კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Technovation Girls Sakatvelo 2023-ის ტექნოლოგიური ბანაკი დასრულდა
Technovation Girls Sakatvelo 2023-ის ტექნოლოგიური ბანაკი დასრულდა

𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 Sakartvelo 𝟐𝟎𝟐𝟑-ის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ბა­ნა­კი, რო­მე­ლიც გო­გო­ე­ბის­თვის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 𝗧𝗲𝗰𝗵𝗻𝗼𝘃𝗮𝘁𝗶𝗼𝗻 𝗚𝗶𝗿𝗹𝘀 სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტია, რო­მელ­შიც უკვე 17 წე­ლია, მსოფ­ლი­ოს ასზე მეტი ქვეყ­ნის ათი­ა­თა­სო­ბით გოგო მო­ნა­წი­ლე­ობს და გუ­ლის­ხმობს მათ მომ­ზა­დე­ბას პროგ­რა­მი­რე­ბა­სა და მე­წარ­მე­ო­ბა­ში, კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გზის სა­პოვ­ნე­ლად. 2022-2023 წელს პროგ­რა­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ელ­და „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ მხარ­და­ჭე­რი­თა და პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით: TBC - თი­ბი­სი, GITA • Tech Park, ახალ­გაზ­რდუ­ლი ინო­ვა­ცი­ე­ბის ცენ­ტრი, Idea Design Group, Edutech, Skillwill • სქილ­ვილ, Usaid, Edison Tech Solutions, HT Solutions, პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო • Skills Agency Georgia, Forbes Woman Georgia, Majorel Georgia.

2023 წელს, სა­ქარ­თვე­ლო პროგ­რა­მის შე­დე­გე­ბით, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ერთ-ერთი ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს. კერ­ძოდ, ქვე­ყა­ნამ დას­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, მე-10 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლო­დან წარ­დგე­ნი­ლი ფა­რი­სა და ცა­გე­რის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის გო­გო­ნე­ბის­გან შემ­დგა­რი გუნ­დი - TSFE Technical Support for Earth, პრო­ექ­ტით: Smart Light, წელს პირ­ვე­ლად გახ­და ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

გა­მარ­ჯვე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა და პარტნი­ო­რებ­მა სხვა­დას­ხვა პრი­ზი გა­დას­ცეს. მათ შო­რის ისი­ნი „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სტი­პენ­დი­ი­თაც და­ჯილ­დოვ­დნენ.

პირ­ველ ეტაპ­ზე, პრო­ექ­ტში, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, 500 გო­გო­ნა და­რე­გის­ტრირ­და, სა­ი­და­ნაც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბი 249 მათ­გან­მა შექ­მნა. ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­სულ­მა 150-მა მო­ნა­წი­ლემ კი ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით სას­წავ­ლო ბა­ნა­კებ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ბა­ნაკ­ში მათ მო­ის­მი­ნეს „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ პრო­ფე­სო­რე­ბი­სა და პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცი­ე­ბი კლი­მა­ტის, სა­მე­დი­ცი­ნო და აგ­რო­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­სა­ხებ. ასე­ვე, გა­ი­ა­რეს ელექტრო­ნი­კის, პროგ­რა­მი­რე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ვორ­ქშო­ფე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს სა­ხა­ლი­სო STEM თა­მა­შებ­ში.

პრო­ექ­ტში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ Technovation Girls-ის გა­სუ­ლი წლის ნა­კა­დე­ბის მო­ნა­წი­ლე გო­გო­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც წელს მენ­ტო­რის ფუნ­ქცი­ა­საც ას­რუ­ლებ­დნენ.

„ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის ნანა დი­ხა­მინ­ჯი­ას შე­ფა­სე­ბით, ასე­თი პრო­ექ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა გო­გო­ნებ­ში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ფე­სი­ე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სის გაღ­რმა­ვე­ბი­სა და მათ­თვის ბიზ­ნე­სი­სა თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ჭი­რო უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია:

„ზო­გა­დად, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გო­გო­ე­ბი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ფე­სი­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა მი­ზე­ზი, რის გა­მოც აღ­ნიშ­ნულ სფე­რო­ში მა­ინც არ გვაქვს გენ­დერუ­ლი ბა­ლან­სი, მა­ინც სტე­რე­ო­ტი­პე­ბია. ცხა­დია, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შეს­წავ­ლა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა ქალ­თა ეკო­ნო­მი­კურ გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში არის პირ­და­პირ შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი, რად­გან დღეს სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ სფე­როს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უფრო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი პრო­ფე­სი­ე­ბი. ამ დროს არ ხარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­ა­ზე და ინ­გლი­სუ­რი ენის ცოდ­ნის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ნანა დი­ხა­მინ­ჯი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, პრო­ექ­ტი ემ­სა­ხუ­რე­ბა არა მხო­ლოდ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნა­რე­ბის სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნის გა­და­ცე­მას, არა­მედ სკო­ლის მოს­წავ­ლე გო­გო­ე­ბის­თვის ისე­თი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ცე­მას, რო­გო­რიც დიდი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე პრე­ზენ­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, გუნ­დუ­რად მუ­შა­ო­ბა, პრობ­ლე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა,იდე­ე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა და მსგავ­სი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია:

