მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინის გვერდით დგომას ვაგრძელებთ და 1 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ახალი დახმარების შესახებ ვაცხადებთ" - ბლინკენი
"უკრაინის გვერდით დგომას ვაგრძელებთ და 1 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ახალი დახმარების შესახებ ვაცხადებთ" - ბლინკენი

აშშ უკ­რა­ი­ნას 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის დახ­მა­რე­ბას გა­დას­ცემს. ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა კი­ევ­ში უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ დმიტ­რო კუ­ლე­ბას­თან ერ­თად გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

“უკ­რა­ი­ნის გვერ­დით დგო­მას ვაგ­რძე­ლებთ, და დღეს ამ სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვე­ბის­თვის 1 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი ოდე­ნო­ბის ახა­ლი დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ ვა­ცხა­დებთ. აქ შე­დის 665.5 მი­ლი­ო­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში ახა­ლი სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო დახ­მა­რე­ბა. ჯა­მუ­რად, რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის და­სა­წყი­სი­დან ჩვენ 43 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი გა­მოვ­ყა­ვით უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში დახ­მა­რე­ბა­ზე”, - გა­ნა­ცხა­და ბლინ­კენ­მა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ ზუს­ტად ერთი წლის წინ უკ­რა­ი­ნა­ში მისი ბოლო ვი­ზი­ტი­დან უკ­რა­ი­ნულ­მა ძა­ლებ­მა რუ­სე­ბის მიერ 2022 წლის თე­ბერ­ვლი­დან და­პყრო­ბი­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 50% და­იბ­რუ­ნეს.

“მიმ­დი­ნა­რე კონ­ტრშე­ტე­ვა­ში ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში პროგ­რე­სი დაჩ­ქარ­და. ეს ახა­ლი პა­კე­ტი და­ეხ­მა­რე­ბა მას და და­მე­ტე­ბით იმ­პულსს მის­ცემს”, - აღ­ნიშ­ნა ბლინ­კენ­მა.

მისი თქმით, ახა­ლი დახ­მა­რე­ბი­დან 175 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის დახ­მა­რე­ბის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა, “რაც უკი­დუ­რე­სი სა­ჭი­რო­ე­ბაა.” ასე­ვე, 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი უკ­რა­ი­ნის გრძელ­ვა­დი­ა­ნი სამ­ხედ­რო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი და 300 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი - გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გე­ნო­ე­ბის მიერ მარ­თლწეს­რი­გის აღ­დგე­ნა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ძა­ლის­ხმე­ვე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზე. “უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში ახა­ლი და­ფი­ნან­სე­ბა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც დღეს ვა­ცხა­დებთ, ასე­ვე გა­მაგ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ამ შე­მოდ­გო­მა­ზე ამე­რი­კუ­ლი Abrams ტან­კე­ბის ჩა­მოს­ვლი­თა და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში F-16-ებზე უკ­რა­ი­ნე­ლი პი­ლო­ტე­ბის გაწ­ვრთნით, რაც შე­ავ­სებს წვრთნას, რო­მე­ლიც უკვე ტარ­დე­ბა ევ­რო­პა­ში”, - გა­ნა­ცხა­და ბლინ­კენ­მა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანუ
0

ძირს რუსეთის დამპალი იმპერია

ფიფია
6

კულება და ბრინკა, ფრთხილად, ეგრე გაბადრულები არ დარჩეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"უკრაინის გვერდით დგომას ვაგრძელებთ და 1 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ახალი დახმარების შესახებ ვაცხადებთ" - ბლინკენი

"უკრაინის გვერდით დგომას ვაგრძელებთ და 1 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ახალი დახმარების შესახებ ვაცხადებთ" - ბლინკენი

აშშ უკრაინას 1 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“უკრაინის გვერდით დგომას ვაგრძელებთ, და დღეს ამ საერთო ძალისხმევებისთვის 1 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ახალი დახმარების შესახებ ვაცხადებთ. აქ შედის 665.5 მილიონი უსაფრთხოების სფეროში ახალი სამხედრო და სამოქალაქო დახმარება. ჯამურად, რუსული სამხედრო აგრესიის დასაწყისიდან ჩვენ 43 მილიარდ დოლარზე მეტი გამოვყავით უსაფრთხოების სფეროში დახმარებაზე”, - განაცხადა ბლინკენმა.

მან აღნიშნა, რომ ზუსტად ერთი წლის წინ უკრაინაში მისი ბოლო ვიზიტიდან უკრაინულმა ძალებმა რუსების მიერ 2022 წლის თებერვლიდან დაპყრობილი ტერიტორიების 50% დაიბრუნეს.

“მიმდინარე კონტრშეტევაში ბოლო რამდენიმე კვირაში პროგრესი დაჩქარდა. ეს ახალი პაკეტი დაეხმარება მას და დამეტებით იმპულსს მისცემს”, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, ახალი დახმარებიდან 175 მილიონი დოლარი უკრაინის საჰაერო თავდაცვის დახმარებისკენ მიემართება, “რაც უკიდურესი საჭიროებაა.” ასევე, 100 მილიონი დოლარი უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო საჭიროებების მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული და 300 მილიონი დოლარი - გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სამართალდამცავი ორგენოების მიერ მართლწესრიგის აღდგენასა და შენარჩუნების ძალისხმევების მხარდაჭერაზე. “უსაფრთხოების სფეროში ახალი დაფინანსება, რომლის შესახებაც დღეს ვაცხადებთ, ასევე გამაგრებული იქნება ამ შემოდგომაზე ამერიკული Abrams ტანკების ჩამოსვლითა და შეერთებულ შტატებში F-16-ებზე უკრაინელი პილოტების გაწვრთნით, რაც შეავსებს წვრთნას, რომელიც უკვე ტარდება ევროპაში”, - განაცხადა ბლინკენმა.