კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო კასრაძე: "წინანდლის ფესტივალზე ადამიანები სიმშვიდის და ბედნიერების კუნძულს პოულობენ"
ნინო კასრაძე: "წინანდლის ფესტივალზე ადამიანები სიმშვიდის და ბედნიერების კუნძულს პოულობენ"

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის დატ­ვირ­თუ­ლი სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მის ერთი სა­ღა­მო მონო სპექ­ტაკლს და­ეთ­მო, სა­დაც ჟან კოქ­ტოს „ადა­მი­ა­ნის ხმა“ მსა­ხი­ობ­მა ნინო კას­რა­ძემ წა­რად­გი­ნა.

თით­ქმის ერთი სა­უ­კუ­ნის წინ შექ­მნი­ლი პი­ე­სა დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას არ ჰკარ­გავს და არ­ტის­ტის ფა­ქიზ თა­მაშ­სა და გარ­და­სახ­ვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მსა­ხი­ობ­მა მო­ნო­ლო­გის ფორ­მით გად­მოს­ცა მი­ტო­ვე­ბუ­ლი ქა­ლის დრა­მა და მთე­ლი სიმ­ძაფ­რით გახ­სნა პერ­სო­ნა­ჟის ემო­ცი­ე­ბი. შიში, სი­ხა­რუ­ლი, ტკი­ვი­ლი, იმე­დი, თავ­გან­წირ­ვა - ერთ პერ­ფო­მან­სში ჩა­ა­ტია.

სა­ღა­მომ ანშლა­გით ჩა­ი­ა­რა. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი დიდ­ხანს უკ­რავ­და ტაშს.

პი­ე­სა ბევ­რი მსა­ხი­ო­ბის ბე­ნე­ფი­სად ქცე­უ­ლა. მას ას­რუ­ლებ­დნენ ანა მა­ნი­ა­ნი, ინ­გრიდ ბერ­გმა­ნი, სი­მო­ნა სი­ნი­ო­რე. ნა­წარ­მო­ებ­ზე და­წე­რი­ლია ოპე­რა (ლიბ­რე­ტოს ავ­ტო­რი ფრე­ნი­სის პულ­ე­კი).

უკვე მე­ხუ­თედ, კომ­პა­ნია სილ­ქნე­ტის წარ­დგე­ნით, ფეს­ტი­ვალ­მა ცნო­ბილ ვირ­ტუ­ოზ შემ­სრუ­ლებ­ლებს, დამ­წყებ მუ­სი­კო­სებს და ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას წი­ნან­დლის მა­მულ­ში მო­უ­ყა­რა თავი. თე­ატ­რა­ლუ­რი პი­ე­სა პირ­ვე­ლად იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რა­მაც კი­დევ ერთი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სა­ღა­მო შე­მა­ტა ფეს­ტი­ვალს.

სა­ი­უ­ბი­ლეო სე­ზო­ნი, 10 სექ­ტემ­ბერს, მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნეს, ლიზა ბა­თი­აშ­ვი­ლის კონ­ცერ­ტით და­ი­ხუ­რა.

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლი ერთი წლით და­ემ­შვი­დო­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რულთ. 2024 წელს ის­ტო­რი­უ­ლი მა­მუ­ლი 31 აგ­ვის­ტო­დან 10 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მით დაბ­რუნ­დე­ბა. მა­ნამ­დე კი, აქ, წლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა: 2024 წლის 1 მა­ისს წი­ნან­დალ­ში, ბერ­ლი­ნის ფი­ლარ­მო­ნი­უ­ლი ორ­კესტრი და მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ მე­ვი­ო­ლი­ნედ მიჩ­ნე­უ­ლი -ლიზა ბა­თი­აშ­ვი­ლი„ევ­რო­პა - კონ­ცერტს“ გა­მარ­თა­ვენ და მას პირ­და­პირ ეთერ­ში 160 ქვე­ყა­ნა­ში იხი­ლა­ვენ. „ევ­რო­პა­კონ­ცერტს“ ლე­გენ­და­რუ­ლი და­ნი­ელ ბა­რან­ბო­ი­მი უდი­რი­ჟო­რებს.

R

შესწორება
1

ლიბრეტოს კი არა, მუსიკის ავტორია პულენკი, და არა პულეკი.

ავტორი:

ნინო კასრაძე: "წინანდლის ფესტივალზე ადამიანები სიმშვიდის და ბედნიერების კუნძულს პოულობენ"

ნინო კასრაძე: "წინანდლის ფესტივალზე ადამიანები სიმშვიდის და ბედნიერების კუნძულს პოულობენ"

წინანდლის ფესტივალის დატვირთული საკონცერტო პროგრამის ერთი საღამო მონო სპექტაკლს დაეთმო, სადაც ჟან კოქტოს „ადამიანის ხმა“ მსახიობმა ნინო კასრაძემ წარადგინა.

თითქმის ერთი საუკუნის წინ შექმნილი პიესა დღესაც აქტუალურობას არ ჰკარგავს და არტისტის ფაქიზ თამაშსა და გარდასახვაზეა დამოკიდებული. მსახიობმა მონოლოგის ფორმით გადმოსცა მიტოვებული ქალის დრამა და მთელი სიმძაფრით გახსნა პერსონაჟის ემოციები. შიში, სიხარული, ტკივილი, იმედი, თავგანწირვა - ერთ პერფომანსში ჩაატია.

საღამომ ანშლაგით ჩაიარა. აღფრთოვანებული მაყურებელი დიდხანს უკრავდა ტაშს.

პიესა ბევრი მსახიობის ბენეფისად ქცეულა. მას ასრულებდნენ ანა მანიანი, ინგრიდ ბერგმანი, სიმონა სინიორე. ნაწარმოებზე დაწერილია ოპერა (ლიბრეტოს ავტორი ფრენისის პულეკი).

უკვე მეხუთედ, კომპანია სილქნეტის წარდგენით, ფესტივალმა ცნობილ ვირტუოზ შემსრულებლებს, დამწყებ მუსიკოსებს და ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას წინანდლის მამულში მოუყარა თავი. თეატრალური პიესა პირველად იყო წარმოდგენილი, რამაც კიდევ ერთი დასამახსოვრებელი საღამო შემატა ფესტივალს.

საიუბილეო სეზონი, 10 სექტემბერს, მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი მევიოლინეს, ლიზა ბათიაშვილის კონცერტით დაიხურა.

წინანდლის ფესტივალი ერთი წლით დაემშვიდობა ხელოვნების მოყვარულთ. 2024 წელს ისტორიული მამული 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, განახლებული პროგრამით დაბრუნდება. მანამდე კი, აქ, წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება: 2024 წლის 1 მაისს წინანდალში, ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი და მსოფლიოში პირველ მევიოლინედ მიჩნეული -ლიზა ბათიაშვილი„ევროპა - კონცერტს“ გამართავენ და მას პირდაპირ ეთერში 160 ქვეყანაში იხილავენ. „ევროპაკონცერტს“ ლეგენდარული დანიელ ბარანბოიმი უდირიჟორებს.

R