მოსკოვის საჰაერო თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური, კონსტანტინე ოგიენკო ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის მიზნით, მოსკოვის რეგიონში თავდაცვის სამინისტროს მიწების გაყიდვას ცდილობდა.
გაზეთ "კომერსანტის“ ცნობით, ოგიენკო და რუსეთის მე-4 საჰაერო თავდაცვის დივიზიის მეთაური, დიმიტრი ბელიაცკი ორგანიზაცია Hope-ის ხელმძღვანელთან 30 მილიონი რუბლის მიღებაზე იყვნენ შეთანხმებულები, თუმცა აქედან მხოლოდ 500 000 რუბლის (დაახლოებით 5078 დოლარი) აღება მოახერხეს.
ოგიენკოს წინააღმდეგ საქმე ივლისში აღიძრა, რის შემდეგაც ოფიცერი მეთაურობიდან გაათავისუფლეს. რუსული მედიის ცნობით, დიმიტრი ბელიაცკიმ დანაშაული აღიარა და თანაბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. იგი სამთვიან შინაპატიმრობაში იმყოფება.
სამხედრო გამომძიებლები კონსტანტინე ოგიენკოს წინასწარ პატიმრობაში 27 ნოემბრამდე დატოვებენ. იგი დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
რაც გენერლებს იარაღი , თანკები და სხვა ტექნიკა აქვთ გაყიდული ჯართად, ერთ დიდ არმიას შეიარაღებდა. ეგენი დასაჭერ დასახვრეტები არიან. ყველაზე მეტად სამხედროებმა ისარგებლეს საჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ
ნახეს რა ამათაც გამონაკლისი. მასე თუ მიყვნენ, ყველა რუსი გენერალი მექრთამე და დასაჭერია და უკრაინაში ვინღა იომოს?