მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
29 წლის ნურ ალფალა მისი და 83 წლის ალ პაჩინოს სერთო შვილზე სრულ მეურვეობას ითხოვს
29 წლის ნურ ალფალა მისი და 83 წლის ალ პაჩინოს სერთო შვილზე სრულ მეურვეობას ითხოვს

ნურ ალ­ფა­ლა მისი და ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის, ალ პა­ჩი­ნოს სა­ერ­თო შვილ­ზე სრულ მე­ურ­ვე­ო­ბას ითხოვს. 29 წლის ქალ­მა სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­დი უკვე შე­ი­ტა­ნა. ამ­გვარ მო­თხოვ­ნას ხში­რად მი­მარ­თა­ვენ და­უ­ქორ­წი­ნე­ბე­ლი წყვი­ლე­ბი, რო­მელ­თაც შვი­ლე­ბი ჰყავთ და სურთ ბავ­შვე­ბის მე­ურ­ვე­ო­ბის, მათ­თან ვი­ზი­ტე­ბი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის სა­კი­თხე­ბი გა­და­წყვი­ტონ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქალი 3 თვის ვაჟ­ზე სრულ მე­ურ­ვე­ო­ბას ითხოვს, ის გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბას იჩენს და 83 წლის ალ პა­ჩი­ნოს უფ­ლე­ბას უტო­ვებს, თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ბავ­შვის­თვის სას­წავ­ლებ­ლის შერ­ჩე­ვა­ში. პა­ჩი­ნოს პარტნი­ო­რი იმის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც უტო­ვებს, რომ შვი­ლი სურ­ვი­ლი­სა­მებრ მო­ი­ნა­ხუ­ლოს ხოლ­მე და არ ზღუ­დავს მას ვი­ზი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ში.

ნურ­მა ამა­ვე გან­ცხა­დე­ბას და­ურ­თო ხელ­მო­წე­რი­ლი "მშობ­ლის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი დეკ­ლა­რა­ცი­ის" ასლი, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ რო­მან ალ­ფა­ლა პა­ჩი­ნოს ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა სწო­რედ ალ პა­ჩი­ნოა.

მსა­ხი­ობს რი­გით მე­ო­თხე შვი­ლი 6 ივ­ნისს შე­ე­ძი­ნა. მა­ლე­ვე გავ­რცელ­და ხმე­ბი, რომ პა­ჩი­ნომ თა­ვის ახალ­გაზ­რდა პარტნი­ორს ბავ­შვის­თვის დნმ-ს ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბა მოს­თხო­ვა, რად­გან არ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ შვი­ლი ნამ­დვი­ლად მისი იყო.

წყა­რო­ებ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­დეს, რომ ალი შოკ­ში იყო ნუ­რის და­ორ­სუ­ლე­ბით, რად­გან ეგო­ნა, ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო, მას აღარ შე­ეძ­ლო შვი­ლის ყოლა. უფრო მე­ტიც, ამ­ბო­ბენ, რომ პა­ჩი­ნომ ეს სი­ახ­ლე ნუ­რის მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე მხო­ლოდ ორი თვით ადრე შე­ი­ტყო.

"ეს სა­ო­ცა­რია. ბევ­რი შვი­ლი მყავს, მაგ­რამ ასეთ დროს რომ გაჩ­ნდა, ეს ამ ამ­ბავს კი­დევ უფრო გან­სა­კუთ­რე­ბულს ხდის",- აცხა­დებ­და გა­ხა­რე­ბუ­ლი პა­ჩი­ნო მისი მე­ო­თხე შვი­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ.

ნური და ალი 2020 წლი­დან ხვდე­ბი­ან. მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო ასე ახა­სი­ა­თებს მათ ურ­თი­ერ­თო­ბას:

"ისი­ნი კა­რან­ტი­ნის დროს და­ახ­ლოვ­დნენ და საკ­მა­ოდ კარ­გად ეწყო­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ პა­ჩი­ნო ნუ­რის მა­მა­ზე უფ­რო­სია ასა­კით“.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერა
0

ალ პაჩინო ეჰ რა ბიჭი იყავი. 

ბაჩო
5

ალ პაჩინო ნამდვილად დიდი მსახიობია, მაგრამ სიბერეში ცოტა გამოშტერდა და ღირსება დაკარგა. 83 წლის კაცი 29 წლის (ფულზე მონადირე) ქალთან ესთეტიკურად ძალიან ცუდი სანახავია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

29 წლის ნურ ალფალა მისი და 83 წლის ალ პაჩინოს სერთო შვილზე სრულ მეურვეობას ითხოვს

29 წლის ნურ ალფალა მისი და 83 წლის ალ პაჩინოს სერთო შვილზე სრულ მეურვეობას ითხოვს

ნურ ალფალა მისი და ცნობილი მსახიობის, ალ პაჩინოს საერთო შვილზე სრულ მეურვეობას ითხოვს. 29 წლის ქალმა სასამართლოში განაცხადი უკვე შეიტანა. ამგვარ მოთხოვნას ხშირად მიმართავენ დაუქორწინებელი წყვილები, რომელთაც შვილები ჰყავთ და სურთ ბავშვების მეურვეობის, მათთან ვიზიტებისა და მატერიალური მხარდაჭერის საკითხები გადაწყვიტონ.

მიუხედავად იმისა, რომ ქალი 3 თვის ვაჟზე სრულ მეურვეობას ითხოვს, ის გულისხმიერებას იჩენს და 83 წლის ალ პაჩინოს უფლებას უტოვებს, თავისი წვლილი შეიტანოს ბავშვისთვის სასწავლებლის შერჩევაში. პაჩინოს პარტნიორი იმის საშუალებასაც უტოვებს, რომ შვილი სურვილისამებრ მოინახულოს ხოლმე და არ ზღუდავს მას ვიზიტების რაოდენობაში.

ნურმა ამავე განცხადებას დაურთო ხელმოწერილი "მშობლის ნებაყოფლობითი დეკლარაციის" ასლი, რომელიც ადასტურებს, რომ რომან ალფალა პაჩინოს ბიოლოგიური მამა სწორედ ალ პაჩინოა.

მსახიობს რიგით მეოთხე შვილი 6 ივნისს შეეძინა. მალევე გავრცელდა ხმები, რომ პაჩინომ თავის ახალგაზრდა პარტნიორს ბავშვისთვის დნმ-ს ანალიზის ჩატარება მოსთხოვა, რადგან არ იყო დარწმუნებული, რომ შვილი ნამდვილად მისი იყო.

წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ ალი შოკში იყო ნურის დაორსულებით, რადგან ეგონა, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების გამო, მას აღარ შეეძლო შვილის ყოლა. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ პაჩინომ ეს სიახლე ნურის მშობიარობამდე მხოლოდ ორი თვით ადრე შეიტყო.

"ეს საოცარია. ბევრი შვილი მყავს, მაგრამ ასეთ დროს რომ გაჩნდა, ეს ამ ამბავს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის",- აცხადებდა გახარებული პაჩინო მისი მეოთხე შვილის დაბადების შემდეგ.

ნური და ალი 2020 წლიდან ხვდებიან. მათთან დაახლოებული წყარო ასე ახასიათებს მათ ურთიერთობას:

"ისინი კარანტინის დროს დაახლოვდნენ და საკმაოდ კარგად ეწყობიან ერთმანეთს, იმის მიუხედავად, რომ პაჩინო ნურის მამაზე უფროსია ასაკით“.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა