კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სიახლე გააჟღერა ეკონომიკის მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით - "გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტი კომპანია გადავიდა"
რა სიახლე გააჟღერა ეკონომიკის მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით - "გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტი კომპანია გადავიდა"

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში 2 პრე­ტენ­დენ­ტი გა­და­ვი­და წი­ნა­და­დე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნის ეტაპ­ზე.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, კომ­პა­ნი­ა­თა­გან ერთი არის შვე­ი­ცა­რი­ულ-ლუქ­სემ­ბურ­გუ­ლი, მე­ო­რე კი ჩი­ნურ სინ­გა­პუ­რუ­ლი კონ­სორ­ცი­უ­მი. ამის შე­სა­ხებ მი­ნის­ტრმა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ისა­უბ­რა, სა­დაც მას ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ის წე­სით უს­მე­ნენ.

ამას­თან, რო­გორც და­ვი­თაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია რუ­სულ კომ­პა­ნი­ას.

“სა­ბო­ლო­ოდ, ჩვენ მი­ვი­ღეთ 4 გა­ნა­ცხა­დი, 4 პრე­ტენ­დენ­ტის­გან. საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მო­თხოვ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ პრო­ცე­სის სწო­რად წარ­მარ­თვი­სა და სწო­რი შე­დე­გის მი­ღე­ბის­თვის, და­აკ­მა­ყო­ფი­ლა 2-მა ჯგუფ­მა. ერთი არის შვე­ი­ცა­რი­ულ-ლუქ­სემ­ბურ­გუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც გა­და­ვი­და მე­ო­რე ეტაპ­ზე და მე­ო­რე არის ჩი­ნურ-სინ­გა­პუ­რუ­ლი კონ­სორ­ცი­უ­მი. ესეც არის მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ა­თა ჯგუ­ფი. რაც შე­ე­ხე­ბა ორ სხვა პრე­ტენ­დენტს, მათი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მო­თხოვ­ნე­ბი არ იყო შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში ჩვე­ნი კონ­კურ­სის პი­რო­ბებ­თან და შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი შემ­დეგ ეტაპ­ზე, რა­საც ჰქვია წი­ნა­და­დე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნის ეტა­პი, ვერ გა­და­ვიდ­ნენ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა ორი პრე­ტენ­დენ­ტი, რო­მელ­თა­გან შემ­დე­გი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გვექ­ნე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რომ მი­ვი­ღოთ მათი მხრი­დან წი­ნა­და­დე­ბე­ბი და ამ წი­ნა­და­დე­ბე­ბის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამ წი­ნა­და­დე­ბე­ბის ხა­რისხზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ ვინ იქ­ნე­ბა ჩვე­ნი კერ­ძო პარტნი­ო­რი.

რუ­სულ კომ­პა­ნი­ებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღი­ათ ამ კონ­კურ­სში. იმის­თვის, რომ რუ­სუ­ლი ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სა­ხელ­მწი­ფოს, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სი და გავ­ლე­ნა არ დო­მი­ნი­რებ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­ზე, ჩვენ ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვიც­ვათ და ეს პორ­ტი, ისე­ვე რო­გორც სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კრი­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის ინ­ტე­რე­სებს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რეა ის კონ­ფი­გუ­რა­ცია, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ექ­ნე­ბა სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი და სა­ხელ­მწი­ფოს ექ­ნე­ბა კონ­ტრო­ლი ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან კრი­ტი­კულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე. ეს გან­სხვა­ვე­ბით იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი­სა, რომ­ლის მომსწრე­ე­ბიც ვართ წინა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც კრი­ტი­კუ­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა სა­ხელ­მწი­ფოს უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვით და სა­ხელ­მწი­ფოს უფ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ძა­ლი­ან უპა­სუ­ხის­მგებ­ლო კონ­ცე­სი­ე­ბის შე­თან­ხმე­ბე­ბით არის გა­და­ცე­მუ­ლი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის კომ­პა­ნი­ა­ზე. სწო­რედ ეს იყო ჩვე­ნი ამო­სა­ვა­ლი, რო­დე­საც ჩვენ ამ კონ­ფი­გუ­რა­ცი­ით და­ვი­წყეთ ანაკ­ლი­ის პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და და­ვი­თაშ­ვილ­მა.

მან კონ­კურ­სის შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­და­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ და­ა­სა­ხე­ლა.

"რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის კონ­კრე­ტულ და­სა­ხე­ლე­ბას კომ­პა­ნი­ებ­თან კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­დან და სა­ერ­თა­შო­რი­სო დი­რექ­ტი­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კონ­კურ­სის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ჩვენ კონ­კრე­ტულ და­სა­ხე­ლე­ბებს სა­ჯა­როდ ვერ გან­ვა­ცხა­დებთ კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე, იმი­ტომ, რომ ეს და­ა­ზი­ა­ნებს კონ­კურსს. ჩვენ და­ვე­ლო­დე­ბით კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მალე იქ­ნე­ბა, რო­გორც არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კონ­კურსს პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და შემ­დგომ­ში კერ­ძო და სა­ჯა­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­აწ­ვდის“, - გა­ნა­ცხა­და და­ვი­თაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინა
1

ნუ ქოთქოთებთ რააა... ვინც არ უნდა იყოს ოღონდ გააკეთოს და ნუ პოლიტსტრატეგობთ და ნუ პრუტუნობთ აქ რაღაც ლენჩობებს ერთი რაააა...

დგ
2

ჩინურ-სინგაპურული გავა ეგრეააა

ავტორი:

რა სიახლე გააჟღერა ეკონომიკის მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით - "გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტი კომპანია გადავიდა"

რა სიახლე გააჟღერა ეკონომიკის მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით - "გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტი კომპანია გადავიდა"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტი გადავიდა წინადადებების წარმოდგენის ეტაპზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიათაგან ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი ჩინურ სინგაპურული კონსორციუმი. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ამასთან, როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია რუსულ კომპანიას.

“საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ 4 განაცხადი, 4 პრეტენდენტისგან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწორად წარმართვისა და სწორი შედეგის მიღებისთვის, დააკმაყოფილა 2-მა ჯგუფმა. ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც გადავიდა მეორე ეტაპზე და მეორე არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ესეც არის მსოფლიოში აღიარებული წამყვანი კომპანიათა ჯგუფი. რაც შეეხება ორ სხვა პრეტენდენტს, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო შესაბამისობაში ჩვენი კონკურსის პირობებთან და შესაბამისად, ისინი შემდეგ ეტაპზე, რასაც ჰქვია წინადადებების წარმოდგენის ეტაპი, ვერ გადავიდნენ და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვეყოლება ორი პრეტენდენტი, რომელთაგან შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები, რომ მივიღოთ მათი მხრიდან წინადადებები და ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობაზეა დამოკიდებული, ამ წინადადებების ხარისხზეა დამოკიდებული, თუ ვინ იქნება ჩვენი კერძო პარტნიორი.

რუსულ კომპანიებს მონაწილეობა არ მიუღიათ ამ კონკურსში. იმისთვის, რომ რუსული ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს, ქვეყნის ინტერესი და გავლენა არ დომინირებდეს საქართველოს ინტერესებზე, ჩვენ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ და ეს პორტი, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეკონომიკის ინტერესებს, აქედან გამომდინარეა ის კონფიგურაცია, რომ სახელმწიფოს ექნება საკონტროლო პაკეტი და სახელმწიფოს ექნება კონტროლი ასეთ მნიშვნელოვან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ეს განსხვავებით იმ გადაწყვეტილებებისა, რომლის მომსწრეებიც ვართ წინა წლების განმავლობაში, როდესაც კრიტიკული, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს უფლებების შეზღუდვით და სახელმწიფოს უფლებების გარეშე ძალიან უპასუხისმგებლო კონცესიების შეთანხმებებით არის გადაცემული სხვადასხვა ქვეყნის კომპანიაზე. სწორედ ეს იყო ჩვენი ამოსავალი, როდესაც ჩვენ ამ კონფიგურაციით დავიწყეთ ანაკლიის პორტის განვითარება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მან კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასული კომპანიები კონფიდენციალურობიდან გამომდინარე არ დაასახელა.

"რაც შეეხება კომპანიების კონკრეტულ დასახელებას კომპანიებთან კონფიდენციალურობის შეთანხმებიდან გამომდინარე, ასევე საქართველოს კანონმდებლობიდან და საერთაშორისო დირექტივებიდან გამომდინარე, კონკურსის პირობების მიხედვით, ჩვენ კონკრეტულ დასახელებებს საჯაროდ ვერ განვაცხადებთ კონკურსის დასრულებამდე, იმიტომ, რომ ეს დააზიანებს კონკურსს. ჩვენ დაველოდებით კონკურსის დასრულებას, რომელიც მალე იქნება, როგორც არის გათვალისწინებული კონკურსს პირობების შესაბამისად და შემდგომში კერძო და საჯარო თანამშრომლობის სააგენტო ამ ინფორმაციას საზოგადოებას მიაწვდის“, - განაცხადა დავითაშვილმა.