"რაც უფრო სუსტია რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკი არსებობს პროვოკაციების კუთხით - სისუსტის ფონზე არიან ყველაფერზე წამსვლელები, კაცი შეიძლება მოკლან იმისათვის, რომ რაღაცნაირად სცადონ ვითარების ადუღება", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან დაჯდომისკენ და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისკენ მოუწოდებს.
კობახიძის განმარტებითვე, "სააკაშვილის მოწოდებები მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში რევოლუციური გეგმა იხარშება, რომელიც განწირულია“.
"სააკაშვილის მოწოდებები მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში რევოლუციური გეგმა იხარშება, რომელიც განწირულია, ბუნებრივია, მაგრამ რაც უფრო სუსტია რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკი არსებობს პროვოკაციების კუთხით. ისინი სისუსტის ფონზე არიან ყველაფერზე წამსვლელები, ნებისმიერ მძიმე [დანაშაულზე], კაცი შეიძლება მოკლან. ყოველგვარი გადაჭარბებების გარეშე, არ მოუკლავთ თუ რა? კაცი შეიძლება მოკლან იმისათვის, რომ რაღაცნაირად სცადონ აქ ვითარების ადუღება. არაფერი გამოუვათ, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, კობახიძემ გუშინ გამართულ აქციებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ოპოზიციამ ათასი ტყუილის ფონზე, 200 კაცზე მეტი მაინც ვერ გამოიყვანა ქუჩაში“.
"გუშინ იმდენი ტყუილი უთხრეს საზოგადოებას, მთელი დღის განმავლობაში ატყუებდნენ, რომ დეპოზიტები გაეყინებოდათ, რაღაცა ბარათით ვეღარ გადაიხდიდნენ. ათასი სისულელე უთხრეს საზოგადოებას. ამდენი ტყუილის ფონზე, 200 კაცზე მეტი მაინც ვერ გამოიყვანა ქუჩაში. მათ ხომ შეუძლიათ საკუთარი მხარდამჭერები მაინც მოატყუონ. მათაც ვეღარ ატყუებენ. ამდენი ტყუილი უთხრეს, თან მძიმე შიშები უნდა შეექმნათ, ისეთ რაღაცებს ეუბნებოდნენ. 200 კაცზე მეტი ვერ მოატყუეს და ვერ გამოიყვანეს ქუჩაში. საზოგადოება ძალიან გამოცდილია უკვე და მათ შორის ასეთ ტყუილებსაც აღარ იღებს, ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. შესაბამისად, მორიგ ჯერზე ეს აქცია ჩავარდა“, - განაცხადა კობახიძემ.
შენი თავი მისცა კლიჩკოს რინგზე.
ამან მიშაზე უფრო დაამახინჯა კონსტიტუცია ! რას არ გადაეყრები ცხოვრებაში , რას გვაბრუნებ რა ზნე გჭირსა ? მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა ! ჰო, რას ვამბობდი ? ჰო, ეს ქოცები, რუსეთუმეები , ზემო იმერეთში მაღაროელები რუსულს ფლობენ როგორც ტოლსტოი და ტურგენევი ? თუ მუმუსავით ?! აი ჩვენმა სომხობამ კი რუსული იცის, ისიც იციან რომ ტოტლებენმა, თუ ერმოლოვმა, მეშლება, ვინ გადმოასახლა ერეკლეს დროს ? მოამსევრა მათი წინაპარი თურქეთიდან როცა აიყარნენ, მერე კაცო ჩეკა ბოლშევიკი პაპა , კგბ ბიძა, თვითონ ეფრეიტორი, მერე შკოლა და სამსახური, სულ კამსამოლ , კგბ და რუსიმპერიული ოლიგარქების გათეთრება ამერიკაში , საქმე რუსული და ტურგენევზე ნაკლებად არ იცის მათი ენა , უკეთ, ვიდრე ინგლისური და ფრანგული, კიდევ ქოცია რუსი ? მტკიცებულება რა არის, რომ მემაღაროის შვილმა რუსეთში ენაც ისწავლა და ბიზნესიც ? ბენდუქიძემ სად ისწავლა და სად იშოვნა , სადაური ოლიგარქი იყო ? ფსბ-ს რომ ემსახურა ბორია რით მტკიცდება , ხომ გამოიქცა იქიდან ? და მიშა როგორც კი ავირჩიეთ იქით არ გაიქცა , ბეჟუაშვილი იახლა, ახლო იცნობდა პუტინს, საიდან ? ევას პავაროტიდან-ერთად სწავლობდნენ!? ივანოვის და პრიმაკოვის დასმულია მიშა ალასანიას ნათხოვნით, მარტო ეგ კი არა ვაშაძეც, გრიშა კი, არ ჩამომათვლევინოთ, ახლა ერთი პრიმაკოვის კაცი, პორტირებულია, მინიმუმ ერთი, ისევ მინისტრის ტოლა თანამდებობაზეა და მიშასთან მინისტრი და მინისტრზე დიდი მინისტრი იყო , ისე არც მაინცდამაინც მკვახე ნაცი არ იყო, ზომიერებას ინარჩუნებდა, ისე კი იყო სულ დაჭერის კანდიდატი ! მისმინეთ, ვისაც საღი აზრი შეგრჩათ და არცერთზე არ ლოცულობთ ღმერთის გარდა, გავუშვათ ესენი ისტორიის სანაგვეზე, ყველა , არცერთი არ დავტოვოთ !