საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობა უკრაინის ფრონტიდან, რომელმაც სენსაცია მოახდინა - რა მოხდა ომში პირველად ისტორიაში
ცნობა უკრაინის ფრონტიდან, რომელმაც სენსაცია მოახდინა - რა მოხდა ომში პირველად ისტორიაში
  • ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტი­დან მო­რი­გი რამ­დე­ნი­მე­წა­მი­ა­ნი ვი­დე­ორ­გო­ლი გავ­რცელ­და, რო­მელ­მაც სენ­სა­ცია მო­ახ­დი­ნა არა მარ­ტო სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში,არა­მედ მას, რიგი ქვეყ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბიც კი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ...

მა­ინც რა ჩან­და ასე­თი ამ ვი­დე­ო­კად­რებ­ში?

ბევ­რი არა­ფე­რი, უბ­რა­ლოდ რო­გორ იწ­ვის აფეთ­ქე­ბუ­ლი ტან­კი ფრონ­ტის ხაზ­თან...

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თო ჯამ­ში, 2 290 რუ­სუ­ლი და 642 უკ­რა­ი­ნუ­ლი ტან­კის და­კარ­გვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფო­ტო­ვი­დე­ო­კად­რე­ბით და კი­დევ ერთი ახა­ლი ტან­კის აფეთ­ქე­ბას ასე­თი რა უნდა შე­ეც­ვა­ლა, რომ მას­ზე ლა­მის ნა­ხე­ვა­რი მსოფ­ლიო ალა­პა­რაკ­და?

ომე­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი „ჩე­ლენ­ჯე­რი“, ჩვენ, რუ­სებ­მა ავა­ფეთ­ქეთ - გულ­ზე მჯიღს ირტყა­მენ რუსი სამ­ხედ­რო ბლო­გე­რე­ბი მას შემ­დეგ, რაც თა­ვად უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­როს მიერ გა­და­ღე­ბულ და გავ­რცე­ლე­ბულ სამ­წა­მი­ან ვი­დე­ორ­გოლ­ში მო­ჩანს, თუ რო­გორ იწ­ვის ტან­კი და სტოპ-კად­რის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­სას ძნე­ლი არ არის იმის მიხ­ვედ­რა, რომ ეს მარ­თლაც ბრი­ტა­ნუ­ლი Challenger 2-ია…

მაგ­რამ ასე­თი სა­ო­ცა­რი რა მოხ­და, გა­უკ­ვირ­დე­ბა მკი­თხველს, აუ­ფეთ­ქე­ბე­ლი ტან­კი ხომ არ არ­სე­ბობს!

მკი­თხვე­ლი მარ­თა­ლიც იქ­ნე­ბა, მაგ­რამ "ჩე­ლენ­ჯერს" "აუ­ფეთ­ქე­ბე­ლი" ტან­კის იმი­ჯი თა­ვად ბრი­ტა­ნე­ლებ­მა შე­უქ­მნეს, რაც მერე უკ­რა­ი­ნე­ლებ­მაც აი­ტა­ცეს, რო­დე­საც გა­ცხად­და, რომ ბრი­ტა­ნე­თი უკ­რა­ი­ნის არ­მი­ას Challenger 2-ების ერთ ეს­კად­რონს მი­აწ­ვდი­და…

ჯერ კი­დევ 2023 წლის 16 იან­ვარს ჩემს ბლოგ­ში, სტა­ტი­ა­ში "რას შეც­ვლის 14 ბრი­ტა­ნუ­ლი ტან­კი "ჩე­ლენ­ჯე­რი" უკ­რა­ი­ნის ფრონტზე..." ვწერ­დი: "...უკ­რა­ი­ნას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მი­ე­წო­დე­ბა ბრი­ტა­ნუ­ლი ძი­რი­თა­დი საბ­რძო­ლო ტან­კე­ბის - Challenger 2-ის ერთი ეს­კად­რო­ნი და 30-მდე თვით­მა­ვა­ლი სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რი AS90 . ბრი­ტა­ნე­თის არ­მი­ა­ში ერთი სა­ტან­კო ეს­კად­რო­ნი ერთი უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ტან­კო ასე­უ­ლის ტოლ­ფა­სია, თუმ­ცა მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 10-ის ნაც­ვლად, 14 ტან­კი შე­დის.

