იმერეთში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები თანატოლს თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ. როგორც არასრულწლოვანის უფლებადამცველი აცხადებს, მეცხრე კლასელ გოგონაზე ძალადობა თანაკლასელების მხრიდან სისტემატიურად ხორციელდებოდა, ბოლო შემთხვევის დროს კი, მას ბასრი საგნით ხელის დასერვა და მათი მოთხოვნების შესრულება დაავალეს.
"როგორც კი ზარი დაირეკება, საპირფარეშოში ცერა თითიდან ვენებამდე გადაისვი. არ იზამ და როგორც კი დრო მომეცება, დაგინახავ ტუალეტში და უნიტაზში ჩაგახრჩობ" - ამ შინაარსის წერილს უგზავნიდნენ მოსწავლეები თანატოლს.
არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა. უფლებადამცველის თქმით, აღნიშნული ფაქტის შესახებ იცოდა სკოლის ადმინისტრაციამ, თუმცა სამართალდაცმველები საქმეში მხოლოდ იურისტის მიმართვის ჩაერთვნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.
იყო დრო კლასელები ერთმანეთისთვის ფარი ვიყავით!როგორი კლასელობა გვქონდა ადრე ?ახლა ეს ბავშვები ხომ არიან ჩემი თაობის შვილები რატომ არაა მეგობრობა კლასელებში?ანუ რამ გამოიწვია ასეთი შური და სადიზმი?ჩვენ ხომ გვიზარდეთ სიყვარულში, როგორ შეიძლება ჩვენი შვილები ბოღმები იყვნენ?ჩვენ ხომ გვაქვს ნამდვილი მეგობრობა გამოცდილი ?
ესე იგი იპოქა იცვლება ,სამწუხაროდ ეხლანდელ ახალგაზრდობას შუბლის ძარღვი ნელნელა უწყდებათ!დიდი მუშაობაა საჭირო რომ ასეთები აღარ მოხდეს!
მთელი რიგი სისტემებია გადასახედი!
უნამუსოები ასეᲗი რამე როგორ უნდა უᲗხრა Თანატოლს ან საერᲗოდ ადამიანს. ან რაპედკოლექტივია ეგ პედაგოგების Შემარცხვენლები და რად უნდა მოსმენა Ჭრილობა მიიყენეო და მოსწავლე მოსწავლეს ეუბნება და პედაგოგმა იცის ამ ბულინგის Შესახებ და ხმას არ უᲦებს? მიაბრᲫანეᲗ სადაც საᲭიროა.😦