სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთვარის ათვისების მარათონში იაპონიაც ერთვება - პირველად ისტორიაში, დედამიწის თანამგზავრზე იაპონური კოსმოსური ხომალდიც დაეშვება
მთვარის ათვისების მარათონში იაპონიაც ერთვება - პირველად ისტორიაში, დედამიწის თანამგზავრზე იაპონური კოსმოსური ხომალდიც დაეშვება

The Gardian-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ია­პო­ნი­ამ კოს­მოს­ში მთვარ­ზე და­საშ­ვე­ბად პირ­ვე­ლი მო­დუ­ლი - SLIM-ი გა­უშ­ვა, რო­მე­ლიც ია­პო­ნი­ის აე­რო­კოს­მო­სუ­რი კვლე­ვე­ბის სა­ა­გენ­ტომ (JAXA) შე­ი­მუ­შა­ვა. მთვა­რე­ზე მო­დუ­ლის დაშ­ვე­ბა მო­მა­ვა­ლი წლის თე­ბერ­ვლის­თვი­საა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რა­კე­ტა-მა­ტა­რებ­ლის გაშ­ვე­ბა დღეს ტა­ნე­გა­სი­მას კოს­მოდ­რო­მი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და. ამინ­დის გამო, გაშ­ვე­ბა წელს უკვე სამ­ჯერ გა­და­ი­დო.

JAXA-ს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აპა­რა­ტის შექ­მნის დროს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ზუს­ტად გა­სა­ზღვრულ ად­გი­ლას დაშ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, 100 მეტ­რამ­დე ცდო­მი­ლე­ბით, ადრე კი, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრს შე­ად­გენ­და.

ია­პო­ნი­ას, $100-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი მი­სი­ით სურს და­ამ­ტკი­ცოს, რომ მას აქვს უნა­რი, მთვა­რე­ზე მსუ­ბუ­ქი, ბი­უ­ჯე­ტუ­რი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი წარ­მა­ტე­ბით და­უშ­ვას. "ახლა გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა და­ვეშ­ვათ იქ, სა­დაც გვსურს და არა იქ, სა­დაც მარ­ტი­ვია", - გა­ნა­ცხა­დეს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა.

  • თა­ნამ­გზავ­რი, რო­მელ­საც ავ­ტო­ბუ­სის ზო­მის ტე­ლეს­კო­პი აქვს, უკვე ჩა­მო­შორ­და მთვა­რე­ზე და­საშ­ვებ ხო­მალდს, რად­გან მას სა­კუ­თა­რი მი­სია აქვს. თა­ნამ­გზავ­რი დე­და­მი­წის ორ­ბი­ტას შე­მო­უვ­ლის და ისეთ კოს­მო­სურ ფე­ნო­მე­ნებს შე­ის­წავ­ლის, რო­გო­რიც შავი ხვრე­ლე­ბია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სულ რა­ღაც 2 კვი­რის წინ ინ­დო­ე­თი ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და, რო­გორც მე­ო­თხე ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც მთვა­რე­ზე წარ­მა­ტე­ბით და­უშ­ვა სა­კუ­თა­რი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი, Chandrayaan-3. ის მთვა­რის კრა­ტე­რებ­ზე იმოძ­რა­ვებს და მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­ნა­ცე­მებს შე­აგ­რო­ვებს, რაც ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე გა­მო­იგ­ზავ­ნე­ბა გა­მო­საკ­ვლე­ვად.

წყა­რო: bbc

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
8

რაღაცა იპოვეს აშკარად . რო აფრენენ რაკეტას წარამარა

`
9

მაგენი აკლდნენ კიდევ:)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

მთვარის ათვისების მარათონში იაპონიაც ერთვება - პირველად ისტორიაში, დედამიწის თანამგზავრზე იაპონური კოსმოსური ხომალდიც დაეშვება

მთვარის ათვისების მარათონში იაპონიაც ერთვება - პირველად ისტორიაში, დედამიწის თანამგზავრზე იაპონური კოსმოსური ხომალდიც დაეშვება

The Gardian-ის ინფორმაციით, იაპონიამ კოსმოსში მთვარზე დასაშვებად პირველი მოდული - SLIM-ი გაუშვა, რომელიც იაპონიის აეროკოსმოსური კვლევების სააგენტომ (JAXA) შეიმუშავა. მთვარეზე მოდულის დაშვება მომავალი წლის თებერვლისთვისაა მოსალოდნელი.

გამოცემის ცნობით, რაკეტა-მატარებლის გაშვება დღეს ტანეგასიმას კოსმოდრომიდან განხორციელდა. ამინდის გამო, გაშვება წელს უკვე სამჯერ გადაიდო.

JAXA-ს სპეციალისტების განცხადებით, აპარატის შექმნის დროს გამოყენებული ტექნოლოგიები ზუსტად გასაზღვრულ ადგილას დაშვების საშუალებას იძლევა, 100 მეტრამდე ცდომილებით, ადრე კი, ეს მაჩვენებელი რამდენიმე კილომეტრს შეადგენდა.

იაპონიას, $100-მილიონიანი მისიით სურს დაამტკიცოს, რომ მას აქვს უნარი, მთვარეზე მსუბუქი, ბიუჯეტური კოსმოსური ხომალდი წარმატებით დაუშვას. "ახლა გვაქვს საშუალება დავეშვათ იქ, სადაც გვსურს და არა იქ, სადაც მარტივია", - განაცხადეს სპეციალისტებმა.

  • თანამგზავრი, რომელსაც ავტობუსის ზომის ტელესკოპი აქვს, უკვე ჩამოშორდა მთვარეზე დასაშვებ ხომალდს, რადგან მას საკუთარი მისია აქვს. თანამგზავრი დედამიწის ორბიტას შემოუვლის და ისეთ კოსმოსურ ფენომენებს შეისწავლის, როგორიც შავი ხვრელებია.

შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც 2 კვირის წინ ინდოეთი ისტორიაში შევიდა, როგორც მეოთხე ქვეყანა, რომელმაც მთვარეზე წარმატებით დაუშვა საკუთარი კოსმოსური ხომალდი, Chandrayaan-3. ის მთვარის კრატერებზე იმოძრავებს და მნიშვნელოვან მონაცემებს შეაგროვებს, რაც ჩვენს პლანეტაზე გამოიგზავნება გამოსაკვლევად.

წყარო: bbc