რას შეც­ვლის 14 ბრი­ტა­ნუ­ლი ტან­კის გა­მო­ჩე­ნა უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის არ­სე­ნალ­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ?

ერთი შე­ხედ­ვით, ბევ­რს ვე­რა­ფერს, უფრო სწო­რად, ფრონ­ტის კონ­კრე­ტულ ვიწ­რო უბან­ზე შე­ტე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას ბევრ რა­მეს, მაგ­რამ სა­ერ­თო მას­შტა­ბე­ბით - დი­დად არა­ფერს...

რაც შე­ე­ხე­ბა ბრი­ტა­ნულ "ჩე­ლენ­ჯერ 2"-ს, ის დღეს არ­სე­ბუ­ლი ტან­კე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მძი­მეა და მისი სრუ­ლად აღ­ჭურ­ვის მასა 75 ტო­ნას აღ­წევს, მა­შინ, რო­დე­საც საბ­ჭო­თად­რო­ინ­დე­ლი "ტ-72", მხო­ლოდ 41 ტონა თუ არის.

"ჩე­ლენ­ჯე­რის" ამ­ხე­ლა მასა კი გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ ის, ეტყო­ბა, ყვე­ლა­ზე და­ცუ­ლი ტან­კია მსოფ­ლი­ო­ში - ტან­კის კორ­პუ­სი "დორ­ჩეს­ტე­რის" მრა­ვალშრი­ა­ნი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ჯავ­შნის­გან შედ­გე­ბა, რო­მელ­საც გა­რე­დან და­მა­ტე­ბით უყე­ნია კუ­მუ­ლა­ცი­ურ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეკ­რა­ნი და ფალ­შბორ­ტე­ბი, რო­მელ­შიც ჩა­წყო­ბი­ლია დი­ნა­მი­კუ­რი დაც­ვის ელე­მენ­ტე­ბი.

"ჩე­ლენ­ჯერ 2"-ი, ძლი­ე­რი დაც­ვის გარ­და, გა­მო­ირ­ჩე­ვა ძალ­ზე ზუს­ტი 120 მმ-იანი სა­ტან­კო ქვე­მე­ხით, რო­მე­ლიც ნა­ტო­სა და რუ­სე­თის ყვე­ლა სხვა ტან­კის ლუ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გლუვ­ლუ­ლი­ა­ნი კი არა, ხრახნ­ლუ­ლი­ა­ნია, რი­თაც მი­იღ­წე­ვა ჭურ­ვის გას­რო­ლის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სი­ზუს­ტე 3-5 კმ-ის სი­შო­რე­ზეც კი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტრიფონი
13

ღმერთმა დაიფაროს მსოფლიო რუსეთის წაქცევა მსოფლიოსკარგს არ მოუტანს.საქართველო კი რუკიდან წაიშლება

მიმა
15

ნოშრეეეეე ამერიკელებიც მინახავს თვითმფრინავის ფრთებზე დსკიდებულები ელჩიან ჯარისკაცებისნად ავთსნეთში.ვინ ვის აჯობებს ეს მთავარია ამერიკისთვის მხოლოდ.ადამიანები იღუპებიან .ხელენსკიმ იარაღის გამოცდის პოლიგონად აქცია უკრაინელების სამშობლო.ისე რუსეთის დაშლა კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შექმნის რომ იცოდეთ მსოფლიოში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ცნობა უკრაინის ფრონტიდან, რომელმაც სენსაცია მოახდინა - რა მოხდა ომში პირველად ისტორიაში

ცნობა უკრაინის ფრონტიდან, რომელმაც სენსაცია მოახდინა - რა მოხდა ომში პირველად ისტორიაში
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

უკრაინის ფრონტიდან მორიგი რამდენიმეწამიანი ვიდეორგოლი გავრცელდა, რომელმაც სენსაცია მოახდინა არა მარტო სოციალურ ქსელებში,არამედ მას, რიგი ქვეყნების ოფიციალური სტრუქტურებიც კი გამოეხმაურნენ...

მაინც რა ჩანდა ასეთი ამ ვიდეოკადრებში?

ბევრი არაფერი, უბრალოდ როგორ იწვის აფეთქებული ტანკი ფრონტის ხაზთან...

