სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ გადავიდა აფხაზი აჭარაში და რატომ გახსნა აფხაზური კულტურის ცენტრის იქ? ეს შიდა პროექტი მგონია" - აფხაზების გამოხმაურებები როლანდ აჟიბას ინიციატივაზე?
"რატომ გადავიდა აფხაზი აჭარაში და რატომ გახსნა აფხაზური კულტურის ცენტრის იქ? ეს შიდა პროექტი მგონია" - აფხაზების გამოხმაურებები როლანდ აჟიბას ინიციატივაზე?

აჭა­რა­ში აფხა­ზუ­რი კულ­ტუ­რის ცენ­ტრის გახ­სნას, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში დიდი ინ­ტე­რე­სი მოჰ­ყვა. მით უფრო, რომ ცენ­ტრის გახ­სნის ინი­ცი­ა­ტო­რი, აფხა­ზე­თი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად აჭა­რა­ში გა­და­სუ­ლი, რო­ლანდ აჟი­ბა იყო, რო­მე­ლიც ორი­ვე რე­გი­ონ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

  • იდე­ის ავ­ტო­რე­ბის თქმით, აფხა­ზუ­რი კულ­ტუ­რის ცენ­ტრის მი­ზა­ნი, აფხა­ზუ­რი ენი­სა და კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, ასე­ვე, ქარ­თვე­ლებ­სა და აფხა­ზებს შო­რის, ნდო­ბის აღ­დგე­ნა და ერ­თობ­ლი­ვი სამ­შვი­დო­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­მარ­თვაა.

რო­ლანდ აჟი­ბას თქმით, მსგავ­სი ცენ­ტრის შექ­მნა ძა­ლი­ან კარ­გი იდე­აა, რად­გან დიდი ხა­ნია მისი შექ­მნის სურ­ვი­ლი არ­სე­ბობს, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო ვერ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

"ვიცი, რომ აჭა­რა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი აფხა­ზი ცხოვ­რობს, არ მინ­და, რომ ისი­ნი უბ­რა­ლოდ არ­სე­ბობ­დნენ, მინ­და გან­ვი­თარ­დნენ, ჰქონ­დეთ იდე­ე­ბი და პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­თაც ერ­თობ­ლი­ვად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ" - ამ­ბობს აჟი­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წი­ლი ekhokavkaza.com-ის კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დე­ბენ, რომ კულ­ტუ­რის ცენ­ტრის გახ­სნა­ში ცუდი არა­ფე­რია, თუმ­ცა რო­დე­საც ინი­ცი­ა­ტი­ვის ავ­ტო­რი აფხა­ზე­თი­დან აჭა­რა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­სუ­ლი აფხა­ზია, ეს კი­თხვებს აჩენს...

"სა­ქარ­თვე­ლო ჩვენს მი­მართ მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ქვე­ყა­ნაა და ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აფხა­ზუ­რი კულ­ტუ­რის ცენ­ტრის გახ­სნის აზრს ვერ ვხე­დავ. ეს შიდა პრო­ექ­ტი მგო­ნია, რო­მე­ლიც აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის შე­ტა­ნას ისა­ხავს მიზ­ნად - თქვენ არ უფრთხილ­დე­ბით თქვენს ენას, ჩვე­ნი კი, თქვენ­ზე ვზრუ­ნავ­თო. უფრო ანტი აფხა­ზუ­რი პრო­ექ­ტი მგო­ნია, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­ი­წყოს გან­ხილ­ვე­ბი ვინ უჭერს მხარს ამ პრო­ექტს და ვინ არა, და­ი­წყოს გან­ხილ­ვე­ბი, გვჭირ­დე­ბა თუ არა... ვფიქ­რობ, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას ძალ­ზე მკა­ფი­ოდ გან­სა­ზღვრუ­ლი გეგ­მე­ბი ახ­ლავს თან" - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი დე­ნის სო­ლომ­კო.

კი­დევ ერთი აფხა­ზის, ლუდ­მი­ლა სა­ღა­რი­ას თქმით, ცენ­ტრის გახ­სნა­ში ცუდი არა­ფე­რია, რად­გან მსგავ­სი ცენ­ტრე­ბი არ­სე­ბობს თურ­ქეთ­ში, სი­რი­ა­ში, იორ­და­ნი­ა­ში, კა­ნა­და­სა და ამე­რი­კა­ში.

"თუმ­ცა, აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვა რა­მეა, რა­ტომ გა­და­ვი­და აფხა­ზი იქით? და რა­ტომ გახ­და ის ამის ინი­ცი­ა­ტო­რი. თა­ვად დი­ას­პო­რას რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა ამის ორ­გა­ნი­ზე­ბა, სხვა საქ­მეა... და­მა­ინ­ტე­რე­სა და ინ­ტერ­ნეტ­ში ვუ­ყუ­რე, ქარ­თუ­ლად სა­უბ­რობ­დნენ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნი აფხა­ზი ცხოვ­რობს იქ, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, რე­გი­ო­ნის 0,4-ს შე­ად­გე­ნენ, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით ათას ადა­მი­ან­ზეა სა­უ­ბა­რი და და­ვი­ჯე­რო, ისი­ნი იყ­ვნენ ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი?" - ამ­ბობს სა­ღა­რია.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტის, ნი­ზ­ფა არ­შბას თქმით, საქ­მე ის არის, რომ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან და­ხუ­რულ ფორ­მატ­ში წა­რი­მარ­თა და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო, რო­გორც აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­ლე­ნი­ა­ნი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სა­მა­მუ­ლო ომის ვე­ტე­რა­ნია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
2

30 წელი გავიდა ამ რაღაც სახალხო ინიციატივებში და ეს უფრო თავის გართობას ჰგავს. შედეგი არის ნული. აფსუა ტომში ქართველთა მიმართ სიძულვილი არ კლებულობს. ან რად გვინდა ეს პირდაღებული "ნდობის აღდგენა" როცა მინიშნებაც კი არ არის ენგურს გაღმა ერთჭერქვეშ თანაცხოვრების პერსპექტივაზე?!

