პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდასხმა ლვოვზე - განადგურდა ჰუმანიტარული დახმარების სამი საწყობი, დაიღუპა ერთი ადამიანი
თავდასხმა ლვოვზე - განადგურდა ჰუმანიტარული დახმარების სამი საწყობი, დაიღუპა ერთი ადამიანი

რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ დღეს დი­ლით ლვოვ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის სამი სა­წყო­ბი გა­ნად­გურ­და და ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ლვო­ვის მერ­ზე, ან­დრეი სა­დო­ვი­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მისი თქმით, მაშ­ვე­ლე­ბი დი­ლის თავ­დას­ხმის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ას სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

„გა­ნად­გურ­და სამი სა­წყო­ბი. სა­ერ­თო ჯამ­ში, ხან­ძა­რი ფარ­თო­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 10 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია“, - გა­ნა­ცხა­და სა­დო­ვიმ.

მისი თქმით, თავ­დას­ხმის შე­დე­გე­ბი უკი­დუ­რე­სად რთუ­ლია. შე­ნო­ბა­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო მი­სია CARITAS-SPES-ი ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას ინა­ხავ­და და წინა დღით ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის დიდი პარ­ტია მი­ი­ღეს, მათ შო­რის გე­ნე­რა­ტო­რე­ბი და თბი­ლი ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც სხვა ოლ­ქებ­ში უნდა გა­ეგ­ზავ­ნათ.

„ახლა ყვე­ლა­ფე­რი იწ­ვის. ყვე­ლა დაბ­ნე­უ­ლია, რად­გან ზა­რა­ლი მი­ლი­ო­ნებს და ათო­ბით მი­ლი­ონს აჭარ­ბებს. ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ხან­ძა­რი ნგრე­ვი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით“, - აღ­ნიშ­ნა ლვო­ვის მერ­მა.

მისი თქმით, ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს, რო­მე­ლიც ერთ-ერთ სა­წყობ­ში მუ­შა­ობ­და. და­შავ­და კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
1

დრონებით აგიფეთქეს?(ანუ თავდაცვის სისტემამ არ იმუშავა - რა გითხრათ,ჰაერში ბეღურებსაც ვიჭერთო...) თუ ადგილზე მოგიწყვეს ტერაქტი? 

ვაჩე!
1

ოჰოჰო, რას ჩამოწერდნენ უკრაინელი კორუფციონერი ჩინოვნიკები!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

თავდასხმა ლვოვზე - განადგურდა ჰუმანიტარული დახმარების სამი საწყობი, დაიღუპა ერთი ადამიანი

თავდასხმა ლვოვზე - განადგურდა ჰუმანიტარული დახმარების სამი საწყობი, დაიღუპა ერთი ადამიანი

რუსული ძალების მიერ დღეს დილით ლვოვზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ჰუმანიტარული დახმარების სამი საწყობი განადგურდა და ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ლვოვის მერზე, ანდრეი სადოვიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, მაშველები დილის თავდასხმის შედეგების ლიკვიდაციას სამი საათის განმავლობაში ახორციელებენ.

„განადგურდა სამი საწყობი. საერთო ჯამში, ხანძარი ფართობი დაახლოებით 10 ათასი კვადრატული მეტრია“, - განაცხადა სადოვიმ.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგები უკიდურესად რთულია. შენობაში საქველმოქმედო მისია CARITAS-SPES-ი ჰუმანიტარულ დახმარებას ინახავდა და წინა დღით ჰუმანიტარული დახმარების დიდი პარტია მიიღეს, მათ შორის გენერატორები და თბილი ტანსაცმელი, რომელიც სხვა ოლქებში უნდა გაეგზავნათ.

„ახლა ყველაფერი იწვის. ყველა დაბნეულია, რადგან ზარალი მილიონებს და ათობით მილიონს აჭარბებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხანძარი ნგრევისა და მატერიალური ღირებულების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ლვოვის მერმა.

მისი თქმით, ნანგრევების ქვეშ მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც ერთ-ერთ საწყობში მუშაობდა. დაშავდა კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.