კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტისთვის ერთადერთი სწორი გზა იქნებოდა, აღიაროს კონსტიტუციის დარღვევა და თქვას, რომ ეს აღარ მოხდება, ყველაზე ევროპული გამოსავალი ეს იქნებოდა" - შალვა პაპუაშვილი
"პრეზიდენტისთვის ერთადერთი სწორი გზა იქნებოდა, აღიაროს კონსტიტუციის დარღვევა და თქვას, რომ ეს აღარ მოხდება,  ყველაზე ევროპული გამოსავალი ეს იქნებოდა" - შალვა პაპუაშვილი

"თა­ვად პრე­ზი­დენ­ტმაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ა­დას­ტუ­რა, რომ და­არ­ღვია კონ­სტი­ტუ­ცია. მან თქვა, რომ კერ­ძო თან­ხე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა ვი­ზი­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა აღი­ა­რებს, რომ პრე­ზი­დენ­ტმა კონ­სტი­ტუ­ცია და­არ­ღვია. მისი თქმით, არ არ­სე­ბობს სხვა გა­მო­სა­ვა­ლი, გარ­და იმი­სა, რომ პრე­ზი­დენ­ტმა აღი­ა­როს კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა და თქვას, რომ ეს აღარ გან­მე­ორ­დე­ბა.

"ის ხვდე­ბო­და, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ი­ყე­ნებ­და თან­ხას იმ ვი­ზი­ტის­თვის, რო­მელ­ზე­დაც თან­ხმო­ბა არ ექ­ნე­ბო­და, ეს გარ­და იმი­სა, რომ იქ­ნე­ბო­და კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა, იქ­ნე­ბო­და სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი, ანუ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის თან­ხე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა. რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლა აღი­ა­რებს, რომ კონ­სტი­ტუ­ცია და­ირ­ღვა. თუ კონ­სტი­ტუ­ცია და­ირ­ღვა, ვართ თუ არა სა­ხელ­მწი­ფო, ვცემთ თუ არა პა­ტივს იმ წე­სებს, რო­მე­ლიც ხალ­ხმა დაგ­ვიდ­გი­ნა კონ­სტი­ტუ­ცი­ის სა­ხით, როცა ვსა­უბ­რობთ ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რო­ბა­ზე, რო­გორ უნდა მიგ­ვი­ღონ ჩვენ, რო­გორც ბარ­ბა­რო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­ტივს არ სცე­მენ სა­კუ­თარ ძი­რი­თად კა­ნონ­საც კი და რა ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე მივ­დი­ვართ ევ­რო­კავ­შირ­ში.

თუკი ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით, რომ კონ­სტი­ტუ­ცია და­ირ­ღვა, მა­შინ აქ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი, გარ­და იმი­სა, რომ აღი­ა­რე­ბუ­ლი იყოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა, არ არ­სე­ბობს. ვფიქ­რობ, ერ­თა­დერ­თი სწო­რი გზა პრე­ზი­დენ­ტის­თვის იქ­ნე­ბო­და, რომ მან აღი­ა­როს, რომ კონ­სტი­ტუ­ცია და­ირ­ღვა და მან თქვას, რომ ამის შემ­დეგ ეს აღარ მოხ­დე­ბა. ეს იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა­ზე სწო­რი და ყვე­ლა­ზე ევ­რო­პუ­ლი გა­მო­სა­ვა­ლი ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. პრე­ზი­დენ­ტმა არა­თუ უნებ­ლი­ედ, გარ­კვე­უ­ლი ბუნ­დო­ვა­ნე­ბით გა­დად­გა ეს ნა­ბი­ჯი, არა­მედ გან­ზრახ და უხე­შად და­არ­ღვია კონ­სტი­ტუ­ცია. მან იცო­და, რომ არ­ღვევ­და კონ­სტი­ტუ­ცი­ას და ეს უხე­შია, ვი­ნა­ი­დან ხდე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად, უზურ­პი­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი შტოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბი­სა, მით­ვი­სე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის, რო­მე­ლიც ამ შემ­თხვე­ვა­ში, მთავ­რო­ბას აქვს სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის მხრი­დან“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ ეთერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
0

გაჩუნდი ბიწო

ალექს
0

მე თავს ვიკავებ !

ავტორი:

"პრეზიდენტისთვის ერთადერთი სწორი გზა იქნებოდა, აღიაროს კონსტიტუციის დარღვევა და თქვას, რომ ეს აღარ მოხდება, ყველაზე ევროპული გამოსავალი ეს იქნებოდა" - შალვა პაპუაშვილი

"პრეზიდენტისთვის ერთადერთი სწორი გზა იქნებოდა, აღიაროს კონსტიტუციის დარღვევა და თქვას, რომ ეს აღარ მოხდება,  ყველაზე ევროპული გამოსავალი ეს იქნებოდა" - შალვა პაპუაშვილი

"თავად პრეზიდენტმაც, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ დაარღვია კონსტიტუცია. მან თქვა, რომ კერძო თანხები გამოიყენა ვიზიტების განსახორციელებლად", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ყველა აღიარებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. მისი თქმით, არ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ პრეზიდენტმა აღიაროს კონსტიტუციის დარღვევა და თქვას, რომ ეს აღარ განმეორდება.

"ის ხვდებოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყენებდა თანხას იმ ვიზიტისთვის, რომელზედაც თანხმობა არ ექნებოდა, ეს გარდა იმისა, რომ იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევა, იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაული, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი გამოყენება. რეალურად, ყველა აღიარებს, რომ კონსტიტუცია დაირღვა. თუ კონსტიტუცია დაირღვა, ვართ თუ არა სახელმწიფო, ვცემთ თუ არა პატივს იმ წესებს, რომელიც ხალხმა დაგვიდგინა კონსტიტუციის სახით, როცა ვსაუბრობთ ევროპული ოჯახის წევრობაზე, როგორ უნდა მიგვიღონ ჩვენ, როგორც ბარბაროსები, რომლებიც პატივს არ სცემენ საკუთარ ძირითად კანონსაც კი და რა ღირებულებებზე მივდივართ ევროკავშირში.

თუკი ყველა ვთანხმდებით, რომ კონსტიტუცია დაირღვა, მაშინ აქ სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ აღიარებული იყოს კონსტიტუციის დარღვევა, არ არსებობს. ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გზა პრეზიდენტისთვის იქნებოდა, რომ მან აღიაროს, რომ კონსტიტუცია დაირღვა და მან თქვას, რომ ამის შემდეგ ეს აღარ მოხდება. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი და ყველაზე ევროპული გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. პრეზიდენტმა არათუ უნებლიედ, გარკვეული ბუნდოვანებით გადადგა ეს ნაბიჯი, არამედ განზრახ და უხეშად დაარღვია კონსტიტუცია. მან იცოდა, რომ არღვევდა კონსტიტუციას და ეს უხეშია, ვინაიდან ხდება ფაქტობრივად, უზურპირება ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს უფლებამოსილებისა, მითვისება კონსტიტუციური უფლებამოსილების, რომელიც ამ შემთხვევაში, მთავრობას აქვს სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.