კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯოზეფ ბორელის ბლოგი საქართველოზე - რა სამ გზავნილზე საუბრობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი?
ჯოზეფ ბორელის ბლოგი საქართველოზე - რა სამ გზავნილზე საუბრობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი?

ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის პრო­ცე­სი არის ეროვ­ნუ­ლი მის­წრა­ფე­ბა, რო­მე­ლიც პარ­ტი­ულ პო­ლი­ტი­კა­ზე მაღ­ლა უნდა დად­გეს. ყვე­ლა ინ­სტი­ტუტ­მა ერ­თად უნდა იმუ­შა­ოს, ანუ ითა­ნამ­შრომ­ლოს. ქარ­თველ­მა ლი­დე­რებ­მა ეს ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი ხე­ლი­დან არ უნდა გა­უშ­ვან, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, ჯო­ზეფ ბო­რე­ლი სა­კუ­თარ ბლოგ­ში წერს.

ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტს იხ­სე­ნებს და აცხა­დებს, რომ ხალ­ხი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის სამი ძი­რი­თა­დი გზავ­ნი­ლის გა­ზი­ა­რე­ბა სურ­და.

"მსურ­და, სამი ძი­რი­თა­დი გზავ­ნი­ლი გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის. პირ­ვე­ლი: ეჭვგა­რე­შეა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პულ ოჯახს ეკუთ­ვნის. სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბი­სას იგ­რძნობთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ევ­რო­პულ სწრაფ­ვას. თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში უფრო მეტი ევ­რო­პუ­ლი დრო­შა ვნა­ხე, ვიდ­რე ევ­რო­პის დე­და­ქა­ლა­ქე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში. ქარ­თვე­ლე­ბის 80%-ზე მეტს სურს, რომ მათი ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­ში­რის ნა­წი­ლი გახ­დეს. ეს, რა თქმა უნდა, შთამ­ბეჭ­და­ვი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და ჩვენ სრუ­ლად ვა­ფა­სებთ ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. ჩემი ყოფ­ნის დროს ყვე­ლა ჩემ­მა თა­ნა­მო­სა­უბ­რემ გა­მოთ­ქვა თხოვ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მალე მი­ი­ღოს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. ეს არის მო­წო­დე­ბა, რო­მე­ლიც ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მუდ­მე­ბით მო­ვის­მი­ნეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ოპო­ზი­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან", - წერს ბო­რე­ლი.

მისი მტკი­ცე­ბით, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა სა­ქარ­თვე­ლომ გარ­კვე­უ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი შე­ას­რუ­ლოს.

"ეს არის მო­წო­დე­ბა, რო­მელ­საც არ გვინ­და არ მო­ვუს­მი­ნოთ. თუმ­ცა, ამ გზა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ არის მკა­ფიო მო­თხოვ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ასა­ხუ­ლია ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ წა­მო­ყე­ნე­ბულ 12 პრი­ო­რი­ტეტ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­პულ გზა­ზე შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბი მათ­ზე მიღ­წე­ულ შე­დე­გებ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. გა­სუ­ლი ივ­ნი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ სამი მათ­გა­ნი მი­ი­ტა­ნა. მაგ­რამ და­ნარ­ჩენ ცხრა­ზე, საკ­მა­ოდ ბევ­რი სა­მუ­შაო რჩე­ბა შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. ეს ძი­რი­თა­დად ეხე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ას, ეკო­ნო­მი­კუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ას, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მას, სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მას, მე­დი­ის პლუ­რა­ლიზმს და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს. ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის პრო­ცე­სი არის ეროვ­ნუ­ლი მის­წრა­ფე­ბა, რო­მე­ლიც პარ­ტი­ულ პო­ლი­ტი­კა­ზე მაღ­ლა უნდა დად­გეს. ყვე­ლა ინ­სტი­ტუტ­მა ერ­თად უნდა იმუ­შა­ოს, ანუ ითა­ნამ­შრომ­ლოს. ქარ­თველ­მა ლი­დე­რებ­მა ეს ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი ხე­ლი­დან არ უნდა გა­უშ­ვან", - წერს ბო­რე­ლი.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ გზა­ზე ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­აა და იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­პულ გზა­ზე სწრა­ფად სვლა შეძ­ლოს, ქვეყ­ნის ყვე­ლა ინ­სტი­ტუტ­მა ერ­თად უნდა იმუ­შა­ოს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ გზა­ზე ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა მარ­თლაც ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­აა. იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ უნდა ითა­ნამ­შრომ­ლოს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად. მთავ­რო­ბამ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ­მა პარ­ტი­ამ უნდა იმუ­შა­ონ ისე­თი გა­რე­მოს შექ­მნა­ზე, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბამ კი­დევ უფრო გა­ზარ­და ეს კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლი პო­ლა­რი­ზა­ცია. იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­პულ გზა­ზე სწრა­ფად სვლა შეძ­ლოს, ქვეყ­ნის ყვე­ლა ინ­სტი­ტუტ­მა ერ­თად უნდა იმუ­შა­ოს, ანუ ითა­ნამ­შრომ­ლოს. ქარ­თველ­მა ლი­დე­რებ­მა არ უნდა გა­უშ­ვან ხე­ლი­დან ეს ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი", - წერს ბო­რე­ლი.

მისი თქმით, მე­ო­რე გზავ­ნი­ლი ეხე­ბო­და რუ­სე­თის აგ­რე­სი­ულ ომს და ამ კუ­თხით, მი­ე­სალ­მე­ბა ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის პრე­ვენ­ცი­ის სა­კი­თხში.

"ჩემი მე­ო­რე გზავ­ნი­ლი ეხე­ბო­და რუ­სე­თის აგ­რე­სი­ულ ომს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. ევ­რო­კავ­ში­რი მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნას და ჩვენ მხარს და­ვუ­ჭერთ უკ­რა­ი­ნას იმ­დენ ხანს, რამ­დე­ნიც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა. ევ­რო­კავ­ში­რი მი­ე­სალ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მკა­ფიო პო­ზი­ცი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მებ­ზე. გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ჩვენს უახ­ლო­ეს პარტნი­ო­რებ­თან რუ­სე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ის­თვის. ამი­ტომ, მი­ვე­სალ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის პრე­ვენ­ცი­ის სა­კი­თხში. ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი რამ გა­კეთ­და და მე გა­მოვ­ხა­ტე ჩვე­ნი მკა­ფიო აღი­ა­რე­ბა ამ ძა­ლის­ხმე­ვის­თვის", - წერს ბო­რე­ლი.

ამას­თან, ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ხაზი გა­ის­ვა, რომ სწუხს სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნის გამო.

"უნდა ვთქვა, რომ ვწუხ­ვართ სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნის გამო, რა­მაც თბი­ლი­სი რუ­სე­ბის ევ­რო­პა­ში შე­მოყ­ვა­ნის ჰა­ბად აქ­ცია. ასე­ვე სა­ჭი­როა მეტი ჩარ­თუ­ლო­ბა რუ­სე­თის ჰიბ­რი­დულ აქ­ტი­ვო­ბებ­თან და­სა­პი­რის­პი­რებ­ლად, და­წყე­ბუ­ლი რუ­სე­თის პრო­პა­გან­დი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ომით. ევ­რო­კავ­ში­რი გა­აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რას, რათა ხელი შე­უ­წყოს ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბი­სად­მი მდგრა­დო­ბის გაზ­რდას. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია და ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­მარ­თლი­ა­ნი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ფუძ­ვე­ლია", - აღ­ნიშ­ნა ბო­რელ­მა.

მან სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

"ჩვენს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა არის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ჩვენ ვე­ლით ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან, რომ­ლე­ბიც მი­ის­წრაფ­ვი­ან გახ­დნენ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რე­ბი. ეს შე­სა­ბა­მი­სო­ბა ასე­ვე არის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვად სა­ქარ­თვე­ლომ 2014 წელს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში აიღო. თუმ­ცა, ამ კუ­თხით, ახლა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის საკ­მა­ოდ დიდ სივ­რცეს ვხე­დავ", - წერს ბო­რე­ლი.

მისი თქმით, ევ­რო­კავ­ში­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, მხა­რი და­უ­ჭი­როს სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის ფონ­ზე კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­და.

"ჩემი მე­სა­მე გზავ­ნი­ლი ეხე­ბო­და ჩვენს ურ­ყევ მხარ­და­ჭე­რას სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ. 2008 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო პუ­ტი­ნის ნე­ო­იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის მსხვერ­პლია. ჩვე­ნი დიდი ხნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ვი­ყოთ სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით, დღეს, უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის ფონ­ზე, ისე­თი ძლი­ე­რია, რო­გორც არას­დროს. და­სას­რულს, ვფიქ­რობ, რომ ჩემი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მკა­ფი­ოა: სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის იმე­დი ჰქონ­დეს და ევ­რო­კავ­ში­რის კარი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ღიაა. გვინ­და, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პულ გზა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვი­ხი­ლოთ და ვი­მე­დოვ­ნებთ, ქარ­თვე­ლი ლი­დე­რე­ბი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ იმის­თვის, რომ ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვან ეს დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბა", - წერს ბო­რე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
3

ცოტა უცნაურად ჩანს არა , დასავლური პილიტესტაბლიშმენტის მიამიტობა მიშას და ნაცმოს გამოხტომებთან დაკავშირებით ,იტანენ, აშკარად, ქოცების უნიათო მერკანტილობასაც ასე თუ ისე ეგუებიან, აგერ მეექვსე წელი მიდის, ისიც აიტანეს რომ 27 წელია ერთიდაიგივე სახეები სუფევენ საქართველოს პოლიტიკური ცის ქვეშ ! შევარდნაძიდან დაწყებული დღემდე, მათ 27 წელია დოკუმენტალურად უმტკიცებენ, რომ ქართველი ერი კრიმინალური მენტალურობით ხასიათდება, ყველა სფეროში, ქურდული ინსტიტუტი სულ ქართული გვარებითაა წარმოდგენილი ყველგან, დასავლეთშიც, მაღაზიებში და ბინებში იპარავს ქართველი, ჯგუფებად იჭერენ და ასამართლებენ, 325 ათასი აქ გავასამართლეთ და არ ეშველა მაინც, ამიტომ კანონები გამკაცრებულია, ცოტა კია არადემოკრატიული და იოლად შეიძლება დაინტერესების შემთხვევაში ინსპირირება ჩადებით, ცრუმოწმეობით, მაგრამ რა ქნას ხელისუფალმა -ბევრია ქურდი ! ერი იპარავდა და ახლაც დენს და გაზს, წყალს ეუფლება კანონსაწინააღმდეგოდ ,ამიტომ მოპარულის საკომპენსაციოდ ტარიფები ძალიან მაღალია, აბა რა ქნან, უნდა გაანათონ სიბნელე,არ იხდიდა გადასახადს ერი არასოდეს, სულ ცეხავიკების მენტალობა იყო ბიზნესში, ამიტომ ბიზნესი სამოხელეო კორპუსს ჩააბარეს საკეთებლად და საკუთარი თავის საკონტროლებლადაც, სხვა როგორც კი იწყებს ბიზნესს კანონით ანკულაკებენ ,რომ გადასახადის დამალვის ხასიათი გაუქრეს, ერი ათეული წლებია არ დადის არჩევნებზე, ამიტომ საარჩევნო კანონი ისეა დაწერილი, რომ მარტო პარტაქტივს და სამოხელეო ადმინისტრაციულ კორპუსსაც შეუძლია საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიყვანოს ხელისუფლებაში კარგად გაპიარებული "მეოცნებე და ნეოკონსერვატორი " რეფორმატორები, აბა ხომ არ ჩაშლიან დემოკრატიულ პროცესებს ,კონსტიტუციაც იმიტომაა არა სახალხო უფლებათა დეკლარაცია, არამედ პარტიათა შორისი გაგების მემორანდუმი სახელმწიფო სტრუქტურებთან ,რომ კრიმინალური ერის უმრავლესობამ არ იძალადოს დასავლურ ქართულ პოლიტესტაბლიშმენტზე,რომელმაც სახალხოდ, საქვეყნოდ, მთელი კაცობრიობის წინაშ იკისრა ვალდებულება კომკავშირიდან გამოიყვანოს საქრთველო და აღქმულ დემოკრატიაში შეიყვანოს ასე 40 წელიწადში, ანუ უკანანსკნელი კომკავშირელის გარდაცვალების შემდეგ ! დასაავლეთი კანონმორჩილია, გულუბრყვილო და მიამიტი კი არაა , ჩვენს კანონებს პატივს სცემენ, თუ კანონი ამბობს რომ ერთი მუჭა სამოხელეო პარტოკრატიული კლანია ყოველთვის მართალი და ისაა ზესახელმწიფო ინტერესების დამცველი, ხოლო ერის უმრავლესობა კომკავშირელია და კრიმინალი, ესეიგი ასეა, კანონი კანონია! დიახ !

ნანა
0

ევროპა მაშინ მიგვიღებს, როცა ჩვენ კი არა, თვითონ აწყობს, 12 პუნქტი მხოლოდ საბაბია

ავტორი:

ჯოზეფ ბორელის ბლოგი საქართველოზე - რა სამ გზავნილზე საუბრობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი?

ჯოზეფ ბორელის ბლოგი საქართველოზე - რა სამ გზავნილზე საუბრობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი?

ევროკავშირში გაწევრების პროცესი არის ეროვნული მისწრაფება, რომელიც პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა დადგეს. ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ანუ ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საკუთარ ბლოგში წერს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტს იხსენებს და აცხადებს, რომ ხალხისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის სამი ძირითადი გზავნილის გაზიარება სურდა.