„ეს არის სწავ­ლის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ამ ასაკ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბი სკო­ლა­ში იყოს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი. იმის გამო, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ასე არ არის, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­ა­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მიერ ამ ტი­პის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. პრო­ექ­ტის ხიბ­ლი არის მათ შო­რის ისიც, რომ გო­გო­ე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ ერ­თმა­ნეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას. მენ­ტო­რი პრო­ექ­ტში მხო­ლოდ პრო­ცე­სე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის ერ­თვე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, გო­გო­ნე­ბი თა­ვად მუ­შა­ო­ბენ და­ვა­ლე­ბებ­ზე. ისი­ნი სწავ­ლო­ბენ თვით­გა­ნათ­ლე­ბა­სა და­ინ­ფორ­მა­ცი­ის სწო­რად და­მუ­შა­ვე­ბას, რაც დღე­ვან­დელ სამ­ყა­რო­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

ტექ­ნო­ლო­გი­ურ ბა­ნაკ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გაგ­ვი­ზი­ა­რა ახ­მე­ტის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლემ თა­მარ ასა­თაშ­ვილ­მა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ბა­ნაკ­ში გა­ტა­რე­ბულ დროს „ზა­ფხუ­ლის სა­უ­კე­თე­სო დღე­ებ­შიც შე­იყ­ვან­და“. იმის გამო, რომ მო­მა­ვალ­ში ასა­კის გამო მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას ვე­ღარ შეძ­ლებს, სურს პრო­ექტს მენ­ტო­რის პო­ზი­ცი­ით და­უბ­რუნ­დეს:

„მი­ხა­რია, რომ 2023 წელს ასე­თი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვი. მა­ხა­რებს ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლო Technovation Girls-ის ნა­წი­ლია იმ ქვეყ­ნებს შო­რის, რომ­ლე­ბიც წლე­ბია, ხელს უწყო­ბენ გო­გო­ებსტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებს ვურ­ჩევ, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვან და სა­მო­მავ­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლად და­რე­გის­ტრირ­დნენ პრო­ექ­ტში, ბო­ლომ­დე მიჰ­ყვნენ მას და­სა­კუ­თა­რი თა­ვე­ბი გა­მო­ცა­დონ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში“, - აღ­ნიშ­ნა პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლემ ახ­მე­ტის სა­ჯა­რო სკო­ლი­დან თა­მარ ასა­თაშ­ვილ­მა.

ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ამ და სხვა პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, აუ­ცი­ლებ­ლად ეწ­ვი­ეთ მათ ოფი­ცი­ა­ლურ Facebook გვერდს:

https://www.facebook.com/alteuniversity

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

Technovation Girls Sakatvelo 2023-ის ტექნოლოგიური ბანაკი დასრულდა

Technovation Girls Sakatvelo 2023-ის ტექნოლოგიური ბანაკი დასრულდა

𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 Sakartvelo 𝟐𝟎𝟐𝟑-ის ფარგლებში ჩატარებული ტექნოლოგიური ბანაკი, რომელიც გოგოებისთვის ტექნოლოგიური ცოდნის გაზიარებას ემსახურება, წარმატებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 𝗧𝗲𝗰𝗵𝗻𝗼𝘃𝗮𝘁𝗶𝗼𝗻 𝗚𝗶𝗿𝗹𝘀 საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 17 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგო მონაწილეობს და გულისხმობს მათ მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში, კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიური გზის საპოვნელად. 2022-2023 წელს პროგრამა საქართველოში განხორციელდა „ალტე უნივერსიტეტის“ მხარდაჭერითა და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით: TBC - თიბისი, GITA • Tech Park, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი, Idea Design Group, Edutech, Skillwill • სქილვილ, Usaid, Edison Tech Solutions, HT Solutions, პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia, Forbes Woman Georgia, Majorel Georgia.

2023 წელს, საქართველო პროგრამის შედეგებით, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას იკავებს. კერძოდ, ქვეყანამ დასრულებული პროექტების რაოდენობით, მე-10 ადგილი დაიკავა. ამასთან, საქართველოდან წარდგენილი ფარისა და ცაგერის საჯარო სკოლების გოგონებისგან შემდგარი გუნდი - TSFE Technical Support for Earth, პროექტით: Smart Light, წელს პირველად გახდა ევროპის რეგიონის გამარჯვებული.

გამარჯვებულ მოსწავლეებს პროექტის ორგანიზატორებმა და პარტნიორებმა სხვადასხვა პრიზი გადასცეს. მათ შორის ისინი „ალტე უნივერსიტეტის“ სტიპენდიითაც დაჯილდოვდნენ.

