საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არცერთი არ ვიმსახურებდით ჩვენი ნაკრების მაისურით თამაშს. რა აზრი აქვს ბოდიშს?" - კაპიტნის კომენტარი წაგებული მატჩის შემდეგ
"არცერთი არ ვიმსახურებდით ჩვენი ნაკრების მაისურით თამაშს. რა აზრი აქვს ბოდიშს?" - კაპიტნის კომენტარი წაგებული მატჩის შემდეგ

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ეს­პა­ნეთს უმას­პინ­ძლა და გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ან­გა­რი­შით 1:7 და­მარ­ცხდა.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს­პა­ნე­ლებ­მა ქარ­თვე­ლებს ნამ­დვი­ლი კოშ­მა­რი მო­უ­წყვეს - მო­ე­დან­ზე მათ ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­დათ, ჩვენ კი - არა­ფე­რი.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ან­გა­რი­შით 0:4 დათ­მო. მა­მარ­დაშ­ვი­ლის კარ­ში პირ­ვე­ლი გოლი 22 - ე წუთ­ზე ალ­ვა­რო მო­რა­ტამ გა­ი­ტა­ნა, 27-ე წუთ­ზე ავ­ტო­გო­ლი კვირ­კვე­ლი­ამ მი­ით­ვა­ლა, 38 წუთ­ზე ქარ­თვე­ლე­ბის კარი დანი ოლ­მომ და­ლაშ­ქრა, მე-40 წუთ­ზე კი ისევ - მო­რა­ტამ.

მე­ო­რე ტა­ი­მის და­სა­წყის­ში ჩვე­ნი გუნ­დის მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა რამ­დე­ნი­მე შეც­ვლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, მათ­გან ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა აბურ­ჯა­ნი­ას ნაც­ვლად გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძის შე­მოს­ვლა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი იყო, სწო­რედ მან მო­ა­ხერ­ხა 49-ე წუთ­ზე ეს­პა­ნელ­თა კა­რის აღე­ბა. ის კი­დევ ცდი­ლობ­და თა­მა­შის გამ­წვა­ვე­ბას, თუმ­ცა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა მხა­რი ვერ აუ­ბეს და სა­ბო­ლო­ოდ გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ან­გა­რი­შით დავ­მარ­ცხდით.

მატ­ჩის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა გუნ­დის კა­პი­ტან­მა:

გუ­რამ კა­შია: "ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ გულ­შე­მატ­კივ­რის წი­ნა­შე, რომ ასე­თი დიდი შე­დე­გით წა­ვა­გეთ. ჩემ­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სუს­ტი პერ­ფორ­მან­სი იყო, რაც მი­თა­მა­შია ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში. რა თქმა უნდა, ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებ­თან შე­იძ­ლე­ბა წა­ა­გო, მაგ­რამ ასე­თი დიდი სხვა­ო­ბა, არ მგო­ნია, რომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ხა­სი­ა­თი ვერ გა­მო­ვავ­ლი­ნეთ და შემ­დეგ თა­მაშ­ში მინ­და ვნა­ხო ის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, ვინც ითა­მა­შე­ბენ ისე, რომ უფრო მეტი ხა­სი­ა­თი გა­მო­ავ­ლი­ნონ. არ­ცერ­თი არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დით ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რით თა­მაშს. რა აზრი აქვს ბო­დიშს? გული მწყდე­ბა, რომ ასე­თი ცუდი თა­მა­ში ვაჩ­ვე­ნეთ.

მკითხველის კომენტარები / 104 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
1

ჩივაძე სულაქველიძისნაირი მცველები გვინდა და საერთოდ ფიზიკურად ძლიერი გუნდი. რაგბია ჩვენი თამაშიო და ისევ თქვენი იყოს..სულაქველიძისნაირად ფეხში უნდა ეთამაშო მეტოქეს მითუმეტეს დღევანდელ ფეხბურთში, ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მისცე და ჯარიმის ზღვარზე ეთამაშო. დღევანდელი შემადგენლობის ჩვენ დაცვა ნახევარდაცვას ჰალანდი რომ მიაწვეს კარებში შეიტანს თავის ბურათიანად

თენგო
5

ძალიან ნიჭიერი ბიჭები გვყავს მაგრამ ვაისმა ვერ დააყენა ძირითადი ბირთვი და ყოველ თამაშზე ახალ ახალი სახეები და ექსპერიმებტს გვთავაზობდა მ ა დ ლ ო ბ ა მოვახსენოთ ვაისს გაწეული შრომისთვის და ვეძებოთ ახალი ,მწვრთნელი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"არცერთი არ ვიმსახურებდით ჩვენი ნაკრების მაისურით თამაშს. რა აზრი აქვს ბოდიშს?" - კაპიტნის კომენტარი წაგებული მატჩის შემდეგ

"არცერთი არ ვიმსახურებდით ჩვენი ნაკრების მაისურით თამაშს. რა აზრი აქვს ბოდიშს?" - კაპიტნის კომენტარი წაგებული მატჩის შემდეგ

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 1:7 დამარცხდა.

შეიძლება ითქვას, რომ ესპანელებმა ქართველებს ნამდვილი კოშმარი მოუწყვეს - მოედანზე მათ ყველაფერი გამოსდიოდათ, ჩვენ კი - არაფერი.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 0:4 დათმო. მამარდაშვილის კარში პირველი გოლი 22 - ე წუთზე ალვარო მორატამ გაიტანა, 27-ე წუთზე ავტოგოლი კვირკველიამ მიითვალა, 38 წუთზე ქართველების კარი დანი ოლმომ დალაშქრა, მე-40 წუთზე კი ისევ - მორატამ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა რამდენიმე შეცვლა განახორციელა, მათგან ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა აბურჯანიას ნაცვლად გიორგი ჩაკვეტაძის შემოსვლა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებში ყველაზე აქტიური იყო, სწორედ მან მოახერხა 49-ე წუთზე ესპანელთა კარის აღება. ის კიდევ ცდილობდა თამაშის გამწვავებას, თუმცა თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და საბოლოოდ გამანადგურებელი ანგარიშით დავმარცხდით.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა გუნდის კაპიტანმა:

გურამ კაშია: "ძალიან ვწუხვარ გულშემატკივრის წინაშე, რომ ასეთი დიდი შედეგით წავაგეთ. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი პერფორმანსი იყო, რაც მითამაშია ეროვნულ ნაკრებში. რა თქმა უნდა, ესპანეთის ნაკრებთან შეიძლება წააგო, მაგრამ ასეთი დიდი სხვაობა, არ მგონია, რომ უნდა ყოფილიყო. ხასიათი ვერ გამოვავლინეთ და შემდეგ თამაშში მინდა ვნახო ის ფეხბურთელები, ვინც ითამაშებენ ისე, რომ უფრო მეტი ხასიათი გამოავლინონ. არცერთი არ ვიმსახურებდით ჩვენი ნაკრების მაისურით თამაშს. რა აზრი აქვს ბოდიშს? გული მწყდება, რომ ასეთი ცუდი თამაში ვაჩვენეთ.