კახეთში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. სეტყვამ მოსახლეობის ხეხილის ბაღები გაანადგურა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ადგილობრივები ამბობენ, მოსახლეობას წყალი საცხოვრებელ სახლებში შეუვიდა.
"სარდაფში და სამზაეულოში წყალი შემოვიდა. ერთი ფოთოლი აღარ აქვს ხეივანს, ყურძენზე აღარ არის ლაპარაკი" - აცხადებს ადგილობრივი.
წინასწარი ინფორმაციით, დასეტყვილია რამდენიმე სოფელი - გრემი, ენისელი, საბუე, შილდა.
განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
სტიქიის ზონაში უკვე მიემართებიან მერიის წარმომადგენლები.
ასეთივე სეტყვა იყო საბუეშიც
მიშას დროს (აჰა კიდევ პოლიტიკაო) გააუქმეს ყველაფერი ჯერ რა გვქონდა და ისიც განადგურდა, (ავღნიშნავ 90-ნების შემდეგ)ყველა კვლევა ნათარგმნია რუსულიდან ან ინგლისურიდან, ქვეყანაში თუ ვინმე იყო მოაზროვნე ყველა გასულია ქვეყნიდან, ერთი პროვიკაციული კითხვა რომ დავსვათ? იქნებ ესეც სპეციალურად არის მოწყობილი,რომ კიდევ უფრო დამოკიდებული გავხდეთ ექსპორტზე? რატომ არის სეტყვა ყოველთვის იქ სადაც ნახევარი საქართველოს მოსავალი მოდის? (არ დაიწყოთ ეხლა ფილოსოფოსობა ცივსა და ცხელ ჰაერის მასებზე)