კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ სპეციალისტები იტყვიან გურიაში დაზიანებულ სახლებში ცხოვრება სახიფათოა თუ არა" - მთავრობის განმარტება დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემაზე
"ჯერ სპეციალისტები იტყვიან გურიაში დაზიანებულ სახლებში ცხოვრება სახიფათოა თუ არა" - მთავრობის განმარტება დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემაზე

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის, ლაშა ხუ­ციშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გუ­რი­ა­ში, სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის შეს­წავ­ლა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ხუ­ციშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რთუ­ლია წი­ნას­წარ იმის თქმა, თუ რა დაჯ­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, თუმ­ცა, მი­ნის­ტრი ვა­რა­უ­დობს, რომ ეს რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი ლარი იქ­ნე­ბა.

"შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ცე­მუ­ლია, ეს არის კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის გა­დახ­და ოჯა­ხე­ბის­თვის, რომ­ლის წევ­რე­ბიც და­ი­ღუპ­ნენ, ამ ნა­წილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხე­ბი სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან გა­მო­ი­ყო­ფა. გარ­და ამი­სა, ხარ­ჯი გა­ი­წე­ვა სტი­ქი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ხარ­ჯებს, რომ­ლე­ბიც ამ ეტაპ­ზე გა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი არი­ან სახ­ლე­ბი­დან და გუ­რი­ა­ში სას­ტუმ­რო­ებ­ში ცხოვ­რო­ბენ, სა­ხელ­მწი­ფო ფა­რავს. გარ­და ამი­სა, ეს ეტა­პი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის, აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს იმ სახ­ლე­ბის შეს­წავ­ლა, რომ­ლე­ბიც დაც­ლას სა­ჭი­რო­ებს და სა­ცხოვ­რებ­ლად არ გა­მოდ­გე­ბა. დღეს ვი­ცით, რომ ასე­თი ოჯა­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 150-200-ზე მე­ტი­ცაა, მას შემ­დეგ, რაც სრუ­ლად იქ­ნე­ბა აღ­წე­რი­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი სახ­ლე­ბი და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იტყვი­ან კონ­კრე­ტულ სახლზე, სა­ხი­ფა­თოა თუ არა, ცხოვ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ამის შემ­დეგ იქ­ნე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბა ან თან­ხობ­რი­ვი, ან სა­ხელ­მწი­ფო შე­უ­ძენს მათ ბი­ნებს და გა­დას­ცემს იმის სა­ნაც­ვლოდ, რომ­ლის და­ტო­ვე­ბაც მო­უ­წევთ. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მი­დის მუ­შა­ო­ბა, საკ­მა­ოდ რთუ­ლია პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა, რა მას­შტა­ბი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა, ეს იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი ლარი“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ციშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ხარ­ჯე­ბი გა­წე­უ­ლი იქ­ნე­ბა არამ­ხო­ლოდ სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან, არა­მედ, რე­გი­ო­ნე­ბის ფონ­დი­დან, ასე­ვე, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი­დან.

"და­ახ­ლო­ე­ბით, 100 მლნ ლა­რია წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯა­მუ­რად, რაც სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის იქ­ნე­ბა და­ხარ­ჯუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, გა­აჩ­ნია სტი­ქი­ას და ფორ­მას, ნა­წი­ლი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­რე­ზერ­ვო ფონ­დე­ბი­დან, ნა­წი­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი ფონ­დე­ბი­დან, ნა­წი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი­დან და ნა­წი­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი­და­ნაც“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ციშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, რა ფორ­მით და რა ვა­და­ში გა­ი­ცე­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის ანა­ზღა­უ­რე­ბა, ხუ­ციშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნი­მე დღე­ში, მას შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რაც სრუ­ლი სუ­რა­თი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რრრ
2

გურიაში ისეთი სოფლებია დანგრეული სადაც ციტრუსი, თხილი და ა.შ ანუ შემოსავლიანი სოფლები და ბინებში რა უნდა ქნას ამ ხალხმა თავი რით ირჩინოს?

ეკა
5

სოფელში მიწას არ მიფორმებენ, რეესტრი ხან რა მიზეზს მოიდებს და ხან რას. რისი გამმეტებლები ხართ თქვენ, კაი რა

ავტორი:

"ჯერ სპეციალისტები იტყვიან გურიაში დაზიანებულ სახლებში ცხოვრება სახიფათოა თუ არა" - მთავრობის განმარტება დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემაზე

"ჯერ სპეციალისტები იტყვიან გურიაში დაზიანებულ სახლებში ცხოვრება სახიფათოა თუ არა" - მთავრობის განმარტება დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემაზე

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გურიაში, სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების შესწავლა აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ხუციშვილმა განმარტა, რთულია წინასწარ იმის თქმა, თუ რა დაჯდება აღნიშნული სტიქიის შედეგად დაზარალებულების დაკმაყოფილება, თუმცა, მინისტრი ვარაუდობს, რომ ეს რამდენიმე ათეული მილიონი ლარი იქნება.

"შესაბამისი ბრძანებულება გამოცემულია, ეს არის კომპენსაციების გადახდა ოჯახებისთვის, რომლის წევრებიც დაიღუპნენ, ამ ნაწილში აღნიშნული თანხები სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. გარდა ამისა, ხარჯი გაიწევა სტიქიის მიმართულებით, იმ ადამიანების ხარჯებს, რომლებიც ამ ეტაპზე გამოსახლებული არიან სახლებიდან და გურიაში სასტუმროებში ცხოვრობენ, სახელმწიფო ფარავს. გარდა ამისა, ეს ეტაპი დასრულებული არ არის, აქტიურად მიმდინარეობს იმ სახლების შესწავლა, რომლებიც დაცლას საჭიროებს და საცხოვრებლად არ გამოდგება. დღეს ვიცით, რომ ასეთი ოჯახების რაოდენობა 150-200-ზე მეტიცაა, მას შემდეგ, რაც სრულად იქნება აღწერილი აღნიშნული სახლები და სპეციალისტები იტყვიან კონკრეტულ სახლზე, სახიფათოა თუ არა, ცხოვრება შეიძლება თუ არა, ამის შემდეგ იქნება ანაზღაურება ან თანხობრივი, ან სახელმწიფო შეუძენს მათ ბინებს და გადასცემს იმის სანაცვლოდ, რომლის დატოვებაც მოუწევთ. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან აქტიურად მიდის მუშაობა, საკმაოდ რთულია პროგნოზის გაკეთება, რა მასშტაბი იქნება, თუმცა, ეს იქნება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე განმარტებით, ხარჯები გაწეული იქნება არამხოლოდ სარეზერვო ფონდიდან, არამედ, რეგიონების ფონდიდან, ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან.

"დაახლოებით, 100 მლნ ლარია წლის განმავლობაში ჯამურად, რაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის იქნება დახარჯული, შესაბამისად, გააჩნია სტიქიას და ფორმას, ნაწილი დაფინანსებული იქნება სარეზერვო ფონდებიდან, ნაწილი რეგიონული ფონდებიდან, ნაწილი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან და ნაწილი მუნიციპალური ბიუჯეტიდანაც“, - განაცხადა ხუციშვილმა.

კითხვაზე, რა ფორმით და რა ვადაში გაიცემა დაზარალებულებისთვის ანაზღაურება, ხუციშვილი ამბობს, რომ დეტალური ინფორმაცია რამდენიმე დღეში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სრული სურათი იქნება წარმოდგენილი.

წაიკითხეთ ასევე: