მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღარიბაშვილს ბორელისთვის ერთადერთი, რაც დარჩა სათქმელი, იყო: "წამოდი თუ გინდა ქურდთან ავიდეთ და იქ გავარჩიოთ ეს საკითხი“ - თინა ხიდაშელი
"ღარიბაშვილს ბორელისთვის ერთადერთი, რაც დარჩა სათქმელი, იყო: "წამოდი თუ გინდა ქურდთან ავიდეთ და იქ გავარჩიოთ ეს საკითხი“ - თინა ხიდაშელი

თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­რიგ, რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის მსგავს სი­გი­ჟეს არ შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს, ჩვენ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს წლის ბო­ლოს მი­ვი­ღებთ, - ამის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის“ თავ­მჯდო­მა­რე თინა ხი­და­შელ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "დღის ნი­უს­რუ­მი“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან გან­წყო­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის ცვლი­ლე­ბა და­ა­ახ­ლო­ებს.

"მე მაქვს 100%-იანი რწმე­ნა, რომ ჯო­ზეფ ბო­რე­ლი აქ ჩა­მო­სუ­ლი იყო ერ­თა­დერ­თი მი­სი­ით - ში­ნა­გა­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია, რომ მისი ერთი ხმა, მისი ერთი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და გავ­ლე­ნა რაც აქვს, სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა­ში უნდა და­ხარ­ჯოს. ის ამა­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და იმის­თვის, რომ პო­ზი­ტი­უ­რი გზავ­ნი­ლი მი­ე­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, ოღონდ გა­ეფრ­თხი­ლე­ბი­ნა, რომ ეს სტა­ტუ­სი არ იქ­ნე­ბა სა­ჩუ­ქა­რი და რომ მას მოჰ­ყვე­ბა კი­დევ უფრო მეტი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რე­კო­მენ­და­ცია და კი­დევ უფრო ფარ­თო ამ­ბი­ცი­უ­რი რე­ფორ­მე­ბის გეგ­მა.

თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­რიგ, რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის მსგავს სი­გი­ჟეს არ შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს, ჩვენ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს წლის ბო­ლოს მი­ვი­ღებთ, მაგ­რამ ოქ­ტომ­ბერ­ში დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც კო­მი­სი­ამ უნდა გა­მოს­ცეს, არ იქ­ნე­ბა მარ­ტი­ვი ჩვენ­თვის.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მე­ლი კა­ნო­ნის რო­მელ მუხ­ლში რა ჩა­ი­წე­რე­ბა, ეს ჩვენ ევ­რო­კავ­შირ­თან ვერ დაგ­ვა­ახ­ლო­ებს. ჩვენ ევ­რო­კავ­შირ­თან დაგ­ვა­ახ­ლო­ებს გან­წყო­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის ცვლი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ ამ­ბი­ცი­უ­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გეგ­მა შედ­გეს. თა­ვად პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი დე­პო­ლა­რა­ლი­ზა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობ­და იმა­ვე ტერ­მი­ნე­ბით, რა ტერ­მი­ნე­ბი­თაც ჩხუბ­ში ლა­პა­რა­კობს ხოლ­მე. ეს გა­მო­რი­ცხავს დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ას. მტრულ ძა­ლებს და რა­დი­კა­ლებს ეძახ­და სა­კუ­თარ ოპო­ნენ­ტებს იმ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, სა­დაც სურ­ვი­ლი ჰქონ­და სხვის­თვის და­ებ­რა­ლე­ბი­ნა პო­ლა­რი­ზა­ცი­ის არ­სე­ბო­ბა.

ადა­მი­ა­ნე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს თუ ნა­ხავ­დით, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ - "ნახე, რა მაგ­რად და­ა­ხუ­რა ბო­რელს ჩვენ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა?!“ - წარ­მო­იდ­გი­ნეთ სად ვართ და სა­ერ­თოდ რაზე ვლა­პა­რა­კობთ. ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ერ­თა­დერ­თი კომ­პო­ნენ­ტი დარ­ჩა იქ, რომ მერე ბო­ლო­ში უნდა ეთ­ქვა - "წა­მო­დი თუ გინ­და ქურ­დთან ავი­დეთ და იქ გა­ვარ­ჩი­ოთ ეს სა­კი­თხიო“. იმა­ვე ტრი­ბუ­ნას­თან იდგა ბო­რე­ლიც, მე და თქვენ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან გვეს­მო­და და მას გვერ­დში ელა­პა­რა­კე­ბო­და ამას ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ერთი წე­ლია ეუბ­ნე­ბი­ან, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თე იმის­თვის, რომ პო­ლი­ტი­კურ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ და­ი­წი­ოს ქვე­ყა­ნა­ში და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი დი­ა­ლო­გის რე­ჟიმ­ში გა­დახ­ვი­დე­თო. მან ვერ შეძ­ლო ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტთან დი­ა­ლო­გი. მე ვფიქ­რობ, ნა­თე­ლია, რას­თან გვაქვს საქ­მე, მაგ­რამ ეს ვერ იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის და­მამ­შვი­დე­ბე­ლი, რად­გან მე უფრო მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­თხოვ მათ­გან, ვინც გვე­ი­მე­დე­ბი­ან“, - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰაჰაჰა
0