"მსურდა, სამი ძირითადი გზავნილი გამეზიარებინა ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის. პირველი: ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. საქართველოში სტუმრობისას იგრძნობთ ქართველი ხალხის ევროპულ სწრაფვას. თბილისის ქუჩებში უფრო მეტი ევროპული დროშა ვნახე, ვიდრე ევროპის დედაქალაქების უმეტესობაში. ქართველების 80%-ზე მეტს სურს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირის ნაწილი გახდეს. ეს, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი მაჩვენებელია და ჩვენ სრულად ვაფასებთ ამ ვალდებულებას. ჩემი ყოფნის დროს ყველა ჩემმა თანამოსაუბრემ გამოთქვა თხოვნა, რომ საქართველომ მალე მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს არის მოწოდება, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში გამუდმებით მოვისმინეთ ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან", - წერს ბორელი.

მისი მტკიცებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭიროა საქართველომ გარკვეული მოთხოვნები შეასრულოს.

"ეს არის მოწოდება, რომელსაც არ გვინდა არ მოვუსმინოთ. თუმცა, ამ გზაზე საქართველოს მიმართ არის მკაფიო მოთხოვნები, რომლებიც ასახულია ევროკომისიის მიერ წამოყენებულ 12 პრიორიტეტში. საქართველოსთვის ევროპულ გზაზე შემდეგი ნაბიჯები მათზე მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. გასული ივნისის მდგომარეობით, საქართველომ სამი მათგანი მიიტანა. მაგრამ დანარჩენ ცხრაზე, საკმაოდ ბევრი სამუშაო რჩება შესასრულებელი. ეს ძირითადად ეხება პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაციას, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, საარჩევნო რეფორმას, მედიის პლურალიზმს და ადამიანის უფლებებს. ევროკავშირში გაწევრების პროცესი არის ეროვნული მისწრაფება, რომელიც პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა დადგეს. ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ანუ ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან", - წერს ბორელი.

მისი განმარტებით, საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა და იმისათვის, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე სწრაფად სვლა შეძლოს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს.

"საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მართლაც ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა. იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს კონსტრუქციულად. მთავრობამ და ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ უნდა იმუშაონ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის ამ თანამშრომლობას. პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კიდევ უფრო გაზარდა ეს კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია. იმისათვის, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე სწრაფად სვლა შეძლოს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ანუ ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა არ უნდა გაუშვან ხელიდან ეს ისტორიული შანსი", - წერს ბორელი.

მისი თქმით, მეორე გზავნილი ეხებოდა რუსეთის აგრესიულ ომს და ამ კუთხით, მიესალმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას სანქციების გვერდის ავლის პრევენციის საკითხში.

"ჩემი მეორე გზავნილი ეხებოდა რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მკაფიო პოზიციას საერთაშორისო ფორუმებზე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ძალისხმევის კოორდინაციას ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან რუსეთის საერთაშორისო იზოლაციისთვის. ამიტომ, მივესალმები საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას სანქციების გვერდის ავლის პრევენციის საკითხში. ამ მხრივ საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა და მე გამოვხატე ჩვენი მკაფიო აღიარება ამ ძალისხმევისთვის", - წერს ბორელი.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაისვა, რომ სწუხს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო.

"უნდა ვთქვა, რომ ვწუხვართ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, რამაც თბილისი რუსების ევროპაში შემოყვანის ჰაბად აქცია. ასევე საჭიროა მეტი ჩართულობა რუსეთის ჰიბრიდულ აქტივობებთან დასაპირისპირებლად, დაწყებული რუსეთის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ომით. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს ინფორმაციის მანიპულირებისადმი მდგრადობის გაზრდას. დამოუკიდებელი მედია და ინფორმაციის სამართლიანი ხელმისაწვდომობა დემოკრატიის საფუძველია", - აღნიშნა ბორელმა.

მან საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობა არის ვალდებულება, რომელსაც ჩვენ ველით ყველა ქვეყნიდან, რომლებიც მიისწრაფვიან გახდნენ ევროკავშირის წევრები. ეს შესაბამისობა ასევე არის ვალდებულება, რომელიც თავად საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო. თუმცა, ამ კუთხით, ახლა გაუმჯობესების საკმაოდ დიდ სივრცეს ვხედავ", - წერს ბორელი.

მისი თქმით, ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე კიდევ უფრო გაძლიერდა.

"ჩემი მესამე გზავნილი ეხებოდა ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 2008 წლიდან საქართველო პუტინის ნეოიმპერიალისტური მსოფლმხედველობის მსხვერპლია. ჩვენი დიდი ხნის ვალდებულება, ვიყოთ საქართველოს გვერდით, დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. დასასრულს, ვფიქრობ, რომ ჩემი მთავარი გზავნილი საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის მკაფიოა: საქართველოს შეუძლია ევროკავშირის იმედი ჰქონდეს და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. გვინდა, საქართველო ევროპულ გზაზე წარმატებული ვიხილოთ და ვიმედოვნებთ, ქართველი ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხელიდან არ გაუშვან ეს დიდი შესაძლებლობა", - წერს ბორელი.