კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პან კავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი
პან კავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლი წელს მე­ხუ­თედ ჩა­ტარ­და და მისი წარმდგე­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლად, კომ­პა­ნია სილ­ქნე­ტი იყო. 11 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ფეს­ტი­ვალ­მა 25 კონ­ცერტს უმას­პინ­ძლა. წი­ნან­დლის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­ში დღის მან­ძილ­ზე რამ­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა იმარ­თე­ბო­და. სცე­ნა­ზე ერ­თმა­ნეთს ცვლიდ­ნენ ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, დი­რი­ჟო­რობ­დნენ მსოფ­ლიო დო­ნის მა­ესტრო­ე­ბი და ორ­კესტრებ­თან ერ­თად ჯა­დოს­ნურ დღე­ებს ქმნიდ­ნენ.

ფეს­ტი­ვა­ლის რჩე­უ­ლი კონ­ცერ­ტე­ბი გა­და­ი­ცე­მო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლურ არხზე medici.tv -ზე. ეს პლატ­ფორ­მა ფეს­ტი­ვა­ლის და­ფუძ­ნე­ბის დღი­დან თა­ნამ­შრომ­ლობს. ღო­ნის­ძი­ე­ბას აშუ­ქებ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია.

წელს გა­მორ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რდა შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი შეკ­რი­ბა პან კავ­კა­სი­ურ­მა ორ­კესტრმა. 7 ქვეყ­ნის 80-მდე მუ­სი­კო­სი სა­გან­გე­ბოდ შე­ირ­ჩა სა­ი­უ­ბი­ლეო სე­ზო­ნის­თვის, რისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნორ­ვე­გი­ის, შვე­ი­ცა­რი­ის და იტა­ლი­ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით.

ორ­კესტრის წევ­რებს რამ­დე­ნი­მე კვი­რა ჰქონ­დათ, რომ 5 სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მა­ზე ერ­თობ­ლი­ვად ემუ­შა­ვათ. სა­ქარ­თვე­ლოს, სომ­ხე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, ყა­ზა­ხე­თის, თურ­ქმენ­თის, თურ­ქე­თის, უკ­რა­ი­ნის ახალ­გაზ­რდე­ბი მუ­სი­კამ გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ეს იყო ერ­თგვა­რი სამ­შვი­დო­ბო გზავ­ნი­ლი, რო­მე­ლიც წი­ნან­დლი­დან მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და.

„ფან­ტას­ტი­კურ დო­ნე­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი დამ­ხვდნენ ახალ­გაზ­რდე­ბი. მათ თავ­და­დე­ბა, მა­ღა­ლი ტექ­ნი­კუ­რი შეს­რუ­ლე­ბა და მუ­სი­კა­ლუ­რო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნეს. ჩვენ ერ­თად ორი შე­სა­ნიშ­ნა­ვი კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს ფეს­ტი­ვა­ლი. ვფიქ­რობ, რომ უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი დევს აქ, რო­მელ­საც გა­მოვ­ლე­ნის კი­დევ უფრო მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს. აქ შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას დი­ა­დი მუ­სი­კა, ვირ­ტუ­ოზ სო­ლის­ტებ­თან და პან კავ­კა­სი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად“ - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა და „ცი­უ­რი­ხის ოპე­რის“ მუ­სი­კა­ლუ­რი დი­რექ­ტორ­მა ჯა­ნან­დრეა ნო­ზე­დამ.

წი­ნან­დლის კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი 2018 წელს და­არ­სდა. ფეს­ტი­ვა­ლის იდეა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მსოფ­ლიო და უდი­დე­სი ვარ­სკვლა­ვე­ბის ჩა­მოს­ვლას გუ­ლის­ხმობს, არა­მედ წი­ნან­დლის მა­მუ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„ჩემი აზ­რით, წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლი არის მუ­სი­კის ზე­ი­მი, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის, რო­გორც ეს­თე­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის არსს და ზო­გა­დად, ხე­ლოვ­ნე­ბის არსს. ეს 10 დღე თე­რა­პი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა, ჰარ­მო­ნი­ის, ხე­ლოვ­ნე­ბის და ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს ზე­ი­მი­სა. ხე­ლოვ­ნე­ბის ამ ზე­იმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სე­ბი, რო­მელ­თათ­ვი­საც ფეს­ტი­ვა­ლი არის ერ­თგვა­რი ტრამ­პლი­ნი. მათ აჩ­ვე­ნეს ერ­თი­ა­ნო­ბა, ში­ნა­გა­ნი მონ­დო­მე­ბა, მუხ­ტი. ორ კვი­რა­ში შეძ­ლეს ასე­თი ურ­თუ­ლე­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა“ - აღ­ნიშ­ნა კულ­ტუ­რის კრი­ტი­კოს­მა და­ვით ბუხ­რი­კი­ძემ.

