სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვლადიმერ პუტინი ფიქრობდა, რომ რუსეთის იმპერიის დიდებას აღადგენდა, ახლა ის კიმ ჩენ ინს სთხოვს დახმარებას" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
"ვლადიმერ პუტინი ფიქრობდა, რომ რუსეთის იმპერიის დიდებას აღადგენდა, ახლა ის კიმ ჩენ ინს სთხოვს დახმარებას" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, როცა ხე­დავ, რომ რუ­სე­ბი სა­უბ­რო­ბენ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე ისეთ პროგ­რა­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც და­არ­ღვევს გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცი­ებს, რომ­ლებ­საც თა­ვად რუ­სეთ­მა მის­ცა ხმა, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა, მე­თიუ მი­ლერ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რუ­სე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რე­ბის შეხ­ვედ­რის სრუ­ლი შე­დე­გე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა როცა კიმ ჩენ ინი პი­რო­ბას დებს, რომ უზ­რუნ­ველ­ყოფს რუ­სე­თის ომის მხარ­და­ჭე­რას, საკ­მა­ოდ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია.

"ჩვენ ჯერ არ გვი­ნა­ხავს ამ შეხ­ვედ­რის სრუ­ლი მა­ნი­ფეს­ტა­ცია ან რა იქ­ნე­ბა ამ შეხ­ვედ­რის სრუ­ლი შე­დე­გე­ბი, მაგ­რამ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რო­დე­საც ხე­დავ ამ ორს - ხე­დავ, რომ კიმ ჩენ ინი პი­რო­ბას დებს, რომ უზ­რუნ­ველ­ყოფს რუ­სე­თის ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "წმინ­და ბრძო­ლის“ უპი­რო­ბო მხარ­და­ჭე­რას, რაც, რა თქმა უნდა, არ არის ის, რა­საც ის აკე­თებს უკ­რა­ი­ნის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­დე­საც ხე­დავ გაზ­რდილ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და, ალ­ბათ, სამ­ხედ­რო ტრანსფე­რე­ბი - რო­გორც უკვე ვთქვით, ჩვენ გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ფიქ­როთ, რომ ისი­ნი აპი­რებ­დნენ სამ­ხედ­რო ტრანსფე­რე­ბის გან­ხილ­ვას - ეს საკ­მა­ოდ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და მე­თიუ მი­ლერ­მა.

მისი თქმით, ის ფაქ­ტი, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი დახ­მა­რე­ბას კიმ ჩენ ინს სთხოვს, მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, თუ რო­გორ მი­დის ომი რუ­სე­თის­თვის.

"წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა და­ი­წყო ეს ომი, ფიქ­რობ­და, რომ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის დი­დე­ბას აღად­გენ­და, ვერ შე­ას­რუ­ლა თა­ვი­სი მაქ­სი­მა­ლის­ტუ­რი, იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი მიზ­ნე­ბი და ახლა წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დეგ, ათი­ა­თა­სო­ბით რუსი ჯა­რის­კა­ცის და­კარ­გვი­სა და მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რის და­ხარ­ჯვის შემ­დეგ ის დახ­მა­რე­ბას სთხოვს კიმ ჩენ ინს.

ასე რომ, ეს რა­ღა­ცას ამ­ბობს სა­ერ­თო კონ­ტექ­სტზე, თუ რო­გორ მი­დის ეს ომი რუ­სე­თის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა შე­დე­გებს, ჩვენ უკვე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ მთე­ლი რიგი ქმე­დე­ბე­ბი იმის­თვის, რომ სან­ქცი­ე­ბი და­ვუ­წე­სოთ იმ სუ­ბი­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც შუ­ა­მავ­ლო­ბენ ია­რა­ღის გა­ყიდ­ვას ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­სა და რუ­სეთს შო­რის და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უყოყ­მა­ნოდ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და­მა­ტე­ბით ქმე­დე­ბებს", - აღ­ნიშ­ნა მი­ლერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Გიო
25

ვითომ ექსპერტი ყლემურ გიორხელიძე რას ამბობს ხოა კარგად?

