა საქართველოს კარატესა და საბრძოლო ხელოვნებათა ლიდერს, კახა ბასილიას მიეცა. მაშინ ის 23 წლის იყო. ამ შეხვედრიდან დატოვებულ მოგონებებსა და შთაბეჭდილებებს კახა ბასილია “სარკესთან” იხსენებდა.

"ვანგასთან ჩემი საქმიანობით მოვხვდი. კარატეში ბავშვობიდან ვვარჯიშობდი. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ლვოვის ინსტიტუტში ჩავაბარე. საბჭოთა კავშირში კარატეს კრძალავდნენ, სპორტის სახეობად არ აღიარებდნენ, ევროპაში კი დაშვებული იყო. მოგეხსენებათ, ლვოვი უკრაინის სასაზღვრო ქალაქია - შესაძლებლობა მომეცა, მემოგზაურა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ახალ-ახალი ინფორმაცია მომეძიებია კარატეში.

ჩემი საყვარელი სპორტსმენი იყო ბულგარელი ბორის ბორისოვი, ბობის ვეძახდი. ზაფხულობით მეპატიჟებოდა თავის ოჯახში ბულგარეთში, ქალაქ ბლაგოევგრადში. ვისვენებდით და თან ვვარჯიშობდით. ბებიამისი ეკლესიას უვლიდა, პატრონობდა და ვანგასთან ახლობლობდა. ბობის დედა და ვანგას შვილობილი, დიმიტრი, თანაკლასელები იყვნენ და ოჯახებით მეგობრობდნენ. ვანგა ბლაგოევგრადიდან დაახლოებით 80 კმ-ში, სოფელ რუპიტეში იღებდა ხალხს.

მასთან მაშინდელი ბულგარეთის ცკ-ის გენერალური მდივნის ქალიშვილი მეგობრობდა, წინასწარმეტყველი რჩევებს აძლევდა. მოსალოდნელი საშიშროების შესახებაც გააფრთხილა. სამწუხაროდ, ქალმა არ გაითვალისწინა და დაიღუპა...

წესი იყო, წინასწარმეტყველების მსურველს ღამით შაქრის ნატეხები უნდა დაგედო ბალიშის ქვეშ და მეორე დღეს ვანგასთან მიგეტანა – წინასწარმეტყველებაში ეხმარებოდა. შაქარი თავქვეშ კი დავიდე, მაგრამ ნერვიულობისგან წაღება დამავიწყდა. დაგვხვდა უზარმაზარი რიგი. მეორე შესასვლელიდან შემიყვანეს, რომლითაც ოჯახის წევრები სარგებლობდნენ, აქედან შეჰყავდათ მასთან განსაკუთრებული სტუმრები, მაღალჩინოსნები, მთავრობის მეთაურებიც. “კაგებეს” გადაცმული თანამშრომლები სიტუაციას აკონტროლებდნენ.

დათქმულ დროს შევედი. ვანგას შუადღის შესვენება ჰქონდა. ნახევრად ბნელ, მოსასვენებელ ოთახში ტახტზე იჯდა მთვლემარე. ხილვებში იყო. 76 წლისა გახლდათ.

შესვლისთანავე ვიგრძენი დიდი მისტიკური ენერგია. აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების მრავალ ოსტატს შევხვედრივარ, მაგრამ მსგავსი სიმძლავრის ენერგია არ მიგრძნია. ძალიან დავითრგუნე, ყელში ბურთი გამეჩხირა, სიტყვა ვერ დავძარი.

ვანგამ თავადვე დამიწყო ლაპარაკი იმ თემებზე, რაც წინასწარ მქონდა დალაგებული გონებაში. ძალიან უბრალო და უშუალო საუბარი სჩვეოდა, ბებიასავით, ამიტომ “ბაბა ვანგას” ეძახდნენ. ნახევარ საათზე მეტ ხანს მელაპარაკა, თუმცა 2-3 წუთად მომეჩვენა. დროის შეგრძნება დავკარგე, გონება გამეთიშა. არ გამოვრიცხავ, რომ ვანგა ჰიპნოზის ელემენტებსაც ფლობდა… რომ წამოვედი, მისი ნათქვამიდან აღარაფერი მახსოვდა. ერთადერთი, რაც გონებაში მიტივტივებდა, იყო რიცხვი 20.

წლების შემდეგ შევხვდი კარატეს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ ანტონიო ესპინოზას. მან მითხრა, სასწაული უნდა მოხდეს, რომ აგვისტოში საკითხი კარატეს სასარგებლოდ გადაწყდეს და 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში შეიტანონო.

სწორედ მაშინ გამახსენდა ვანგას დასახელებული 20...

ვანგამ მითხრა, შენს ქვეყანას დიდი განსაცდელები, სისხლისღვრა, მსხვერპლი ელოდება, მაგრამ ოთხი მეფის შემდეგ აღმავლობას და აღორძინებას დაიწყებსო. მაშინ, 1987 წელს, ომსა და უბედურებას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ მომდევნო, 90-იანმა წლებმა ყველაფერი დაადასტურა.

მეფის ხსენებამაც გამაოცა. ვფიქრობ, ოთხ მეფეში ვანგამ ქვეყნის ოთხი მეთაური, ოთხი პრეზიდენტი იგულისხმა. დარწმუნებული ვარ, 2020 წლიდან საქართველოში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება, აღორძინების ეპოქა დაიწყება. ჩემი მიზნები, ოცნებები, ჩემი საქმიანობაც ხომ ჩემს ქვეყანასთანაა დაკავშირებული. ვანგამ ეს ფართო მასშტაბებში დაინახა. დიდი პროცესები დაიწყება, ველოდები, ამისთვის ენერგიას ვინახავ", - იხსენებდა ვანგასთან შეხვედრას კახა ბასილია.

ვინ იყო ბაბა ვანგა?

ბაბა ვანგა, იგივე, ვანგელია პანდევა გუშტეროვა 1911 წლის 31 იანვარს ქალაქ სტრუმიცაში დაიბადა, რომელიც ამჟამად დღევანდელი ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე მდებარეობს. განაგრძეთ კითხვა