ეს მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი უფრო მე­ტია, ვიდ­რე ფეს­ტი­ვა­ლი. ახა­ლი თა­ო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად მუ­სი­კის გარ­შე­მო ერ­თი­ან­დე­ბა და ისეთ ურ­თუ­ლეს რე­გი­ონ­ში, რო­გო­რიც კავ­კა­სი­აა, ჭეშ­მა­რიტ ხე­ლოვ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

პან კავ­კა­სი­უ­რი ორ­კესტრის წევ­რე­ბი ფეს­ტი­ვა­ლის შე­სა­ხებ:

ია კვა­ლი­აშ­ვი­ლი: „წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვალ­ზე უკვე მე­ო­რედ ვარ. დამ­წყებ მუ­სი­კო­სებს გვეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ვი­მუ­შა­ოთ პრო­ფე­სი­ო­ნალ და ცნო­ბილ შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ხა­რებს ის ფაქ­ტი, რომ ასე­თი უნი­კა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ტარ­დე­ბა “

მა­რე­კი კე­კე­კი­ა­ნი: „ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია აქ ყოფ­ნა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­მოა. შეგ­ვიძ­ლია აღ­მო­ა­ჩი­ნო მუ­სი­კის შე­სა­ხებ ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლო. მე მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი­დან ვარ. ორ­კესტრში ჩემს ძმას­თან ერ­თად ვუკ­რავ. გვე­ა­მა­ყე­ბა, რომ წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვალ­ზე ჩვენ სომ­ხეთს წარ­მო­ვად­გენთ.“

ნი­ჟად მაჰ­მე­დო­ვი: „აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ვარ და წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უკვე მე­სა­მედ ვი­ღებ. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რომ მსოფ­ლიო დო­ნის შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან და დი­რი­ჟო­რებ­თან ერ­თად და­ვუკ­რათ. ასე­ვე გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მქო­ნე მუ­სი­კო­სებ­თან ერ­თობ­ლი­ვად ვი­მუ­შა­ოთ. ამ ყვე­ლა­ფერს ახალ­გაზ­რდებ­ზე და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა აქვს, რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი, ისე პი­რა­დი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის “.

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლი 2024 წელს, 31 აგ­ვის­ტო­დან 10 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მით დაბ­რუნ­დე­ბა. მა­ნამ­დე კი, წი­ნან­და­ლი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბას უმას­პინ­ძლებს: 1 მა­ი­სი ბერ­ლი­ნის ფი­ლარ­მო­ნი­უ­ლი ორ­კესტრის და­ბა­დე­ბის დღეა (1882წ). ამ დღეს ორ­კესტრი ტრა­დი­ცი­ულ კონ­ცერტს მარ­თავს რჩე­ულ ის­ტო­რი­ულ ად­გი­ლებ­ში. 2024 წლის ღო­ნის­ძი­ე­ბა წი­ნან­დალ­ში ჩა­ტარ­დე­ბა. „ევ­რო­პა­კონ­ცერ­ტში“ მო­ნა­წი­ლე­ობს იუ­ბი­ლა­რი - ბერ­ლი­ნის ფი­ლარ­მო­ნი­უ­ლი ორ­კესტრი და მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ მე­ვი­ო­ლი­ნედ მიჩ­ნე­უ­ლი -ლიზა ბა­თი­აშ­ვი­ლი. წლის ამ მას­შტა­ბურ მოვ­ლე­ნას პირ­და­პირ ეთერ­ში 160 ქვე­ყა­ნა­ში იხი­ლა­ვენ.

R

ავტორი:

პან კავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი

პან კავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი

წინანდლის ფესტივალი წელს მეხუთედ ჩატარდა და მისი წარმდგენი ტრადიციულად, კომპანია სილქნეტი იყო. 11 დღის განმავლობაში ფესტივალმა 25 კონცერტს უმასპინძლა. წინანდლის საკონცერტო დარბაზებში დღის მანძილზე რამდენიმე ღონისძიება იმართებოდა. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, დირიჟორობდნენ მსოფლიო დონის მაესტროები და ორკესტრებთან ერთად ჯადოსნურ დღეებს ქმნიდნენ.

ფესტივალის რჩეული კონცერტები გადაიცემოდა საერთაშორისო მუსიკალურ არხზე medici.tv -ზე. ეს პლატფორმა ფესტივალის დაფუძნების დღიდან თანამშრომლობს. ღონისძიებას აშუქებდა საერთაშორისო მედია.

წელს გამორჩეული ახალგაზრდა შემსრულებლები შეკრიბა პან კავკასიურმა ორკესტრმა. 7 ქვეყნის 80-მდე მუსიკოსი საგანგებოდ შეირჩა საიუბილეო სეზონისთვის, რისი განხორციელებაც შესაძლებელი გახდა საქართველოს კულტურის სამინისტროს და ასევე, საქართველოში ნორვეგიის, შვეიცარიის და იტალიის დიპლომატიური მისიების მხარდაჭერით.

