სპორტი
Faceამბები
მსოფლიო

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ჯოზეფ ბორელი სტუმრობს
საქართველოს ჯოზეფ ბორელი სტუმრობს

სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ჯო­ზეფ ბო­რე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია. მისი თვითმფრი­ნა­ვი თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის აე­რო­პორ­ტში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ და­ეშ­ვა.

ბო­რელს აე­რო­პორ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი, ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ვახ­ტანგ მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი დახ­ვდნენ.

დღეს­ვე, 19:30 სა­ათ­ზე ჯო­ზეფ ბო­რე­ლი ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ოფის­ში ბრი­ფინგს გა­მარ­თავს.

ამას­თან, ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში უმაღ­ლეს წარ­მო­მად­გე­ნელს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მი­ი­ღებს. ასე­ვე, ჯო­ზეფ ბო­რე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან გა­მარ­თავს შეხ­ვედ­რას, რის შემ­დე­გაც ერ­თობ­ლი­ვი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია უნდა გა­ი­მარ­თოს. ჯო­ზეფ ბო­რე­ლი შეხ­ვდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს ილია დარ­ჩი­აშ­ვილს.

გარ­და ამი­სა, ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო ქმე­დე­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ასე­ვე, გა­მო­ი­ყე­ნებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, შეხ­ვდეს პარ­ლა­მენ­ტში მყოფ, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს და გა­მარ­თოს დის­კუ­სი­ე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად­ვე, ქვე­ყა­ნა­ში მისი პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი ამ­ჟა­მინ­დე­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს გა­ნი­ხი­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე პროგ­რე­სი, ასე­ვე, გაც­ვა­ლოს აზ­რე­ბი უფრო ფარ­თო სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­სა და რე­გი­ო­ნულ სა­კი­თხებ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
0

ჩურჩხელა არ აჭამოთ, არაა მიჩვეული და არ აწყინოს.

ალექს
8

ბობოლა ნაცების ჯერ კიდევ 1996-1998 წელს დაფუძნებულ შექმნილი ა.ს.ო.-ბი სამოქალაქო საზოგადოება არ არის, რევოლუციონერებია , ანუ ნაცმოა თავად , გრანტების და ქვეყნის შესაჭმელად!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

საქართველოს ჯოზეფ ბორელი სტუმრობს

საქართველოს ჯოზეფ ბორელი სტუმრობს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

ბორელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ.

დღესვე, 19:30 საათზე ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ბრიფინგს გამართავს.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ასევე, ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს შეხვედრას, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია უნდა გაიმართოს. ჯოზეფ ბორელი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს.

გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ასევე, გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფ, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ინფორმაციის თანახმადვე, ქვეყანაში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ამჟამინდელი უფლებამოსილებით საშუალებას მისცემს განიხილოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი, ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.