სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ალექსანდრე ლუკაშენკოს "რუსეთის ომის დანაშაულების თანამონაწილეს“ უწოდებს
ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ალექსანდრე ლუკაშენკოს "რუსეთის ომის დანაშაულების თანამონაწილეს“ უწოდებს

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო უკ­რა­ი­ნა­ში "რუ­სე­თის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა“.

"უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ომის წარ­მო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ცე­მის­თვის, ლუ­კა­შენ­კოს რე­ჟი­მი რუ­სე­თის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე გახ­და, რაც უკ­რა­ი­ნის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ნგრე­ვი­სა და ზა­რა­ლის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­წე­სე­ბას გუ­ლის­ხმობს“, - ნათ­ქვა­მია რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, "სპე­ცი­ა­ლურ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნალს ჰქონ­დეს იუ­რის­დიქ­ცია, გა­მო­ძი­ე­ბა აწარ­მო­ოს არა მხო­ლოდ პუ­ტი­ნი­სა და რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ზე, არა­მედ ბე­ლა­რუ­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.

რე­ზო­ლუ­ცია ევ­რო­კავ­ში­რის ინ­სტი­ტუ­ტებ­სა და წევ­რებს მო­უ­წო­დებს, და­ი­წყონ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ბე­ლა­რუ­სი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ აგ­რე­სი­ის, ომის და­ნა­შა­უ­ლებ­ში, კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­ში და უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ გე­ნო­ცი­დის და­ნა­შა­უ­ლებ­ში.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ასე­ვე მო­უ­წო­დებს ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებს "გა­ა­ფარ­თო­ვონ და გა­აძ­ლი­ე­რონ სან­ქცი­ე­ბის ფარ­გლე­ბი“ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და გა­მო­ი­ყე­ნონ ბე­ლა­რუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ იგი­ვე სან­ქცი­ე­ბი, რაც ამ­ჟა­მად რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდე­გაა და­წე­სე­ბუ­ლი. რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ბე­ლა­რუ­სი "რუ­სე­თის სა­ტე­ლიტ სა­ხელ­მწი­ფო­დაა" მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი და დაგ­მო­ბი­ლია რუ­სუ­ლი ტაქ­ტი­კუ­რი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გან­ლა­გე­ბა ბე­ლა­რუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
1

რამოდენიმე წლის უკან ე.წ. კოლექტიურმა დასავლეთმა ლუკაშენკოს ბრალი საპრეზიდენტო არ­ჩევ­ნე­ბის მა­სობ­რივ გა­ყალ­ბე­ბა­ში დასდო... 

კიდევ უფრო ადრე (2006 წელს) ამ ძალებმა ბელარუსში მოაწყვეს ფერადი რევოლუცია, რომელსაც „ჯინსის რევოლუცია“ დაარქვეს და რომელიც მათთვის კრახით დამთავრდა.

გემახსოვრებათ ნაცების ერთერთი ლიდერი გივი თარგამაძე, მაშინ რომ დარბოდა მინსკში და ეხმარებოდა იქაურ აქტივისტებს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში...

რაში სჭირდება დასავლეთს ყოველივე ეს?

ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, დეზინფორმაციები და ფეიკ ნიუსები - ყველაფერი ეს ემსახურება ერთ საქმეს, კერძოდ ხელისუფლებაში დასავლელი მარიონეტი დიასახლისი ტიხონოვსკაიას მოყვანას, ამ ქვეყნის გაძარცვას, ნატოს ჯარების შეყვანას და შემდეგ რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირებას...

პ.ს. 90-იან წლებში ლუკაშენკომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ომი გამოუცხადა ბელორუსში მოთარეშე ადგილობრივ და საერთაშორისო კრიმინალს და სააკაშვილზე გაცილებით ადრე დაამარცხა ეს უზარმაზარი სინდიკატი...

პ.პ.ს. სხვათაშორის ბატკა და მიხო ერთმანეთთან მეგობრობდნენ...

რუსუდანი
0

ვინც არ იცის, ჯერ მარტო თბილისის ბელორუსულ მაღაზიაში ნახოს მათი პროდუქციის ასორტიმენტი და ხარისხი და მერე იოცნებოს, რომ ბელორუსებს შიმშილით ამოხდებათ სული. თუ ბატკა არ მოსწონთ, შეცვლაზე მისმა მოსახლეობამ იაქტიუროს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ალექსანდრე ლუკაშენკოს "რუსეთის ომის დანაშაულების თანამონაწილეს“ უწოდებს

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ალექსანდრე ლუკაშენკოს "რუსეთის ომის დანაშაულების თანამონაწილეს“ უწოდებს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც აღნიშნულია, რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინაში "რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების თანამონაწილეა“.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი აგრესიული ომის წარმოების შესაძლებლობის მიცემისთვის, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილე გახდა, რაც უკრაინისთვის მიყენებული ნგრევისა და ზარალისთვის პასუხისმგებლობის დაწესებას გულისხმობს“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტის თანახმად, "სპეციალურ საერთაშორისო ტრიბუნალს ჰქონდეს იურისდიქცია, გამოძიება აწარმოოს არა მხოლოდ პუტინისა და რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაზე, არამედ ბელარუსის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებითაც.

რეზოლუცია ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრებს მოუწოდებს, დაიწყონ სისხლისსამართლებრივი დევნა ბელარუსი ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ აგრესიის, ომის დანაშაულებში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში და უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდის დანაშაულებში.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს "გააფართოვონ და გააძლიერონ სანქციების ფარგლები“ რუსეთის წინააღმდეგ და გამოიყენონ ბელარუსის წინააღმდეგ იგივე სანქციები, რაც ამჟამად რუსეთის წინააღმდეგაა დაწესებული. რეზოლუციაში ბელარუსი "რუსეთის სატელიტ სახელმწიფოდაა" მოხსენიებული და დაგმობილია რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება ბელარუსის ტერიტორიაზე.