ორკესტრის წევრებს რამდენიმე კვირა ჰქონდათ, რომ 5 საკონცერტო პროგრამაზე ერთობლივად ემუშავათ. საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენთის, თურქეთის, უკრაინის ახალგაზრდები მუსიკამ გააერთიანა. ეს იყო ერთგვარი სამშვიდობო გზავნილი, რომელიც წინანდლიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

„ფანტასტიკურ დონეზე მომზადებულები დამხვდნენ ახალგაზრდები. მათ თავდადება, მაღალი ტექნიკური შესრულება და მუსიკალურობა გამოავლინეს. ჩვენ ერთად ორი შესანიშნავი კონცერტი ჩავატარეთ. ძალიან მიყვარს ეს ფესტივალი. ვფიქრობ, რომ უდიდესი პოტენციალი დევს აქ, რომელსაც გამოვლენის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს. აქ შეიძლება შეიქმნას დიადი მუსიკა, ვირტუოზ სოლისტებთან და პან კავკასიურ ორკესტრთან ერთად“ - განაცხადა აშშ-ის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და „ციურიხის ოპერის“ მუსიკალური დირექტორმა ჯანანდრეა ნოზედამ.

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2018 წელს დაარსდა. ფესტივალის იდეა არა მხოლოდ საქართველოში კლასიკური მუსიკის მსოფლიო და უდიდესი ვარსკვლავების ჩამოსვლას გულისხმობს, არამედ წინანდლის მამულის საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

„ჩემი აზრით, წინანდლის ფესტივალი არის მუსიკის ზეიმი, რომელიც განსაზღვრავს კლასიკური მუსიკის, როგორც ესთეტიკური მნიშვნელობის არსს და ზოგადად, ხელოვნების არსს. ეს 10 დღე თერაპიული საშუალებაა, ჰარმონიის, ხელოვნების და ადამიანის შინაგანი სამყაროს ზეიმისა. ხელოვნების ამ ზეიმში მონაწილეობენ ახალგაზრდა მუსიკოსები, რომელთათვისაც ფესტივალი არის ერთგვარი ტრამპლინი. მათ აჩვენეს ერთიანობა, შინაგანი მონდომება, მუხტი. ორ კვირაში შეძლეს ასეთი ურთულესი ნაწარმოებების მომზადება“ - აღნიშნა კულტურის კრიტიკოსმა დავით ბუხრიკიძემ.

ეს მუსიკალური პროექტი უფრო მეტია, ვიდრე ფესტივალი. ახალი თაობა ყოველწლიურად მუსიკის გარშემო ერთიანდება და ისეთ ურთულეს რეგიონში, როგორიც კავკასიაა, ჭეშმარიტ ხელოვნებას ემსახურება.

პან კავკასიური ორკესტრის წევრები ფესტივალის შესახებ:

ია კვალიაშვილი: „წინანდლის ფესტივალზე უკვე მეორედ ვარ. დამწყებ მუსიკოსებს გვეძლევა შესაძლებლობა ვიმუშაოთ პროფესიონალ და ცნობილ შემსრულებლებთან. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ასეთი უნიკალური ღონისძიება ჩემს ქვეყანაში ტარდება “

მარეკი კეკეკიანი: „ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. არაჩვეულებრივი გარემოა. შეგვიძლია აღმოაჩინო მუსიკის შესახებ ყველა საიდუმლო. მე მთიანი ყარაბაღიდან ვარ. ორკესტრში ჩემს ძმასთან ერთად ვუკრავ. გვეამაყება, რომ წინანდლის ფესტივალზე ჩვენ სომხეთს წარმოვადგენთ.“

ნიჟად მაჰმედოვი: „აზერბაიჯანიდან ვარ და წინანდლის ფესტივალში მონაწილეობას უკვე მესამედ ვიღებ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ მსოფლიო დონის შემსრულებლებთან და დირიჟორებთან ერთად დავუკრათ. ასევე გვაქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის მქონე მუსიკოსებთან ერთობლივად ვიმუშაოთ. ამ ყველაფერს ახალგაზრდებზე დადებითი გავლენა აქვს, როგორც პროფესიული, ისე პირადი განვითარებისთვის “.

წინანდლის ფესტივალი 2024 წელს, 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით მრავალფეროვანი პროგრამით დაბრუნდება. მანამდე კი, წინანდალი ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს: 1 მაისი ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის დაბადების დღეა (1882წ). ამ დღეს ორკესტრი ტრადიციულ კონცერტს მართავს რჩეულ ისტორიულ ადგილებში. 2024 წლის ღონისძიება წინანდალში ჩატარდება. „ევროპაკონცერტში“ მონაწილეობს იუბილარი - ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი და მსოფლიოში პირველ მევიოლინედ მიჩნეული -ლიზა ბათიაშვილი. წლის ამ მასშტაბურ მოვლენას პირდაპირ ეთერში 160 ქვეყანაში იხილავენ.

R