პირველ ეტაპზე, პროექტში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 500 გოგონა დარეგისტრირდა, საიდანაც ტექნოლოგიური პროექტები 249 მათგანმა შექმნა. ფინალურ ეტაპზე გასულმა 150-მა მონაწილემ კი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით სასწავლო ბანაკებში მიიღო მონაწილეობა. ბანაკში მათ მოისმინეს „ალტე უნივერსიტეტის“ პროფესორებისა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლების მიერ ჩატარებული საინტერესო ლექციები კლიმატის, სამედიცინო და აგროტექნოლოგიების შესახებ. ასევე, გაიარეს ელექტრონიკის, პროგრამირებისა და ხელოვნური ინტელექტის ვორქშოფები და მონაწილეობა მიიღეს სახალისო STEM თამაშებში.

პროექტში ასევე მონაწილეობას იღებდნენ Technovation Girls-ის გასული წლის ნაკადების მონაწილე გოგოებიც, რომლებიც წელს მენტორის ფუნქციასაც ასრულებდნენ.

„ალტე უნივერსიტეტის“ ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორის ნანა დიხამინჯიას შეფასებით, ასეთი პროექტების ორგანიზება გოგონებში ტექნოლოგიური პროფესიების მიმართ ინტერესის გაღრმავებისა და მათთვის ბიზნესისა თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით საჭირო უნარების ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია:

„ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში გოგოები ტექნოლოგიური პროფესიებით დაინტერესებულები არიან, თუმცა მიზეზი, რის გამოც აღნიშნულ სფეროში მაინც არ გვაქვს გენდერული ბალანსი, მაინც სტერეოტიპებია. ცხადია, ტექნოლოგიების შესწავლა და ამ მიმართულების ხელშეწყობა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში არის პირდაპირ შეტანილი წვლილი, რადგან დღეს სწორედ აღნიშნულ სფეროსთან არის დაკავშირებული უფრო დამოუკიდებელი და მაღალანაზღაურებადი პროფესიები. ამ დროს არ ხარ დამოკიდებული გეოგრაფიაზე და ინგლისური ენის ცოდნის შემთხვევაში შესაძლებელია უცხოური კომპანიებისთვის დისტანციურად მუშაობა“, - აღნიშნა ნანა დიხამინჯიამ.

მისივე თქმით, პროექტი ემსახურება არა მხოლოდ ტექნოლოგიური უნარების საბაზისო ცოდნის გადაცემას, არამედ სკოლის მოსწავლე გოგოებისთვის ისეთი გამოცდილების მიცემას, როგორიც დიდი აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის ჩატარება, გუნდურად მუშაობა, პრობლემის იდენტიფიცირება,იდეების დამუშავება და მსგავსი მიმართულებებია:

„ეს არის სწავლის პროცესი, რომელიც ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია. სასურველი იქნებოდა, რომ აღნიშნული კომპონენტები სკოლაში იყოს ინტეგრირებული. იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში ასე არ არის, უმაღლესი საგანმანათლებლო დააწესებულებების მიერ ამ ტიპის პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის ხიბლი არის მათ შორის ისიც, რომ გოგოეები სწავლობენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ინფორმაციის მოძიებას. მენტორი პროექტში მხოლოდ პროცესების ორგანიზებისთვის ერთვება, შესაბამისად, გოგონები თავად მუშაობენ დავალებებზე. ისინი სწავლობენ თვითგანათლებასა დაინფორმაციის სწორად დამუშავებას, რაც დღევანდელ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ტექნოლოგიურ ბანაკში მიღებული გამოცდილების შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა ახმეტის საჯარო სკოლის მოსწავლემ თამარ ასათაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ბანაკში გატარებულ დროს „ზაფხულის საუკეთესო დღეებშიც შეიყვანდა“. იმის გამო, რომ მომავალში ასაკის გამო მონაწილეობის მიღებას ვეღარ შეძლებს, სურს პროექტს მენტორის პოზიციით დაუბრუნდეს:

„მიხარია, რომ 2023 წელს ასეთი მასშტაბური პროექტის მონაწილე ვიყავი. მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველო Technovation Girls-ის ნაწილია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც წლებია, ხელს უწყობენ გოგოებსტექნოლოგიური და სოციალური უნარების განვითარებაში. ახალგაზრდა გოგონებს ვურჩევ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვან და სამომავლოდ აუცილებლად დარეგისტრირდნენ პროექტში, ბოლომდე მიჰყვნენ მას დასაკუთარი თავები გამოცადონ ტექნოლოგიების სფეროში“, - აღნიშნა პროექტის მონაწილემ ახმეტის საჯარო სკოლიდან თამარ ასათაშვილმა.

ალტე უნივერსიტეტის ამ და სხვა პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, აუცილებლად ეწვიეთ მათ ოფიციალურ Facebook გვერდს:

https://www.facebook.com/alteuniversity

R