კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არანაირი შედეგი არ ამართლებს ამ ტონს! მსუქნები და მოუქნელებიც ვცეკვავთ“ - ნინო სუხიშვილის ვიდეო განხილვის საგანია: რატომ აკრიტიკებენ ცნობილი ანსამბლის ხელმძღვანელს?
"არანაირი შედეგი არ ამართლებს ამ ტონს! მსუქნები და მოუქნელებიც ვცეკვავთ“ - ნინო სუხიშვილის ვიდეო განხილვის საგანია: რატომ აკრიტიკებენ ცნობილი ანსამბლის ხელმძღვანელს?

"ან ცეკ­ვავ ისე, რო­გორც მო­ვი­თხოვ, ან სა­ერ­თოდ არ ცეკ­ვავ, მი­დი­ხარ ჩემ­გან…“ - ამ სი­ტყვებს ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ებს ეუბ­ნე­ბა. ვი­დე­ოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ან­სამ­ბლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი ავ­რცე­ლებს... აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა, რომ­ლე­ბიც წე­რენ, რომ ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ებს უყ­ვი­რის და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს...

ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი:

- ჩვენ­თან არა­მარ­ტო გა­რეგ­ნო­ბას აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სი­გამ­ხდრეს, სი­მაღ­ლეს, გა­სა­გე­ბია, შე­იძ­ლე­ბა და­ბა­ლი ბიჭი იყოს „ტრი­უ­კა­ჩი“ და ეს მო­სუ­ლა და რა თქმა უნდა, აქაც მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ტექ­ნი­კუ­რო­ბას და ცეკ­ვის ცოდ­ნას. ასე­ვე ჩაც­მა უნდა იცო­დეს. ან ცეკ­ვავ ისე, რო­გორც მო­ვი­თხოვ, ან სა­ერ­თოდ არ ცეკ­ვავ, მი­დი­ხარ ჩემ­გან… სა­შუ­ა­ლო მო­ცეკ­ვა­ვე აქ არ მინ­და... 4 წუთი არის მაქ­სი­მუ­მი, ძა­ლი­ან ბევ­რი რომ გა­მო­იც­ვა­ლო, საკ­მა­რი­სი დროა. ორ­წუთ­ნა­ხე­ვარ­ში იც­ვლის ხალ­ხი, ილო­ურ­ში და სა­მა­ი­ა­ში, როცა სა­ჭი­როა.

ვაქ­ვეყ­ნებთ კო­მენ­ტა­რებს, რომ­ლე­ბი­თაც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ოს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

"ჩემ­მა შვილ­მა ცეკ­ვა­ზე სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რა იარა. სულ პა­ტა­რა­ო­ბი­დან ძა­ლი­ან უყ­ვარ­და კვან­წე­ბი ( ვი­საც ერთხელ მა­ინც გი­ნა­ხავთ მისი ზა­ხა­რა პაპა, მიხ­ვდე­ბით რაზე ვლა­პა­რა­კობ). მი­ვიყ­ვა­ნე სკო­ლას­თან არ­სე­ბულ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბის წრე­ზე, რო­მელ­საც მისი კლა­სე­ლის პაპა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.... ცოტა ხან­ში და­ვა­ტყვე, რომ არ მი­უ­ხა­რო­და ცეკ­ვა­ზე და ჩა­ვუთ­ვა­ლე "დის­ციპ­ლი­ნას­თან მი­უჩ­ვევ­ლო­ბა­ში".... რას ვი­ფიქ­რებ­დი, რას ნიშ­ნავ­და ამ "ში­ნა­უ­რი კა­ცის" დის­ციპ­ლი­ნა.

ერთ დი­ლას ჩუს­ტე­ბი სახ­ლში დაგ­ვრჩა და ვუ­თხა­რი, არა უჭირს, ისე­თი "ბა­ლეტ­კე­ბი" გაც­ვია, არ იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მა-თქო და აი, მანდ და­ი­წყო ტი­რი­ლი. არაო, მე იქ ჩუს­ტე­ბის გა­რე­შე ვერ შე­ვალ, იმი­ტომ რომ როცა ბავ­შვებს რამე ავი­წყდე­ბათ, ან ეშ­ლე­ბათ, მას­წავ­ლე­ბე­ლი იგი­ნე­ბა და ჯო­ხით ურტყამ­სო... სამ­წუ­ხა­როდ, არა­ფე­რი მით­ქვამს არც იმ "ქო­რე­ოგ­რა­ფი­სათ­ვის" და არც სკო­ლის­თვის. მოვ­კი­დე ხელი ჩემს ნა­ნოს და წა­მო­ვიყ­ვა­ნე ცეკ­ვის წრი­დან. ჰო და ასე, გა­ი­ზარ­და ჩემი შვი­ლი ზაქ­რო პა­პას დოლ­ზე დაკ­რულ­ზე ნას­წავ­ლი კვან­წე­ბის იმე­დად. ვერც ერთ დარ­ბაზ­ში ვერ მოხ­დე­ბა ისე­თი დი­დე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ, რაც ბავ­შვე­ბის ცრემ­ლე­ბის, ანდა დი­დე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის ფა­სად ღირ­დეს".

"ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებს თავ­ზე ჩხა­ვი­ლის და შე­უ­რა­ცხყო­ფის გა­რე­შე ვერ აგე­ბი­ნებს საქ­მეს? და ამ ყვე­ლაფ­რის ტა­შის მკვრე­ლებს მერე გიკ­ვირთ, სამ­სა­ხუ­რებ­ში ცუ­დად რა­ტომ გექ­ცე­ვათ უფ­რო­სი?“

"უზ­ნე­ო­ბაა ერთი მხრივ, წუ­წუ­ნებ­დე შრო­მის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და დამ­საქ­მებ­ლე­ბის თავ­ხე­დო­ბა­ზე, მე­ო­რე მხრივ, ამ ვი­დე­ოს ქვეშ ხა­ტავ­დე გუ­ლებს და მოგ­წონ­დეს, რო­გორ შე­უ­რა­ცხყო­ფენ ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებს.“

"და ცეკ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი დღემ­დე ურტყა­მენ სა­ხა­ზავს ბავ­შვებს ფე­ხებ­ზე?“

"მსუქ­ნე­ბი და მო­უქ­ნე­ლე­ბი ვცეკ­ვავთ რეს­ტო­რან­ში, მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე. სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი სუ­ხიშ­ვი­ლე­ბია და კი, ოდით­გან­ვე აქ­ცევ­დნენ ეგე­ნი ყუ­რა­დღე­ბას წო­ნას და გა­რეგ­ნო­ბას ცეკ­ვის ტექ­ნი­კას­თან ერ­თად...“

"სა­ნამ ასე­თებს ტაშს ვუკ­რავთ და "ვგუ­ლავთ" სცე­ნა­ზე გა­ნარ­ნა­რე­ბუ­ლი თვა­ლის სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის და იქ მდგო­მი ადა­მი­ა­ნე­ბის სტრეს­ზე არ ვფიქ­რობთ, დამ­ცი­რე­ბა და სრუ­ლი "ბუ­ლინ­გი" რომ ზი­ანს აყე­ნებს ადა­მი­ა­ნებს, მა­ნამ "საბ­ჭო­თა" მენ­ტა­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი სულ წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან და ამ მიდ­გო­მით ივ­ლი­ან. კარგ საქ­მეს აკე­თებს, არას­წო­რი მიდ­გო­მით. არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ ამარ­თლებს ამ ტონს!“

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 102 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Georgia
0

და რა სურთ არმომწონე თავმომწონეებს, წესრიგს, დისციპლინას და პასუხიმგებლობას გასაკეთებელი საქმისადმი?! არა, როგორ დადებს იმ შედეგს, რაც აქვთ ათწლეულების განმავლობაში?! ან შეურაცხყოფა სად დაინახეთ იქ, აგინებს ვინმეს, თუ თავში ურტყამს კეტს? უბრალოდ, პირდაპირ, ემოციურად საუბრობს და მოითხოვს იმას რაც საჭიროა მაღალი მწვერვალების დასაპრყრობად. უფრო სწორად იმ მწვერვალების შესანარჩუნებლად, რომლებიც დიდი ხნის წინ დაიპყრეს უკვე. სუხიშვილები საქართველოს სიამაყეა, ხოლო ვინც ამას ვერ ხვდება, მით უარესი მისთვის.

taso
0

ისეეეეე,რომელიღაცა რომ ამბობს რესტორანში ნსუქნებიც ვცეკვავთოოოო,იცეკვე ტესტორანში,დისკოტეკაზე,მაგრამ როცა მთელი მსოფლიო გიყურებს და ამით ტრაბახობ და პურს ჭამ უნდა მიიღო ის რა შენიშვნასაც გაძლევენ,არ მოგწონს წადი მნაშინ.მგლების ხროვასაც ყავს"ვაჟაკი"და თუ მას რომელიმე ხროვის წევრი არ ემორჩილება მას აძავებენ.ამიტომ აქ საჯღანაო არაფერი არ არის.სადაც სიმკაცრე არ არის იქ დისციპლინას ვერასდროს ვერ დაამყარებ.

ავტორი:

"არანაირი შედეგი არ ამართლებს ამ ტონს! მსუქნები და მოუქნელებიც ვცეკვავთ“ - ნინო სუხიშვილის ვიდეო განხილვის საგანია: რატომ აკრიტიკებენ ცნობილი ანსამბლის ხელმძღვანელს?

"არანაირი შედეგი არ ამართლებს ამ ტონს! მსუქნები და მოუქნელებიც ვცეკვავთ“ - ნინო სუხიშვილის ვიდეო განხილვის საგანია: რატომ აკრიტიკებენ ცნობილი ანსამბლის ხელმძღვანელს?

"ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან…“ - ამ სიტყვებს ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებს ეუბნება. ვიდეოს სოციალურ ქსელში ანსამბლის ოფიციალური გვერდი ავრცელებს... აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. უამრავმა ადამიანმა გააზიარა, რომლებიც წერენ, რომ ანსამბლის ხელმძღვანელი მოცეკვავეებს უყვირის და შეურაცხყოფას აყენებს...

ნინო სუხიშვილი:

- ჩვენთან არამარტო გარეგნობას აქვს მნიშვნელობა, სიგამხდრეს, სიმაღლეს, გასაგებია, შეიძლება დაბალი ბიჭი იყოს „ტრიუკაჩი“ და ეს მოსულა და რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელობა აქვს ტექნიკურობას და ცეკვის ცოდნას. ასევე ჩაცმა უნდა იცოდეს. ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან… საშუალო მოცეკვავე აქ არ მინდა... 4 წუთი არის მაქსიმუმი, ძალიან ბევრი რომ გამოიცვალო, საკმარისი დროა. ორწუთნახევარში იცვლის ხალხი, ილოურში და სამაიაში, როცა საჭიროა.

ვაქვეყნებთ კომენტარებს, რომლებითაც მომხმარებლები სოციალურ ქსელში ვიდეოს ეხმაურებიან:

"ჩემმა შვილმა ცეკვაზე სულ რამდენიმე კვირა იარა. სულ პატარაობიდან ძალიან უყვარდა კვანწები ( ვისაც ერთხელ მაინც გინახავთ მისი ზახარა პაპა, მიხვდებით რაზე ვლაპარაკობ). მივიყვანე სკოლასთან არსებულ ქართული ცეკვების წრეზე, რომელსაც მისი კლასელის პაპა ხელმძღვანელობდა.... ცოტა ხანში დავატყვე, რომ არ მიუხაროდა ცეკვაზე და ჩავუთვალე "დისციპლინასთან მიუჩვევლობაში".... რას ვიფიქრებდი, რას ნიშნავდა ამ "შინაური კაცის" დისციპლინა.

ერთ დილას ჩუსტები სახლში დაგვრჩა და ვუთხარი, არა უჭირს, ისეთი "ბალეტკები" გაცვია, არ იქნება პრობლემა-თქო და აი, მანდ დაიწყო ტირილი. არაო, მე იქ ჩუსტების გარეშე ვერ შევალ, იმიტომ რომ როცა ბავშვებს რამე ავიწყდებათ, ან ეშლებათ, მასწავლებელი იგინება და ჯოხით ურტყამსო... სამწუხაროდ, არაფერი მითქვამს არც იმ "ქორეოგრაფისათვის" და არც სკოლისთვის. მოვკიდე ხელი ჩემს ნანოს და წამოვიყვანე ცეკვის წრიდან. ჰო და ასე, გაიზარდა ჩემი შვილი ზაქრო პაპას დოლზე დაკრულზე ნასწავლი კვანწების იმედად. ვერც ერთ დარბაზში ვერ მოხდება ისეთი დიდებული და მნიშვნელოვანი რამ, რაც ბავშვების ცრემლების, ანდა დიდების შეურაცხყოფის ფასად ღირდეს".

"ზრდასრულ ადამიანებს თავზე ჩხავილის და შეურაცხყოფის გარეშე ვერ აგებინებს საქმეს? და ამ ყველაფრის ტაშის მკვრელებს მერე გიკვირთ, სამსახურებში ცუდად რატომ გექცევათ უფროსი?“

"უზნეობაა ერთი მხრივ, წუწუნებდე შრომის ბაზარზე არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე და დამსაქმებლების თავხედობაზე, მეორე მხრივ, ამ ვიდეოს ქვეშ ხატავდე გულებს და მოგწონდეს, როგორ შეურაცხყოფენ ზრდასრულ ადამიანებს.“

"და ცეკვის მასწავლებელი დღემდე ურტყამენ სახაზავს ბავშვებს ფეხებზე?“

"მსუქნები და მოუქნელები ვცეკვავთ რესტორანში, მეგობრის დაბადების დღეებზე. სუხიშვილები სუხიშვილებია და კი, ოდითგანვე აქცევდნენ ეგენი ყურადღებას წონას და გარეგნობას ცეკვის ტექნიკასთან ერთად...“

"სანამ ასეთებს ტაშს ვუკრავთ და "ვგულავთ" სცენაზე განარნარებული თვალის სიამოვნებისთვის და იქ მდგომი ადამიანების სტრესზე არ ვფიქრობთ, დამცირება და სრული "ბულინგი" რომ ზიანს აყენებს ადამიანებს, მანამ "საბჭოთა" მენტალობის ხელმძღვანელები სულ წახალისებული იქნებიან და ამ მიდგომით ივლიან. კარგ საქმეს აკეთებს, არასწორი მიდგომით. არანაირი შედეგი არ ამართლებს ამ ტონს!“

ნახეთ ვიდეო: