სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასავლელმა კურატორებმა უკრაინის სათავეში ეთნიკური ებრაელი დააყენეს“ - პუტინის არაეთიკური განცხადება ზელენსკიზე და პასუხი უკრაინიდან
"დასავლელმა კურატორებმა უკრაინის სათავეში ეთნიკური ებრაელი დააყენეს“ - პუტინის არაეთიკური განცხადება ზელენსკიზე და პასუხი უკრაინიდან

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მო­რი­გი არა­ე­თი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე თქვა: "და­სავ­ლელ­მა კუ­რა­ტო­რებ­მა უკ­რა­ი­ნის სა­თა­ვე­ში ეთ­ნი­კუ­რი ებ­რა­ე­ლი და­ა­ყე­ნეს, რათა და­ფა­რონ თა­ნა­მედ­რო­ვე უკ­რა­ი­ნის ან­ტი­ა­და­მი­ა­ნუ­რი არსი“.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩევ­ლის, მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­ა­კის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ან­ტი­სე­მი­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით სა­კუ­თა­რი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბის გა­მარ­თლე­ბას ცდი­ლობს.

"ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ იყე­ნებს ტე­ლე­ფო­ნებს ან კომ­პი­უ­ტერს, მო­უ­წო­დებს და­ათ­ვა­ლი­ე­როს, რას წე­რენ "ებ­რა­ე­ლე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის შე­სა­ხებ". კი­დევ ერთხელ, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გას­ცემს ბრძა­ნე­ბას, და­ეს­ხას სხვა ქვე­ყა­ნას რა­კე­ტე­ბით, მა­სობ­რი­ვად მოკ­ლას, გა­ა­უ­პა­ტი­უ­როს, გა­ი­ტა­ცოს ბავ­შვე­ბი და გა­ა­ნად­გუ­როს ქა­ლა­ქე­ბი და სოფ­ლე­ბი, თა­ვის ში­ნა­გან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბას ახალ გა­მარ­თლე­ბას აძ­ლევს", - აცხა­დებს პო­დო­ლი­ა­კი.

მისი თქმით, პუ­ტი­ნი ცი­ნი­კუ­რად ცდი­ლობს, ჰო­ლო­კოს­ტის ის­ტო­რი­უ­ლი თემა თა­ნა­მედ­რო­ვე რუსი ნა­ცის­ტე­ბის გა­სა­მარ­თლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს.

"ეს არის კი­დევ ერთი და­დას­ტუ­რე­ბა იმი­სა, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ცხოვ­რობს სა­კუ­თარ სამ­ყა­რო­ში, რე­ა­ლო­ბის­გან იზო­ლი­რე­ბულ ხე­ლოვ­ნურ ბუშ­ტში. ეს ნიშ­ნავს, რომ ის სრუ­ლი­ად ქმე­დუ­უ­ნა­როა და მას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. პუ­ტი­ნი არ არის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი აქ­ტო­რი, რო­მე­ლიც იმ­სა­ხუ­რებს ინ­ვეს­ტი­რე­ბას გრძელ­ვა­დი­ან პარტნი­ო­რო­ბა­ში: ეს გა­სა­გე­ბი უნდა იყოს აქ­ტო­რე­ბის­თვის მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუ­თხე­ში. დიახ, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­მაც უნდა მო­ი­შო­როს თა­ვი­სი ილუ­ზი­ე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ ფა­შიზ­მის რე­ა­ნი­მი­რე­ბა რუ­სულ შე­ფუთ­ვა­ში მოხ­და", - წერს პო­დო­ლი­ა­კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარბიელი
23

ზელენსკი რომ მისი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად , საპრეზიდენტო კაცი ისე არაა, როგორც მე ვიეტნამური ენის სპეციალისტი, ეს ცხადია, მაგრამ რუსებს რამდენი ეთნიკურად რუსი მართველი ჰყავდათ? დავიწყოთ იმით, რომ "მდიდარი ქვეყანა ვართ, მოდით და გვმართეთო" და ჩამოიყვანეს რიურიკები ... პეტრე პირველი, ეკატერინე მეორე (ცხენების მოყვარული) ლენინი, ტროცკი, სტალინი რუსები არ იყვნენ, დანარჩენი რუსიც და არარუსიც კარგად შეინახეთ

Dima
20

მასეა- უცხოტომელებს მოაწერიეს ხელი სლავების ხოცვაზე! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"დასავლელმა კურატორებმა უკრაინის სათავეში ეთნიკური ებრაელი დააყენეს“ - პუტინის არაეთიკური განცხადება ზელენსკიზე და პასუხი უკრაინიდან

"დასავლელმა კურატორებმა უკრაინის სათავეში ეთნიკური ებრაელი დააყენეს“ - პუტინის არაეთიკური განცხადება ზელენსკიზე და პასუხი უკრაინიდან

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მორიგი არაეთიკური განცხადება გააკეთა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომავლობაზე თქვა: "დასავლელმა კურატორებმა უკრაინის სათავეში ეთნიკური ებრაელი დააყენეს, რათა დაფარონ თანამედროვე უკრაინის ანტიადამიანური არსი“.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ანტისემიტური განცხადებებით საკუთარი არაადეკვატურობის გამართლებას ცდილობს.

"ადამიანი, რომელიც არ იყენებს ტელეფონებს ან კომპიუტერს, მოუწოდებს დაათვალიეროს, რას წერენ "ებრაელები ინტერნეტში პრეზიდენტ ზელენსკის შესახებ". კიდევ ერთხელ, ადამიანი, რომელიც მიზანმიმართულად გასცემს ბრძანებას, დაესხას სხვა ქვეყანას რაკეტებით, მასობრივად მოკლას, გააუპატიუროს, გაიტაცოს ბავშვები და გაანადგუროს ქალაქები და სოფლები, თავის შინაგან არაადეკვატურობას ახალ გამართლებას აძლევს", - აცხადებს პოდოლიაკი.

მისი თქმით, პუტინი ცინიკურად ცდილობს, ჰოლოკოსტის ისტორიული თემა თანამედროვე რუსი ნაცისტების გასამართლებლად გამოიყენოს.

"ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ცხოვრობს საკუთარ სამყაროში, რეალობისგან იზოლირებულ ხელოვნურ ბუშტში. ეს ნიშნავს, რომ ის სრულიად ქმედუუნაროა და მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია. პუტინი არ არის რაციონალური აქტორი, რომელიც იმსახურებს ინვესტირებას გრძელვადიან პარტნიორობაში: ეს გასაგები უნდა იყოს აქტორებისთვის მსოფლიოს ყველა კუთხეში. დიახ, ახლო აღმოსავლეთმაც უნდა მოიშოროს თავისი ილუზიები და საბოლოოდ გააცნობიეროს, რომ ფაშიზმის რეანიმირება რუსულ შეფუთვაში მოხდა", - წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.