რუსეთ-უკრაინის ომში წელიწადნახევრის განმავლობაში საერთო ჯამში, 2 290 რუსული და 642 უკრაინული ტანკის დაკარგვაა დადასტურებული ფოტოვიდეოკადრებით და კიდევ ერთი ახალი ტანკის აფეთქებას ასეთი რა უნდა შეეცვალა, რომ მასზე ლამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა?

ომების ისტორიაში პირველი ბრიტანული „ჩელენჯერი“, ჩვენ, რუსებმა ავაფეთქეთ - გულზე მჯიღს ირტყამენ რუსი სამხედრო ბლოგერები მას შემდეგ, რაც თავად უკრაინელი სამხედროს მიერ გადაღებულ და გავრცელებულ სამწამიან ვიდეორგოლში მოჩანს, თუ როგორ იწვის ტანკი და სტოპ-კადრის გაანალიზებისას ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ ეს მართლაც ბრიტანული Challenger 2-ია…

მაგრამ ასეთი საოცარი რა მოხდა, გაუკვირდება მკითხველს, აუფეთქებელი ტანკი ხომ არ არსებობს!

მკითხველი მართალიც იქნება, მაგრამ "ჩელენჯერს" "აუფეთქებელი" ტანკის იმიჯი თავად ბრიტანელებმა შეუქმნეს, რაც მერე უკრაინელებმაც აიტაცეს, როდესაც გაცხადდა, რომ ბრიტანეთი უკრაინის არმიას Challenger 2-ების ერთ ესკადრონს მიაწვდიდა…

ჯერ კიდევ 2023 წლის 16 იანვარს ჩემს ბლოგში, სტატიაში "რას შეცვლის 14 ბრიტანული ტანკი "ჩელენჯერი" უკრაინის ფრონტზე..." ვწერდი: "...უკრაინას უახლოეს მომავალში მიეწოდება ბრიტანული ძირითადი საბრძოლო ტანკების - Challenger 2-ის ერთი ესკადრონი და 30-მდე თვითმავალი საარტილერიო დანადგარი AS90 . ბრიტანეთის არმიაში ერთი სატანკო ესკადრონი ერთი უკრაინული სატანკო ასეულის ტოლფასია, თუმცა მის შემადგენლობაში 10-ის ნაცვლად, 14 ტანკი შედის.

რას შეცვლის 14 ბრიტანული ტანკის გამოჩენა უკრაინის არმიის არსენალში რამდენიმე კვირის შემდეგ?

ერთი შეხედვით, ბევრს ვერაფერს, უფრო სწორად, ფრონტის კონკრეტულ ვიწრო უბანზე შეტევის განხორციელებისას ბევრ რამეს, მაგრამ საერთო მასშტაბებით - დიდად არაფერს...

რაც შეეხება ბრიტანულ "ჩელენჯერ 2"-ს, ის დღეს არსებული ტანკებიდან ყველაზე მძიმეა და მისი სრულად აღჭურვის მასა 75 ტონას აღწევს, მაშინ, როდესაც საბჭოთადროინდელი "ტ-72", მხოლოდ 41 ტონა თუ არის.

"ჩელენჯერის" ამხელა მასა კი გამოწვეულია იმით, რომ ის, ეტყობა, ყველაზე დაცული ტანკია მსოფლიოში - ტანკის კორპუსი "დორჩესტერის" მრავალშრიანი კომბინირებული ჯავშნისგან შედგება, რომელსაც გარედან დამატებით უყენია კუმულაციურსაწინააღმდეგო ეკრანი და ფალშბორტები, რომელშიც ჩაწყობილია დინამიკური დაცვის ელემენტები.

"ჩელენჯერ 2"-ი, ძლიერი დაცვის გარდა, გამოირჩევა ძალზე ზუსტი 120 მმ-იანი სატანკო ქვემეხით, რომელიც ნატოსა და რუსეთის ყველა სხვა ტანკის ლულისგან განსხვავებით, გლუვლულიანი კი არა, ხრახნლულიანია, რითაც მიიღწევა ჭურვის გასროლის ძალიან მაღალი სიზუსტე 3-5 კმ-ის სიშორეზეც კი. განაგრძეთ კითხვა