ბესო
6

რუსეთი დახმარებას სთხოვს ქვეყანას, სადაც კიდევ სჯერათ, რომ მათმა საფეხბურთო ნაკრებმა ბრაზილიას 1:0 მოუგო, რადგან ის ერთი გატანილი გოლი ნახეს და საკუთარ კარში გაშვებული 7 არ უნახავთ! მე ვიცნობ სამხრეთკორეელბს, რომლებიც ჩრდილოკორეელებზე როგორც ადამიანებზე აღარც ლაპარაკობენ! ეს homo erectus-ის სახეობაა! 

ავტორი:

"ვლადიმერ პუტინი ფიქრობდა, რომ რუსეთის იმპერიის დიდებას აღადგენდა, ახლა ის კიმ ჩენ ინს სთხოვს დახმარებას" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

"ვლადიმერ პუტინი ფიქრობდა, რომ რუსეთის იმპერიის დიდებას აღადგენდა, ახლა ის კიმ ჩენ ინს სთხოვს დახმარებას" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

შემაშფოთებელია, როცა ხედავ, რომ რუსები საუბრობენ ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობაზე ისეთ პროგრამებთან დაკავშირებით, რომლებიც დაარღვევს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლებსაც თავად რუსეთმა მისცა ხმა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრის სრული შედეგები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როცა კიმ ჩენ ინი პირობას დებს, რომ უზრუნველყოფს რუსეთის ომის მხარდაჭერას, საკმაოდ შემაშფოთებელია.

"ჩვენ ჯერ არ გვინახავს ამ შეხვედრის სრული მანიფესტაცია ან რა იქნება ამ შეხვედრის სრული შედეგები, მაგრამ შემაშფოთებელია, როდესაც ხედავ ამ ორს - ხედავ, რომ კიმ ჩენ ინი პირობას დებს, რომ უზრუნველყოფს რუსეთის ეგრეთ წოდებული "წმინდა ბრძოლის“ უპირობო მხარდაჭერას, რაც, რა თქმა უნდა, არ არის ის, რასაც ის აკეთებს უკრაინის ომთან დაკავშირებით. როდესაც ხედავ გაზრდილ თანამშრომლობას და, ალბათ, სამხედრო ტრანსფერები - როგორც უკვე ვთქვით, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ისინი აპირებდნენ სამხედრო ტრანსფერების განხილვას - ეს საკმაოდ შემაშფოთებელია", - განაცხადა მეთიუ მილერმა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ვლადიმერ პუტინი დახმარებას კიმ ჩენ ინს სთხოვს, მიანიშნებს იმაზე, თუ როგორ მიდის ომი რუსეთისთვის.

"წელიწადნახევრის წინ ვლადიმერ პუტინმა დაიწყო ეს ომი, ფიქრობდა, რომ რუსეთის იმპერიის დიდებას აღადგენდა, ვერ შეასრულა თავისი მაქსიმალისტური, იმპერიალისტური მიზნები და ახლა წელიწადნახევრის შემდეგ, ათიათასობით რუსი ჯარისკაცის დაკარგვისა და მილიარდობით დოლარის დახარჯვის შემდეგ ის დახმარებას სთხოვს კიმ ჩენ ინს.

ასე რომ, ეს რაღაცას ამბობს საერთო კონტექსტზე, თუ როგორ მიდის ეს ომი რუსეთისთვის. რაც შეეხება შედეგებს, ჩვენ უკვე განვახორციელეთ მთელი რიგი ქმედებები იმისთვის, რომ სანქციები დავუწესოთ იმ სუბიექტებს, რომლებიც შუამავლობენ იარაღის გაყიდვას ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის და საჭიროების შემთხვევაში, უყოყმანოდ განვახორციელებთ დამატებით ქმედებებს", - აღნიშნა მილერმა.