კახა
0

2 აფხაზი ახალგაზრდა ვნახე ბათუმში ზაფხულში. სავარაუდოთ მასიურად გადმოდიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"რატომ გადავიდა აფხაზი აჭარაში და რატომ გახსნა აფხაზური კულტურის ცენტრის იქ? ეს შიდა პროექტი მგონია" - აფხაზების გამოხმაურებები როლანდ აჟიბას ინიციატივაზე?

"რატომ გადავიდა აფხაზი აჭარაში და რატომ გახსნა აფხაზური კულტურის ცენტრის იქ? ეს შიდა პროექტი მგონია" - აფხაზების გამოხმაურებები როლანდ აჟიბას ინიციატივაზე?

აჭარაში აფხაზური კულტურის ცენტრის გახსნას, ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი ინტერესი მოჰყვა. მით უფრო, რომ ცენტრის გახსნის ინიციატორი, აფხაზეთიდან საცხოვრებლად აჭარაში გადასული, როლანდ აჟიბა იყო, რომელიც ორივე რეგიონში პოპულარობით სარგებლობს.

  • იდეის ავტორების თქმით, აფხაზური კულტურის ცენტრის მიზანი, აფხაზური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, ქართველებსა და აფხაზებს შორის, ნდობის აღდგენა და ერთობლივი სამშვიდობო ღონისძიებების გამართვაა.

როლანდ აჟიბას თქმით, მსგავსი ცენტრის შექმნა ძალიან კარგი იდეაა, რადგან დიდი ხანია მისი შექმნის სურვილი არსებობს, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ხორციელდებოდა.

"ვიცი, რომ აჭარაში ძალიან ბევრი აფხაზი ცხოვრობს, არ მინდა, რომ ისინი უბრალოდ არსებობდნენ, მინდა განვითარდნენ, ჰქონდეთ იდეები და პროექტები, რომელთაც ერთობლივად განვახორციელებთ" - ამბობს აჟიბა.

ადგილობრივების ნაწილი ekhokavkaza.com-ის კორესპონდენტთან საუბარში აცხადებენ, რომ კულტურის ცენტრის გახსნაში ცუდი არაფერია, თუმცა როდესაც ინიციატივის ავტორი აფხაზეთიდან აჭარაში საცხოვრებლად გადასული აფხაზია, ეს კითხვებს აჩენს...

"საქართველო ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყანაა და ამ სიტუაციაში აფხაზური კულტურის ცენტრის გახსნის აზრს ვერ ვხედავ. ეს შიდა პროექტი მგონია, რომელიც აფხაზურ საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას ისახავს მიზნად - თქვენ არ უფრთხილდებით თქვენს ენას, ჩვენი კი, თქვენზე ვზრუნავთო. უფრო ანტი აფხაზური პროექტი მგონია, რათა საზოგადოებაში დაიწყოს განხილვები ვინ უჭერს მხარს ამ პროექტს და ვინ არა, დაიწყოს განხილვები, გვჭირდება თუ არა... ვფიქრობ, ამ ინიციატივას ძალზე მკაფიოდ განსაზღვრული გეგმები ახლავს თან" - ამბობს ადგილობრივი დენის სოლომკო.

კიდევ ერთი აფხაზის, ლუდმილა საღარიას თქმით, ცენტრის გახსნაში ცუდი არაფერია, რადგან მსგავსი ცენტრები არსებობს თურქეთში, სირიაში, იორდანიაში, კანადასა და ამერიკაში.

"თუმცა, აქ მნიშვნელოვანი სხვა რამეა, რატომ გადავიდა აფხაზი იქით? და რატომ გახდა ის ამის ინიციატორი. თავად დიასპორას რომ გაეკეთებინა ამის ორგანიზება, სხვა საქმეა... დამაინტერესა და ინტერნეტში ვუყურე, ქართულად საუბრობდნენ. საინტერესოა, რამდენი აფხაზი ცხოვრობს იქ, რამდენადაც ვიცი, რეგიონის 0,4-ს შეადგენენ, ანუ დაახლოებით ათას ადამიანზეა საუბარი და დავიჯერო, ისინი იყვნენ ინიციატორები?" - ამბობს საღარია.

დამოუკიდებელი აფხაზი ჟურნალისტის, ნიზფა არშბას თქმით, საქმე ის არის, რომ ყველაფერი ძალიან დახურულ ფორმატში წარიმართა და ადამიანი, რომელიც წარმოდგენილი იყო, როგორც აფხაზურ საზოგადოებაში გავლენიანი საზოგადო მოღვაწე, სინამდვილეში, ჩვეულებრივი, სამამულო ომის ვეტერანია.