ნუ ცმუკავ, თინაა

0

თქვენს ''ნამოღვაწარსი" ნაციან ცმაციანად ქურდული დემაგოგია არ იყო თუ პარვა.ვირისთავებო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ღარიბაშვილს ბორელისთვის ერთადერთი, რაც დარჩა სათქმელი, იყო: "წამოდი თუ გინდა ქურდთან ავიდეთ და იქ გავარჩიოთ ეს საკითხი“ - თინა ხიდაშელი

"ღარიბაშვილს ბორელისთვის ერთადერთი, რაც დარჩა სათქმელი, იყო: "წამოდი თუ გინდა ქურდთან ავიდეთ და იქ გავარჩიოთ ეს საკითხი“ - თინა ხიდაშელი

თუ საქართველოს ხელისუფლება მორიგ, რუსული კანონის მსგავს სიგიჟეს არ შემოგვთავაზებს, ჩვენ კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს მივიღებთ, - ამის შესახებ ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან განწყობის და პოლიტიკური ნების ცვლილება დააახლოებს.

"მე მაქვს 100%-იანი რწმენა, რომ ჯოზეფ ბორელი აქ ჩამოსული იყო ერთადერთი მისიით - შინაგანად ჩამოყალიბებულია, რომ მისი ერთი ხმა, მისი ერთი პასუხისმგებლობა და გავლენა რაც აქვს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში უნდა დახარჯოს. ის ამაზე ჩამოყალიბებულია. საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ პოზიტიური გზავნილი მიეცა ხელისუფლებისთვის, ოღონდ გაეფრთხილებინა, რომ ეს სტატუსი არ იქნება საჩუქარი და რომ მას მოჰყვება კიდევ უფრო მეტი ანგარიშვალდებულება, რეკომენდაცია და კიდევ უფრო ფართო ამბიციური რეფორმების გეგმა.

თუ საქართველოს ხელისუფლება მორიგ, რუსული კანონის მსგავს სიგიჟეს არ შემოგვთავაზებს, ჩვენ კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს მივიღებთ, მაგრამ ოქტომბერში დოკუმენტი, რომელიც კომისიამ უნდა გამოსცეს, არ იქნება მარტივი ჩვენთვის.

იმის მიუხედავად, რომელი კანონის რომელ მუხლში რა ჩაიწერება, ეს ჩვენ ევროკავშირთან ვერ დაგვაახლოებს. ჩვენ ევროკავშირთან დაგვაახლოებს განწყობის და პოლიტიკური ნების ცვლილება საქართველოში, რომ ამბიციური დემოკრატიული რეფორმების გეგმა შედგეს. თავად პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრი დეპოლარალიზაციაზე საუბრობდა იმავე ტერმინებით, რა ტერმინებითაც ჩხუბში ლაპარაკობს ხოლმე. ეს გამორიცხავს დეპოლარიზაციას. მტრულ ძალებს და რადიკალებს ეძახდა საკუთარ ოპონენტებს იმ პრესკონფერენციაზე, სადაც სურვილი ჰქონდა სხვისთვის დაებრალებინა პოლარიზაციის არსებობა.

ადამიანების უდიდესი ნაწილის გამოხმაურებებს თუ ნახავდით, აღფრთოვანებულები იყვნენ - "ნახე, რა მაგრად დაახურა ბორელს ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა?!“ - წარმოიდგინეთ სად ვართ და საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ. ადამიანები ამბობდნენ, რომ ერთადერთი კომპონენტი დარჩა იქ, რომ მერე ბოლოში უნდა ეთქვა - "წამოდი თუ გინდა ქურდთან ავიდეთ და იქ გავარჩიოთ ეს საკითხიო“. იმავე ტრიბუნასთან იდგა ბორელიც, მე და თქვენ ტელევიზიიდან გვესმოდა და მას გვერდში ელაპარაკებოდა ამას ადამიანი, რომელსაც ერთი წელია ეუბნებიან, ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ პოლიტიკურმა ტემპერატურამ დაიწიოს ქვეყანაში და ცივილიზებული დიალოგის რეჟიმში გადახვიდეთო. მან ვერ შეძლო ნახევარი საათით ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან დიალოგი. მე ვფიქრობ, ნათელია, რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ეს ვერ იქნება ჩვენთვის დამამშვიდებელი, რადგან მე უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვითხოვ მათგან, ვინც გვეიმედებიან“, - განაცხადა ხიდაშელმა.